სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამაზსა და ინგას ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი" -  ლეგენდად ქცეული სიყვარულის ამბავი
"თამაზსა და ინგას ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი" -  ლეგენდად ქცეული სიყვარულის ამბავი

მსა­ხი­ო­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" პირ­ვე­ლი თა­ო­ბის მომ­ღერ­ლის - თა­მაზ ელი­ა­ვა­სა და მისი მე­უღ­ლის - ინგა შა­ნი­ძის ულა­მა­ზე­სი წყვი­ლით ბავ­შვო­ბი­დან აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ინგა შა­ნი­ძის მა­მი­სე­უ­ლი სახ­ლი ჭი­ა­თუ­რა­ში ჩემი ბი­ძე­ბის სახ­ლის მე­ზობ­ლად იდგა და სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გებ­ზე იქ რომ ჩავ­დი­ო­დი, მთელ დღე­ებს სწო­რედ მათ ეზო­ში ვა­ტა­რებ­დით მე და ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში იქა­უ­რო­ბას მათი შვი­ლე­ბიც სტუმ­რობ­დნენ. ბა­ტო­ნი თა­მა­ზი და ქალ­ბა­ტო­ნი ინგა ისე­თი ლა­მა­ზე­ბი იყ­ვნენ, მათ ცქე­რას არა­ფე­რი სჯობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, თა­მაზ ელი­ა­ვა რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, ინგა შა­ნი­ძე კი უკვე 80 წლის არის, მაგ­რამ ავად­მყო­ფო­ბის გამო თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს ვე­რაფ­რით მო­მიყ­ვე­ბო­და. არა­და, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა მკლავ­და - ამ­გვარ წყვილს ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე მარ­თლაც ვერ შეხ­ვდე­ბი. დახ­მა­რე­ბა მათ უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილს - ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ მაია ელი­ა­ვას ვთხო­ვე, მან კი, ვიდ­რე თა­ვად მი­ამ­ბობ­და რა­ი­მეს, მირ­ჩია, ჯერ მშობ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბის მომსწრეს, ბა­ტო­ნი თა­მა­ზის მე­გო­ბარს, ხე­ლის­მომ­კი­დე­სა და უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, ეკას ნათ­ლი­ას - დიტო შა­ქა­რიშ­ვილს გავ­სა­უბ­რე­ბო­დი.

დიტო შა­ქა­რიშ­ვი­ლი:

- თა­მა­ზი ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი და სუფ­თა კაცი იყო. ჩვენ 1952 წლი­დან ვმე­გობ­რობ­დით. 13-წლი­სა­ნი ვი­ყა­ვით, ერ­თმა­ნე­თი რომ გა­ვი­ცა­ნით. თა­მაზს დედა ადრე გარ­და­ეც­ვა­ლა და ბე­ბი­ე­ბი ზრდიდ­ნენ. ერთი ბე­ბია - წარ­მო­შო­ბით პო­ლო­ნე­ლი მარი კანსტან­ტი­ნოვ­ნა (ასე ვიხ­სე­ნი­ებ­დით) თბი­ლის­ში, ყაზ­ბე­გის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და, მე­ო­რე ბე­ბია კი, კატო დაფ­ქვი­აშ­ვი­ლი - კა­ლან­და­ძის ქუ­ჩა­ზე. თა­ვად მე დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი ვე­რა­ზე, იქ უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი მყავ­და და თა­მაზ­საც სწო­რედ იქ შევ­ხვდი. მას შემ­დეგ გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით...

გა­ინ­ტე­რე­სებთ სად გა­იც­ნო ინგა? თა­მა­ზის თა­ნაკ­ლა­სე­ლი იყო ეთერ ჭანკვე­ტა­ძე, თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი გოგო, მახ­სოვს, დაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ჰყავ­და. ეთე­რი, ასე­ვე, ენა­თე­სა­ვე­ბო­და, შა­ნი­ძე­ებს. თა­მა­ზი ასე 20-21 წლის იქ­ნე­ბო­და, უკვე სტუ­დენ­ტი იყო, თუ არ ვცდე­ბი, ჯერ კი­დევ პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და (შემ­დეგ იქ სწავ­ლა მი­ა­ტო­ვა და თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე). ეთერ­მა თა­მა­ზი თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­პა­ტი­ჟა, თან, თურ­მე, მის­თვის ვი­ღაც გოგო უნდა გა­ე­რი­გე­ბი­ნათ. იმა­ვე და­ბა­დე­ბის დღე­ზე აღ­მოჩ­ნდა ინ­გაც, რო­მე­ლიც თა­მაზ­ზე ერთი წლით უმ­ცრო­სი იყო. ჭანკვე­ტა­ძე­ებს გა­რი­გე­ბა ჩა­ე­შა­ლათ, რად­გან თა­მაზ­სა და ინ­გას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი.

მახ­სოვს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბი­სას ხან­და­ხან წა­კა­მათ­დე­ბოდ­ნენ ხოლ­მე და მე ვი­ყა­ვი მათი შემ­რი­გე­ბე­ლი. და არა მარ­ტო შემ­რი­გე­ბე­ლი - ხე­ლის­მომ­კი­დეც მე ვი­ყა­ვი. ხე­ლის­მო­წე­რა უცებ გა­და­წყვი­ტეს, რომ იტყვი­ან, თა­თა­რი­ახ­ლად და - ყვე­ლას­გან და­ფა­რუ­ლად, რად­გან ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ და მშობ­ლებს ეს არ ესი­ა­მოვ­ნე­ბო­დათ. ამი­ტომ ინ­გას ხე­ლის­მომ­კი­დაც ჩვე­ნი მე­ო­რე მე­გო­ბა­რი - ბა­კუ­რი ბო­კე­რია შე­ვარ­ჩი­ეთ. მმა­ჩის ბი­უ­რო­ში მხო­ლოდ ოთხნი მი­ვე­დით - თა­მა­ზი, ინგა და ორი ხე­ლის­მომ­კი­დე. მერე ორი­ვე­ნი ეკას ნათ­ლი­ე­ბი გავ­ხდით. თა­მაზ­მა თე­ატ­რა­ლუ­რი რომ და­ამ­თავ­რა, ჭი­ა­თუ­რის თე­ატ­რში წა­ვი­და მსა­ხი­ო­ბად. რომ ვკი­თხე, ბიჭო, რა გინ­და ამ ჭი­ა­თუ­რა­ში-მეთ­ქი, იცით, რა ჭკვი­ა­ნუ­რი რამ მი­თხრა? - დიდ სუფ­რას­თან მო­ად­გი­ლე­ო­ბას პა­ტა­რა სუფ­რის თა­მა­დო­ბა მირ­ჩევ­ნი­აო. იქ, თე­ატ­რში მარ­თლაც კარ­გად ჩან­და და აქ, რუს­თა­ვე­ლის ან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გუ­ლი­ყო. გა­და­სა­რე­ვი სი­მამ­რი და სი­დედ­რი ჰყავ­და. მე­გობ­რე­ბი ხში­რად ვა­კი­თხავ­დით ხოლ­მე ჭი­ა­თუ­რა­ში. ინ­გას მამა ჟორა შა­ნი­ძე ცნო­ბი­ლი კაცი იყო, ვაჟ­კა­ცი. იმა­ვე ეზო­ში ცხოვ­რობ­და ჟო­რას ძმა - შოთა ოჯა­ხით. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან თბი­ლად მახ­სენ­დე­ბი­ან. თა­მა­ზი და ინგა ბავ­შვე­ბით ერთხანს იქ ცხოვ­რობ­დნენ. ეკაც სა­ჩხე­რის სო­ფელ კვე­რე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში მოვ­ნათ­ლეთ, თუმ­ცა თა­მაზს და ინ­გას მა­შინ ჯვა­რი და­წე­რი­ლი არც ჰქონ­დათ. დიდი ხნის შემ­დეგ და­ი­წე­რეს. ჭი­ა­თუ­რი­დან თბი­ლის­ში რომ დაბ­რუნ­დნენ სა­ცხოვ­რებ­ლად, თა­მაზ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ველ არხზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მერე ან­სამ­ბლი "ჟურ­ნა­ლის­ტი" შე­იქ­მნა, რო­მელ­საც შემ­დეგ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბი" უწო­დეს - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭე­ბის ნაკ­რე­ბი ღმერ­თი­ვით კა­ცი­სა და მომ­ღერ­ლის, გოგი დო­ლი­ძის "თა­მა­დო­ბით"... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"თამაზსა და ინგას ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი" -  ლეგენდად ქცეული სიყვარულის ამბავი

"თამაზსა და ინგას ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი" -  ლეგენდად ქცეული სიყვარულის ამბავი

მსახიობის, ჟურნალისტისა და ანსამბლ "ქართული ხმების" პირველი თაობის მომღერლის - თამაზ ელიავასა და მისი მეუღლის - ინგა შანიძის ულამაზესი წყვილით ბავშვობიდან აღტაცებული ვიყავი. ინგა შანიძის მამისეული სახლი ჭიათურაში ჩემი ბიძების სახლის მეზობლად იდგა და საზაფხულო არდადეგებზე იქ რომ ჩავდიოდი, მთელ დღეებს სწორედ მათ ეზოში ვატარებდით მე და ჩემი ბიძაშვილები, რადგან იმ პერიოდში იქაურობას მათი შვილებიც სტუმრობდნენ. ბატონი თამაზი და ქალბატონი ინგა ისეთი ლამაზები იყვნენ, მათ ცქერას არაფერი სჯობდა. სამწუხაროდ, თამაზ ელიავა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ინგა შანიძე კი უკვე 80 წლის არის, მაგრამ ავადმყოფობის გამო თავისი სიყვარულის ამბავს ვერაფრით მომიყვებოდა. არადა, ცნობისმოყვარეობა მკლავდა - ამგვარ წყვილს ყოველი ფეხის ნაბიჯზე მართლაც ვერ შეხვდები. დახმარება მათ უმცროს ქალიშვილს - ჩემი ბავშვობის მეგობარ მაია ელიავას ვთხოვე, მან კი, ვიდრე თავად მიამბობდა რაიმეს, მირჩია, ჯერ მშობლების სიყვარულის ამბის მომსწრეს, ბატონი თამაზის მეგობარს, ხელისმომკიდესა და უფროსი ქალიშვილის, ეკას ნათლიას - დიტო შაქარიშვილს გავსაუბრებოდი.

დიტო შაქარიშვილი:

- თამაზი ძალიან წესიერი და სუფთა კაცი იყო. ჩვენ 1952 წლიდან ვმეგობრობდით. 13-წლისანი ვიყავით, ერთმანეთი რომ გავიცანით. თამაზს დედა ადრე გარდაეცვალა და ბებიები ზრდიდნენ. ერთი ბებია - წარმოშობით პოლონელი მარი კანსტანტინოვნა (ასე ვიხსენიებდით) თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ცხოვრობდა, მეორე ბებია კი, კატო დაფქვიაშვილი - კალანდაძის ქუჩაზე. თავად მე დოლიძის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მაგრამ ძალიან დიდ დროს ვატარებდი ვერაზე, იქ უახლოესი მეგობრები მყავდა და თამაზსაც სწორედ იქ შევხვდი. მას შემდეგ განუყრელი მეგობრები გავხდით...

გაინტერესებთ სად გაიცნო ინგა? თამაზის თანაკლასელი იყო ეთერ ჭანკვეტაძე, თბილისში ძალიან ცნობილი გოგო, მახსოვს, დაც ძალიან ლამაზი ჰყავდა. ეთერი, ასევე, ენათესავებოდა, შანიძეებს. თამაზი ასე 20-21 წლის იქნებოდა, უკვე სტუდენტი იყო, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა (შემდეგ იქ სწავლა მიატოვა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, სამსახიობო ფაკულტეტზე). ეთერმა თამაზი თავის დაბადების დღეზე დაპატიჟა, თან, თურმე, მისთვის ვიღაც გოგო უნდა გაერიგებინათ. იმავე დაბადების დღეზე აღმოჩნდა ინგაც, რომელიც თამაზზე ერთი წლით უმცროსი იყო. ჭანკვეტაძეებს გარიგება ჩაეშალათ, რადგან თამაზსა და ინგას, ფაქტობრივად, ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი.

მახსოვს, შეყვარებულობისას ხანდახან წაკამათდებოდნენ ხოლმე და მე ვიყავი მათი შემრიგებელი. და არა მარტო შემრიგებელი - ხელისმომკიდეც მე ვიყავი. ხელისმოწერა უცებ გადაწყვიტეს, რომ იტყვიან, თათარიახლად და - ყველასგან დაფარულად, რადგან ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და მშობლებს ეს არ ესიამოვნებოდათ. ამიტომ ინგას ხელისმომკიდაც ჩვენი მეორე მეგობარი - ბაკური ბოკერია შევარჩიეთ. მმაჩის ბიუროში მხოლოდ ოთხნი მივედით - თამაზი, ინგა და ორი ხელისმომკიდე. მერე ორივენი ეკას ნათლიები გავხდით. თამაზმა თეატრალური რომ დაამთავრა, ჭიათურის თეატრში წავიდა მსახიობად. რომ ვკითხე, ბიჭო, რა გინდა ამ ჭიათურაში-მეთქი, იცით, რა ჭკვიანური რამ მითხრა? - დიდ სუფრასთან მოადგილეობას პატარა სუფრის თამადობა მირჩევნიაო. იქ, თეატრში მართლაც კარგად ჩანდა და აქ, რუსთაველის ან მარჯანიშვილის თეატრში შეიძლება დაკარგულიყო. გადასარევი სიმამრი და სიდედრი ჰყავდა. მეგობრები ხშირად ვაკითხავდით ხოლმე ჭიათურაში. ინგას მამა ჟორა შანიძე ცნობილი კაცი იყო, ვაჟკაცი. იმავე ეზოში ცხოვრობდა ჟორას ძმა - შოთა ოჯახით. ყველანი ძალიან თბილად მახსენდებიან. თამაზი და ინგა ბავშვებით ერთხანს იქ ცხოვრობდნენ. ეკაც საჩხერის სოფელ კვერეთის ეკლესიაში მოვნათლეთ, თუმცა თამაზს და ინგას მაშინ ჯვარი დაწერილი არც ჰქონდათ. დიდი ხნის შემდეგ დაიწერეს. ჭიათურიდან თბილისში რომ დაბრუნდნენ საცხოვრებლად, თამაზმა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე დაიწყო მუშაობა, მერე ანსამბლი "ჟურნალისტი" შეიქმნა, რომელსაც შემდეგ "ქართული ხმები" უწოდეს - არაჩვეულებრივი ბიჭების ნაკრები ღმერთივით კაცისა და მომღერლის, გოგი დოლიძის "თამადობით"... გააგრძელეთ კითხვა

"თბილისი ცენტრალი“ სადეზინფექციო სამუშაოების გამო დაიკეტა

"ახლა დაკავებულებმა უნდა ახსნან, რატომ არ გამოიყენეს უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა" - რას ამბობს საზღვრის დადგენის სკანდალურ საქმეზე კარტოგრაფი

მობილური თამაშების ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, ბილაინი დეველოპერებისთვის ჰაკათონს ატარებს - „შექმენი თამაში და გახდი ბილაინის პარტნიორი“