საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელაშვილის გარდა, ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა საგარეო საქმეთა მინისტრის  ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძეც" - არქიმანდრიტის სკანდალური ჩვენება
"მელაშვილის გარდა, ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა საგარეო საქმეთა მინისტრის  ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძეც" - არქიმანდრიტის სკანდალური ჩვენება

გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" გთა­ვა­ზობთ და­ვით გა­რე­ჯის მა­მა­თა მო­ნას­ტრის არ­ქი­მან­დრი­ტი კი­რი­ო­ნის ჩვე­ნე­ბას. ჩვე­ნე­ბის და­სა­წყის­ში არ­ქი­მან­დრი­ტი კი­რი­ო­ნი აცხა­დებს, რომ 2005 წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე, უდაბ­ნოს მო­ნას­ტრის მთის ფერ­დის გა­დაღ­მა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სივ­რცის­კენ, ფერ­დის ძი­რი­დან 550-600 მეტ­რის და­შო­რე­ბით ბი­ლი­კი იყო, რო­მელ­ზეც ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი მო­რი­გე­ობ­დნენ.

(სტი­ლი და­ცუ­ლია)

"პრობ­ლე­მა არ იყო არა­თუ ჩი­ჩხი­ტურ­სა და უდაბ­ნო­ში მის­ვლა­ზე, არა­მედ თვით ბერ­თუ­ბან­შიც კი, რო­მე­ლიც დღეს არ­სე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზი­დან 1,5-2 კმ-ით აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სიღ­რმე­ში მდე­ბა­რე­ობს. 2005 წლამ­დე მე ბერ­თუბ­ნის მო­ნას­ტერ­ში რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვარ გა­და­სუ­ლი და ღა­მეც კი გა­მი­თე­ვია. იქ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რო­მე­ლი­მე ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ მი­ნა­ხავს, მხო­ლოდ მწყემ­სე­ბი მხვდე­ბოდ­ნენ. 2005 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან (მა­ი­სის თვი­დან) ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. და­ი­თხო­ვეს ძვე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი და ამ სექ­ტორ­ზე დარ­ჩე­ნილ მე­სა­ზღვრე­ებს ჩემ მიერ ზე­მოთ აღ­წე­რილ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ქარ­თულ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­ად­გი­ლე­ბა აუკ­რძა­ლა. მა­შინ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ამ ქმე­დე­ბა­ში საფრ­თხე ვერ და­ვი­ნა­ხე. 2005 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე უკვე ამ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბი­ლიკ­ზე ე.წ. ვი­ლი­სის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­მა და­ი­წყეს სი­ა­რუ­ლი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, ეკუთ­ვნო­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რეს. მა­შინ ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, თუკი ოდეს­მე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე პრე­ტენ­ზი­ას და­ა­ყე­ნებ­და ჩი­ჩხი­ტუ­რის, უდაბ­ნოს და ვე­რან­გა­რე­ჯის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ამი­ტომ არც ამ ფაქტს გა­მო­უწ­ვე­ვია იმ მო­მენ­ტი­სათ­ვის ჩემ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მღელ­ვა­რე­ბა, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ამის ყუ­რე­ბა ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი იყო.

2007 წელს პრო­ცე­სე­ბი კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და. უკვე მარ­თლაც სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა წარ­მო­იშ­ვა - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან ჩი­ჩხი­ტუ­რის მო­ნას­ტერ­ში ამო­ვიდ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი, და­ი­კა­ვეს არ­სე­ბუ­ლი მო­ნას­ტე­რი და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს მათი ტე­რი­ტო­რია იყო და ამ დრო­ი­დან არც სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, არც მომ­ლოც­ვე­ლებს, ტუ­რის­ტებ­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია, ჩი­ჩხი­ტუ­რის მო­ნას­ტერ­ში მის­ვლა აღარ შე­ეძ­ლოთ. ჩი­ჩხი­ტუ­რის მო­ნას­ტე­რი დღემ­დე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის მიერ არის და­კა­ვე­ბუ­ლი და იქ ქარ­თველ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და მომ­ლოც­ვე­ლებს მის­ვლა ეკ­რძა­ლე­ბათ. მო­ნას­ტე­რი ჩი­ჩხი­ტუ­რი მდე­ბა­რე­ობს იმა­ვე ქე­დის მთის თხემ­ზე, რო­მელ­ზე­დაც 15კმ მან­ძი­ლის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს მო­ნას­ტე­რი უდაბ­ნო და მო­ნას­ტე­რი ვე­რან­გა­რე­ჯი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის მიერ ჩი­ჩხი­ტუ­რის მო­ნას­ტრის და­კა­ვე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან მძი­მე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. იმ­დრო­ინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვარ­წმუ­ნებ­დნენ, რომ სი­ტუ­ა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად და­რე­გუ­ლირ­დე­ბო­და და ვი­თა­რე­ბა კვლავ ძველ კა­ლა­პოტ­ში ჩად­გე­ბო­და. იყო შეხ­ვედ­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ბევ­რი მსჯე­ლო­ბა, და­პი­რე­ბა. დრო გა­დი­ო­და, მაგ­რამ შე­დე­გი არ დგე­ბო­და. მა­შინ ამ პო­ლი­ტი­კურ ნი­უ­ან­სებ­ში და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დე­ლი ვი­ყა­ვი. ვერ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, თუ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი რე­ა­ლო­ბა, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქარ­თულ ინ­ტე­რე­სებს პრინ­ცი­პუ­ლად არ და­ი­ცავ­და, ამი­ტომ ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­პი­რე­ბე­ბის მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. 2007 წელი გა­ვი­და ისე, რომ დე ფაქ­ტო მდგო­მა­რე­ო­ბა არ აღ­მდგა­რა. პე­რი­ო­დუ­ლად იყო შეხ­ვედ­რე­ბი, იმე­დის მომ­ცე­მი სა­უბ­რე­ბი, თუმ­ცა შე­დე­გი - არა­ვი­თა­რი. შემ­დგომ იყო 2008 წლის აგ­ვის­ტო და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დგომ გა­რე­ჯის პრობ­ლე­მებ­ზე ვე­ღარც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ვე­ღარც სა­ზო­გა­დო­ე­ბა პრინ­ცი­პულ ფო­კუ­სი­რე­ბას ვერ ახ­დენ­და. ჩვენც მო­მავ­ლის იმე­დით ვე­გუ­ე­ბო­დით ამ მდგო­მა­რე­ო­ბას და გვე­გო­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვი­თა­რე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად შეც­ვლი­და. ამ იმე­დის სრუ­ლი გაწ­ბი­ლე­ბა მოხ­და 2012 წლის 6 მა­ისს, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა უკვე უდაბ­ნოს მო­ნას­ტე­რიც ვე­რან­გა­რეჯ­თან ერ­თად და­ი­კა­ვეს. აი, აქ იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ამ და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ქმე­დე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ ჩვენს იმე­დებს წერ­ტი­ლი და­უს­ვა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი ნდო­ბა არა ემო­ცი­ის, არა­მედ მთლი­ა­ნად ფაქ­ტე­ბი­სა და გან­სჯის შე­დე­გად გაქ­რა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­გორც 2007 წელს, და­ი­წყო იგი­ვე სა­უბ­რე­ბი, შე­პი­რე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს უკვე ჩვენ­თვის ნაც­ნო­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნევ­რი იყო და სრუ­ლი უნ­დობ­ლო­ბა გა­მოვ­ხა­ტეთ. აღარ წავ­ყე­ვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმ პო­ლი­ტი­კურ თა­მაშ­ში, რო­მე­ლიც მან ერთხელ, 2007 წელს ჩი­ჩხი­ტურ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩა­ი­დი­ნა და მოვ­თხო­ვეთ, მი­ე­ღო მყი­სი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბი, რი­თაც აღ­დგე­ბო­და ის­ტო­რი­უ­ლად არ­სე­ბუ­ლი დე ფაქ­ტო მდგო­მა­რე­ო­ბა. ამის შემ­დგომ იმ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თით­ქოს ნი­ღა­ბი მო­იხ­სნა და ჩვენ მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა. ისი­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ინ­ტე­რე­სებს უფრო იცავ­დნენ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­სი და გვიმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ი­დან იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ლურ სივ­რცე­ში და მას­ზე ჩვე­ნი იუ­რი­დი­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი არ ვრცელ­დე­ბო­და. ამ პო­ლი­ტი­კის ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი გამ­ტა­რე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჩი­ნოვ­ნი­კი - სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის კო­მი­სი­ის წევ­რი და ექ­სპერტთა ჯგუ­ფის თავ­მჯდო­მა­რე ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი. ის ყვე­ლა ხრიკს და ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობ­და ჩვენს და კერ­ძოდ, ჩემს და­საბ­ნე­ვად. პი­რა­დი შეხ­ვედ­რე­ბი­სას მა­ნა­ხებ­და სხვა­დას­ხვა წლის რუ­კებს, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ არა­ვი­თარ შემ­ხებ­ლო­ბა­ში არ იყო გა­რე­ჯის სა­კი­თხის იუ­რი­დი­ულ ჩარ­ჩოს­თან და ამ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით ცდი­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ეკ­ლე­სი­ის, მო­ნას­ტრი­სა და ჩემს დაბ­ნე­ვას.

ამ დრო­ი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად და­ვი­წყე გა­რე­ჯის სა­სა­ზღვრო სა­კი­თხის კვლე­ვა არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ჩვენ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დად­გე­ნი­სათ­ვის 1996 წლის 13 ივ­ნისს და­ი­დო ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ჩვენს რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი უნდა გავ­ლე­ბუ­ლი­ყო 1938 წლის რუ­კა­ზე და­ტა­ნი­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზის მი­ხედ­ვით, მე­ლაშ­ვი­ლი კი საყ­რდე­ნად შემ­დგო­მი წლე­ბის რუ­კებს იყე­ნებ­და, რომ­ლე­ბიც არა­ნა­ირ იუ­რი­დი­ულ სა­ფუძ­ველს არ ეყ­რდნო­ბო­და და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ცვლი­და სა­მარ­თლებ­რივ კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ვი­თა­რე­ბას. ეს კი მისი მხრი­დან ცალ­სა­ხად და­ნა­შა­ულს წარ­მო­ად­გენ­და, ვი­ნა­ი­დან მას მხო­ლოდ და მხო­ლოდ უნდა ესარ­გებ­ლა იმ კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლით, რო­მელ­ზეც ორ­მხრი­ვად იყო ხელი მო­წე­რი­ლი სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ე­ბის დო­ნე­ზე. მე­ლაშ­ვი­ლის გარ­და, ასე­ვე ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტავ­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის სა­გა­რეო საქ­მეთ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნინო კა­ლან­და­ძე. მან, რო­გორც მახ­სოვს, 2012 წლის მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს ოფი­ცი­ა­ლურ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ უდაბ­ნოს მო­ნას­ტე­რი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს არ ეკუთ­ვნო­და და წარ­მო­ად­გენ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ლურ კუთ­ვნი­ლე­ბას. ეს ყო­ვე­ლი­ვე, ჩე­მის აზ­რით, წარ­მო­ად­გენ­და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და­ნა­შა­ულს, ვი­ნა­ი­დან:

1) ნინო კა­ლან­და­ძის ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან 2 სა­ათ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის სპი­კერ­მა გა­ნა­ცხა­და: "რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ქალ­ბა­ტონ­მა ნინო კა­ლან­და­ძემ გა­ნა­ცხა­და, ეს მო­ნას­ტრე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ი­დან წარ­მო­ად­გენს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ლურ კუთ­ვნი­ლე­ბას..." ანუ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რე და­ეყ­რდნო ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას და უკვე ის ლა­მის იუ­რი­დი­ულ რან­გში გვი­ღი­ა­რა.

2) ჯერ და­უდ­გე­ნე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე, რო­მელ­საც და­ვით­გა­რე­ჯა წარ­მო­ად­გენ­და და რო­მელ­ზეც მუ­შა­ობ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლი­მი­ტა­ცი­ი­სა და დე­მარ­კა­ცი­ის კო­მი­სი­ე­ბი, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნინო კა­ლან­და­ძე აპ­რი­ორ­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ებს აზერ­ბა­ი­ჯანს მი­ა­კუთ­ვნებ­და. მი­მაჩ­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ში და­ნა­შა­უ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პო­ლი­ტი­კას სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ის მძაფ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. კერ­ძოდ, თბი­ლის­ში სტუ­დენ­ტებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­მა გა­მარ­თეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ჩა­ტარ­და უდაბ­ნოს მო­ნას­ტერ­შიც. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი-მეეეე
159

ნინო კალანდაძემეთქი!!!

ლიბერ-ტანგო ! თავის-უფლების-გალობანი !
24

ქვეყნის-სიყვარულისთვის დაგვთხარეს-თვალნი ! /12\

მწიგნობარნი-უწმინდურთმა გაამწესეს-საკანში ! /15\

ოქროს-ზოდებისთვის აგვიფეთქეს-საყდარი ! /13\

ქვათსროლია-ზეზვა-მზიათ აუზებში-ჩაისხეს-წყალი ! /17\

მკვლელ-ყაჩაღ-ავაზაკნი წამომჯდარან-ტახტრევანში ! /15\

ჯიგრულად-ფულში-ბანაობენ ! მოსახლეობაა-ტალახში ! /18\

ხეთხარიობით-გადაქელეს სარწყავ-სახნავი ! /14\

ჰექტრობით-მიწანი-მიითვისეს ! მკერდთ-უმშვენებთ-ჯვარი ! /16\

მგელნი-მოგვევლინენ ბერთა-ცხვართა-ტყავით ! /12\

გააღტაკეს-ხალხი მხოლოდ-დარჩა(თ)-ძვალ-ტყავი ! /13\

სინდის-ნამუსი-დივიწყეს ! უფალი-გან(და)გსჯით ! /14\

სამოთხედ-მოვლენილ-ნაკრძალში სიკვდილია-ლანდვით ! /15\

სანამ-შვილნი-განგვსჯიან გაირკვევა-მტყუან-მართალი ! /16\

ახლა-მოქმედების-დროა ! მოვიხადოთ-ჩვენივე-ვალი ! /17\

ამოვშანთოთ-უმსგავსობა ! თუ-გვქვია-ხალხი ! /13\

ქვათა-მსროლი-ცოცხზე-მოსკუპულან-კუდიანნი ! /14\

კუდით-ქვა-ვასროლინოთ ! აღვადგინოთ-სამართალი ! /15\

კენჭისყრით-დავამარცხოთ ! გამოვლინდეს თეთრი-და-შავი ! /16\

ჩექმით-გადაგვჯეგეს ირმათ-არქიფოთ-ვასიათ პუტრიოტ-ბიძოიდთა-მარშით ! /23\

აგვაწიოკეს-ტროლ-ბოტ-ზომბთა ზიზღ-სიძულვილის-გნიასით ! /17\

დროა-გამოვფხიზლდეთ ! წყვდიადი-შევცვალოთ-ნათლით ! /14\

აღდგომის-ჟამია ! გავიმარჯვებთ ! ცოდნა-სიყვარულ-სათნოების-ვალსით ! /21\ 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მელაშვილის გარდა, ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა საგარეო საქმეთა მინისტრის  ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძეც" - არქიმანდრიტის სკანდალური ჩვენება

"მელაშვილის გარდა, ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა საგარეო საქმეთა მინისტრის  ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძეც" - არქიმანდრიტის სკანდალური ჩვენება

გაზეთი "კვირის პალიტრა" გთავაზობთ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონის ჩვენებას. ჩვენების დასაწყისში არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, რომ 2005 წლის გაზაფხულამდე, უდაბნოს მონასტრის მთის ფერდის გადაღმა, აზერბაიჯანის სივრცისკენ, ფერდის ძირიდან 550-600 მეტრის დაშორებით ბილიკი იყო, რომელზეც ქართველი მესაზღვრეები მორიგეობდნენ.

(სტილი დაცულია)

"პრობლემა არ იყო არათუ ჩიჩხიტურსა და უდაბნოში მისვლაზე, არამედ თვით ბერთუბანშიც კი, რომელიც დღეს არსებული შეთანხმებული სასაზღვრო ხაზიდან 1,5-2 კმ-ით აზერბაიჯანის სიღრმეში მდებარეობს. 2005 წლამდე მე ბერთუბნის მონასტერში რამდენიმეჯერ ვარ გადასული და ღამეც კი გამითევია. იქ აზერბაიჯანის რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი არ მინახავს, მხოლოდ მწყემსები მხვდებოდნენ. 2005 წლის გაზაფხულიდან (მაისის თვიდან) ვითარება რადიკალურად შეიცვალა. დაითხოვეს ძველი მესაზღვრეები და ამ სექტორზე დარჩენილ მესაზღვრეებს ჩემ მიერ ზემოთ აღწერილ საავტომობილო გზაზე ქართულმა ხელმძღვანელობამ გადაადგილება აუკრძალა. მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ამ ქმედებაში საფრთხე ვერ დავინახე. 2005 წლის შემოდგომაზე უკვე ამ საავტომობილო ბილიკზე ე.წ. ვილისის მარკის ავტომობილებმა დაიწყეს სიარული, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გავიგე, ეკუთვნოდა აზერბაიჯანის მხარეს. მაშინ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, თუკი ოდესმე აზერბაიჯანული მხარე პრეტენზიას დააყენებდა ჩიჩხიტურის, უდაბნოს და ვერანგარეჯის ტერიტორიებზე, ამიტომ არც ამ ფაქტს გამოუწვევია იმ მომენტისათვის ჩემში განსაკუთრებული მღელვარება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის ყურება ჩემთვის მტკივნეული იყო.

2007 წელს პროცესები კიდევ უფრო დამძიმდა. უკვე მართლაც საგანგაშო მდგომარეობა წარმოიშვა - აზერბაიჯანის მხრიდან ჩიჩხიტურის მონასტერში ამოვიდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, დაიკავეს არსებული მონასტერი და განაცხადეს, რომ ეს მათი ტერიტორია იყო და ამ დროიდან არც საქართველოს მხრიდან სასულიერო პირებს, არც მომლოცველებს, ტურისტებზე საუბარი ზედმეტია, ჩიჩხიტურის მონასტერში მისვლა აღარ შეეძლოთ. ჩიჩხიტურის მონასტერი დღემდე აზერბაიჯანელების მიერ არის დაკავებული და იქ ქართველ სასულიერო პირებსა და მომლოცველებს მისვლა ეკრძალებათ. მონასტერი ჩიჩხიტური მდებარეობს იმავე ქედის მთის თხემზე, რომელზედაც 15კმ მანძილის დაშორებით მდებარეობს მონასტერი უდაბნო და მონასტერი ვერანგარეჯი. აზერბაიჯანელების მიერ ჩიჩხიტურის მონასტრის დაკავებას საზოგადოებისა და ეკლესიის მხრიდან მძიმე რეაქცია მოჰყვა. იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ სიტუაცია აუცილებლად დარეგულირდებოდა და ვითარება კვლავ ძველ კალაპოტში ჩადგებოდა. იყო შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ბევრი მსჯელობა, დაპირება. დრო გადიოდა, მაგრამ შედეგი არ დგებოდა. მაშინ ამ პოლიტიკურ ნიუანსებში და ხელისუფლებასთან ურთიერთობაში სრულიად გამოუცდელი ვიყავი. ვერ წარმოგვედგინა, თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი რეალობა, სადაც ხელისუფლება ქართულ ინტერესებს პრინციპულად არ დაიცავდა, ამიტომ ჩვენ ხელისუფლების შეპირებების მიმართ პოზიტიურად განწყობილები ვიყავით. 2007 წელი გავიდა ისე, რომ დე ფაქტო მდგომარეობა არ აღმდგარა. პერიოდულად იყო შეხვედრები, იმედის მომცემი საუბრები, თუმცა შედეგი - არავითარი. შემდგომ იყო 2008 წლის აგვისტო და რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გარეჯის პრობლემებზე ვეღარც ხელისუფლება და ვეღარც საზოგადოება პრინციპულ ფოკუსირებას ვერ ახდენდა. ჩვენც მომავლის იმედით ვეგუებოდით ამ მდგომარეობას და გვეგონა, ხელისუფლება ვითარებას აუცილებლად შეცვლიდა. ამ იმედის სრული გაწბილება მოხდა 2012 წლის 6 მაისს, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უკვე უდაბნოს მონასტერიც ვერანგარეჯთან ერთად დაიკავეს. აი, აქ იმჟამინდელი ხელისუფლების პოზიციამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკების ქმედებამ საბოლოოდ ჩვენს იმედებს წერტილი დაუსვა.

ხელისუფლების მიმართ არსებული ნდობა არა ემოციის, არამედ მთლიანად ფაქტებისა და განსჯის შედეგად გაქრა. ხელისუფლებამ, როგორც 2007 წელს, დაიწყო იგივე საუბრები, შეპირებები, მაგრამ ეს უკვე ჩვენთვის ნაცნობი პოლიტიკური მანევრი იყო და სრული უნდობლობა გამოვხატეთ. აღარ წავყევით ხელისუფლებას იმ პოლიტიკურ თამაშში, რომელიც მან ერთხელ, 2007 წელს ჩიჩხიტურთან მიმართებაში ჩაიდინა და მოვთხოვეთ, მიეღო მყისიერი ქმედებები, რითაც აღდგებოდა ისტორიულად არსებული დე ფაქტო მდგომარეობა. ამის შემდგომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ თითქოს ნიღაბი მოიხსნა და ჩვენ მიმართ აგრესიული პოზიცია დაიკავა. ისინი აზერბაიჯანის ინტერესებს უფრო იცავდნენ, ვიდრე საქართველოსი და გვიმტკიცებდნენ, რომ ეს ტერიტორიები საბჭოთა კავშირის დროიდან იყო აზერბაიჯანის ტერიტორიალურ სივრცეში და მასზე ჩვენი იურიდიული უფლებები არ ვრცელდებოდა. ამ პოლიტიკის ფუნდამენტალური გამტარებელი, პირველ რიგში, იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი - სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრი და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ივერი მელაშვილი. ის ყველა ხრიკს და ყველა ღონეს ხმარობდა ჩვენს და კერძოდ, ჩემს დასაბნევად. პირადი შეხვედრებისას მანახებდა სხვადასხვა წლის რუკებს, რომელიც მოგვიანებით გავიგე, რომ არავითარ შემხებლობაში არ იყო გარეჯის საკითხის იურიდიულ ჩარჩოსთან და ამ მანიპულაციებით ცდილობდა საზოგადოების, ეკლესიის, მონასტრისა და ჩემს დაბნევას.

ამ დროიდან ინტენსიურად დავიწყე გარეჯის სასაზღვრო საკითხის კვლევა არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე. გამოიკვეთა, რომ ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენისათვის 1996 წლის 13 ივნისს დაიდო ორმხრივი ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენს რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვარი უნდა გავლებულიყო 1938 წლის რუკაზე დატანილი სასაზღვრო ხაზის მიხედვით, მელაშვილი კი საყრდენად შემდგომი წლების რუკებს იყენებდა, რომლებიც არანაირ იურიდიულ საფუძველს არ ეყრდნობოდა და საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ ცვლიდა სამართლებრივ კარტოგრაფიულ ვითარებას. ეს კი მისი მხრიდან ცალსახად დანაშაულს წარმოადგენდა, ვინაიდან მას მხოლოდ და მხოლოდ უნდა ესარგებლა იმ კარტოგრაფიული მასალით, რომელზეც ორმხრივად იყო ხელი მოწერილი სახელმწიფო კომისიების დონეზე. მელაშვილის გარდა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა იმჟამინდელი მთავრობის საგარეო საქმეთ მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. მან, როგორც მახსოვს, 2012 წლის მაისის მოვლენების დროს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიალურ კუთვნილებას. ეს ყოველივე, ჩემის აზრით, წარმოადგენდა სახელმწიფოებრივ დანაშაულს, ვინაიდან:

1) ნინო კალანდაძის ამ ოფიციალური პრესკონფერენციიდან 2 საათში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის სპიკერმა განაცხადა: "როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს მონასტრები საბჭოთა კავშირის დროიდან წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიალურ კუთვნილებას..." ანუ აზერბაიჯანის მხარე დაეყრდნო ჩვენი სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას და უკვე ის ლამის იურიდიულ რანგში გვიღიარა.

2) ჯერ დაუდგენელი სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე, რომელსაც დავითგარეჯა წარმოადგენდა და რომელზეც მუშაობდა აზერბაიჯანისა და საქართველოს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები, მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აპრიორში ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანს მიაკუთვნებდა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტები ყველა სამართლებრივ ცივილიზებულ სახელმწიფოში დანაშაულად მიიჩნეოდა. იმჟამინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივ პოლიტიკას საზოგადოებისა და ეკლესიის მძაფრი რეაქციები მოჰყვა. კერძოდ, თბილისში სტუდენტებმა და საზოგადოების წევრებმა გამართეს საპროტესტო აქციები, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ჩატარდა უდაბნოს მონასტერშიც. გააგრძელეთ კითხვა

ბათუმში საკონდიტრო მაღაზია გატეხეს - "გვერდით საცხობის გატეხვასაც ცდილობდნენ, თუმცა იქ მეპატრონემ მიუსწრო"

"ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელს, რომელმაც მძევლები აიყვანა, ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს" - რას აცხადებენ ოკუპირებულ აფხაზეთში?

როგორ ქრებოდა მნიშვნელოვანი რუკები და დოკუმენტები არქივებიდან - რა ჩვენებები მოიპოვა ambebi.ge-მ ე.წ. საზღვრის დადგენის სკანდალური საქმიდან