მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პედოფილიაში ბრალდებულ 59 წლის მამაკაცს, რომელიც პირველ ინსტანციაში გაამართლეს, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - "საკუთარი ძმის შვილიშვილზე იძალადა"
პედოფილიაში ბრალდებულ 59 წლის მამაკაცს, რომელიც პირველ ინსტანციაში გაამართლეს, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - "საკუთარი ძმის შვილიშვილზე იძალადა"

კა­ხეთ­ში მომ­ხა­დარ პე­დო­ფი­ლი­ის გახ­მა­უ­რე­ბულ და­ნა­შა­ულ­ზე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა და 59 წლის მა­მა­კაცს 13-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ის სსკ- ის 138-ე მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს - სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი ქმე­დე­ბა არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ.

შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი 2019 წლის 5 ივ­ნისს გურ­ჯა­ან­ში მოხ­და. 5 წლის ბავ­შვმა მშობ­ლებს უამ­ბო, რომ სა­კუ­თა­რი ბა­ბუ­ის ძმამ მას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა სცა­და, თან და­ე­მუქ­რა, თუ ამის შე­სა­ხებ ვინ­მეს მო­უყ­ვე­ბო­და, მოკ­ლავ­და. ბავ­შის ოჯახ­მა მა­შინ­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­მარ­თა. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, შემ­თხვე­ვას შე­ეს­წრო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბი­ძაშ­ვი­ლი 6 წლის ბავ­შვიც, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­და ძა­ლა­დო­ბის პრო­ცესს. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი სარ­წმუ­ნოდ არ მი­იჩ­ნია და 2020 წლის მა­ის­ში გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მა­მა­კა­ცი გა­ა­მარ­თლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რებ­მა არა­ერ­თი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან. ისი­ნი დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას მო­ი­თხოვ­დნენ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შის ბა­ბუა AMBEBI.GE -სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

"ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ჩვენ­თვის, ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ჩვენ ჩა­მოვ­დი­ო­დით კა­ხე­თი­დან და ვმარ­თავ­დით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან, იმის­თვის რომ ეს მო­ძა­ლა­დე მკაც­რად და­ე­სა­ჯათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პე­დო­ფი­ლი ბავ­შის პა­პის ძმაა - სა­კუ­თა­რი ძმის შვი­ლიშ­ვილ­ზე იძა­ლა­და და კვლავ მათ გვერ­დით ცხოვ­რობ­და. მე გახ­ლა­ვართ ბავ­შვი პაპა დე­დის მხრი­დან. იმის გამო, რომ ის მო­ძა­ლა­დე თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, ბავ­შვი ძი­რი­თა­დად ჩემ­თან იყო ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. არ ვუშ­ვებ­დი დე­და­მის­თან და მა­მა­მის­თან, რათა არ შე­ე­ხე­და იმ მო­ძა­ლა­დის­თვის და ხე­ლახ­ლა არ მი­ე­ღო ტრავ­მა. ახლა თა­ვი­სუფ­ლად წავა ბავ­შვი თა­ვის სახ­ლში. წელს სკო­ლა­ში შე­ვი­და, ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლია სწავ­ლის მხრივ, მაგ­რამ მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა, მკურ­ნა­ლობს ფსი­ქო­ლოგ­თან. მო­ძა­ლა­დის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ჩვენ მი­წის მათი ნაკ­ვე­თის ინ­ტე­რე­სი გვქონ­და და ამი­ტომ გამო შარს ვუ­დებ­დით და ვაბ­რა­ლებ­დით მომ­ხდარს. ახლა კი მიხ­ვდნენ, რა ოჯა­ხის წევ­რი ჰყო­ლი­ათ", - აცხა­დებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნის ბა­ბუა.

მას შემ­დეგ რაც პირ­ველ­მა ინ­სტან­ცი­ამ მო­ძა­ლა­დე გა­ა­მარ­თლა, საქ­მე­ში "სა­ფა­რი" ჩა­ერ­თო. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კატი თა­მარ ლუ­კა­ვა AMBEBI.GE -ს სა­უ­ბარ­ში სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს. ად­ვო­კა­ტის თქმით, არას­რულ­წლო­ვანს ექ­სპერ­ტი­ზა არ ჩა­ტა­რე­ბია, რად­გან სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ საკ­მა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბად ცნო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­სა და მოწ­მის ჩვე­ნე­ბე­ბი.

"ხში­რი არ არის ისე­თი საქ­მე­ე­ბი, რო­დე­საც სა­ა­პე­ლა­ციო სა­სამ­რთლო აუქ­მებს პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და გა­მო­აქვს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს საქ­მე იმი­თაც, რომ გა­ნა­ჩე­ნის მი­ხედ­ვით, საქ­მე­ში არ არ­სე­ბობ­და საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. პირ­ველ­მა ინ­სტან­ცი­ამ სარ­წმუ­ნოდ არ მი­იჩ­ნია თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­სა და ოქ­როს მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, რად­გან მოწ­მე იყო 6 წლის, ხოლო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი - 5-ის. ასეთ საქ­მე­ებ­ში წამრმო­უდ­გე­ნე­ლია არ­სე­ბობ­დეს სრულ­წლო­ვა­ნი მოწ­მე, ან თუნ­დაც არას­რულ­წლო­ვა­ნი. რო­გორც წესი, პე­დო­ფი­ლი­ა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა კარ­გად იცი­ან, რო­გორ და­მა­ლონ და­ნა­შა­უ­ლი ისე, რომ კვა­ლი არ და­ტო­ვონ, რად­გან ასე­თი და­ნა­შა­უ­ლე­ბი მათ­თვის არ არის პირ­ვე­ლი. ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, საქ­მე­ში გვყავ­და ოქ­როს მოწ­მე, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­და მომ­ხდარს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ტი­პის საქ­მე­ებ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და­ზა­რე­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბა და მი­თუ­მე­ტეს, თუ არ­სე­ბობს კი­დევ ერთი პირი, რო­მე­ლიც ამას ადას­ტუ­რებს, თუნ­დაც მცი­რე­წლო­ვა­ნი. იშ­ვი­ა­თია, ამი­ტომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა პრე­ცე­დენ­ტის თვალ­საზ­რი­სით", - ამ­ბობს თა­მარ ლუ­კა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
magda
5

სამართალი ზეიმობს საქართველოში!!!!!!!

ოლი
0

იმ პირველ ინსტანციას რა ელის ამის გამართლებისათვის??//

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

პედოფილიაში ბრალდებულ 59 წლის მამაკაცს, რომელიც პირველ ინსტანციაში გაამართლეს, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - "საკუთარი ძმის შვილიშვილზე იძალადა"

პედოფილიაში ბრალდებულ 59 წლის მამაკაცს, რომელიც პირველ ინსტანციაში გაამართლეს, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - "საკუთარი ძმის შვილიშვილზე იძალადა"

კახეთში მომხადარ პედოფილიის გახმაურებულ დანაშაულზე სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 59 წლის მამაკაცს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სსკ- ის 138-ე მუხლით გაასამართლეს - სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.

შემზარავი ამბავი 2019 წლის 5 ივნისს გურჯაანში მოხდა. 5 წლის ბავშვმა მშობლებს უამბო, რომ საკუთარი ბაბუის ძმამ მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, თან დაემუქრა, თუ ამის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, მოკლავდა. ბავშის ოჯახმა მაშინვე სამართალდამცავებს მიმართა. საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევას შეესწრო დაზარალებულის მცირეწლოვანი ბიძაშვილი 6 წლის ბავშვიც, რომელიც დეტალურად აღწერდა ძალადობის პროცესს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მცირეწლოვანი ბავშვების ჩვენებები სარწმუნოდ არ მიიჩნია და 2020 წლის მაისში გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი გაამართლა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით აღშფოთებული მცირეწლოვანი გოგონას ოჯახის წევრებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ისინი დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ. დაზარალებული ბავშის ბაბუა AMBEBI.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენის შემდეგ მათთვის მოულოდნელი იყო.

"ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ჩამოვდიოდით კახეთიდან და ვმართავდით საპროტესტო აქციებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, იმისთვის რომ ეს მოძალადე მკაცრად დაესაჯათ. მოგეხსენებათ, პედოფილი ბავშის პაპის ძმაა - საკუთარი ძმის შვილიშვილზე იძალადა და კვლავ მათ გვერდით ცხოვრობდა. მე გახლავართ ბავშვი პაპა დედის მხრიდან. იმის გამო, რომ ის მოძალადე თავისუფალი იყო, ბავშვი ძირითადად ჩემთან იყო ამ დროის განმავლობაში. არ ვუშვებდი დედამისთან და მამამისთან, რათა არ შეეხედა იმ მოძალადისთვის და ხელახლა არ მიეღო ტრავმა. ახლა თავისუფლად წავა ბავშვი თავის სახლში. წელს სკოლაში შევიდა, ძალიან მონდომებულია სწავლის მხრივ, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მკურნალობს ფსიქოლოგთან. მოძალადის ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ჩვენ მიწის მათი ნაკვეთის ინტერესი გვქონდა და ამიტომ გამო შარს ვუდებდით და ვაბრალებდით მომხდარს. ახლა კი მიხვდნენ, რა ოჯახის წევრი ჰყოლიათ", - აცხადებს დაზარალებული მცირეწლოვანის ბაბუა.

მას შემდეგ რაც პირველმა ინსტანციამ მოძალადე გაამართლა, საქმეში "საფარი" ჩაერთო. ორგანიზაციის ადვოკატი თამარ ლუკავა AMBEBI.GE -ს საუბარში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. ადვოკატის თქმით, არასრულწლოვანს ექსპერტიზა არ ჩატარებია, რადგან სააპელაციო სასამართლომ საკმარის მტკიცებულებებად ცნო დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებები.

"ხშირი არ არის ისეთი საქმეები, როდესაც სააპელაციო სასამრთლო აუქმებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს საქმე იმითაც, რომ განაჩენის მიხედვით, საქმეში არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები. პირველმა ინსტანციამ სარწმუნოდ არ მიიჩნია თავად დაზარალებულისა და ოქროს მოწმის ჩვენება, რადგან მოწმე იყო 6 წლის, ხოლო დაზარალებული - 5-ის. ასეთ საქმეებში წამრმოუდგენელია არსებობდეს სრულწლოვანი მოწმე, ან თუნდაც არასრულწლოვანი. როგორც წესი, პედოფილიაში ბრალდებულებმა კარგად იციან, როგორ დამალონ დანაშაული ისე, რომ კვალი არ დატოვონ, რადგან ასეთი დანაშაულები მათთვის არ არის პირველი. ჩვენ, ფაქტობრივად, საქმეში გვყავდა ოქროს მოწმე, რომელიც დეტალურად აღწერდა მომხდარს. შესაბამისად, ამ ტიპის საქმეებში უმნიშვნელოვანესია დაზარელებულის ჩვენება და მითუმეტეს, თუ არსებობს კიდევ ერთი პირი, რომელიც ამას ადასტურებს, თუნდაც მცირეწლოვანი. იშვიათია, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა პრეცედენტის თვალსაზრისით", - ამბობს თამარ ლუკავა.

"როგორც გავიგე, ღუმელი ესროლა მეუღლესო... სავარაუდოდ ნასვამი იყო" - რას ჰყვებიან გურჯაანში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე ადგილობრივები?

"ვითხოვ 5-ვე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას!" - რას ამბობს გიორგი შაქარაშვილის დედა განაჩენის გამოცხადებამდე?

პროკურატურამ ბერასთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო