მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბი­ლი­სის 21-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა თა­მარ ამ­ზაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ბავ­შვე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია წვე­უ­ლე­ბას­თან, რო­მელ­ზეც პირ­ველკ­ლა­სე­ლი შა­ბათს იმ­ყო­ფე­ბო­და. დი­რექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვს არა­ნა­ი­რი სიმპტო­მე­ბი არ უფიქ­სირ­დე­ბა.

"ბო­ლოს ბავ­შვი სკო­ლა­ში პა­რას­კევს იყო. რო­გორც ვი­ცით, შა­ბათს იყო რა­ღაც წვე­უ­ლე­ბა­ზე. მშო­ბელ­მა გა­ი­გო, რომ ვი­ღაც, ვის­თა­ნაც ბავ­შვს ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, იყო და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ამი­ტომ ჩა­უ­ტა­რა მშო­ბელ­მა ტეს­ტი, თო­რემ ბავ­შვი დღემ­დე არის უსიმპტო­მო. გუ­შინ ღა­მით შე­მა­ტყო­ბი­ნეს მე. მა­შინ­ვე ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის ეპი­დე­მი­ო­ლოგს და­ვუ­რე­კე და გა­და­ვე­ცი ინ­ფორ­მა­ცია. დღეს დი­ლით და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს და­ვუ­რე­კე, შე­ვა­ტყო­ბი­ნე, საქ­მის კურ­სშია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო, გა­ვა­კე­თე მი­მარ­თვა მშობ­ლე­ბი­სად­მი,“ - გა­ნა­ცხა­და სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა.

მისი თქმით, სკო­ლამ სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ჩა­ა­ტა­რა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბი­სას კი სკო­ლა­ში სპე­ცი­ა­ლურ ბრი­გა­დას ელი­ან.

დი­რექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, დღეს სკო­ლა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვის არც ერთი კლა­სე­ლი არ მი­სუ­ლა.

"დი­ლით­ვე საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში ჩვე­ნი ძა­ლე­ბით რაც გვქონ­და, ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და. დღეს რომ დამ­თავ­რდე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, 4 სა­ათ­ზე, გა­მო­ვი­ძა­ხებთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ბრი­გა­დას და იმას გა­ვა­კე­თე­ბი­ნებთ დე­ზინ­ფექ­ცი­ას. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ მო­მენ­ტის­თვის, არც ერთი ბავ­შვი არ არის მო­სუ­ლი სკო­ლა­ში - მის კლა­სე­ლებ­ზეა სა­უ­ბა­რი. და­ნარ­ჩენ კლა­სებ­ში ბავ­შვე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. რო­გორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი და რო­გორ რე­კო­მენ­და­ცი­ას მოგ­ვცე­მენ, იმის მი­ხედ­ვით გა­ვაგ­რძე­ლებთ ხვა­ლინ­დელ დღეს,“- გა­ნა­ცხა­და სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სკო­ლა­ში სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი 12 სა­ა­თი­დან იწყე­ბა, იქამ­დე კი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
14

კიმარა რა ვერ გამიგია იცით,ამაზე ბევრად ნაკლები შმეთხვევა იყო დაფიქსირებული ქვეყანაში საგანგებო რომ გამოცხადდა და ეხლა ვითომც არაფერი ისე ვართ თუ რა ხდება

ნინა
3

ქალბატონო დირეტორო, ძალიან ლოგიკურ გადაწყვეტილებაა, რომ ჯერ გაკვეთილებს ჩაატარებთ და შემდეგ სადეზინფექციო ბრიგადას გამოიძახებთ.. !!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სკოლის დირექტორმა თამარ ამზაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ბავშვების ინფიცირება დაკავშირებულია წვეულებასთან, რომელზეც პირველკლასელი შაბათს იმყოფებოდა. დირექტორის განმარტებით, ბავშვს არანაირი სიმპტომები არ უფიქსირდება.

"ბოლოს ბავშვი სკოლაში პარასკევს იყო. როგორც ვიცით, შაბათს იყო რაღაც წვეულებაზე. მშობელმა გაიგო, რომ ვიღაც, ვისთანაც ბავშვს ჰქონდა კონტაქტი, იყო დაინფიცირებული და ამიტომ ჩაუტარა მშობელმა ტესტი, თორემ ბავშვი დღემდე არის უსიმპტომო. გუშინ ღამით შემატყობინეს მე. მაშინვე ჩვენი რაიონის ეპიდემიოლოგს დავურეკე და გადავეცი ინფორმაცია. დღეს დილით დაავადებათა კონტროლის ცენტრს დავურეკე, შევატყობინე, საქმის კურსშია განათლების სამინისტრო, გავაკეთე მიმართვა მშობლებისადმი,“ - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მისი თქმით, სკოლამ სადეზინფექციო სამუშაოები საკუთარი ძალებით ჩაატარა, სასწავლო პროცესის დასრულებისას კი სკოლაში სპეციალურ ბრიგადას ელიან.

დირექტორის განმარტებით, დღეს სკოლაში ინფიცირებული ბავშვის არც ერთი კლასელი არ მისულა.

"დილითვე საკლასო ოთახებში ჩვენი ძალებით რაც გვქონდა, ის სამუშაოები ჩატარდა. დღეს რომ დამთავრდება სასწავლო პროცესი, 4 საათზე, გამოვიძახებთ სადეზინფექციო ბრიგადას და იმას გავაკეთებინებთ დეზინფექციას. ჯერჯერობით ამ მომენტისთვის, არც ერთი ბავშვი არ არის მოსული სკოლაში - მის კლასელებზეა საუბარი. დანარჩენ კლასებში ბავშვები იმყოფებიან და ჩვეულებრივად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეპიდემიოლოგები და როგორ რეკომენდაციას მოგვცემენ, იმის მიხედვით გავაგრძელებთ ხვალინდელ დღეს,“- განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მისი განმარტებით, სკოლაში საგაკვეთილო პროცესი 12 საათიდან იწყება, იქამდე კი გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ტარდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ინფიცირების ახალი შემთხვევები და რა დეტალებია ცნობილი 4 გარდაცვლილ პაციენტზე

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 348 პირი გამოჯანმრთელდა