საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოღაიდელი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია, ერთად აკეთებენ ფულს, ერთმანეთში "სიაფანდი" თამაშები ითამაშონ" - გიგი უგულავა
"ნოღაიდელი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია, ერთად აკეთებენ ფულს, ერთმანეთში "სიაფანდი" თამაშები ითამაშონ" - გიგი უგულავა

"კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე" ერ­თობ­ლი­ვი თა­მა­შია ნო­ღა­ი­დე­ლის და ივა­ნიშ­ვი­ლის", - გა­ნა­ცხა­და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და ზუგ­დიდ­ში მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა, გიგი უგუ­ლა­ვამ.

რო­გორც უგუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა "მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი სინ­დი­სის პა­ტი­მა­რია და ამა­ში დამ­ნა­შა­ვე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია".

"ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი და ეს არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. ერ­თად აკე­თე­ბენ ფულს - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტრან­ზიტს. ასე რომ, ერ­თმა­ნეთ­ში "სი­ა­ფან­დი" თა­მა­შე­ბი ითა­მა­შონ, ოღონდ ის უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­უშ­ვან ცი­ხი­დან. იმი­ტომ გვინ­და ჩვენ ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ერთი კა­ცის ხუშ­ტურ­ზე აღარ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად "კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე" და სამ­წუ­ხა­როდ, რო­გო­რიც იყო "ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე". "კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე" არის ერთი კა­ცის ხუშ­ტუ­რით თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტით მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი და მისი სა­ხე­ლი არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. უტვი­ნო ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტით მოძ­რავ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა, და­ა­ტყვე­ვეს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და ვერ­სია, რა­საც აჩე­ჩე­ბენ არის ის, რა­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე ლო­ბი­რებ­და. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის პარტნი­ო­რი და შუ­ა­მა­ვა­ლი არის ნო­ღა­ი­დე­ლი, რო­მე­ლიც იქე­დან ფულს აკე­თებს. ასე რომ, ეჭვი მიჩ­ნდე­ბა, რომ ეს ერ­თობ­ლი­ვი თა­მა­შია ბა­ტო­ნი ნო­ღა­ი­დე­ლი­სა და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის.

ნო­ღა­ი­დე­ლი არის ივა­ნიშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი მსხვი­ლი კონ­ტრი­ბუ­ტო­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სეთ­ში პირ­ვე­ლი ნო­ღა­ი­დე­ლი გა­ვარ­და და და­ვა­ნე­ბოთ თავი ბნელ ოთახ­ში კა­ტის ძებ­ნას, 2008 წლის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ ამო­ი­ღოთ დო­კუ­მენ­ტე­ბი, პუ­ტი­ნის გვერ­დზე პირ­ვე­ლი ნო­ღა­ი­დე­ლი იდგა. ის­ტო­რი­ის ინ­ტერპრე­ტა­ცია კი არ უნდა გა­ვა­კე­თოთ, ფაქ­ტე­ბით უნდა ვი­სა­უბ­როთ. ფაქ­ტი კი არის ის, რომ დღეს ორი ადა­მი­ა­ნი სინ­დი­სის პა­ტი­მა­რია, მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი და ამა­ში დამ­ნა­შა­ვე არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მზა­დაა ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა გა­ყი­დოს, ოღონდ ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. უნდა გვეს­მო­დეს, რომ ვინც ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის მხო­ლოდ და არა ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, ის ამ ძა­ლა­უფ­ლე­ბას და­კარ­გავს", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, და­ვით გა­რე­ჯის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი გა­მო­კი­თხეს. ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­მო­კი­თხვა გა­სულ დღე­ებ­ში შედ­გა. "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი გა­მო­კი­თხვის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ "მე­დი­ის­თვის კო­მენ­ტარს მალე გა­ა­კე­თებს".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mმ
1

სეკვესტრიკოს რა ეშველება

მარბიელი
1

არ მოვუსმინოთ ნოღაიდელს, შენ ახსენი, რის საფუძველზე მისწერა მაშინდელმა პრემიერმა ნოღაიდელმა აზერებს,- თქვენს ტერიტორიაზე არსებული გარეჯის რემონტს ვაპირებთო ... შენ ახსენი ამის მიზეზი და საფუძველი! - 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ნოღაიდელი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია, ერთად აკეთებენ ფულს, ერთმანეთში "სიაფანდი" თამაშები ითამაშონ" - გიგი უგულავა

"ნოღაიდელი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია, ერთად აკეთებენ ფულს, ერთმანეთში "სიაფანდი" თამაშები ითამაშონ" - გიგი უგულავა

"კარტოგრაფების საქმე" ერთობლივი თამაშია ნოღაიდელის და ივანიშვილის", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა "მძევლად აყვანილი სინდისის პატიმარია და ამაში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია".

"ზურაბ ნოღაიდელი არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ეს არის დასაბუთებული. ერთად აკეთებენ ფულს - აზერბაიჯანის ტრანზიტს. ასე რომ, ერთმანეთში "სიაფანდი" თამაშები ითამაშონ, ოღონდ ის უდანაშაულო ადამიანები გამოუშვან ციხიდან. იმიტომ გვინდა ჩვენ ცვლილებები, რომ ამ ქვეყანაში ერთი კაცის ხუშტურზე აღარ იყოს დამოკიდებული, როგორიც არის მაგალითად "კარტოგრაფების საქმე" და სამწუხაროდ, როგორიც იყო "ფოტოგრაფების საქმე". "კარტოგრაფების საქმე" არის ერთი კაცის ხუშტურით თვითგადარჩენის ინსტიქტით მამოძრავებელი და მისი სახელი არის ბიძინა ივანიშვილი. უტვინო ღარიბაშვილმა და თვითგადარჩენის ინსტიქტით მოძრავმა ივანიშვილმა გააკეთა, დაატყვევეს ეს ადამიანები და ვერსია, რასაც აჩეჩებენ არის ის, რასაც აზერბაიჯანული მხარე ლობირებდა. აზერბაიჯანული მხარის პარტნიორი და შუამავალი არის ნოღაიდელი, რომელიც იქედან ფულს აკეთებს. ასე რომ, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ერთობლივი თამაშია ბატონი ნოღაიდელისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის.

ნოღაიდელი არის ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში პირველი ნოღაიდელი გავარდა და დავანებოთ თავი ბნელ ოთახში კატის ძებნას, 2008 წლის შემდეგ შეგიძლიათ ამოიღოთ დოკუმენტები, პუტინის გვერდზე პირველი ნოღაიდელი იდგა. ისტორიის ინტერპრეტაცია კი არ უნდა გავაკეთოთ, ფაქტებით უნდა ვისაუბროთ. ფაქტი კი არის ის, რომ დღეს ორი ადამიანი სინდისის პატიმარია, მძევლად აყვანილი და ამაში დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მზადაა ეროვნული ინტერესები, ისტორია, კულტურა გაყიდოს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. უნდა გვესმოდეს, რომ ვინც ძალაუფლებისთვის იბრძვის მხოლოდ და არა ხალხის ინტერესებისთვის, ის ამ ძალაუფლებას დაკარგავს", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამოკითხვა გასულ დღეებში შედგა. "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხვის დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ "მედიისთვის კომენტარს მალე გააკეთებს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას უთხრა, რომ “რუსულ თამაშს თამაშობენ“

"თუკი რომელიმე კომპანია რუსულ ვაქცინას შემოიტანს, რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება სახელმწიფოს არ ექნება" - სერგეენკო

2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები - ასოცირების საბჭო