მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რადიაციული ონკოლოგიის თანამედროვე მიღწევები თოდუას კლინიკაში
რადიაციული ონკოლოგიის თანამედროვე მიღწევები თოდუას კლინიკაში

აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი ონ­კო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წლე­ბია მუ­შა­ობს. კლი­ნი­კა­ში კი­ბოს­თან ბრძო­ლის უამ­რა­ვი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დი და ის ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბია და­ნერ­გი­ლი, რომ­ლებ­საც გან­ვთი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში იყე­ნე­ბენ - მათ შო­რი­სა რა­დი­ა­ცი­უ­ლი ონ­კო­ლო­გი­აც.

რა­დი­ა­ცი­ულ ონ­კო­ლო­გი­ას უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი აკის­რია ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის მკუ­რან­ლო­ბის პრო­ცეს­ში, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად:

  • პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სხი­ვუ­რი თე­რა­პია - გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბის სა­ბო­ლოო ეტაპ­ზე. ამ დროს მკურ­ნა­ლო­ბის მი­ზა­ნია უკვე მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გის გამ­ყა­რე­ბა, და­ა­ვა­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა.
  • რა­დი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მა - რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მში ვი­ზუ­ა­ლი­ზირ­დე­ბა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის კერა და მი­ზა­ნია მისი გაქ­რო­ბა, და­პა­ტა­რა­ვე­ბა ან ზრდის შე­ჩე­რე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში რა­დი­ა­ცი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად შე­საძ­ლოა სხვა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბაც იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რათა გა­ი­ზარ­დოს მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტი სიმ­სივ­ნურ წარ­მო­ნაქ­მნზე.
  • ნე­ო­ა­დი­უ­ვან­ტუ­რი (მა­გა­ლი­თად ოპე­რა­ცი­ის წინა) სხი­ვუ­რი თე­რა­პია - ოპე­რა­ცი­ის წინა დას­ხი­ბე­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ინო­პე­რა­ბე­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბა გახ­დეს ამოკ­ვე­თა­დი, მცირ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის ლო­კა­ლუ­რი დაბ­რუ­ნე­ბის რის­კი და შე­საძ­ლოა მოხ­დეს ორ­გა­ნოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.
  • პა­ლი­ა­ტი­უ­რი სხი­ვუ­რი თე­რა­პია - რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მე­ო­თხე სტა­დი­ის ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებ­ში სიმპტო­მე­ბის მარ­თვის­თვი­საა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. მათ შო­რის ტკი­ვი­ლის მო­სახ­სნე­ლად, სის­ხლდე­ნის შე­სა­ჩე­რებ­ლად, სუნ­თქვი­სა და ყლაპ­ვის გაძ­ნე­ლე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. პა­ლი­ა­ტი­უ­რი სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის მი­ზა­ნია გა­უმ­ჯო­ბეს­დეს პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხი.

თო­დუ­ას კლი­ნი­კის რა­დი­ა­ცი­უ­ლი ონ­კო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა ნა­ტა­ლია ჯან­ყა­რაშ­ვილ­მა ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­ტა­ლუ­რად მი­მო­ი­ხი­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი.

„თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი ონ­კო­ლოგს მი­მარ­თავს ფას­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა, ტარ­დე­ბა სრუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და­ა­ვა­დე­ბის ზუს­ტი გავ­რცე­ლე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით. შემ­დგომ, თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ონ­კო­ლოგ­თა ჯგუ­ფი (ან იმ ექიმ­თა ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ში) ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ შემ­თხვე­ვას და იგეგ­მე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის დი­აგ­ნო­ზი­დან, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­დან და კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­უ­კე­თე­სო ეფექ­ტის მომ­ტა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა. ასე­თი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც იგეგ­მე­ბა სხი­ვუ­რი თე­რა­პია პა­ცი­ენ­ტი მი­მარ­თავს რა­დი­ა­ცი­ულ ონ­კო­ლოგ­თან. პირ­ველ ეტაპ­ზე, პა­ცი­ენტს გა­ნე­მარ­ტე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გის, ყვე­ლა შე­საძ­ლო გვერ­დით მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ან მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს. ამას მზა­დე­ბის პრო­ცე­სი მოჰ­ყვე­ბა, რა­საც და­გეგ­მა­რე­ბას ვე­ძა­ხით, რაც და­სას­ხი­ვე­ბე­ლი არე­ა­ლის გა­და­ღე­ბა­სა და შემ­დგომ მუ­შა­ო­ბას მო­ი­ცავს. პრო­ცეს­ში ექი­მი და სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კო­სი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, პა­ცი­ენ­ტი კი ამდროს სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბა. ბოლო სა­ფე­ხუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბაა. მისი ხან­გრძლი­ვო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­სას­ხი­ვე­ბელ არე­ზე, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ზე და სხვა ფაქ­ტო­რებ­ზე, რაც შე­საძ­ლოა მერ­ყე­ობ­დეს 1 სხი­ვი­დან 40 სხი­ვამ­დე. სტან­დარ­ტუ­ლად, სხი­ვუ­რი თე­რა­პია მო­ი­ცავს კვი­რა­ში ხუთ დას­ხი­ვე­ბის დღეს და შემ­დგომ ორ დას­ვე­ნე­ბის დღეს. თუმ­ცა არი­ან ისე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც დღის მან­ძილ­ზე ვას­ხი­ვებთ ორ­ჯერ - აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა ასე­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია დი­აგ­ნოზ­ზე და და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ზე. რო­გორც ხე­დავთ ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. მკურ­ნა­ლო­ბის სწო­რი ტაქ­ტი­კის შერ­ჩე­ვას ვახ­დენთ თა­ნა­მედ­რო­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, თუმ­ცა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა და ხდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­გეგ­მვა“, – მოგ­ვი­თხრობს ნა­ტა­ლია ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი.

დას­ხი­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­კა­მა­ოდ მარ­ტი­ვია. თუ 90-იან წლებ­ში დიდი პრობ­ლე­მა იყო პა­თო­ლო­გი­ურ ქსო­ვილ­ზე და­მიზ­ნე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მი­ლი­მეტ­რუ­ლი სი­ზუს­ტით ვუმ­კურ­ნა­ლოთ ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბას და ამავდრო­უ­ლად მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვათ მიმ­დე­ბა­რე ჯან­მრთე­ლი ქსო­ვი­ლე­ბი და ორ­გა­ნო­ე­ბი. მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­დუ­რა მარ­ტი­ვია, პა­ცი­ენტს არ გა­აჩ­ნია დის­კომ­ფორ­ტი ან ტკი­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გვერ­დით მოვ­ლე­ნებს, სწო­რედ სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის დახ­ვე­წამ გა­ნა­პი­რო­ბა ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­თან ეფექ­ტუ­რი ბრძო­ლა მი­ნი­მა­ლუ­რი გვერ­დი­თი ეფექ­ტით - ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს მარ­თვა­დია და მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ სრუ­ლი­ად ქრე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და გა­მოც­დი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბით მი­იღ­წე­ვა.

„თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში გვაქვს ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის "VARIAN“- ის 3 წრფი­ვი ამაჩ­ქა­რე­ბე­ლი - ორი Truebeam და ერთი EDGE. EDGE მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შექ­მნი­ლია რა­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, რაც გუ­ლის­ხმობს ერთჯე­რად ან რა­მო­დე­ნი­მე­ჯე­რად უზუს­ტეს მა­ღალ­დო­ზი­რე­ბულ დას­ხი­ვე­ბას, რო­გორც ცენ­ტრა­ლურ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი რიგი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და გარ­კვე­უ­ლი კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის, ასე­ვე სხე­უ­ლის სხვა ად­გი­ლებ­ში ონ­კო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სის სა­მარ­თა­ვად. დღე­ვან­დელ რა­დი­ა­ცი­ულ ონ­კო­ლო­გი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა არის თა­ნა­მედ­რო­ვე სი­ტყვა ონ­კო­ლო­გი­ა­ში. სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გვაქვს კი­დევ ერთი ინო­ვა­ცი­უ­რი აპა­რა­ტი მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ბრა­ქი­თე­რა­პი­ის GammaMedplus iX. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ვმკურ­ნა­ლობთ გი­ნე­კო­ლო­გი­ურ და კა­ნის ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს. დე­პარ­ტა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ტექ­ნი­კა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა და თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტის დახ­მა­რე­ბა“, – აცხა­დებს ნა­ტა­ლია ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი.

კო­რო­ნა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, კა­რან­ტი­ნის დროს, პა­ცი­ენ­ტთა დიდ ნა­წილს გა­უ­ჭირ­და კლი­ნი­კა­ში მის­ვლა ყო­ველ­დღი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად. თუ რამ­დე­ნად აი­სა­ხა ეს პე­რი­ო­დი ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ნა­ტა­ლია ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს: – „კა­რან­ტი­ნის და­წყე­ბის დროს, სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლე­ბი შევ­ქმე­ნით. პრო­ტო­კო­ლი ისეთ პა­ცი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბას მო­ი­ცავ­და, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა დად­გე­ნო­დან მო­მა­ვალ­ში CoVid19 (იყ­ვნენ კონ­ტაქ­ტი­რე­ბუ­ლი უკვე დად­გე­ნილ შემ­თხვე­ვას­თან) ან უკვე და­უ­დას­ტურ­დათ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფექ­ცია, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და უსიმპტო­მოდ ან მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბით. სა­ბედ­ნი­ე­როდ პრაქ­ტი­კა­ში ამ მი­თი­თე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ დაგ­ვჭირ­და, რად­გან ჩვენს კლი­ნი­კა­ში არც ერთი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის და მკურ­ნა­ლო­ბის ვა­დებს. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი კვი­რე­ბი და თვე­ე­ბი შე­საძ­ლოა ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტის­თვის იყოს დამ­ღუპ­ვე­ლი. სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვე­ნი კლი­ნი­კა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­უ­ფერ­ხე­ბელ გა­და­ად­გი­ლე­ბას კლი­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც თა­ვად გა­და­წყვი­ტეს, ონ­კო­ლოგ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ბი­ნა­ზე დარ­ჩე­ნა, კვლე­ვი­სა თუ მკურ­ნა­ლო­ბის გა­და­ვა­დე­ბა, შემ­დგომ­ში ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­ფიქ­სირ­და არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი, შე­ექ­მნათ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბი, და­ა­ვა­დე­ბა დაპ­როგ­რე­სირ­და და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, ვურ­ჩევ პა­ცი­ენ­ტებს, რომ მხო­ლოდ ონ­კო­ლოგ­თან შე­თან­ხმე­ბით მი­ი­ღონ მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი“.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nuci
0

Toduas klinika mimartulia mxolod biznesisken! Aravitari statistikuri monacemebi pacientebze ar moepovebat... mtavaria puli chauricxos jandacvam! Nu endobit kargad sheputul reklamas!

ტტტ
0

ექიმმაც გაგვაფრთხილა, თოდუას არ გაეკაროთო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რადიაციული ონკოლოგიის თანამედროვე მიღწევები თოდუას კლინიკაში

რადიაციული ონკოლოგიის თანამედროვე მიღწევები თოდუას კლინიკაში

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ონკოლოგიური მიმართულებით წლებია მუშაობს. კლინიკაში კიბოსთან ბრძოლის უამრავი თანამედროვე მეთოდი და ის ინოვაციური მიდგომებია დანერგილი, რომლებსაც განვთითარებულ ქვეყნებში იყენებენ - მათ შორისა რადიაციული ონკოლოგიაც.

რადიაციულ ონკოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ონკოპაციენტების მკურანლობის პროცესში, როგორიცაა მაგალითად:

  • პროფილაქტიკური სხივური თერაპია - გამოიყენება ხშირ შემთხვევაში მკურნალობის საბოლოო ეტაპზე. ამ დროს მკურნალობის მიზანია უკვე მიღწეული შედეგის გამყარება, დაავადების დაბრუნების რისკების შემცირება.
  • რადიკალური პროგრამა - როდესაც ორგანიზმში ვიზუალიზირდება ონკოლოგიური დაავადების კერა და მიზანია მისი გაქრობა, დაპატარავება ან ზრდის შეჩერება. ამ შემთხვევაში რადიაციულ მკურნალობასთან ერთად შესაძლოა სხვა ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო საშუალებაც იყოს გამოყენებული, რათა გაიზარდოს მკურნალობის ეფექტი სიმსივნურ წარმონაქმნზე.
  • ნეოადიუვანტური (მაგალითად ოპერაციის წინა) სხივური თერაპია - ოპერაციის წინა დასხიბევით შესაძლებელი ხდება ინოპერაბელური დაავადება გახდეს ამოკვეთადი, მცირდება დაავადების ლოკალური დაბრუნების რისკი და შესაძლოა მოხდეს ორგანოს შენარჩუნება.
  • პალიატიური სხივური თერაპია - რომელიც ძირითადად მეოთხე სტადიის ონკოლოგიურ პაციენტებში სიმპტომების მართვისთვისაა რეკომენდებული. მათ შორის ტკივილის მოსახსნელად, სისხლდენის შესაჩერებლად, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელების აღმოსაფხვრელად. პალიატიური სხივური თერაპიის მიზანია გაუმჯობესდეს პაციენტის სიცოცხლის ხარისხი.

თოდუას კლინიკის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა ნატალია ჯანყარაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში დეტალურად მიმოიხილა თანამედროვე მედიცინის ამ მიმართულების ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებლები.

„თავდაპირველად, როდესაც პაციენტი ონკოლოგს მიმართავს ფასდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ტარდება სრული დიაგნოსტიკა დაავადების ზუსტი გავრცელების დადგენის მიზნით. შემდგომ, თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგთა ჯგუფი (ან იმ ექიმთა ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობენ აღნიშნული პაციენტის მკურნალობაში) ერთად განვიხილავთ შემთხვევას და იგეგმება კონკრეტული პაციენტის დიაგნოზიდან, დაავადების გავრცელებიდან და კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საუკეთესო ეფექტის მომტანი მკურნალობა. ასეთი მსჯელობის შემდეგ, როდესაც იგეგმება სხივური თერაპია პაციენტი მიმართავს რადიაციულ ონკოლოგთან. პირველ ეტაპზე, პაციენტს განემარტება მოსალოდნელი შედეგის, ყველა შესაძლო გვერდით მოვლენის შესახებ, რომელიც მკურნალობის პერიოდში ან მის დასრულების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს. ამას მზადების პროცესი მოჰყვება, რასაც დაგეგმარებას ვეძახით, რაც დასასხივებელი არეალის გადაღებასა და შემდგომ მუშაობას მოიცავს. პროცესში ექიმი და სამედიცინო ფიზიკოსი არიან ჩართულები, პაციენტი კი ამდროს სახლში იმყოფება. ბოლო საფეხური მკურნალობის დაწყებაა. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დასასხივებელ არეზე, დაავადების გავრცელებაზე და სხვა ფაქტორებზე, რაც შესაძლოა მერყეობდეს 1 სხივიდან 40 სხივამდე. სტანდარტულად, სხივური თერაპია მოიცავს კვირაში ხუთ დასხივების დღეს და შემდგომ ორ დასვენების დღეს. თუმცა არიან ისეთი პაციენტები, რომელთაც დღის მანძილზე ვასხივებთ ორჯერ - აღნიშნული მიდგომა ასევე დამოკიდებულია დიაგნოზზე და დაავადების გავრცელებაზე. როგორც ხედავთ ყველა პაციენტის შემთხვევა ინდივიდუალურია. მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას ვახდენთ თანამედროვე რეკომენდაციებზე დაყრდნობით, თუმცა ყველა პაციენტი განიხილება, როგორც ინდივიდუალური შემთხვევა და ხდება მკურნალობის მიზანმიმართული დაგეგმვა“, – მოგვითხრობს ნატალია ჯანყარაშვილი.

დასხივების პროცედურები პაციენტისთვის საკამაოდ მარტივია. თუ 90-იან წლებში დიდი პრობლემა იყო პათოლოგიურ ქსოვილზე დამიზნება, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა მილიმეტრული სიზუსტით ვუმკურნალოთ ონკოლოგიურ დაავადებას და ამავდროულად მაქსიმალურად დავიცვათ მიმდებარე ჯანმრთელი ქსოვილები და ორგანოები. მკურნალობის პროცედურა მარტივია, პაციენტს არ გააჩნია დისკომფორტი ან ტკივილი. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, სწორედ სხივური თერაპიის დახვეწამ განაპირობა ონკოლოგიურ დაავადებებთან ეფექტური ბრძოლა მინიმალური გვერდითი ეფექტით - ხშირ შემთხვევაში ეს მართვადია და მკურნალობის შემდეგ სრულიად ქრება. ეს ყველაფერი კი ულტრათანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და გამოცდილი სამედიცინო პერსონალის გუნდური მუშაობით მიიღწევა.

„თოდუას კლინიკაში გვაქვს ამერიკული კომპანიის ,,VARIAN“- ის 3 წრფივი ამაჩქარებელი - ორი Truebeam და ერთი EDGE. EDGE მიზანმიმართულად შექმნილია რადიოქირურგიული მკურნალობის ჩასატარებლად, რაც გულისხმობს ერთჯერად ან რამოდენიმეჯერად უზუსტეს მაღალდოზირებულ დასხივებას, როგორც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული რიგი ავთვისებიანი და გარკვეული კეთილთვისებიანი წარმონაქმნების, ასევე სხეულის სხვა ადგილებში ონკოლოგიური პროცესის სამართავად. დღევანდელ რადიაციულ ონკოლოგიაში აღნიშნული ტექნოლოგიებით მკურნალობა არის თანამედროვე სიტყვა ონკოლოგიაში. სამედიცინო ცენტრში გვაქვს კიდევ ერთი ინოვაციური აპარატი მაღალდოზირებული ბრაქითერაპიის GammaMedplus iX. მისი საშუალებით ვმკურნალობთ გინეკოლოგიურ და კანის ონკოლოგიურ დაავადებებს. დეპარტამენტში წარმოდგენილი ტექნიკა მრავალფეროვანი შესაძლებლობით ხასიათდება და თამამად შეგვიძლია ყველა მიმართულების ონკოლოგიური პაციენტის დახმარება“, – აცხადებს ნატალია ჯანყარაშვილი.

კორონა ვირუსის გავრცელების პირობებში, კარანტინის დროს, პაციენტთა დიდ ნაწილს გაუჭირდა კლინიკაში მისვლა ყოველდღიური მომსახურების მისაღებად. თუ რამდენად აისახა ეს პერიოდი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ნატალია ჯანყარაშვილი ამბობს: – „კარანტინის დაწყების დროს, სპეციალური პროტოკოლები შევქმენით. პროტოკოლი ისეთ პაციენტებთან მუშაობას მოიცავდა, რომლებსაც შესაძლოა დადგენოდან მომავალში CoVid19 (იყვნენ კონტაქტირებული უკვე დადგენილ შემთხვევასთან) ან უკვე დაუდასტურდათ აღნიშნული ინფექცია, თუმცა მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. საბედნიეროდ პრაქტიკაში ამ მითითებების გამოყენება არ დაგვჭირდა, რადგან ჩვენს კლინიკაში არც ერთი კოვიდინფიცირებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ონკოლოგიური დაავადების მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტირების და მკურნალობის ვადებს. დაგვიანებული კვირები და თვეები შესაძლოა ონკოლოგიური პაციენტისთვის იყოს დამღუპველი. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე ჩვენი კლინიკა ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფდა ონკოლოგიური პაციენტების შეუფერხებელ გადაადგილებას კლინიკის მიმართულებით. ის პაციენტები, რომელთაც თავად გადაწყვიტეს, ონკოლოგთან შეთანხმების გარეშე ბინაზე დარჩენა, კვლევისა თუ მკურნალობის გადავადება, შემდგომში ხშირ შემთხვევაში დაფიქსირდა არასასურველი შედეგი, შეექმნათ სხვადასხვა პრობლემები, დაავადება დაპროგრესირდა და ა.შ. შესაბამისად, ვურჩევ პაციენტებს, რომ მხოლოდ ონკოლოგთან შეთანხმებით მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები“.

NS

თბილისში 7 წლის ბიჭი დაიკარგა - "ბოლოს სამგორის მეტროს ტერიტორიაზე ნახეს"

რა ახალი განკარგულება დამტკიცდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების შესახებ

"საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 8-დღიანი კარანტინის შემდეგ, კორონავირუსის სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ" - ამირან გამყრელიძე