სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრება, რუსეთი იძულებული გახდება პასუხი გასცეს. შესაბამისად, მოსკოვი საქართველოსაც ჩაითრევს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა
"თუ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრება, რუსეთი იძულებული გახდება პასუხი გასცეს. შესაბამისად, მოსკოვი საქართველოსაც ჩაითრევს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრი­ტა­ნულ ჟურ­ნალ "სფექთე­ი­თორ­ში" («The Spectator»)გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "კავ­კა­სი­უ­რი კონ­ფლიქ­ტი, რო­მელ­საც ომის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია // სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა შე­საძ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ყვე­ლა­ზე ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა", რო­მელ­შიც გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის გამო და­წყე­ბუ­ლი სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ომის მი­ზე­ზე­ბი, მას­ში ჩარ­თუ­ლი ძა­ლე­ბი, მხა­რე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი და პერ­სპექ­ტი­ვა (ავ­ტო­რი - ტიმ ოგ­დე­ნი).

რო­გორც ავ­ტო­რი წერს, კონ­ფლიქ­ტში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პო­ზი­ცია იუ­რი­დი­უ­ლად გა­მარ­თლე­ბუ­ლია, ბაქო სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ცდი­ლობს. თურ­ქე­თი ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი გა­რე­შე ძა­ლაა, რო­მე­ლიც ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­მო­დის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ძლი­ერ მო­კავ­ში­რედ. სომ­ხე­თის მო­კავ­ში­რე იუ­რი­დი­უ­ლად რუ­სე­თია, მაგ­რამ მოს­კო­ვი თავს იკა­ვებს, რომ ერე­ვანს და­ეხ­მა­როს, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო: კრემლს არ მოს­წონს სომ­ხე­თის ამ­ჟა­მინ­დე­ლი, ზედ­მე­ტად პრო­და­სავ­ლე­ლი მთავ­რო­ბა და ძა­ლი­ა­ნაც არ იდარ­დებს იმას, თუ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ემ­ხო­ბა. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სომ­ხე­თი რუ­სეთ­მა გა­წი­რა: მოს­კოვ­მა მი­ა­ნიშ­ნა, რომ არ და­უშ­ვებს ომის ხან­ძრის გა­დას­ვლას სა­კუთ­რივ სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ცხა­დია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თუ რუ­სე­თი სა­ერ­თოდ არ და­ეხ­მა­რე­ბა სომ­ხეთს, მოს­კო­ვი პერ­სპექ­ტი­ვა­ში სომ­ხე­თის მომ­დევ­ნო მთავ­რო­ბე­ბის ნდო­ბას და­კარ­გავს.

სტა­ტი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლია სცე­ნა­რი, რა მოჰ­ყვე­ბა რუ­სე­თის კონ­ფლიქ­ტში ჩაბ­მას, რო­გორ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და რას გა­ა­კე­თებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა:

"თუ რუ­სე­თი კონ­ფლიქ­ტში იქ­ნე­ბა ჩათ­რე­უ­ლი, მა­შინ მას მო­უ­წევს გი­უმ­რი­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ამი­სათ­ვის კი სა­ჭი­როა სახ­მე­ლე­თო გზის არ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ნე­იტ­რა­ლუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დის. აშ­კა­რაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა შე­საძ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ყვე­ლა­ზე ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. თუ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომში ჩაბ­მუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას გა­ვიხ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო შე­იძ­ლე­ბა ბელ­გი­ას შე­ვა­და­როთ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო არ გრძნობს ზურგსუ­კან ისე­თი დამ­ცვე­ლის ძა­ლას, რო­გო­რიც ბელ­გი­ის­თვის დიდი ბრი­ტა­ნე­თი იყო და რო­მე­ლიც მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რანტს წარ­მო­ად­გენ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უთან­ხმო­ე­ბა აქვს რუ­სეთ­თან. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ორი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი წარ­მო­ნაქ­მნი, რომ­ლებ­საც მხარს რუ­სე­თი უჭერს (მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოს­კოვს თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბიც აქვს). აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის სე­პა­რა­ტიზ­მი 2008 წელს მომ­ხდა­რი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იყო. მოს­კოვ­სა და თბი­ლისს შო­რის დღემ­დე გა­წყვე­ტი­ლია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ კონ­ფლიქ­ტი­სად­მი თა­ვის დრო­ზე და­სავ­ლეთ­მა უყუ­რა­დღე­ბო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სეთ­მა კვლავ გა­ი­მე­ო­რა იგი­ვე უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ნავ­თობ-და გაზ­სა­დე­ნე­ბი, რო­მე­ლე­ბიც ევ­რო­პას ენერ­გო­რე­სურ­სე­ბით ამა­რა­გებს. თბი­ლი­სი მის­თვის სა­ჭი­რო ბუ­ნებ­რივ გაზს სწო­რედ ამ გაზ­სა­დე­ნი­დან იღებს, სა­ქარ­თვე­ლო ამ მხრივ და­მო­კი­დე­ბუ­ლი არაა არც რუ­სეთ­ზე და არც ირან­ზე, მაგ­რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯან­ზე. ნა­წი­ლობ­რივ სწო­რედ ამ პრო­ექ­ტე­ბის წყა­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო 2003 წლი­დან და­სავ­ლეთს და­უ­ახ­ლოვ­და, ჩა­ერ­თო ნა­ტოს პროგ­რა­მებ­ში, სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში. მილ­სა­დე­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს აზერ­ბა­ი­ჯან­თან და თურ­ქეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა­კე­ნაც უბიძ­გა, რო­მე­ლე­ბიც, შე­სა­ბა­მი­სად, მილ­სა­დე­ნე­ბის და­სა­წყისს და და­ბო­ლო­ე­ბას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

კონ­ფლიქტს დიდი დრო არ და­ჭირ­დე­ბა გა­ფარ­თო­ე­ბი­სათ­ვის:

პირ­ვე­ლი სცე­ნა­რი: თუ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მია სა­კუთ­რივ სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რე­ბა, რუ­სე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა მას პა­სუ­ხი გას­ცეს. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­საც ჩა­ით­რევს და თბი­ლისს სახ­მე­ლე­თო გზის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბის მი­ცე­მას აი­ძუ­ლებს;

მე­ო­რე სცე­ნა­რი: თუ სომ­ხე­თი კონ­ტრშე­ტე­ვას შეძ­ლებს და გა­მარ­ჯვე­ბის სას­წო­რი მის­კენ გა­და­იხ­რე­ბა, თუ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მია უკან და­ი­ხევს, მა­შინ თურ­ქე­თი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ შე­უ­რიგ­დე­ბა თა­ვი­სი მო­კავ­ში­რის და­მარ­ცხე­ბას, რად­გან ეს მის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტის და­კარ­გვის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა - მე­ო­რე სირ­ცხვი­ლი ან­კა­რი­სათ­ვის (პირ­ვე­ლი მან აგ­ვის­ტო­ში, სა­ბერ­ძნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­ნი­ცა­და).

რამ­დე­ნა­დაც დღეს და­სავ­ლე­თი "კო­ვიდ-19"თან ბრძო­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო ამე­რი­კა - საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბით, კავ­კა­სია მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა. მხო­ლოდ საფ­რან­გე­თი ახ­მარს ძა­ლის­ხმე­ვას სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სათ­ვის ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბას, მაგ­რამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც და თურ­ქე­თიც პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის მო­წო­დე­ბებს პრო­სომ­ხუ­რად თვლი­ან და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდი ალ­ბა­თო­ბაა, რომ პა­რი­ზის ძა­ლის­ხმე­ვა უნა­ყო­ფო აღ­მოჩ­ნდე­ბა", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში. წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gogia
16

simon kilazes minda shevaxseno rom saqartvelo neitraluri ar aris,sad waikitxe rom neitraluria?.

რამაზი
0

გოგიას. ეს სტატია გამოქვეყნებულია ბრიტანულ ჟურნალში. მისი ავტორია ტიმ ოგდენი. ტექსტში წერია: To do this, it will need to establish a land connection — and this can only run through neutral Georgia.როგორც ვხედავთ, გარკვევით არის - "ნეიტრალური საქართველო". როგორც ჩანს, ავტორი გულისხმობს იმას, რომ საქართველომ კონფლიქტის მიმართ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"თუ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრება, რუსეთი იძულებული გახდება პასუხი გასცეს. შესაბამისად, მოსკოვი საქართველოსაც ჩაითრევს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

"თუ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრება, რუსეთი იძულებული გახდება პასუხი გასცეს. შესაბამისად, მოსკოვი საქართველოსაც ჩაითრევს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანულ ჟურნალ "სფექთეითორში" («The Spectator») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "კავკასიური კონფლიქტი, რომელსაც ომის გამოწვევა შეუძლია // საქართველო ყველა შესაძლო სიტუაციიდან ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფება", რომელშიც გაანალიზებულია მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული სომხეთ-აზერბაიჯანის ომის მიზეზები, მასში ჩართული ძალები, მხარეთა ინტერესები და პერსპექტივა (ავტორი - ტიმ ოგდენი).

როგორც ავტორი წერს, კონფლიქტში აზერბაიჯანის პოზიცია იურიდიულად გამართლებულია, ბაქო საკუთარი ტერიტორიის გაერთიანებას ცდილობს. თურქეთი ყველაზე აგრესიული გარეშე ძალაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამოდის აზერბაიჯანის ძლიერ მოკავშირედ. სომხეთის მოკავშირე იურიდიულად რუსეთია, მაგრამ მოსკოვი თავს იკავებს, რომ ერევანს დაეხმაროს, სხვადასხვა მიზეზების გამო: კრემლს არ მოსწონს სომხეთის ამჟამინდელი, ზედმეტად პროდასავლელი მთავრობა და ძალიანაც არ იდარდებს იმას, თუ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება დაემხობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთი რუსეთმა გაწირა: მოსკოვმა მიანიშნა, რომ არ დაუშვებს ომის ხანძრის გადასვლას საკუთრივ სომხეთის ტერიტორიაზე. ცხადია, საბოლოო ჯამში, თუ რუსეთი საერთოდ არ დაეხმარება სომხეთს, მოსკოვი პერსპექტივაში სომხეთის მომდევნო მთავრობების ნდობას დაკარგავს.

სტატიაში განხილულია სცენარი, რა მოჰყვება რუსეთის კონფლიქტში ჩაბმას, როგორ სიტუაციაში აღმოჩნდება საქართველო და რას გააკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობა:

"თუ რუსეთი კონფლიქტში იქნება ჩათრეული, მაშინ მას მოუწევს გიუმრიში არსებული სამხედრო ბაზის გაძლიერება. ამისათვის კი საჭიროა სახმელეთო გზის არსებობა, რომელიც მხოლოდ ნეიტრალური საქართველოს ტერიტორიაზე გადის. აშკარაა, რომ საქართველო ყველა შესაძლო სიტუაციიდან ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფება. თუ პირველი მსოფლიო ომში ჩაბმული ქვეყნების ისტორიას გავიხსენებთ, საქართველო შეიძლება ბელგიას შევადაროთ იმ განსხვავებით, რომ დღეს საქართველო არ გრძნობს ზურგსუკან ისეთი დამცველის ძალას, როგორიც ბელგიისთვის დიდი ბრიტანეთი იყო და რომელიც მისი დამოუკიდებლობის გარანტს წარმოადგენდა.

საქართველოს მნიშვნელოვანი უთანხმოება აქვს რუსეთთან. საქართველოში არსებობს ორი სეპარატისტული წარმონაქმნი, რომლებსაც მხარს რუსეთი უჭერს (მათ ტერიტორიაზე მოსკოვს თავისი სამხედრო ბაზებიც აქვს). აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმი 2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის მთავარი მიზეზი იყო. მოსკოვსა და თბილისს შორის დღემდე გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა. ამ კონფლიქტისადმი თავის დროზე დასავლეთმა უყურადღებობა გამოიჩინა, შესაბამისად, რუსეთმა კვლავ გაიმეორა იგივე უკრაინასთან მიმართებით.

საქართველოს ტერიტორიაზე გადის სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობ-და გაზსადენები, რომელებიც ევროპას ენერგორესურსებით ამარაგებს. თბილისი მისთვის საჭირო ბუნებრივ გაზს სწორედ ამ გაზსადენიდან იღებს, საქართველო ამ მხრივ დამოკიდებული არაა არც რუსეთზე და არც ირანზე, მაგრამ დამოკიდებულია აზერბაიჯანზე. ნაწილობრივ სწორედ ამ პროექტების წყალობით საქართველო 2003 წლიდან დასავლეთს დაუახლოვდა, ჩაერთო ნატოს პროგრამებში, სამშვიდობო ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში. მილსადენებმა საქართველოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ინტეგრაციისაკენაც უბიძგა, რომელებიც, შესაბამისად, მილსადენების დასაწყისს და დაბოლოებას აკონტროლებენ.

კონფლიქტს დიდი დრო არ დაჭირდება გაფართოებისათვის:

პირველი სცენარი: თუ აზერბაიჯანის არმია საკუთრივ სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრება, რუსეთი იძულებული გახდება მას პასუხი გასცეს. შესაბამისად, მოსკოვი საქართველოსაც ჩაითრევს და თბილისს სახმელეთო გზის გამოყენების უფლების მიცემას აიძულებს;

მეორე სცენარი: თუ სომხეთი კონტრშეტევას შეძლებს და გამარჯვების სასწორი მისკენ გადაიხრება, თუ აზერბაიჯანის არმია უკან დაიხევს, მაშინ თურქეთი, რასაკვირველია, არ შეურიგდება თავისი მოკავშირის დამარცხებას, რადგან ეს მისთვის საერთაშორისო ავტორიტეტის დაკარგვის ტოლფასი იქნება - მეორე სირცხვილი ანკარისათვის (პირველი მან აგვისტოში, საბერძნეთთან დაპირისპირებაში განიცადა).

რამდენადაც დღეს დასავლეთი "კოვიდ-19"თან ბრძოლით არის დაკავებული, ხოლო ამერიკა - საპრეზიდენტო არჩევნებით, კავკასია მეტ-ნაკლებად საერთაშორისო ყურადღების მიღმა რჩება. მხოლოდ საფრანგეთი ახმარს ძალისხმევას სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის ნიადაგის მომზადებას, მაგრამ აზერბაიჯანიც და თურქეთიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოწოდებებს პროსომხურად თვლიან და აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობაა, რომ პარიზის ძალისხმევა უნაყოფო აღმოჩნდება", - ნათქვამია სტატიაში. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"პაციენტს ხშირად უწევს, ბრიგადის ლოდინი...  დღის ბოლოს კოვიდის მართვაში კიდევ 4 კლინიკა ჩაერთვება" - ეკატერინე ტიკარაძე

"ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე..." - რა განაცხადა გიორგი გახარიამ დავითგარეჯზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"