სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ შეეძლოთ რუკა გაეყიდათ კიდეც, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაძლოა, ეს მასალები ინახებოდა იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას" - უსაფრთხოების ექსპერტი
"მათ შეეძლოთ რუკა გაეყიდათ კიდეც, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაძლოა, ეს მასალები ინახებოდა იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას" - უსაფრთხოების ექსპერტი

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ივე­რი მე­ლაშ­ვილ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტორი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მალ­ვის საფრ­თხის მო­ტი­ვით, პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის სა­ხედ, პა­ტირ­მო­ბას ითხოვ­და, ივე­რი მე­ლაშ­ვილს გი­რა­ოც არ შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, ილი­ჩო­ვას დაც­ვამ კი მისი 20 ათას­ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა. არც ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს. ივე­რი მე­ლაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლა ჰქონ­და, სა­დაც კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არას­დროს უმუ­შა­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­თან, სა­ზღვრის დად­გე­ნის კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა 7 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ სა­დე­მარ­კა­ციო კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რუ­კე­ბით მუ­შა­ო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მტკი­ცე­ბით:

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში".

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 308-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს რაც 10-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ambebi.ge უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერტს, და­ვით კუ­ხა­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც დო­კუ­მენ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ბრალ­დე­ბულ­თა წრე გა­ფარ­თოვ­დეს და ვა­რა­უ­დობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი, შე­საძ­ლოა, გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ კო­რუფ­ცი­ა­საც უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

"ყვე­ლა­ზე ცუდი ის გახ­ლავთ, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენს ქვე­ყა­ნას გა­აჩ­ნდა ის­ტო­რი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცია და ის არ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმ პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ შე­იძ­ლე­ბო­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. აქ არის ორი მო­მენ­ტი:

1. რე­ა­ლუ­რად, ამ ადა­მი­ა­ნებს ეს ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი კო­მი­სი­ის­თვის, კო­მი­სი­ის ოქ­მში შე­იძ­ლე­ბა ეს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ცაა და არ მოხ­და ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

2. რუკა არ წა­რუდ­გი­ნეს კო­მი­სი­ას და შე­სა­ბა­მი­სად, ამით და­ა­ზი­ა­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სი.

არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მი­ღე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ და შე­საძ­ლოა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ კო­რუფ­ცი­ა­საც უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ცალ­სა­ხად იკ­ვე­თე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ტე­რე­სის გა­ტა­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ. და­ნარ­ჩე­ნი, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - რას იტყვი­ან თვი­თონ ის პი­რე­ბი, ვი­საც ეს რუ­კე­ბი გა­აჩ­ნდათ. და­ნა­შა­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბით, ან უმოქ­მე­დო­ბით. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ვფიქ­რობ, რომ და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არის იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თვლიდ­ნენ, რომ ეს რუ­კე­ბი წარ­მო­ად­გენ­და რე­ა­ლურ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ბა­ზას, მათ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ექ­მნათ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი და მი­ე­მარ­თათ სა­გა­რეო საქ­მე­თა და შს სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის­თვის. სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ითა­მა­შა დიდი როლი”.

კი­თხვა­ზე, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღებ­დნენ თუ არა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და გა­ფარ­თოვ­დე­ბა თუ არა ბრალ­დე­ბულ­თა წრე, ექ­სპერ­ტი პა­სუ­ხობს:

"აუ­ცი­ლებ­ლად გა­ფარ­თოვ­დე­ბა პირ­თა წრე, ვინც ამ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და და ისი­ნი მის­ცე­მენ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბას, თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად. ეს არის წმინ­და ის­ტო­რი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა და მინ­და გი­თხრათ, რომ უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ნა­დი­რო­ბენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი ფორ­მის დო­კუ­მენ­ტებ­ზე მათ გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად, რათა მერე ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი წა­მო­ა­ყე­ნონ ამა თუ იმ ქვეყ­ნის მი­სა­მარ­თით და შემ­დეგ ხელ­ში ჩა­იგ­დონ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. ვფიქ­რობ, ამ მო­დელ­მა იმუ­შა­ვა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერც ერთ ვა­რი­ან­ტში და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ მი­ი­ღებ­დნენ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მათ ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი იმი­ტო­მაც შე­ი­ნა­ხეს, რომ როცა დრო მო­ვი­დო­და, ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცათ. მათ შე­ეძ­ლოთ რუკა გა­ე­ყიდთ კი­დეც კარგ ფა­სად, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თეს. შე­საძ­ლოა, ეს მა­სა­ლე­ბი ინა­ხე­ბო­და სწო­რედ იმის­თვის, რომ ისი­ნი გრძნობ­დნენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და როცა დრო მო­ვი­დო­და, ისი­ნი გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდიდ­ნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს (ხე­ლი­სუფ­ლე­ბას).

ფაქ­ტია, რომ კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რია, მათ შო­რის, ოპე­რა­ტი­უ­ლი კუ­თხით და ზო­გა­დად, თუ გა­დავ­ხე­დავთ ჩვენს ის­ტო­რი­ას ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ მუხ­ლით სს საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა. ეს პრო­ცე­სე­ბი თუ გაგ­რძელ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი თა­ვის ად­გილს და­ი­კა­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­შიც და პა­სუხ­საც აგებს იმ ქმე­დე­ბე­ბის­თვის, რაც მათ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ეს არის უმ­ძი­მე­სი თემა და მათ შე­ეძ­ლოთ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, მა­შინ­ვე გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნათ და უმოქ­მე­დო­ბით ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ საქ­მე­ში არ მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ასე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი არის მკაც­რი აღ­რი­ცხვის დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ინა­ხე­ბა ეროვ­ნულ, ის­ტო­რი­ულ არ­ქი­ვებ­ში და სა­ხელ­მწი­ფომ ის ისე­ვე უნდა და­იც­ვას, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვა­რი.

ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა იმ­პე­რია, ვინც კი გვებ­რძო­და, ანად­გუ­რებ­და ის­ტო­რი­ულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას. რის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ და ინა­ხავ­დნენ ისი­ნი ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას? იმის­თვის თუ სჭირ­დე­ბო­დათ, რომ დღის სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­ე­ტა­ნათ, მათ ამის დრო ჰქონ­დათ...

ფაქ­ტია, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ წუთ­ში გვაქვს ხელ­საყ­რე­ლი დო­კუ­მენ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბის აღ­სად­გე­ნად იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­ზე­დაც გარ­კვე­ულ­წი­ლად, კონ­ტრო­ლი დაგ­ვა­კარ­გვი­ნეს. კარ­გი დიპ­ლო­მა­ტი­ით გვაქვს შან­სი წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sergi
122

თუ მართლა 70-80 იანი წლების რუკებით ხელმძღვანელობდნენ, კი ყოფილან ჩასასმელი ციხეში!

ქრისტოფორე ძუკნურიდან
122

სააკაშვილმა გარეჯი დათმო თავისი ბიზნესსინტერესების საფუძველზე, კერძოდ სოკარჯორჯიაში ჩაჯდა წილში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მათ შეეძლოთ რუკა გაეყიდათ კიდეც, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაძლოა, ეს მასალები ინახებოდა იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას" - უსაფრთხოების ექსპერტი

"მათ შეეძლოთ რუკა გაეყიდათ კიდეც, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაძლოა, ეს მასალები ინახებოდა იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას" - უსაფრთხოების ექსპერტი

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილსა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულების მიმალვის საფრთხის მოტივით, პროკურატურა აღკვეთის სახედ, პატირმობას ითხოვდა, ივერი მელაშვილს გირაოც არ შეუთავაზებია, ილიჩოვას დაცვამ კი მისი 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. საგამოძიებო უწყების მტკიცებით:

"ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში".

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ambebi.ge უსაფრთხოების ექსპერტს, დავით კუხალაშვილს ესაუბრა, რომელიც დოკუმენტის საქართველოსთვის ისტორიული უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელობაზე საუბრობს, არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მაღალი რანგის თანამდებობის პირის მიერ უნდა იყოს მიღებული, შესაძლოა, გარკვეულ პოლიტიკურ კორუფციასაც უკავშირდებოდეს.

"ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ, ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანას გააჩნდა ისტორიული უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი დოკუმენტაცია და ის არ იქნა გამოყენებული იმ პროცესში, რომელიც ჩვენი ინტერესების სასარგებლოდ შეიძლებოდა დასრულებულიყო. აქ არის ორი მომენტი:

1. რეალურად, ამ ადამიანებს ეს ინფორმაცია ჰქონდათ წარდგენილი კომისიისთვის, კომისიის ოქმში შეიძლება ეს დაფიქსირებულიცაა და არ მოხდა ამის გათვალისწინება.

2. რუკა არ წარუდგინეს კომისიას და შესაბამისად, ამით დააზიანეს საქართველოს ინტერესი.

არც ისაა გამორიცხული, რომ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება მაღალი რანგის თანამდებობის პირის მიერ და შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება გარკვეულ პოლიტიკურ კორუფციასაც უკავშირდებოდეს. ცალსახად იკვეთება დაინტერესებული უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესის გატარება ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. დანარჩენი, გამოძიების პროცესზეა დამოკიდებული - რას იტყვიან თვითონ ის პირები, ვისაც ეს რუკები გააჩნდათ. დანაშაული შეიძლება იყოს ჩადენილი ქმედებით, ან უმოქმედობით. ორივე შემთხვევაში ვფიქრობ, რომ დანაშაულის ნიშნები არის იქიდან გამომდინარე, რომ თუ ეს ადამიანები თვლიდნენ, რომ ეს რუკები წარმოადგენდა რეალურ მტკიცებულებათა ბაზას, მათ აუცილებლად უნდა შეექმნათ შესაბამისი დოკუმენტები და მიემართათ საგარეო საქმეთა და შს სამინისტროებისთვის. სავარაუდოდ, შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერის გადაწყვეტილებამ ითამაშა დიდი როლი”.

კითხვაზე, ეს ადამიანები დამოუკიდებლად მიიღებდნენ თუ არა გადაწყვეტილებას და გაფართოვდება თუ არა ბრალდებულთა წრე, ექსპერტი პასუხობს:

"აუცილებლად გაფართოვდება პირთა წრე, ვინც ამ საქმეში ფიგურირებდა და ისინი მისცემენ ინფორმაციას გამოძიებას, თუ რა მოხდა რეალურად. ეს არის წმინდა ისტორიული უსაფრთხოების მიმართულება და მინდა გითხრათ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ნადირობენ მტკიცებულებითი ფორმის დოკუმენტებზე მათ გასანადგურებლად, რათა მერე ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენონ ამა თუ იმ ქვეყნის მისამართით და შემდეგ ხელში ჩაიგდონ ეს ტერიტორიები. ვფიქრობ, ამ მოდელმა იმუშავა. ეს ადამიანები გადაწყვეტილებას ვერც ერთ ვარიანტში დამოუკიდებლად ვერ მიიღებდნენ. შესაძლებელია, მათ ეს დოკუმენტები იმიტომაც შეინახეს, რომ როცა დრო მოვიდოდა, ჩვენება მიეცათ. მათ შეეძლოთ რუკა გაეყიდთ კიდეც კარგ ფასად, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაძლოა, ეს მასალები ინახებოდა სწორედ იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას და როცა დრო მოვიდოდა, ისინი გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდიდნენ დაინტერესებულ მხარეს (ხელისუფლებას).

ფაქტია, რომ კარგი ნამუშევარია, მათ შორის, ოპერატიული კუთხით და ზოგადად, თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამ მუხლით სს საქმე არ აღძრულა. ეს პროცესები თუ გაგრძელდა, ძალიან ბევრი ყოფილი თანამდებობის პირი თავის ადგილს დაიკავებს საქართველოს ისტორიაშიც და პასუხსაც აგებს იმ ქმედებებისთვის, რაც მათ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ განახორციელეს. ეს არის უმძიმესი თემა და მათ შეეძლოთ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მაშინვე განეცხადებინათ და უმოქმედობით ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ საქმეში არ მიეღოთ მონაწილეობა. ასეთი დოკუმენტები არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები, რომლებიც ინახება ეროვნულ, ისტორიულ არქივებში და სახელმწიფომ ის ისევე უნდა დაიცვას, როგორც სახელმწიფოს საზღვარი.

ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა იმპერია, ვინც კი გვებრძოდა, ანადგურებდა ისტორიულ მტკიცებულებას. რისთვის სჭირდებოდათ და ინახავდნენ ისინი ამ მტკიცებულებას? იმისთვის თუ სჭირდებოდათ, რომ დღის სინათლეზე გამოეტანათ, მათ ამის დრო ჰქონდათ...

ფაქტია, რომ საბოლოო ჯამში, ამ წუთში გვაქვს ხელსაყრელი დოკუმენტი საერთაშორისო არენაზე ჩვენი პოზიციების აღსადგენად იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც გარკვეულწილად, კონტროლი დაგვაკარგვინეს. კარგი დიპლომატიით გვაქვს შანსი წარმატებას მივაღწიოთ".

დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა

იმერეთში 10 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

"გვითხრა, ერთ ლარსაც არ ავიღებ, ასეთი ბიჭი სანაპიროზე ვნახეო" - რას ყვება სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის მამა