მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომი ყარაბაღში და პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარი - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები და რა ხდება ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში
ომი ყარაბაღში და პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარი - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები და რა ხდება ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა.

სომ­ხუ­რი მხა­რის ცნო­ბით, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია უც­ვლე­ლია. ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არცრუნ ჰო­ვა­ნი­სი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ წერს.

მი­სი­ვე თქმით, სა­არ­ტი­ლე­რიო სრო­ლა ცალ­კე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

"ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია უც­ვლე­ლია. სა­არ­ტი­ლე­რიო სრო­ლა ცალ­კე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. ფრონ­ტის ხაზ­ზე და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია. ტაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ სცა­და გარ­კვე­უ­ლი გა­დაჯ­გუ­ფე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­დაყ­ვა­ნა, რაც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის თავ­დაც­ვის არ­მი­ის ნა­წი­ლებ­მა დრო­უ­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეს და აღ­კვე­თეს", - წერს ჰო­ვა­ნი­სი­ა­ნი.

თა­ვის მხრივ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა. ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სომ­ხუ­რი მხა­რე პო­ზი­ცი­ებს კარ­გავს და უკან იხევს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 22 ტან­კი, 110 ერ­თე­უ­ლი სამ­ხედ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლი, 30 ერ­თე­უ­ლი ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა, 228 სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რი და ნაღმტყორ­ცნი.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის და­ნა­ყო­ფებ­მა სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ებ­ზე სა­არ­ტი­ლე­რიო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი კი აცხა­დებს, რომ სომ­ხე­თი ვერ შე­ა­ჩე­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, თუმ­ცა მას აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი შე­ა­ჩე­რე­ბენ.

აღ­სა­ნი­შა­ვია, რომ რუ­სე­თი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ ტე­ლე­ფო­ნით ისა­უბ­რეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა მხა­რე­ებს ცე­ცხლის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი და სრუ­ლი შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დეს.

„შეხ­ვედ­რა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ით­ქვა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო. ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს ცე­ცხლის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი და სრუ­ლი შე­წყვე­ტის­კენ, და­ძა­ბუ­ლო­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­შე­კა­ვე­ბის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დეს," - ნათ­ქვა­მია კრემ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ვი­თა­რე­ბა 27 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ და­ი­ძა­ბა და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნახ­ლდა. და­ღუ­პუ­ლია ათო­ბით და და­შა­ვე­ბუ­ლია ასო­ბით ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
3

ყველა სსრკ-ს შექმნისდროინდელ საზღვრებს უნდა დასჯერდეს - რაც დოკუმენტირებულია, თორემ საქართველოს სახღვრები ერეკლეს დროს სხვა იყო, ბრწყინვალის დროს სხვა და ა.შ. აი ვინც არასადაო ტერიტორიები გააჩუქა, ისაა ძველქართულად დასასჯელი

aburjga
15

ნეტავ რაზე უნდა ელაპარაკო ამ ნავალნის "შნირ" ემანუელას?! მაგას ელაპარაკება ტიხანოვსკაია და მისთანები! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ომი ყარაბაღში და პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარი - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები და რა ხდება ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში

ომი ყარაბაღში და პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარი - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები და რა ხდება ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში

მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებს შორის დაპირისპირება და საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

სომხური მხარის ცნობით, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია უცვლელია. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

"ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია უცვლელია. საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ფრონტის ხაზზე დაძაბულობა შენარჩუნებულია. ტაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მოწინააღმდეგემ სცადა გარკვეული გადაჯგუფების განხორციელება და სამხედროების გადაყვანა, რაც მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ნაწილებმა დროულად აღმოაჩინეს და აღკვეთეს", - წერს ჰოვანისიანი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის განადგურების შესახებ იუწყება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხური მხარე პოზიციებს კარგავს და უკან იხევს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განადგურებულია მოწინააღმდეგის 22 ტანკი, 110 ერთეული სამხედრო ავტომობილი, 30 ერთეული ანტისარაკეტო სისტემა, 228 საარტილერიო დანადგარი და ნაღმტყორცნი.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი აცხადებს, რომ სომხეთი ვერ შეაჩერა საერთაშორისო საზოგადოებამ, თუმცა მას აზერბაიჯანელი ჯარისკაცები შეაჩერებენ.

აღსანიშავია, რომ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებელი და სრული შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

„შეხვედრაზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გამო. ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებელი და სრული შეწყვეტისკენ, დაძაბულობის დეესკალაციისა და მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდეს," - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბრის შემდეგ დაიძაბა და საბრძოლო მოქმედებები განახლდა. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები.

წყალდიდობა, დანგრეული ხიდები და სახლები - საფრანგეთსა და იტალიაში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

სომხეთმა თურქეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა

"მომდევნო რამდენიმე დღე ნამდვილი გამოცდა იქნება" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპის მდგომარეობა