მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''არ გვჭირდება არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ" - რაზე ისაუბრა დღეს სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა
''არ გვჭირდება არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ" - რაზე ისაუბრა დღეს სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯერ ამ პრო­ცესს მარ­თავს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მთა­ვა­რია, მო­სახ­ლე­ო­ბამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­იც­ვან.

„სა­ხელ­მწი­ფო თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს გვერ­დით უდ­გას იმი­ტომ, რომ სოფ­ლად გლე­ხი გახ­დეს ძლი­ე­რი ფერ­მე­რი, გახ­დეს ისე­თი ფერ­მე­რი, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ჯერ თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ა­საქ­მოს, შემ­დეგ მე­ზო­ბე­ლი და კი­დევ და კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­როს და გა­აძ­ლი­ე­როს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა.

პან­დე­მი­ის გამო ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა ყვე­ლას დაგ­ვე­ტყო, მაგ­რამ რაც არ უნდა რთუ­ლი იყოს ეს გა­სა­გე­ბად, რო­გორც არ უნდა ცვლი­დეს ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას, რა­საც ექი­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ცოტა ხანი კი­დევ უნდა მო­ვით­მი­ნოთ და პირ­ბა­დეც უნდა გა­ვი­კე­თოთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ერ­თმა­ნეთს გა­ვუფრ­თხილ­დეთ. მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ჩვენს მო­ხუ­ცე­ბუ­ლებ­ზე ვიზ­რუ­ნოთ.

სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გვეზ­რდე­ბა, ჯერ ამ პრო­ცესს ვმარ­თავთ და მთა­ვა­რი არის, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბი და­ვიც­ვათ. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, გან­სა­კუთ­რე­ბით ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებს უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ, ამას დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს, უნდა მო­ვუ­ა­როთ ამ ხალ­ხს. უნდა გვეს­მო­დეს, რომ რაც უფრო მარ­ტი­ვად და ეფექ­ტუ­რად და­ვი­ცავთ დის­ციპ­ლი­ნას და წე­სებს, მით უფრო მალე და­ვა­მარ­ცხებთ ამ გან­საც­დელ­საც და მით უფრო სწრა­ფად აღ­ვად­გენთ ჩვენს ეკო­ნო­მი­კას“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, 31 ოქ­ტომ­ბერს და­გეგ­მი­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ისე უნდა ჩა­ტარ­დეს, რომ არა­ვის ჰქონ­დეს კი­თხვის ნიშ­ნის დას­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

რო­გორც მან სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გან­მარ­ტა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ­ჩევ­ნებ­ში არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბა, რად­გან სა­მარ­თლი­ა­ნად და გამჭვირ­ვა­ლე პი­რო­ბებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს.

„ყვე­ლას ხომ კარ­გად გვეს­მის, რომ ჩვენ ახლა პან­დე­მი­ა­საც ვებ­რძვით, ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­საც, პა­რა­ლე­ლუ­რად, ახლა არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ვა­ტა­როთ, თან ისე, რომ არა­ვის ჰქონ­დეს რა­ი­მე კი­თხვის ნიშ­ნის დას­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ჩვენ უბ­რა­ლოდ არ გვჭირ­დე­ბა ამ არ­ჩევ­ნებ­ში არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა, მა­ინც სა­მარ­თლი­ა­ნად, ღიად, ყვე­ლა პი­რო­ბებ­ში გა­ვი­მარ­ჯვებთ. ამი­ტომ, წყნა­რად, მშვი­დად, ყვე­ლა­ნა­ი­რი ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე უნდა მი­ვი­დეთ და ხმა მივ­ცეთ იმას, ვი­საც ღირ­სე­უ­ლად მი­ვიჩ­ნევთ. ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, მო­მა­ვა­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთავ­რო­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ში მი­ნი­მუმ 20 მი­ლი­არდ ლარს და­ხარ­ჯავს.

„სიღ­ნაღ­ში ბევ­რი რამ გა­კეთ­და, ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს ვგუ­ლის­ხმობ, თუმ­ცა, კი­დევ ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. პირ­ველ რიგ­ში, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს წყა­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყალ­მო­მა­რა­გე­ბა ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, ყვე­ლამ კარ­გად იცით, რომ სიღ­ნაღს 24 სა­ა­თი­ა­ნი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა უნდა ჰქო­ნო­და ჯერ კი­დევ 2018 წელს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს დრო გა­ი­ჭი­მა, მაგ­რამ წელს ეს დას­რულ­დე­ბა, ისე­ვე რო­გორც წნორ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 27 მი­ლი­ო­ნი ლარი იხარ­ჯე­ბა სოფ­ლე­ბის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის თვალ­საზ­რი­სით. რო­გორც კი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა, შემ­დე­გი ეტა­პი იქ­ნე­ბა წყა­ლა­რი­ნე­ბის სის­ტე­მის წეს­რიგ­ში მოყ­ვა­ნა და შიდა სა­სოფ­ლო გზე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი ეს, არა მხო­ლოდ სიღ­ნაღ­ში, არა­მედ მთე­ლი სა­ქათ­ვე­ლოს მას­შტა­ბით. უნდა გვახ­სოვ­დეს და ვი­ცო­დეთ, რომ მო­მა­ვა­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთავ­რო­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ში და­ხარ­ჯავს მი­ნი­მუმ 20 მი­ლი­არდ ლარს. ეს ის ფუ­ლია, რო­მე­ლიც სის­ტე­მურ პრო­ექ­ტებ­ში და­ი­ხარ­ჯე­ბა. გაზი, წყა­ლი, გზე­ბი, წყა­ლა­რი­ნე­ბი, კა­ნა­ლი­ზა­ცია, სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­ბა­ზი­სო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ნორ­მა­ლუ­რი იყოს“,-გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
31

ან მოიგებ და ან არა. მიშასაც მასე ეგონა რაც ეხლა ბიძინას გონია. ორი მურთხი

ცეზარი
30

აყვავებული და გამდიდრებული, დაპურებული და მოფერებული, მადლიანი ნაცქოცისტანის მოსახლეობა თქვენ გიჭერთ მხარს დიდო სტრატეგო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

''არ გვჭირდება არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ" - რაზე ისაუბრა დღეს სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა

''არ გვჭირდება არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ" - რაზე ისაუბრა დღეს სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ხელისუფლება ჯერ ამ პროცესს მართავს.

როგორც მან აღნიშნა, მთავარია, მოსახლეობამ სპეციალისტების მიერ გაცემული რეგულაციები დაიცვან.

„სახელმწიფო თითოეულ ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს გვერდით უდგას იმიტომ, რომ სოფლად გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი, გახდეს ისეთი ფერმერი, რომელიც შეძლებს ჯერ თავისი ოჯახის წევრები დაასაქმოს, შემდეგ მეზობელი და კიდევ და კიდევ უფრო გაამყაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.

პანდემიის გამო ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ყველას დაგვეტყო, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს ეს გასაგებად, როგორც არ უნდა ცვლიდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, რასაც ექიმები გვირჩევენ, ცოტა ხანი კიდევ უნდა მოვითმინოთ და პირბადეც უნდა გავიკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენს მოხუცებულებზე ვიზრუნოთ.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გვეზრდება, ჯერ ამ პროცესს ვმართავთ და მთავარი არის, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ, ამას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, უნდა მოვუაროთ ამ ხალხს. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მარტივად და ეფექტურად დავიცავთ დისციპლინას და წესებს, მით უფრო მალე დავამარცხებთ ამ განსაცდელსაც და მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენს ეკონომიკას“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები ისე უნდა ჩატარდეს, რომ არავის ჰქონდეს კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ხელისუფლებას არჩევნებში არანაირი გართულება არ სჭირდება, რადგან სამართლიანად და გამჭვირვალე პირობებში გაიმარჯვებს.

„ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც, პარალელურად, ახლა არჩევნები უნდა ჩავატაროთ, თან ისე, რომ არავის ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ იმას, ვისაც ღირსეულად მივიჩნევთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მინიმუმ 20 მილიარდ ლარს დახარჯავს.

„სიღნაღში ბევრი რამ გაკეთდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვგულისხმობ, თუმცა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს წყალი. მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგება ახლაც მიმდინარეობს, ყველამ კარგად იცით, რომ სიღნაღს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა ჯერ კიდევ 2018 წელს. სამწუხაროდ, ეს დრო გაიჭიმა, მაგრამ წელს ეს დასრულდება, ისევე როგორც წნორში. დაახლოებით 27 მილიონი ლარი იხარჯება სოფლების წყალმომარაგების თვალსაზრისით. როგორც კი წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება, შემდეგი ეტაპი იქნება წყალარინების სისტემის წესრიგში მოყვანა და შიდა სასოფლო გზები. ყველაფერი ეს, არა მხოლოდ სიღნაღში, არამედ მთელი საქათველოს მასშტაბით. უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს. ეს ის ფულია, რომელიც სისტემურ პროექტებში დაიხარჯება. გაზი, წყალი, გზები, წყალარინები, კანალიზაცია, სარწყავი სისტემები, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში საბაზისო ინფრასტრუქტურა ნორმალური იყოს“,-განაცხადა გახარიამ.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”

თბილისის მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული "სტრატეგია აღმაშენებელი" ისევ დაჯარიმდა