პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - რა შეთანხმება შედგა კომაში მყოფი გოგონას ოჯახთან?
ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - რა შეთანხმება შედგა კომაში მყოფი გოგონას ოჯახთან?

კო­მა­ში მყო­ფი ნა­თია ცი­რე­კი­ძის საქ­მე­ზე„თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ ბრალ­დე­ბულ ექიმს ვახ­ტანგ ყი­ფი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ შე­ეც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ნატო ხუ­ჯა­ძემ გა­მო­ა­ცხა­და.

ნა­თია ცი­რე­კი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კამ თა­ვის თავ­ზე აიღო ცი­რე­კი­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მათ მო­თხოვ­ნა­ში შე­დის ასე­ვე სრულ­ყო­ფი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა და პა­ცი­ენ­ტის სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის, და­ვით გუმ­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლას მას შემ­დეგ და­თან­ხმდა, რაც კლი­ნი­კამ სა­კუ­თარ თავ­ზე გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აიღო.

"ჩვენ წი­ნა­შე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქნა დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი და ასე­ვე უშუ­ა­ლოდ და­ზა­რა­ლე­ბულ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ ჩვენ და­ვად­გი­ნეთ, რომ კლი­ნი­კა თა­ვის მხრივ იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბას გა­უ­წევს პა­ცი­ენტს, ასე­ვე ის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი, რაც გა­აჩ­ნდა ოჯახს მთე­ლი ამ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი მხრი­დან სრუ­ლად ანა­ზღა­ურ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სრუ­ლად იზი­ა­რებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ას და მხო­ლოდ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით და­ვე­თან­ხმეთ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლას", - გა­ნა­ცხა­და გუმ­ბე­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე და ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, ხოლო უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვას მი­მართ და­უს­წრებ­ლად იქნა გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის არმ­ქო­ნე პი­რებ­მა გა­უ­კე­თეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" დი­რექ­ტორს გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძეს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო, ვახ­ტანგ ყი­ფი­ანს 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო, მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვას კი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ოლი
2

ფული ოხერია..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - რა შეთანხმება შედგა კომაში მყოფი გოგონას ოჯახთან?

ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - რა შეთანხმება შედგა კომაში მყოფი გოგონას ოჯახთან?

კომაში მყოფი ნათია ცირეკიძის საქმეზე„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ბრალდებულ ექიმს ვახტანგ ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, კლინიკამ თავის თავზე აიღო ცირეკიძის ჯანმრთელობის საკითხის უზრუნველყოფა. მისივე განმარტებით, მათ მოთხოვნაში შედის ასევე სრულყოფილი მკურნალობის ჩატარება და პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობა.

საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლას მას შემდეგ დათანხმდა, რაც კლინიკამ საკუთარ თავზე გარკვეული ვალდებულებები აიღო.

"ჩვენ წინაშე წარმოდგენილი იქნა დამცველი ადვოკატების მიერ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი და ასევე უშუალოდ დაზარალებულთან გასაუბრების შემდეგ ჩვენ დავადგინეთ, რომ კლინიკა თავის მხრივ იღებს ვალდებულებას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სათანადო მკურნალობას გაუწევს პაციენტს, ასევე ის მატერიალური ზიანი, რაც გააჩნდა ოჯახს მთელი ამ 2 წლის განმავლობაში მათი მხრიდან სრულად ანაზღაურდება. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა სრულად იზიარებს დაზარალებულის პოზიციას და მხოლოდ ამ მოცემულობით დავეთანხმეთ აღკვეთი ღონისძიების შეცვლას", - განაცხადა გუმბერიძემ.

ცნობისთვის, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო, ვახტანგ ყიფიანს 50 000-ლარიანი გირაო, მაგდა ხოჭოლავას კი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც რუისპირში თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა

თბილისში, რესტორანში ორი ადამიანი დაჭრეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს

"აინტერესებდა ბატონი თამაზი სად იყო, დასვენების დღესაც მირეკავდა... შემდეგ დამემუქრა" - მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დუმილს არღვევს