საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო მზადაა უმასპინძლოს შეხვედრას თბილისში" - გიორგი გახარიას შეთავაზება აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო კომფლიქტის მხარეებს
"საქართველო მზადაა უმასპინძლოს შეხვედრას თბილისში" - გიორგი გახარიას შეთავაზება აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო კომფლიქტის მხარეებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გა­ხა­რია გან­მარ­ტავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მზად არის, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით შე­უ­წყოს ხელი პრო­ცესს, მათ შო­რის, დი­ა­ლო­გის გა­მარ­თვის მიზ­ნით, უმას­პინ­ძლოს კონ­ფლიქ­ტის მხა­რე­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შეხ­ვედ­რას თბი­ლის­ში.

„აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მო­რი­გი სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად შექ­მნი­ლია მძი­მე ვი­თა­რე­ბა, არის დიდი მსხვერ­პლი და სამ­წუ­ხა­როდ, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტა და დი­ა­ლო­გის გა­ნახ­ლე­ბა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა.

ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ ვი­თა­რე­ბის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცია უაღ­რე­სად ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს მთე­ლი რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე.

კვლავ მო­ვუ­წო­დებთ ეუ­თოს მინ­სკის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებს და სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტო­რებს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ეს­კა­ლა­ცი­ის შე­წყვე­ტი­სა და დი­ა­ლო­გის გა­ნახ­ლე­ბი­სათ­ვის.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენს ქვე­ყა­ნას კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებს ორი­ვე ქვე­ყა­ნას­თან - აზერ­ბა­ი­ჯან­თან და სომ­ხეთ­თან.

ის­ტო­რი­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და სო­მე­ხი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ყო­ველ­თვის დიდ როლს თა­მა­შობ­დნენ რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ასე­ვე, მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. ამას­თან, მათი მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა კარ­გი მა­გა­ლი­თია, რომ ქარ­თვე­ლებს, სომ­ხებს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს გვაქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი მთლი­ა­ნად სამ­ხრეთ კავ­კა­სია ვაქ­ცი­ოთ მშვი­დო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სივ­რცედ.

ჩვე­ნი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სია, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად დამ­ყარ­დეს მშვი­დო­ბა რე­გი­ონ­ში. სა­ქარ­თვე­ლო მზად არის, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით შე­უ­წყოს ხელი ამ პრო­ცესს, მათ შო­რის, დი­ა­ლო­გის გა­მარ­თვის მიზ­ნით, უმას­პინ­ძლოს კონ­ფლიქ­ტის მხა­რე­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შეხ­ვედ­რას თბი­ლის­ში“, - ნათ­ქვა­მია გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
levani
5

oe hen sathxeres mixede, dedaqalaqad barem thorvila gamoacxade

angel
0

ეს რუკები არის პოლიტიკური სვლა,აზერებს ეხლა ჩვენთან ურთიერთობის დაძაბვა არ აწყობთ,გასაგებ ენაზე ესაუბრებიან მათ,საბოლოოდ შეეშვიტ გარეჯს ან გავხსნით კორიდორს...რა გჭირთ ხალხნო?საღი აზროვნება სულ დაკარგეთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველო მზადაა უმასპინძლოს შეხვედრას თბილისში" - გიორგი გახარიას შეთავაზება აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო კომფლიქტის მხარეებს

"საქართველო მზადაა უმასპინძლოს შეხვედრას თბილისში" - გიორგი გახარიას შეთავაზება აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო კომფლიქტის მხარეებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გახარია განმარტავს, რომ საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში“, - ნათქვამია გიორგი გახარიას განცხადებაში.