საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხედრები დაანაწევრეს და ურნებში გაანაწილეს - 13 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის საქმე, რომელიც ბერძენმა სამართალდამცავებმა ახლახან გახსნეს
ცხედრები დაანაწევრეს და ურნებში გაანაწილეს - 13 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის საქმე, რომელიც ბერძენმა სამართალდამცავებმა ახლახან გახსნეს

13 წლის წინ სა­ბერ­ძნეთ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი დედა-შვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე ბერ­ძენ­მა სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ გახ­სნეს.

Ambebi.ge - მ შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია.

  • რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და დედა-შვი­ლი?

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით, ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ომო­ნი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 2007 წლის 6 ივ­ლისს შე­ვი­და. მას შემ­დეგ, 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორი­ვე და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. ბერ­ძნულ­მა გავ­ლე­ნი­ან­მა მა­უ­წყებ­ლებ­მა არ­ერ­თი გა­და­ცე­მა მი­უ­ძღვნეს უგზო-უკვლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ დედა-შვილს, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბე­ბიც.

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მა­ნა­ნა ჩი­ქო­ვა­ნი, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნეთ­ში 24 წე­ლია ცხოვ­რობს, ambebi.ge –ს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებს უყ­ვე­ბა. მისი მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, დედა-შვი­ლი პა­კის­ტა­ნე­ლე­ბის ბარ­ში მუ­შა­ობ­და. სწო­რედ ამ ობი­ექ­ტი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და ჯერ შვი­ლი, შემ­დეგ კი დედა.

"ეს ძა­ლი­ან გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბერ­ძნულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არა­ერ­თხელ გა­შუქ­და. ცნო­ბი­ლი ორ­სა­ა­თი­ა­ნი გა­და­ცე­მა "სი­ნათ­ლე გვი­რაბ­ში", რომ­ლის მი­ზა­ნიც და­კარ­გუ­ლი ხალ­ხის მო­ძებ­ნაა, მთლი­ა­ნად ანა­სა და ჟუ­ჟუ­ნას მი­უ­ძღვნეს. მე ისი­ნი გა­ვი­ცა­ნი 1996 წელს, რო­დე­საც ახა­ლი ჩა­სუ­ლი ვი­ყა­ვი სა­ბერ­ძნეთ­ში. თა­ვა­დაც ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ძა­ლი­ან უჭირ­დათ. ჟუ­ჟუ­ნა ისე­თი ლა­მა­ზი და კოხ­ტა ქალი იყო, ანი მა­შინ 9-10 წლის იქ­ნე­ბო­და. მახ­სოვს, თა­ვი­დან ბინა რომ იქი­რა­ვეს, ვერ გა­და­ი­ხა­დეს ქირა და მე­პატ­რო­ნეს ბავ­შვი­ა­ნად გა­რეთ გა­მო­უგ­დია ჟუ­ჟუ­ნა. ის ღამე ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში გა­უ­თე­ვი­ათ. ზო­გა­დად, ბავ­შვი­ან ქალს არ იღებ­დნენ მო­ხუ­ცე­ბის მომ­ვლე­ლე­ბად და მა­გი­ტომ გა­უ­ჭირ­და თა­ვი­დან. შემ­დეგ რო­გორც იქნა მი­ი­ღო ერ­თმა ღვთის­ნი­ერ­მა ოჯახ­მა და თან­და­თან მოძ­ლი­ერ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. მახ­სოვს, გა­ხა­რე­ბუ­ლი მხვდე­ბო­და ხოლ­მე გზა­ში, აი, მა­ნა­ნა, ფეხ­ზე ვდგე­ბით, მგო­ნიო. ვწვა­ლობ ჩემი ანის­თვი­სო. ბო­ლოს, რომ ვნა­ხე, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, მი­თხრა, დიდი ბინა მაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი და დღი­უ­რად ვა­ქი­რა­ვე­ბო. ასე იქ­ცე­ვა ბევ­რი ქარ­თვე­ლი - ფულს რომ იშოვ­ნი­ან, და­მა­ტე­ბით შე­მო­სა­ვალს იჩე­ნენ. პა­რა­ლე­ლუ­რად ბარ­ში ვმუ­შა­ო­ბო. ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვართ მე და ჩემი შვი­ლი, ანი სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობს, ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზეც და­დის, ნეტა იცო­დე რა გოგო მყავ­სო. მარ­თლაც, ისე­თი ლა­მა­ზი იყო ანი... აშოლ­ტი­ლი. 20-21 წლის იქ­ნე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და. ბო­ლოს ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ პა­კის­ტა­ნე­ლე­ბის კა­ფე­ში. სა­ლა­რო­ზე ამუ­შა­ვებ­დნენ ანის თურ­მე და ჟუ­ჟუ­ნა მე­ნე­ჯე­რი იყო. ერთ დღე­საც და­უგ­ვი­ა­ნია სამ­სა­ხურ­ში ანის, და­უ­რე­კავთ დე­და­მი­სის­თვის, შენს შვილს პრობ­ლე­მა აქ­ვსო, ეს გა­ვარ­დნი­ლა კა­ფე­დან და მას შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს", - გვიყ­ვე­ბა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი.

  • რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი?

ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მკვლელ­მა გა­მო­ძი­ე­ბას სკან­და­ლუ­რი აღი­ა­რე­ბა მის­ცა. პა­კის­ტა­ნის 54 წლის მო­ქა­ლა­ქე გა­მომ­ძი­ე­ბელს დე­ტა­ლუ­რად მო­უყ­ვა და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ და და­ა­სა­ხე­ლა კონ­კრე­ტულ მი­ზე­ზი, რის გა­მოც 2007 წელს ათენ­ში, კერ­ძოდ, პე­ტა­რა­ლო­ნა­ში, 21 წლის ქარ­თვე­ლი გოგო და მისი დედა, თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, სას­ტი­კად და­ხო­ცა.

"და­ნა­შა­ულს ვა­ღი­ა­რებ და ძა­ლი­ან ვნა­ნობ. ეს არ ყო­ფი­ლა ჩემი გან­ზრახ­ვა, არა­მედ გა­რე­მო­ე­ბებ­მა მა­ი­ძუ­ლა მკვლე­ლო­ბა ჩა­მე­დი­ნა. ვა­ღი­ა­რებ, რომ ანა და მისი დედა მოვ­კა­ლი და რა­ღაც მო­მენ­ტში ვფიქ­რობ­დი, ჩავ­ბა­რე­ბო­დი პო­ლი­ცი­ას, მაგ­რამ მე­ში­ნო­და.

"ქარ­თვე­ლი დედა-შვი­ლი მა­შან­ტა­ჟებ­და. 21 წლის ანის­თან 3 წელი მქონ­და უკა­ნო­ნო ურ­თი­ერ­თო­ბა და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 21.500 ევ­რომ­დე მაქვს მი­ცე­მუ­ლი. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უნ­დო­და და ფულს მარ­თმევ­და. თან­ხას როცა მთხოვ­დნენ, მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ თუ არ მივ­ცემ­დი, ჩემს ცოლს ეტყოდ­ნენ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ანის­თან მქონ­და. სწო­რედ ამი­ტომ მოვ­კა­ლი", - აქ­ვეყ­ნებს ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის ფრაგ­მენტს ბერ­ძნუ­ლი გა­მო­ცე­მა.

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ambebi.ge -ს პა­კის­ტა­ნელ მა­მა­კაც­სა და ქარ­თველ ქალს შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­უბ­რობს და უკ­ვირს, რა­ტომ დას­ჭირ­და და­ნა­შუ­ლის გახ­სნას 13 წელი, მა­შინ რო­დე­საც დამ­ნა­შა­ვე­ებს ხელს თა­ვი­დან­ვე ადებ­დნენ.

"ბევრ პა­კის­ტა­ნელს აქვს ბიზ­ნე­სი სა­ბერ­ძნეთ­ში. მკვლე­ლი ახალ­გაზ­რდა და სიმ­პა­თი­უ­რი კაცი იყო. ნა­ნა­ხი მყავს ქუ­ჩა­ში ჟუ­ჟუ­ნას­თან ერ­თად. კაც­მა ჟუ­ჟუ­ნას შეს­თა­ვა­ზა პა­კის­ტა­ნუ­რი კვე­ბის ობი­ექ­ტი გა­ეხ­სნათ ერ­თად. რო­გორც ვიცი, ფუ­ლის გამო მოხ­და მათ შო­რის ეს კონ­ფლიქ­ტი. ხომ იცით რამ­დე­ნი მტე­რი ჰყავს ლა­მაზ ქალს. ბევ­რი ჭორი გავ­რცელ­და. ამ­ბო­ბენ, ფულს სძა­ლავ­და ამ კაცს და მა­გი­ტომ მოკ­ლე­სო. მაგ­რამ მიკ­ვირს, რა­ტომ დას­ჭირ­და ამ­დე­ნი დრო ამ საქ­მის გახ­სნას. ჟუ­ჟუ­ნას და, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და დასა და დის­შვილს, გა­მო­დი­ო­და გა­და­ცე­მებ­ში და თა­ვი­დან­ვე პირ­და­პირ ადებ­და ხელს ამ პა­კის­ტა­ნელ კაცს, ამ­ბობ­და, მა­გან მო­მიკ­ლა დაო". - გვე­უბ­ნე­ბა მა­ნა­ნა ჩი­ქო­ვა­ნი.

  • მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი

ბერ­ძნუ­ლი მე­დია აქ­ვეყ­ნებს საქ­მის მა­სა­ლებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 59 წლის ქალი და მისი 21 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის დროს პა­კის­ტა­ნე­ლი მა­მა­კა­ცის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც პა­კის­ტა­ნელ­მა მა­მა­კაც­მა თა­ვის თა­ნამ­ზრახ­ველ­თან, 60 წლის ასე­ვე პა­კის­ტა­ნელ­თან ერ­თად ქარ­თვე­ლე­ბი სას­ტი­კად მოკ­ლა, ბრალ­დე­ბუ­ლი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს მკვლე­ლო­ბის პრო­ცესს. მისი ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მა­მა­კა­ცებ­მა ცხედ­რე­ბი და­ა­ნა­წევ­რეს და შემ­დეგ მე­სა­მე პი­რის დახ­მა­რე­ბით, სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი უბ­ნის სხვა­დას­ხვა ურ­ნებ­ში გა­და­ა­ნა­წი­ლეს, რათა მათ­ზე ეჭვი არა­ვის მი­ე­ტა­ნა და შე­უმ­ჩნევ­ლე­ბი დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

  • რო­გორ გა­მომ­ჟღავ­ნდა სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ?!

რო­გორც ბერ­ძნუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა, პო­ლი­ცი­ას ანო­ნი­მურ­მა წყა­რომ აც­ნო­ბა, თუ ვინ იყ­ვნენ მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი. რო­გორც ჩანს, გა­მოჩ­ნდა ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც, რის შემ­დე­გაც გა­მო­ძი­ე­ბამ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა სამი პირი. სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­კის­ტა­ნე­ლე­ბის და­კა­ვე­ბის საქ­მე­ში ქარ­თუ­ლი მხა­რეც იყო ჩარ­თუ­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ბედი სა­სა­მარ­თლო­ზე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა უნდა გა­და­წყვი­ტონ. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს 25 - წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ცხედრები დაანაწევრეს და ურნებში გაანაწილეს - 13 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის საქმე, რომელიც ბერძენმა სამართალდამცავებმა ახლახან გახსნეს

ცხედრები დაანაწევრეს და ურნებში გაანაწილეს - 13 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის საქმე, რომელიც ბერძენმა სამართალდამცავებმა ახლახან გახსნეს

13 წლის წინ საბერძნეთში გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის გახმაურებული საქმე ბერძენმა სამართალდაცველებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გახსნეს.

Ambebi.ge - მ შემზარავი ტრაგედიის დეტალები გაარკვია.

  • რა ვითარებაში გაუჩინარდა დედა-შვილი?

ოფიციალური ცნობებით, ქართველი ქალების გაუჩინარების შესახებ განცხადება ომონიის განყოფილებაში 2007 წლის 6 ივლისს შევიდა. მას შემდეგ, 13 წლის განმავლობაში, ორივე დაკარგულად მიიჩნეოდა. ბერძნულმა გავლენიანმა მაუწყებლებმა არერთი გადაცემა მიუძღვნეს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ დედა-შვილს, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებებიც.

ქართველი ემიგრანტი მანანა ჩიქოვანი, რომელიც საბერძნეთში 24 წელია ცხოვრობს, ambebi.ge –ს წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის აქამდე უცნობ დეტალებს უყვება. მისი მონათხრობის მიხედვით, დედა-შვილი პაკისტანელების ბარში მუშაობდა. სწორედ ამ ობიექტიდან გაუჩინარდა ჯერ შვილი, შემდეგ კი დედა.

"ეს ძალიან გახმაურებული ამბავი იყო წლების განმავლობაში. ბერძნულ ტელევიზიაში არაერთხელ გაშუქდა. ცნობილი ორსაათიანი გადაცემა "სინათლე გვირაბში", რომლის მიზანიც დაკარგული ხალხის მოძებნაა, მთლიანად ანასა და ჟუჟუნას მიუძღვნეს. მე ისინი გავიცანი 1996 წელს, როდესაც ახალი ჩასული ვიყავი საბერძნეთში. თავადაც ახალი ჩამოსულები იყვნენ. ძალიან უჭირდათ. ჟუჟუნა ისეთი ლამაზი და კოხტა ქალი იყო, ანი მაშინ 9-10 წლის იქნებოდა. მახსოვს, თავიდან ბინა რომ იქირავეს, ვერ გადაიხადეს ქირა და მეპატრონეს ბავშვიანად გარეთ გამოუგდია ჟუჟუნა. ის ღამე ეკლესიის ეზოში გაუთევიათ. ზოგადად, ბავშვიან ქალს არ იღებდნენ მოხუცების მომვლელებად და მაგიტომ გაუჭირდა თავიდან. შემდეგ როგორც იქნა მიიღო ერთმა ღვთისნიერმა ოჯახმა და თანდათან მოძლიერდა მატერიალურად. მახსოვს, გახარებული მხვდებოდა ხოლმე გზაში, აი, მანანა, ფეხზე ვდგებით, მგონიო. ვწვალობ ჩემი ანისთვისო. ბოლოს, რომ ვნახე, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე, მითხრა, დიდი ბინა მაქვს ნაქირავები და დღიურად ვაქირავებო. ასე იქცევა ბევრი ქართველი - ფულს რომ იშოვნიან, დამატებით შემოსავალს იჩენენ. პარალელურად ბარში ვმუშაობო. ძალიან წარმატებულები ვართ მე და ჩემი შვილი, ანი სკოლაში კარგად სწავლობს, ქართულ ცეკვებზეც დადის, ნეტა იცოდე რა გოგო მყავსო. მართლაც, ისეთი ლამაზი იყო ანი... აშოლტილი. 20-21 წლის იქნებოდა ეს ამბავი რომ მოხდა. ბოლოს ისინი მუშაობდნენ პაკისტანელების კაფეში. სალაროზე ამუშავებდნენ ანის თურმე და ჟუჟუნა მენეჯერი იყო. ერთ დღესაც დაუგვიანია სამსახურში ანის, დაურეკავთ დედამისისთვის, შენს შვილს პრობლემა აქვსო, ეს გავარდნილა კაფედან და მას შემდეგ არავის უნახავს", - გვიყვება ქართველი ემიგრანტი.

  • რა გახდა მკვლელობის მიზეზი?

ბერძნული მედიის ცნობით, მკვლელმა გამოძიებას სკანდალური აღიარება მისცა. პაკისტანის 54 წლის მოქალაქე გამომძიებელს დეტალურად მოუყვა დანაშაულის შესახებ და დაასახელა კონკრეტულ მიზეზი, რის გამოც 2007 წელს ათენში, კერძოდ, პეტარალონაში, 21 წლის ქართველი გოგო და მისი დედა, თანამზრახველთან ერთად, სასტიკად დახოცა.

"დანაშაულს ვაღიარებ და ძალიან ვნანობ. ეს არ ყოფილა ჩემი განზრახვა, არამედ გარემოებებმა მაიძულა მკვლელობა ჩამედინა. ვაღიარებ, რომ ანა და მისი დედა მოვკალი და რაღაც მომენტში ვფიქრობდი, ჩავბარებოდი პოლიციას, მაგრამ მეშინოდა.

"ქართველი დედა-შვილი მაშანტაჟებდა. 21 წლის ანისთან 3 წელი მქონდა უკანონო ურთიერთობა და ამ დროის განმავლობაში მისთვის დაახლოებით 21.500 ევრომდე მაქვს მიცემული. მეუბნებოდა, რომ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება უნდოდა და ფულს მართმევდა. თანხას როცა მთხოვდნენ, მემუქრებოდნენ, რომ თუ არ მივცემდი, ჩემს ცოლს ეტყოდნენ ურთიერთობის შესახებ, რომელიც ანისთან მქონდა. სწორედ ამიტომ მოვკალი", - აქვეყნებს ბრალდებულის ჩვენების ფრაგმენტს ბერძნული გამოცემა.

ქართველი ემიგრანტი ambebi.ge -ს პაკისტანელ მამაკაცსა და ქართველ ქალს შორის არსებულ ურთიერთობაზე საუბრობს და უკვირს, რატომ დასჭირდა დანაშულის გახსნას 13 წელი, მაშინ როდესაც დამნაშავეებს ხელს თავიდანვე ადებდნენ.

"ბევრ პაკისტანელს აქვს ბიზნესი საბერძნეთში. მკვლელი ახალგაზრდა და სიმპათიური კაცი იყო. ნანახი მყავს ქუჩაში ჟუჟუნასთან ერთად. კაცმა ჟუჟუნას შესთავაზა პაკისტანური კვების ობიექტი გაეხსნათ ერთად. როგორც ვიცი, ფულის გამო მოხდა მათ შორის ეს კონფლიქტი. ხომ იცით რამდენი მტერი ჰყავს ლამაზ ქალს. ბევრი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, ფულს სძალავდა ამ კაცს და მაგიტომ მოკლესო. მაგრამ მიკვირს, რატომ დასჭირდა ამდენი დრო ამ საქმის გახსნას. ჟუჟუნას და, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს, წლების განმავლობაში ეძებდა დასა და დისშვილს, გამოდიოდა გადაცემებში და თავიდანვე პირდაპირ ადებდა ხელს ამ პაკისტანელ კაცს, ამბობდა, მაგან მომიკლა დაო". - გვეუბნება მანანა ჩიქოვანი.

  • მკვლელობის დეტალები

ბერძნული მედია აქვეყნებს საქმის მასალებს, რომლის მიხედვითაც, 59 წლის ქალი და მისი 21 წლის ქალიშვილი მკვლელობის დროს პაკისტანელი მამაკაცის სახლში იმყოფებოდნენ, რა დროსაც პაკისტანელმა მამაკაცმა თავის თანამზრახველთან, 60 წლის ასევე პაკისტანელთან ერთად ქართველები სასტიკად მოკლა, ბრალდებული დეტალურად აღწერს მკვლელობის პროცესს. მისი ჩვენების მიხედვით, მამაკაცებმა ცხედრები დაანაწევრეს და შემდეგ მესამე პირის დახმარებით, სხეულის ნაწილები უბნის სხვადასხვა ურნებში გადაანაწილეს, რათა მათზე ეჭვი არავის მიეტანა და შეუმჩნევლები დარჩენილიყვნენ.

  • როგორ გამომჟღავნდა სასტიკი დანაშაულის შესახებ?!

როგორც ბერძნული მედია იუწყება, პოლიციას ანონიმურმა წყარომ აცნობა, თუ ვინ იყვნენ მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირები. როგორც ჩანს, გამოჩნდა ახალი მტკიცებულებებიც, რის შემდეგაც გამოძიებამ მალევე დააკავა სამი პირი. საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანელების დაკავების საქმეში ქართული მხარეც იყო ჩართული. ბრალდებულების ბედი სასამართლოზე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულებს 25 - წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

"ლელოს" წევრის ცემისთვის ერთი პირი დააკავეს - დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება დაჭირდა

"ძლიერი ტკივილი აქვს გულ-მკერდის არეში" - მარნეულში სკოლის დირექტორს მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ

"ვახტანგ ჩიქოვანმა ჩვენებისას თქვა, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრები შაქარაშვილს იმის გამო დაედევნენ, რათა მანქანა არ დაჯახებოდა" - პროკურორი