მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის სილამაზეს მაიკო ორბელიანისა და ნინო ჭავჭავაძის მშვენიერებას შევადარებდი" - ცნობილი ონკოლოგი და არაერთი კინოროლის შემსრულებელი გარდაიცვალა
"მის სილამაზეს მაიკო ორბელიანისა და ნინო ჭავჭავაძის მშვენიერებას შევადარებდი" - ცნობილი ონკოლოგი და არაერთი კინოროლის შემსრულებელი გარდაიცვალა

ცნო­ბი­ლი ონ­კო­ლო­გი, ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნი დალი თუ­შიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მან არა­ერ­თი და­უ­ვი­წყა­რი სახე შექ­მნა ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში. მისი ცხოვ­რე­ბა ტრა­გე­დი­ე­ბით სავ­სე გახ­ლდათ, გარ­და­ეც­ვა­ლა მე­უღ­ლე, ძმა და შვი­ლი. თა­ვის დრო­ზე კი­ნო­ზე უარი თქვა და ონ­კო­ლო­გია აირ­ჩია. ცხოვ­რობ­და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და ხში­რად არ ჩნდე­ბო­და ტე­ლე­ე­თე­რებ­ში.

ambebi.ge-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ქალ­ბა­ტო­ნი დალი ამ­ბობ­და:

  • "მჯე­რა ადა­მი­ა­ნე­ბი უკ­ვა­ლოდ არ ქრე­ბი­ან, ეს რომ არ მჯე­რო­დეს, ვერც გა­და­ვი­ტან­დი ჩემი შვი­ლის სიკ­ვდილს, როცა დე­დას შვი­ლი მო­უკ­ვდე­ბა ორი გზა არის, ან თავი მო­იკ­ლას ან გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა, ცხოვ­რე­ბას თუ აგ­რძე­ლებ, უნდა გა­აგ­რძე­ლო ღირ­სე­უ­ლად, თა­ვა­წე­უ­ლი უნდა იყო და გა­აგ­რძე­ლო შენი საქ­მი­ა­ნო­ბა. ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მთე­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბა მე­ო­რე ვაჟ­ზე, ოთარ­ზე და შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე გა­და­ვი­ტა­ნე, რომ­ლე­ბიც არი­ან ჩემი ცხოვ­რე­ბის აზრი. არ მინ­და სა­კუ­თა­რი ტკი­ვი­ლით და­ვამ­ძი­მო ისი­ნი. ამ ტრა­გე­დი­ებს ვე­რას­დროს გა­და­ვი­ტან, მაგ­რამ სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, არ მინ­და ვინ­მე და­ცე­მულს მხე­დავ­დეს. მი­თუ­მე­ტეს ისე­თი პრო­ფე­სია მაქვს, სა­დაც მრა­ვა­ლი მძი­მე დი­აგ­ნო­ზის დას­მა მი­წევს, უამ­რავ დე­დას ვხე­დავ შე­ში­ნე­ბუ­ლი და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც მე­კი­თხე­ბი­ან, რა სჭირს ჩემს შვილ­სო, სამ­წუ­ხა­როდ ზოგ­ჯერ სა­ი­მე­დოს ვე­რა­ფერს ვე­უბ­ნე­ბი. ში­ნა­გა­ნად მძი­მეა ჩემი და ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ხვედ­რი, მაგ­რამ მე ვთვლი, ამ ტკი­ვილს ვე­რა­ვინ ხე­დავ­დეს. არა­სო­დეს არა­ვინ უნდა და­ამ­ძი­მო შენი მდგო­მა­რე­ო­ბით, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა..."

ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქალს სკო­ლის ასა­კი­დან იღებ­დნენ ფილ­მებ­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და კი­ნო­სუ­რა­თებ­ში: "და­ი­სი", "ცე­ცხლთან თა­მა­ში", "ღა­მის ვი­ზი­ტი", "აბე­სა­ლომ და ეთე­რი" და ა.შ ეპი­ზო­უ­რი როლი შე­ას­რუ­ლა გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას "მაცი ხვი­ტი­ა­ში". მისი ფო­ტო­ე­ბი შე­სუ­ლია ულა­მა­ზეს ქარ­თველ ქალ­თა კა­ტა­ლო­გებ­ში. პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ ყო­ფი­ლა, დალი თუ­შიშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მი, პრო­ფე­სო­რი გახ­ლდათ.

მე­უღ­ლეს­თან თე­მურ ბუ­ა­ჩი­ძეს­თან ერ­თად

ნინო რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, დალი თუ­შიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი:

- ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, დღე-დღე­ზე უნდა გა­მო­ვი­დეს წიგ­ნი, რო­მე­ლიც თა­ვად და­ლის კარ­ნა­ხით, მისი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით გა­ზად­და. ეს არის მისი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ამ­ბე­ბი, სტამ­ბა­შია უკვე წიგ­ნი, სამ­წუ­ხა­როა, რომ ვე­ღარ მო­ეს­წრო გა­მო­ცე­მას.

არ ავად­მყო­ფობ­და. ბო­ლოს ათი დღის წინ ვი­სა­უბ­რეთ და მი­თხრა, რომ შე­ე­ყა­რა ვირუ­სი. ვუ­თხა­რი, დალი, ჩემ­გან არ გეს­წავ­ლე­ბა და იქ­ნებ კო­რო­ნა­ზე აგე­ღო ანა­ლი­ზი-მეთ­ქი. მი­თხრა, - არა, ნინო, ეგ სიმპტო­მე­ბი არ მაქვს, გავ­ცივ­დი, თან იმ­დე­ნი წამ­ლე­ბი დავ­ლიე, ნაღ­ვე­ლი გა­მი­ღი­ზი­ან­დაო.

შემ­დეგ წა­ვი­და სამ­სა­ხურ­ში, მაგ­რამ სა­ღა­მოს მი­თხრა, ვერ შევ­ძე­ლი მუ­შა­ო­ბა და წა­მო­ვე­დიო. შემ­დეგ მე ვი­ყა­ვი ანა­ლი­ზებ­ზე ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და მი­თხრა, რო­გორ მინ­დო­და იქ დაგ­ხვედ­რო­დი, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი ად­გო­მა, ვირუს­მა და­მა­სუს­ტაო. სამი დღის წინ შე­ვი­ტყვეთ, ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლე­ი­კე­მია ჰქონ­და. ძა­ლი­ან ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო. პრო­ფე­სო­რი, უმაღ­ლე­სი აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ქალი გახ­ლდათ, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ თა­ვად რამე გა­მო­პარ­ვო­და. მი­თხრა, წიგ­ნი, რომ გა­მო­ვა, ჩემს ეზო­ში გა­ვა­კე­თოთ ამის პრე­ზენ­ტა­ცი­აო, სახ­ლში ულა­მა­ზე­სი ეზო ჰქონ­და.

გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე:

- გული მო­მიკ­ვდა. ჩემ­თვის დალი თუ­შიშ­ვი­ლი იყო, რო­გორც ცი­სარ­ტყე­ლა.

უდი­დე­სი მეც­ნი­ე­რი იყო, ჰყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ო­ვი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლია. ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით იგო­ნებ­და მას. მე და­ლის სი­ლა­მა­ზეს მა­ი­კო ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა და ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძი­ეს მშვე­ნი­ე­რე­ბას შე­ვა­და­რებ­დი, ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
19

სამწუხაროა ,მაგრამ დიდი მეცნიერი ზედმეტია,ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

ლევანი
16

აწყობილი ქალბატონები ნუ მიწყენენ, მაგრამ ნამდვილ სილამაზეს სულ სხვა ეშხი აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მის სილამაზეს მაიკო ორბელიანისა და ნინო ჭავჭავაძის მშვენიერებას შევადარებდი" - ცნობილი ონკოლოგი და არაერთი კინოროლის შემსრულებელი გარდაიცვალა

"მის სილამაზეს მაიკო ორბელიანისა და ნინო ჭავჭავაძის მშვენიერებას შევადარებდი" - ცნობილი ონკოლოგი და არაერთი კინოროლის შემსრულებელი გარდაიცვალა

ცნობილი ონკოლოგი, ულამაზესი ქალბატონი დალი თუშიშვილი გარდაიცვალა. მან არაერთი დაუვიწყარი სახე შექმნა ქართულ კინემატოგრაფიაში. მისი ცხოვრება ტრაგედიებით სავსე გახლდათ, გარდაეცვალა მეუღლე, ძმა და შვილი. თავის დროზე კინოზე უარი თქვა და ონკოლოგია აირჩია. ცხოვრობდა მოკრძალებულად და ხშირად არ ჩნდებოდა ტელეეთერებში.

ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქალბატონი დალი ამბობდა:

  • "მჯერა ადამიანები უკვალოდ არ ქრებიან, ეს რომ არ მჯეროდეს, ვერც გადავიტანდი ჩემი შვილის სიკვდილს, როცა დედას შვილი მოუკვდება ორი გზა არის, ან თავი მოიკლას ან გააგრძელოს ცხოვრება, ცხოვრებას თუ აგრძელებ, უნდა გააგრძელო ღირსეულად, თავაწეული უნდა იყო და გააგრძელო შენი საქმიანობა. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ, მთელი მზრუნველობა მეორე ვაჟზე, ოთარზე და შვილიშვილებზე გადავიტანე, რომლებიც არიან ჩემი ცხოვრების აზრი. არ მინდა საკუთარი ტკივილით დავამძიმო ისინი. ამ ტრაგედიებს ვერასდროს გადავიტან, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, არ მინდა ვინმე დაცემულს მხედავდეს. მითუმეტეს ისეთი პროფესია მაქვს, სადაც მრავალი მძიმე დიაგნოზის დასმა მიწევს, უამრავ დედას ვხედავ შეშინებული და გაფართოებული თვალებით, რომლებიც მეკითხებიან, რა სჭირს ჩემს შვილსო, სამწუხაროდ ზოგჯერ საიმედოს ვერაფერს ვეუბნები. შინაგანად მძიმეა ჩემი და ჩემნაირი ადამიანების ხვედრი, მაგრამ მე ვთვლი, ამ ტკივილს ვერავინ ხედავდეს. არასოდეს არავინ უნდა დაამძიმო შენი მდგომარეობით, ცხოვრება გრძელდება..."

ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი ქალს სკოლის ასაკიდან იღებდნენ ფილმებში. მონაწილეობდა კინოსურათებში: "დაისი", "ცეცხლთან თამაში", "ღამის ვიზიტი", "აბესალომ და ეთერი" და ა.შ ეპიზოური როლი შეასრულა გიორგი შენგელაიას "მაცი ხვიტიაში". მისი ფოტოები შესულია ულამაზეს ქართველ ქალთა კატალოგებში. პროფესიით მსახიობი არ ყოფილა, დალი თუშიშვილი წარმატებული ექიმი, პროფესორი გახლდათ.

მეუღლესთან თემურ ბუაჩიძესთან ერთად

ნინო რეხვიაშვილი, დალი თუშიშვილის მეგობარი:

- ჩვენ მეგობრები ვიყავით, დღე-დღეზე უნდა გამოვიდეს წიგნი, რომელიც თავად დალის კარნახით, მისი ბიოგრაფიული მასალის მიხედვით გაზადდა. ეს არის მისი ბიოგრაფიული ამბები, სტამბაშია უკვე წიგნი, სამწუხაროა, რომ ვეღარ მოესწრო გამოცემას.

არ ავადმყოფობდა. ბოლოს ათი დღის წინ ვისაუბრეთ და მითხრა, რომ შეეყარა ვირუსი. ვუთხარი, დალი, ჩემგან არ გესწავლება და იქნებ კორონაზე აგეღო ანალიზი-მეთქი. მითხრა, - არა, ნინო, ეგ სიმპტომები არ მაქვს, გავცივდი, თან იმდენი წამლები დავლიე, ნაღველი გამიღიზიანდაო.

შემდეგ წავიდა სამსახურში, მაგრამ საღამოს მითხრა, ვერ შევძელი მუშაობა და წამოვედიო. შემდეგ მე ვიყავი ანალიზებზე ალადაშვილის კლინიკაში და მითხრა, როგორ მინდოდა იქ დაგხვედროდი, მაგრამ ვერ შევძელი ადგომა, ვირუსმა დამასუსტაო. სამი დღის წინ შევიტყვეთ, ეს თავზარდამცემი ინფორმაცია, რომ ლეიკემია ჰქონდა. ძალიან ძნელად დასაჯერებელი იყო. პროფესორი, უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე ქალი გახლდათ, საოცარი ადამიანი იყო. გამორიცხულია, რომ თავად რამე გამოპარვოდა. მითხრა, წიგნი, რომ გამოვა, ჩემს ეზოში გავაკეთოთ ამის პრეზენტაციაო, სახლში ულამაზესი ეზო ჰქონდა.

გივი სიხარულიძე:

- გული მომიკვდა. ჩემთვის დალი თუშიშვილი იყო, როგორც ცისარტყელა.

უდიდესი მეცნიერი იყო, ჰყავდა არაჩვეულებრიოვი მეუღლე, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით იგონებდა მას. მე დალის სილამაზეს მაიკო ორბელიანისა და ნინო ჭავჭავაძიეს მშვენიერებას შევადარებდი, ძალიან მეტკინა გული.

მეტროსადგურებთან პირბადეების ტარებასა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას პატრული გააკონტროლებს

"COVID-19-ით ორი-სამი ჯანმრთელი ადამიანიც გარდაიცვალა და ბევრად მეტიც" - თენგიზ ცერცვაძე

აჭარაში კორონავირუსისგან 41 წლის ქალი გარდაიცვალა - "დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ"