მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
დავით ნარმანია USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნია ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე USAID-ის ენერ­გე­ტი­კუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით წარ­დგა. და­ვით ნარ­მა­ნი­ამ თა­ვის გა­მოს­ვლა­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ნორ­მე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და სე­მე­კის როლ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და USAID-ის ენერ­გე­ტი­კულ პროგ­რა­მას ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ ისა­უბ­რა ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მოკ­ლე, სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე. და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, 2020 წელი ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რი­სათ­ვის რე­ფორ­მი­რე­ბის პირ­ვე­ლი წე­ლია, რო­მე­ლიც ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის ბაზ­რის სრულ მო­დერ­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

„სე­მეკ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის ბა­ზის შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ ეტა­პის­თვის სე­მეკ­მა და­ამ­ტკი­ცა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო ბაზ­რე­ბის წე­სე­ბი, ლი­ცენ­ზი­რე­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წე­სე­ბი, გან­ცალ­კე­ვე­ბის წე­სე­ბი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ნორ­მე­ბი. სე­მე­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი სრუ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნებს ევ­რო­პულ დი­რექ­ტი­ვებს. წლის ბო­ლომ­დე სე­მეკ­ში და­გეგ­მი­ლია კი­დევ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­გუ­ლა­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა და დამ­ტკი­ცე­ბა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნო­ბა­ში შექ­მნის მყარ სა­ფუძ­ველს, რომ 2021 წლის ივ­ლი­სი­დან სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ამოქ­მედ­დეს ახა­ლი ბაზ­რის მო­დე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

USAID-ის ენერ­გე­ტი­კუ­ლი პროგ­რა­მის კონ­ფე­რენ­ცია გახ­სნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, ნა­თია თურ­ნა­ვამ. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბის, ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მოქ­მე­დი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

დავით ნარმანია USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

დავით ნარმანია USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. დავით ნარმანიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მარეგულირებელი ნორმების ეფექტურობასა და სემეკის როლზე საქართველოს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. მან მადლობა გადაუხადა USAID-ის ენერგეტიკულ პროგრამას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში საქართველოს მოკლე, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე. დავით ნარმანიას თქმით, 2020 წელი ენერგეტიკის სექტორისათვის რეფორმირების პირველი წელია, რომელიც ელექტროენერგეტიკის ბაზრის სრულ მოდერნიზებას გულისხმობს.

„სემეკში მიმდინარეობს მუშაობა ნორმატიული აქტების ბაზის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას. ამ ეტაპისთვის სემეკმა დაამტკიცა ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრების წესები, ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის წესები, განცალკევების წესები და სხვა მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ნორმები. სემეკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სრულად ითვალისწინებს ევროპულ დირექტივებს. წლის ბოლომდე სემეკში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაციის შემუშავება და დამტკიცება, რომელიც მთლიანობაში შექმნის მყარ საფუძველს, რომ 2021 წლის ივლისიდან სრული დატვირთვით ამოქმედდეს ახალი ბაზრის მოდელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის კონფერენცია გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საჯარო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.

NS

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ღია მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

7 გზა, როგორ ვკონცენტრირდეთ საქმეზე სწრაფად და გავზარდოთ შრომისუნარიანობა

ჩემი სოფელი: ქვევრის ვისკი და ინოვაციური მარანი თეთრიწყაროში