საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რიკო კრედიტის" ვარკეთილის ფილიალს შეიარაღებული პირი დაესხა თავს - "შემოიჭრა ხელყუმბარით და იარაღით"
"რიკო კრედიტის" ვარკეთილის ფილიალს შეიარაღებული პირი დაესხა თავს - "შემოიჭრა ხელყუმბარით და იარაღით"

"რიკო კრე­დი­ტის“ დი­რექ­ტო­რის, ლაშა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "რიკო კრე­დი­ტის“ ვარ­კე­თი­ლის ფი­ლი­ალ­ზე გამ­თე­ნი­ი­სას თავ­დას­ხმა მოხ­და.

რო­გორც ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ აცხა­დებს, ხელ­ყუმ­ბა­რით და ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მძარ­ცველ­მა სა­ლა­რო­ში შეღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით "რიკო კრე­დი­ტის“ ორმა თა­ნამ­შრო­მელ­მა ის გა­ნა­ი­ა­რა­ღა.

"დი­ლის 6:00 სა­ათ­ზე შე­მო­იჭ­რა ჩვე­ნი­ვე კომ­პა­ნი­ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხელ­ყუმ­ბა­რით და ია­რა­ღით. ია­რა­ღი და­ა­დო კო­ორ­დი­ნა­ტორს, რო­მე­ლიც შიგ­ნით, ფო­ი­ე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მას არ ეკე­თა სამ­წუ­ხა­როდ, სა­გან­გა­შო ღი­ლა­კი, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვაა. შემ­დეგ ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, მო­ლა­რემ, რო­მე­ლიც შიგ­ნით და­ცულ და ბრო­ნი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, გა­უ­ღო კო­ორ­დი­ნა­ტორს და ხელ­ყუმ­ბა­რი­ან, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ მძარ­ცველს პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ბრო­ნი­რე­ბუ­ლი კა­რე­ბი, რის შე­დე­გა­დაც ეს ორნი მოხ­ვდნენ და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­ღვე­უ­ლი იყო ყვე­ლა­ნა­ი­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, მთა­ვა­რი აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ფაქ­ტი ის არის, რომ მო­ლა­რის მიერ, სა­ნამ პირ­ველ და მე­ო­რე კა­რებს გა­ა­ღებ­და, არ გა­მო­ი­ძა­ხეს დაც­ვის პო­ლი­ცია, ამას­თან, კო­ორ­დი­ნა­ტო­რი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა შე­დი­ო­დეს სა­ლა­რო­ში.

მას შემ­დეგ, რაც მძარ­ცვე­ლი შე­მო­იჭ­რა და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მი­ით­ვი­სა თან­ხა, ამ დროს უკვე და­ი­წყო მო­ლა­რეს­თან და კო­ორ­დი­ნა­ტორ­თან ფი­ზი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტი, მო­ლა­რემ გა­მოს­ტა­ცა ხელ­ყუმ­ბა­რა, რო­მე­ლიც ნა­ხევ­რად გახ­სნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო უკვე, მაგ­რამ ღმერ­თის წყა­ლო­ბით აფეთ­ქე­ბა არ მომ­ხდა­რა, ამის შემ­დეგ მათ გა­ნა­ი­ა­რა­ღეს მძარ­ცვე­ლი.

ჯერ შიგ­ნით შე­მო­უშ­ვეს, მერე გა­ნა­ი­ა­რა­ღეს და ამის შემ­დეგ გა­მო­ი­ძა­ხეს დაც­ვის პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც 3 წუთ­ში მო­ვი­და და და­ა­კა­ვეს მძარ­ცვე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდდდ
3

რა ნორმების დარღვევა ერთი ამ ნაძირალას დაადონ იარღი როგორ მოიცევა, კიბ აქეთ ადანაშაულებს თანამშრომლებს ეს გაუმაძღარი და უნამუსო კაცი. ეტყობა იცოდა იმ ყოფილმა თანამსრომელმა სად იყო უსაფრთხოების ღილაკი და არ მიუშვა. დანაშაული ყოვლად გაუმართლებელი საქციელია, მაგრამ როგორ უნდა გაამწარო ასე საკუთარი თანამშრომლები, რომ დაგაყაჩაღონ.

გიორგი
5

ჰა, სად ხარ ადვოკატო, დაიღუპა ღვთისნიერი ადამიანი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რიკო კრედიტის" ვარკეთილის ფილიალს შეიარაღებული პირი დაესხა თავს - "შემოიჭრა ხელყუმბარით და იარაღით"

"რიკო კრედიტის" ვარკეთილის ფილიალს შეიარაღებული პირი დაესხა თავს - "შემოიჭრა ხელყუმბარით და იარაღით"

"რიკო კრედიტის“ დირექტორის, ლაშა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, "რიკო კრედიტის“ ვარკეთილის ფილიალზე გამთენიისას თავდასხმა მოხდა.

როგორც ნიკოლაიშვილი "ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ხელყუმბარით და იარაღით შეიარაღებულმა მძარცველმა სალაროში შეღწევა მოახერხა, თუმცა, მოგვიანებით "რიკო კრედიტის“ ორმა თანამშრომელმა ის განაიარაღა.

"დილის 6:00 საათზე შემოიჭრა ჩვენივე კომპანიის მომხმარებელი ხელყუმბარით და იარაღით. იარაღი დაადო კოორდინატორს, რომელიც შიგნით, ფოიეში იმყოფებოდა და მას არ ეკეთა სამწუხაროდ, საგანგაშო ღილაკი, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა. შემდეგ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, მოლარემ, რომელიც შიგნით დაცულ და ბრონირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, გაუღო კოორდინატორს და ხელყუმბარიან, შეიარაღებულ მძარცველს პირველი და მეორე ბრონირებული კარები, რის შედეგადაც ეს ორნი მოხვდნენ დაცულ ტერიტორიაზე.

აბსოლუტურად დარღვეული იყო ყველანაირი უსაფრთხოების ზომები, მთავარი აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ მოლარის მიერ, სანამ პირველ და მეორე კარებს გააღებდა, არ გამოიძახეს დაცვის პოლიცია, ამასთან, კოორდინატორი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შედიოდეს სალაროში.

მას შემდეგ, რაც მძარცველი შემოიჭრა დაცულ ტერიტორიაზე, მიითვისა თანხა, ამ დროს უკვე დაიწყო მოლარესთან და კოორდინატორთან ფიზიკური კონფლიქტი, მოლარემ გამოსტაცა ხელყუმბარა, რომელიც ნახევრად გახსნილ მდგომარეობაში იყო უკვე, მაგრამ ღმერთის წყალობით აფეთქება არ მომხდარა, ამის შემდეგ მათ განაიარაღეს მძარცველი.

ჯერ შიგნით შემოუშვეს, მერე განაიარაღეს და ამის შემდეგ გამოიძახეს დაცვის პოლიცია, რომელიც 3 წუთში მოვიდა და დააკავეს მძარცველი“, - განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.

"საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და "მისო ინტელექსპრესის" საცავში შეაღწიეს, მოპარულია ფული და ოქრო" - ქუთაისში 2 პირი დააკავეს

ყაჩაღობა ბაღდათში - 80 წლის მამაკაცს "კონდახით" გაუსწორდნენ

სროლა თბილისში - დაჭრილია ორი ახალგაზრდა