საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯილ ბაიდენი, აშშ-ის ახალი პირველი ლედი - ყველაფერი ქალზე, რომელმაც პრეზიდენტ ბაიდენს ცოლობაზე ხუთჯერ უთხრა უარი
ჯილ ბაიდენი, აშშ-ის ახალი პირველი ლედი - ყველაფერი ქალზე, რომელმაც პრეზიდენტ ბაიდენს ცოლობაზე ხუთჯერ უთხრა უარი

დღეს აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯო ბა­ი­დე­ნის ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. თბი­ლი­სის დრო­ით 21:00 სა­ათ­ზე ის ფიცს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ჯონ რო­ბერტსის წი­ნა­შე და­დებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა ახლა თეთ­რი სახ­ლის ახა­ლი ბი­ნად­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი და პრე­ზი­დენტზე არა­ნაკ­ლებ ინ­ტე­რესს მისი ცოლი იწ­ვევს, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ახა­ლი პირ­ვე­ლი ლე­დია.

გა­ვიც­ნოთ ჯილ ბა­ი­დე­ნი - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პირ­ვე­ლი ლედი

77 წლის ჯოსა და 68 წლის ჯილს 43-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა აკავ­ში­რებთ. ჯილი ბა­ი­დე­ნის მე­ო­რე ცო­ლია, ერ­თმა­ნე­თი 1975 წელს გა­იც­ნეს, რო­დე­საც 33 წლის ჯო ბა­ი­დე­ნი უკვე ამე­რი­კის სე­ნა­ტო­რი იყო, 24 წლის ჯილი კი კო­ლე­ჯში, და­მამ­თავ­რე­ბელ კურ­სზე სწავ­ლობ­და.

მა­ნამ­დე ორი­ვე მათ­გა­ნი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო. ჯოს პირ­ვე­ლი ცოლი და 1 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი 1972 წელს ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ. ახალ­გაზ­რდა ქვრივ სე­ნა­ტორს ორი ვაჟი დარ­ჩა. ჯილი და მისი პირ­ვე­ლი ქმა­რი კი ქორ­წი­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს.

სე­ნა­ტო­რი ვა­ჟებ­თან ერ­თად

"ის ჩემ­ზე 9 წლით უფ­რო­სი იყო, მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე და­ნახ­ვი­სას ერ­თმა­ნეთს შევ­ხე­დეთ ისე, რო­გორც ქალ­მა და მა­მა­კაც­მა. სახ­ლთან მი­მა­ცი­ლა და ხელ­ზე მე­ამ­ბო­რა...სახ­ლში მი­სუ­ლი კი­ბე­ზე ავე­დი და დე­დას ვუ­თხა­რი, "ბო­ლოს და ბო­ლოს, მე შევ­ხვდი ჯენლტმენს“, - იხ­სე­ნებს ჯილი.

  • ცო­ლო­ბა­ზე ხუთ­ჯერ ნათ­ქვა­მი უარი

ჯო და ჯილ ბა­ი­დე­ნე­ბი 43 წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ერ­თმა­ნეთს გვერ­დით უდ­გა­ნან წარ­მა­ტე­ბი­სა, თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის დროს, მხი­ა­რულ დღე­ებ­ში, თუ ტრა­გი­კუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი­სას, მაგ­რამ რო­გორც ჯო ბა­ი­დე­ნი ხში­რად იხ­სე­ნებს, საყ­ვა­რელ ქალს ხელი ხუთ­ჯერ სთხო­ვა, ყო­ველ ჯერ­ზე უარი მი­ი­ღო.

"ჯო ხში­რად ამ­ბობს, რომ მე მას ცო­ლო­ბა­ზე ბევ­რჯერ ვუ­თხა­რი უარი, სი­მარ­თლე კი ის არის, რომ ის თა­ვი­დან­ვე მიყ­ვარ­და. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის იმედ­გაც­რუ­ე­ბის შემ­დეგ, აღარ მსურ­და, რომ კვლავ გა­მო­მე­ცა­და, რას ნიშ­ნავს, როცა გული აღარ გე­მორ­ჩი­ლე­ბა, მაგ­რამ როცა ჯოს შევ­ხვდი, ძვე­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი სა­დღაც გაქ­რა და ახალ რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდი: "მე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი“, - ამ­ბობს ჯილ ბა­ი­დე­ნი.

მი­სი­ვე თქმით, სურ­და, ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ სწორ ნა­ბიჯს დგამ­და.

"ხე­ლის ყო­ვე­ლი თხოვ­ნი­სას ვე­უბ­ნე­ბო­დი, ჯერ არა, ჯერ არა, ჯერ არა...როცა დავ­თან­ხმდი, უკვე ბი­ჭე­ბიც (ჯოს შვი­ლე­ბი) ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, მა­თაც ვუყ­ვარ­დი და ვგრძნო­დი, რომ ეს ქორ­წი­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და და ვფიქ­რობ­დი, რომ ბი­ჭებ­მა უკვე ერთი დედა და­კარ­გეს და მე არ შე­მეძ­ლო, მათ­თვის მე­ო­რე დედა წა­მერ­თმია, ამი­ტო­მაც, 100 პრო­ცენ­ტით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი“, - ამ­ბობს ჯილი.

ჯილ­მა თა­ვი­სი ქმრის შვი­ლებს დე­დო­ბა გა­უ­წია

ჯილი და ჯოს ვაჟი, ჰან­თე­რი

წყვილ­მა 1977 წლის 17 ივ­ნისს იქორ­წი­ნა. თაფ­ლო­ბის თვე­ში კი ჯოს ვა­ჟე­ბიც, ბიუ და ჰან­თე­რიც წა­იყ­ვა­ნეს. 1981 წელს მათ პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლი, ეშლი შე­ე­ძი­ნათ. "ამით ჩვე­ნი ოჯა­ხი შე­ივ­სო“, - ამ­ბობს ჯილი.

ფო­ტო­ზე ჯო ქა­ლიშ­ვილ­თან, ეშ­ლის­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი

  • ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და ოჯა­ხის კი­დევ ერთი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია

1988 წელს ჯოს ანევ­რიზ­მა აღ­მო­აჩ­ნდა და მას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამა­ვე წელს ჯოს ფილ­ტვის ემ­ბო­ლი­აც ჰქონ­და, თუმ­ცა ჯი­ლის თა­ნად­გო­მის წყა­ლო­ბით, ბა­ი­დენ­მა მო­ა­ხერ­ხა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა. ჯო თა­ვი­სი ცო­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ხში­რად სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ქალ­მა ბევ­რჯერ და­უბ­რუ­ნა მას ცხოვ­რე­ბის ძალა.

2012 წელს, დე­მოკ­რა­ტე­ბის ყრი­ლო­ბა­ზე

2009 წელს ჯო ბა­ი­დე­ნი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბი­სას

ბა­ი­დე­ნი ჯი­ლის სიყ­ვა­რულ­ზე თა­ვის მე­მუ­ა­რებ­შიც წერს - "მან მე ცხოვ­რე­ბა და­მიბ­რუ­ნა, მან მა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ისევ მქო­ნო­და ოჯა­ხი“, - აღ­ნიშ­ნავს აშშ-ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი.

ბა­ი­დე­ნე­ბის ოჯახ­ში 2015 წელს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ჯოს ვაჟი, ბიუ ბა­ი­დე­ნი ტვი­ნის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი იმი­სა, რომ 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ჯო ბა­ი­დენ­მა უარი თქვა.

ჯო და ჯილ ბა­ი­დე­ნე­ბის ფოტო ვა­ჟის დაკ­რძალ­ვი­დან

  • რო­მან­ტი­კო­სი ჯო ბა­ი­დე­ნი

მი­უ­ხე­და­ვად დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა და სტრე­სუ­ლი საქ­მი­სა, ცოლ-ქმა­რი მა­ინც ახერ­ხებს, რომ ერ­თმა­ნეთს რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი მო­უ­წყონ. უფრო მე­ტიც, მათ ურ­თი­ერ­თო­ბას ახ­ლაც კი თან ახ­ლავს თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი რო­მან­ტიზ­მი. ერთ-ერთი უჩ­ვე­უ­ლო სი­ურ­პი­ზი ბა­ი­დენ­მა საყ­ვა­რელ ქალს 2010 წელს გა­უ­კე­თა. ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღეს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან ხეზე აბრა გა­აკ­რა, სა­დაც ეწე­რა - "ჯოს უყ­ვარს ჯილი".

"ჯოს უყ­ვარს ჯილი"

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

რაც მემინახავს და მახსოვს ბაიდენი არის ყველაზე სუსტი და სამარცხვინო პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსის შემდეგ.

nhk
27

))))))))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჯილ ბაიდენი, აშშ-ის ახალი პირველი ლედი - ყველაფერი ქალზე, რომელმაც პრეზიდენტ ბაიდენს ცოლობაზე ხუთჯერ უთხრა უარი

ჯილ ბაიდენი, აშშ-ის ახალი პირველი ლედი - ყველაფერი ქალზე, რომელმაც პრეზიდენტ ბაიდენს ცოლობაზე ხუთჯერ უთხრა უარი

დღეს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. თბილისის დროით 21:00 საათზე ის ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსის წინაშე დადებს.

საზოგადოების მთავარი ყურადღება ახლა თეთრი სახლის ახალი ბინადრებისკენაა მიმართული და პრეზიდენტზე არანაკლებ ინტერესს მისი ცოლი იწვევს, რომელიც შეერთებული შტატების ახალი პირველი ლედია.

გავიცნოთ ჯილ ბაიდენი - ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი

77 წლის ჯოსა და 68 წლის ჯილს 43-წლიანი ქორწინება აკავშირებთ. ჯილი ბაიდენის მეორე ცოლია, ერთმანეთი 1975 წელს გაიცნეს, როდესაც 33 წლის ჯო ბაიდენი უკვე ამერიკის სენატორი იყო, 24 წლის ჯილი კი კოლეჯში, დამამთავრებელ კურსზე სწავლობდა.

მანამდე ორივე მათგანი დაქორწინებული იყო. ჯოს პირველი ცოლი და 1 წლის ქალიშვილი 1972 წელს ავტოავარიაში გარდაიცვალნენ. ახალგაზრდა ქვრივ სენატორს ორი ვაჟი დარჩა. ჯილი და მისი პირველი ქმარი კი ქორწინებიდან მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.

სენატორი ვაჟებთან ერთად

"ის ჩემზე 9 წლით უფროსი იყო, მაგრამ პირველივე დანახვისას ერთმანეთს შევხედეთ ისე, როგორც ქალმა და მამაკაცმა. სახლთან მიმაცილა და ხელზე მეამბორა...სახლში მისული კიბეზე ავედი და დედას ვუთხარი, "ბოლოს და ბოლოს, მე შევხვდი ჯენლტმენს“, - იხსენებს ჯილი.

  • ცოლობაზე ხუთჯერ ნათქვამი უარი

ჯო და ჯილ ბაიდენები 43 წელია დაქორწინებულები არიან და ერთმანეთს გვერდით უდგანან წარმატებისა, თუ წარუმატებლობის დროს, მხიარულ დღეებში, თუ ტრაგიკული დანაკარგებისას, მაგრამ როგორც ჯო ბაიდენი ხშირად იხსენებს, საყვარელ ქალს ხელი ხუთჯერ სთხოვა, ყოველ ჯერზე უარი მიიღო.

"ჯო ხშირად ამბობს, რომ მე მას ცოლობაზე ბევრჯერ ვუთხარი უარი, სიმართლე კი ის არის, რომ ის თავიდანვე მიყვარდა. პირველი ქორწინების იმედგაცრუების შემდეგ, აღარ მსურდა, რომ კვლავ გამომეცადა, რას ნიშნავს, როცა გული აღარ გემორჩილება, მაგრამ როცა ჯოს შევხვდი, ძველი შეგრძნებები სადღაც გაქრა და ახალ რეალობაში აღმოვჩნდი: "მე შეყვარებული ვიყავი“, - ამბობს ჯილ ბაიდენი.

მისივე თქმით, სურდა, ბოლომდე დარწმუნებულიყო, რომ სწორ ნაბიჯს დგამდა.

"ხელის ყოველი თხოვნისას ვეუბნებოდი, ჯერ არა, ჯერ არა, ჯერ არა...როცა დავთანხმდი, უკვე ბიჭებიც (ჯოს შვილები) ძალიან მიყვარდა, მათაც ვუყვარდი და ვგრძნოდი, რომ ეს ქორწინება წარმატებული იქნებოდა და ვფიქრობდი, რომ ბიჭებმა უკვე ერთი დედა დაკარგეს და მე არ შემეძლო, მათთვის მეორე დედა წამერთმია, ამიტომაც, 100 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი“, - ამბობს ჯილი.

ჯილმა თავისი ქმრის შვილებს დედობა გაუწია

ჯილი და ჯოს ვაჟი, ჰანთერი

წყვილმა 1977 წლის 17 ივნისს იქორწინა. თაფლობის თვეში კი ჯოს ვაჟებიც, ბიუ და ჰანთერიც წაიყვანეს. 1981 წელს მათ პირველი საერთო შვილი, ეშლი შეეძინათ. "ამით ჩვენი ოჯახი შეივსო“, - ამბობს ჯილი.

ფოტოზე ჯო ქალიშვილთან, ეშლისთან ერთადაა აღბეჭდილი

  • ჯანმრთელობის პრობლემები და ოჯახის კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია

1988 წელს ჯოს ანევრიზმა აღმოაჩნდა და მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ამავე წელს ჯოს ფილტვის ემბოლიაც ჰქონდა, თუმცა ჯილის თანადგომის წყალობით, ბაიდენმა მოახერხა ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევა. ჯო თავისი ცოლის განსაკუთრებულობის შესახებ ხშირად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ქალმა ბევრჯერ დაუბრუნა მას ცხოვრების ძალა.

2012 წელს, დემოკრატების ყრილობაზე

2009 წელს ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის ფიცის დადებისას

ბაიდენი ჯილის სიყვარულზე თავის მემუარებშიც წერს - "მან მე ცხოვრება დამიბრუნა, მან მაფიქრებინა, რომ შესაძლებელი იყო ისევ მქონოდა ოჯახი“, - აღნიშნავს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი.

ბაიდენების ოჯახში 2015 წელს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ჯოს ვაჟი, ბიუ ბაიდენი ტვინის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე ჯო ბაიდენმა უარი თქვა.

ჯო და ჯილ ბაიდენების ფოტო ვაჟის დაკრძალვიდან

  • რომანტიკოსი ჯო ბაიდენი

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა და სტრესული საქმისა, ცოლ-ქმარი მაინც ახერხებს, რომ ერთმანეთს რომანტიკული სიურპრიზები მოუწყონ. უფრო მეტიც, მათ ურთიერთობას ახლაც კი თან ახლავს თინეიჯერული რომანტიზმი. ერთ-ერთი უჩვეულო სიურპიზი ბაიდენმა საყვარელ ქალს 2010 წელს გაუკეთა. ვალენტინობის დღეს ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე მან ხეზე აბრა გააკრა, სადაც ეწერა - "ჯოს უყვარს ჯილი".

"ჯოს უყვარს ჯილი"