მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის - ის საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან გატაცების გამო ედავება
აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის - ის საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან გატაცების გამო ედავება

დღეს, 9 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, აფგან მუხ­თარ­ლი ჩა­მო­დის , - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ორ­გა­ნი­ზა­ცია "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" აც­ნო­ბეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუხ­თარ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს 2017 მა­ის­ში თბი­ლი­სი­დან მისი გა­ტა­ცე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის გამო ედა­ვე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რი­სათ­ვის ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას გეგ­მავს. ის ასე­ვე გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას მე­დი­ი­სათ­ვის და მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ში მიღ­წე­ულ პროგ­რესს შე­ა­ფა­სებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მუხ­თარ­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა) აწარ­მო­ებს. ამ დრომ­დე საქ­მე­ზე არც ერთი პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ გა­მოკ­ვე­თი­ლა და სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არა­ვი­ნაა მი­ცე­მუ­ლი.

აფგან მუხ­თარ­ლის ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში "თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლი" და მისი წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს" (ყო­ფი­ლი "კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლის") იუ­რის­ტი არ­ჩილ ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი იცავს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აფგან მუხ­თარ­ლი 2020 17 მარტს, სამ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, სა­დაც მუხ­თარ­ლის ოჯახს თავ­შე­სა­ფა­რი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მუხ­თარ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ცი­ხე­ში სას­ჯელს სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის, დიდი ოდე­ნო­ბით უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის გა­და­ტა­ნი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის­თვის იხ­დი­და.

აფგან მუხ­თარ­ლი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, 9 ოქ­ტომ­ბერს, 18:00 სა­ა­თის­თვის ჩა­მო­ვა და მას ად­გილ­ზე მისი ად­ვო­კა­ტი, არ­ჩილ ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი დახ­ვდე­ბა",-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გარახა
12

შენღა გვაკლდი რა..

ელგუჯა
32

"ოცნება" ალბათ ფიქრობს როგორც ერთ ქართულ ფილმშია: ამის მოსვლას ჯობდა, ჩეკა დაგვცემოდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის - ის საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან გატაცების გამო ედავება

აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის - ის საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან გატაცების გამო ედავება

დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ჩამოდის , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაცია "უფლებები საქართველოდან" აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მუხთარლი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება, საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს. ის ასევე გააკეთებს განცხადებას მედიისათვის და მიმდინარე გამოძიებაში მიღწეულ პროგრესს შეაფასებს.

"საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს. ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

აფგან მუხთარლის ინტერესებს საქართველოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" და მისი წევრი ორგანიზაციის "უფლებები საქართველოს" (ყოფილი "კონსტიტუციის 42-ე მუხლის") იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი 2020 17 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა, სადაც მუხთარლის ოჯახს თავშესაფარი აქვს მიღებული. მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის იხდიდა.

აფგან მუხთარლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 9 ოქტომბერს, 18:00 საათისთვის ჩამოვა და მას ადგილზე მისი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი დახვდება",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ორ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტევებინა.. ვლოცულობდი მისთვის და მისი ოჯახისთვის" - რას ჰყვება სმიტების ოჯახის შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა

"ექსპერტიზის დასკვნა თავდაყირა აყენებს ბრალდების ვერსიას, თითქოს 5 ადამიანი იყო მდინარის პირას ჩასული და მათ ჩააგდეს შაქარაშვილი წყალში" - ადვოკატი

ადვოკატი - "ექსპერტიზით დასტურდება რომ "ტოიოტა ქემრიში“ ვასილ მახარაძესთან ერთად ვახტანგ ჩიქოვანი და ზ.ხ. იმყოფებოდნენ"