საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახა კალაძის გავლენა მომავალ პარლამენტზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტზე" - ხათუნა ლაგაზიძე
"კახა კალაძის გავლენა მომავალ პარლამენტზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტზე" - ხათუნა ლაგაზიძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ძვე­ლი პარ­ლა­მენ­ტის ან თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ კახა კა­ლა­ძის გავ­ლე­ნა მო­მა­ვალ პარ­ლა­მენტზე იქ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით დიდი, ვიდ­რე ის იყო მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენტზე, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "პო­ლიტNews"-ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სია მორ­ჩი­ლე­ბის პრინ­ცი­პით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

"სიის და­კომ­პლექ­ტე­ბის დროს, რო­გორც ჩანს, ცნო­ბა­დო­ბის კრი­ტე­რი­უ­მი იყო მთა­ვა­რი, რო­დე­საც კულ­ტუ­რი­სა თუ სპორ­ტის სფე­რო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შერ­ჩე­ვა მოხ­და. ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სიის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ძვე­ლი პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი ან თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი არი­ან. ამ პრინ­ცი­პებს თუ გა­და­ვავ­ლებთ თვალს, გა­მო­დის , რომ კახა კა­ლა­ძის გავ­ლე­ნა მო­მა­ვალ პარ­ლა­მენტზე იქ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით დიდი, ვიდ­რე ის იყო მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენტზე. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბა იმით, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი კან­დი­და­ტი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია და ბუ­ნებ­რი­ვია, აქ კახა კა­ლა­ძის კვა­ლი ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნოა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ.

გარ­და ამი­სა, ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო სიაც შე­ა­ფა­სა. მისი თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ველ ნომ­რად ბუბა კი­კა­ბი­ძის და­სა­ხე­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმის გამო მოხ­და, რომ მას სა­ხალ­ხო სიყ­ვა­რუ­ლი აქვს.

"სიის პირ­ველ ნომ­რად ბუბა კი­კა­ბი­ძის და­სა­ხე­ლე­ბას რა არ­გუ­მენ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და და­დე­ბო­და სა­ფუძ­ვლად შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ამის სა­ფუძ­ვე­ლი იყო მისი სა­ერ­თო სა­ხალ­ხო ცნო­ბა­დო­ბა და სა­ხალ­ხო სიყ­ვა­რუ­ლი. გარ­და ამი­სა, ბუბა კი­კა­ბი­ძე იმ იშ­ვი­ათ ქარ­თველ მოღ­ვა­წე­თა შო­რის არის, რომ­ლე­ბიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარს ამ­ბო­ბენ იმ­ღე­რონ ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ენა­ზე და ამ თვალ­საზ­რი­სით, ალ­ბათ ის არის სიმ­ბო­ლო გა­უ­ტეხ­ლო­ბის ოკუ­პან­ტის წი­ნა­შე და მე­ო­რე მხრივ, სა­ერ­თო სა­ხალ­ხო სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტი", - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

ამას­თან, ექ­სპერ­ტმა შე­ა­ფა­სა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცია და აღ­ნიშ­ნა, რომ აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა „მიშა მო­დის“ საფრ­თხე­ზე სა­სა­ცი­ლოა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა არ მო­ი­ცავ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, რო­მელ­მაც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გა­მარ­ჯვე­ბა უნდა მო­უ­ტა­ნოს.

„ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბიც კვლავ ორ­პო­ლუ­სი­ან პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში ჩა­ივ­ლის, სა­დაც მხო­ლოდ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი. აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა „მიშა მო­დის“ საფრ­თხე­ზე, არამც თუ მცდა­რი არა­მედ სა­სა­ცი­ლოც არის. ამომ­რჩე­ველ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს კი­დევ ეში­ნია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­სი­ჯე­ბი სწო­რედ ამომ­რჩე­ველ­თა ამ ნა­წილ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბით მინ­და გი­თხრათ, რომ ასე­თი ნა­წი­ლი ამომ­რჩევ­ლებ­ში გა­ცი­ლე­ბით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე ეს იყო 2016 წლის ან 2018 წლის არ­ჩევ­ნე­ბი­სას. „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბით იმ­დე­ნი პრობ­ლე­მა მო­ახ­ვია ქვე­ყა­ნას თავ­ზე, რომ ამომ­რჩე­ველ­თა უმე­ტე­სო­ბის­თვის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­გორც საფრ­თხე , დიდ­წი­ლად გა­ფერ­მკრთა­ლე­ბუ­ლია, ამი­ტომ ეს გა­მოს­ვლა არ მო­ი­ცავ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ამომ­რჩევ­ლის იმ უმ­თავ­რეს ნა­წილს, რო­მე­ლიც გა­დამ­წყვე­ტი უნდა იყოს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე შავშიშვილი
10

აი სადაც კალაძეს და მისთანებს მიყავი სტოსი, მართლა წასულია ქოცების საქმე :)))))

მთ
5

მაგასაც ვნახავთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კახა კალაძის გავლენა მომავალ პარლამენტზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტზე" - ხათუნა ლაგაზიძე

"კახა კალაძის გავლენა მომავალ პარლამენტზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტზე" - ხათუნა ლაგაზიძე

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში უმეტესი ნაწილი ძველი პარლამენტის ან თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები არიან, ამიტომ კახა კალაძის გავლენა მომავალ პარლამენტზე იქნება გაცილებით დიდი, ვიდრე ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტზე, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტNews"-ში განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სია მორჩილების პრინციპით არის დაკომპლექტებული.

"სიის დაკომპლექტების დროს, როგორც ჩანს, ცნობადობის კრიტერიუმი იყო მთავარი, როდესაც კულტურისა თუ სპორტის სფეროში პოპულარული ადამიანების შერჩევა მოხდა. ყველამ ვიხილეთ, რომ „ქართული ოცნების“ სიის უმეტესი ნაწილი ძველი პარლამენტის წარმომადგენელები ან თბილისის საკრებულოს წევრები არიან. ამ პრინციპებს თუ გადავავლებთ თვალს, გამოდის , რომ კახა კალაძის გავლენა მომავალ პარლამენტზე იქნება გაცილებით დიდი, ვიდრე ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტზე. ეს გამოწვეული იქნება იმით, რომ ძალიან ბევრი სიაში მოხვედრილი კანდიდატი თბილისის საკრებულოს და მერიის თანამშრომელია და ბუნებრივია, აქ კახა კალაძის კვალი ძალიან თვალსაჩინოა“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

გარდა ამისა, ხათუნა ლაგაზიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაც შეაფასა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელება, სავარაუდოდ, იმის გამო მოხდა, რომ მას სახალხო სიყვარული აქვს.

"სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელებას რა არგუმენტები შეიძლებოდა დადებოდა საფუძვლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამის საფუძველი იყო მისი საერთო სახალხო ცნობადობა და სახალხო სიყვარული. გარდა ამისა, ბუბა კიკაბიძე იმ იშვიათ ქართველ მოღვაწეთა შორის არის, რომლებიც კატეგორიულად უარს ამბობენ იმღერონ ოკუპანტი ქვეყნის ენაზე და ამ თვალსაზრისით, ალბათ ის არის სიმბოლო გაუტეხლობის ოკუპანტის წინაშე და მეორე მხრივ, საერთო სახალხო სიყვარულის ობიექტი", - განაცხადა ლაგაზიძემ.

ამასთან, ექსპერტმა შეაფასა "ქართული ოცნების" პროგრამის პრეზენტაცია და აღნიშნა, რომ აქცენტის გაკეთება „მიშა მოდის“ საფრთხეზე სასაცილოა და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა არ მოიცავდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება უნდა მოუტანოს.

„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არჩევნებიც კვლავ ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში ჩაივლის, სადაც მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი ადგილი. აქცენტის გაკეთება „მიშა მოდის“ საფრთხეზე, არამც თუ მცდარი არამედ სასაცილოც არის. ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს კიდევ ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და ბიძინა ივანიშვილის მესიჯები სწორედ ამომრჩეველთა ამ ნაწილზე იყო გათვლილი, მაგრამ დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ასეთი ნაწილი ამომრჩევლებში გაცილებით არის შემცირებული, ვიდრე ეს იყო 2016 წლის ან 2018 წლის არჩევნებისას. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობით იმდენი პრობლემა მოახვია ქვეყანას თავზე, რომ ამომრჩეველთა უმეტესობისთვის „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც საფრთხე , დიდწილად გაფერმკრთალებულია, ამიტომ ეს გამოსვლა არ მოიცავდა საზოგადოების და ამომრჩევლის იმ უმთავრეს ნაწილს, რომელიც გადამწყვეტი უნდა იყოს „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"საარჩევნო ცვლილებები შეუძლია მიიღოს "ოცნების" 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი და ღობეგლეჯიაშვილი დამატებით არ სჭირდება" - ლაგაზიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"