სპორტი
პოლიტიკა

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსკოვის სამიზნე ამჯერად საქართველოს მომავალი არჩევნებია" - რუსეთის რა დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს რასმუსენი
"მოსკოვის სამიზნე ამჯერად საქართველოს მომავალი არჩევნებია" - რუსეთის რა დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს რასმუსენი

სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი უნდა გა­და­წყვი­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ და არა კრემ­ლმა, ევ­რო­პამ ან ამე­რი­კამ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ და­ამ­ტკი­ცა თა­ვი­სი ერ­თგუ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სად­მი და ის გახ­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ოჯა­ხის ღი­რე­ბუ­ლი წევ­რი, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა ვირ­ტუ­ა­ლურ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც არ­ჩევ­ნებ­ში კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ დათ­ქმის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბევ­რი ან­გა­რი­ში ცხად­ყოფს, რომ რუ­სე­თი კვლავ ცდი­ლობს ხელი შე­უ­შა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. რას­მუ­სე­ნის გან­მარ­ტე­ბით, რუ­სეთ­მა შექ­მნა სქე­მა, რო­მე­ლიც არის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და უკა­ნო­ნო ფი­ნან­სუ­რი ქმე­დე­ბე­ბის, ასე­ვე კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბის კომ­ბი­ნა­ცია, ამის მი­ზა­ნი კი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­აა.

„უკა­ნას­კნე­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ევ­რო­პა­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის დიდი ნა­წი­ლი რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ფე­ის­ბუქ­მა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად წა­შა­ლა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქსე­ლი, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იყო კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ არავ­თენ­ტურ ქმე­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც იყო მი­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ. რუ­სეთ­მა შექ­მნა სქე­მა, რო­მე­ლიც არის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და უკა­ნო­ნო ფი­ნან­სუ­რი ქმე­დე­ბე­ბის, კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბის კომ­ბი­ნა­ცია. ამის მი­ზა­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­აა. ჩვენ ვნა­ხეთ, რომ რუ­სეთ­მა ეს სქე­მა გა­მო­ი­ყე­ნა დე­მოკ­რა­ტი­ულ სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე არ­ჩევ­ნე­ბი­სა და რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის პრო­ცეს­ში, მათ შო­რის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, საფ­რან­გეთ­ში, ნი­დერ­ლან­დებ­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში, ბრი­ტა­ნეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პროგ­რე­სი და მისი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი რუ­სეთს ხელს არ აძ­ლევს, სწო­რედ ამი­ტომ, მოს­კო­ვის სა­მიზ­ნე ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა.

მისი თქმით, არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ტრან­სატ­ლან­ტი­კურ­მა კო­მი­სი­ამ წარ­მო­ად­გი­ნა დათ­ქმა არ­ჩევ­ნებ­ში კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ. რას­მუ­სე­ნის გან­მარ­ტე­ბით, ეს არის გამჭვირ­ვა­ლე და ჯან­სა­ღი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გლო­ბა­ლუ­რი სტან­დარ­ტი. მან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­სა და კან­დი­და­ტებს დათ­ქმა­ზე ხე­ლის­მო­წე­რის­კენ მო­უ­წო­და.

„იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი და კან­დი­და­ტე­ბი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩა­რე­ვის წინა ხაზ­ზე, ჩვენ­მა კო­მი­სი­ამ მო­იწ­ვია ისი­ნი, რათა ხელი მო­ა­წე­რონ დათ­ქმას. არ­ჩევ­ნებ­ში კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ დათ­ქმის მი­ზა­ნი არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩა­რე­ვის რის­კის შემ­ცი­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის მდგრა­დო­ბის ზრდა სა­ერ­თა­შო­რი­სო გავ­ლე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ დათ­ქმით, ჩვენ ვთხოვთ კან­დი­და­ტებს, რომ ჩა­რე­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს მტკი­ცედ გა­ნუ­ცხა­დონ, რომ უარს ამ­ბო­ბენ პირ­და­პირ თუ არა­პირ­და­პირ დახ­მა­რე­ბა­ზე უცხო ქვეყ­ნის მხრი­დან. ეს არის დათ­ქმა ნე­ბის­მი­ე­რი კან­დი­და­ტის­თვის, რო­მელ­საც სურს ღირ­სე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა. ციფ­რულ დროს ეს ნიშ­ნავს იმას, რომ კან­დი­და­ტებ­მა არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­პა­რუ­ლი, ასე­ვე არ უნდა გა­ავ­რცე­ლონ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი აუ­დიო ან ვი­დე­ო­მე­სი­ჯე­ბი, რო­გო­რიც არის „ფეიკ ვი­დე­ო­ე­ბი“ და უნდა იყო გულ­წრფე­ლი თუ სა­ი­დან მო­დის მათი კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ხუთ­მა პარ­ტი­ამ უკვე მო­ა­წე­რა ხელი დათ­ქმას და ესე­ნი არი­ან: „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ და „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო“ და „ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“. რა თქმა უნდა, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ უფრო მეტი პარ­ტია შე­უ­ერ­თდე­ბა ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას, ამი­თი ისი­ნი გა­ა­ცხა­დე­ბენ თა­ვის პო­ზი­ცი­ას, რომ მათი პრი­ო­რი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის დაც­ვაა“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jsj
8
ქართული ოცნება და პატრიოტთა ალიანსი ბოლომდე რუსული პროექტია, ქართული ოცნების მიერ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა უბრალოდ ცინიზმია, ისინი ბოლომდე რუსულ თამაშს თამაშობენ და თვალში ნაცარს გვაყრიან რომ თითქოს და დაინტერესებულები არიან რუსეთი არ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში და პროცესი იყოს გამჭირვალე და დემოკრატიული. მათ კარგად ესმის რომ თუ პროცესები იქნება დემოკრატიული, თუ არ გაავრცელებენ დეზინფორმაციას, შავ პიარს ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების მისამართით, არ მოისყიდიან ამომრჩეველს და არ შეუქმნიან ოპოზიციურ ამომრჩეველს ბარიერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რაც გამოიხატება მათთვის არჩევნების წინ პირადობის მოწმობების ჩამორთმევით სხვადასხვა დაპირებებითა და შანტაჟის გზით, მაშინ ისინ არჩევნებს წააგებენ, ამიტომ მათი ხელმოწერა შეთანხმებაზე სხვა არაფერია თუ არა თვალთმაქცობა და ბინძური თამაში
ნინი
25

რასმუსენ თავი დაგვანებეთ რა. თქვენი ანალიტიკის გარეშეც გავძლებთ როგორმე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მოსკოვის სამიზნე ამჯერად საქართველოს მომავალი არჩევნებია" - რუსეთის რა დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს რასმუსენი

"მოსკოვის სამიზნე ამჯერად საქართველოს მომავალი არჩევნებია" - რუსეთის რა დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს რასმუსენი

საქართველოს მომავალი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ და არა კრემლმა, ევროპამ ან ამერიკამ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ დაამტკიცა თავისი ერთგულება დემოკრატიული განვითარებისადმი და ის გახდა დემოკრატიული ქვეყნების გლობალური ოჯახის ღირებული წევრი, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა.

მისივე განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ბევრი ანგარიში ცხადყოფს, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. რასმუსენის განმარტებით, რუსეთმა შექმნა სქემა, რომელიც არის დეზინფორმაციული და უკანონო ფინანსური ქმედებების, ასევე კიბერთავდასხმების კომბინაცია, ამის მიზანი კი დემოკრატიული პროცესების დელეგიტიმაციაა.

„უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული რამდენიმე ანგარიშის თანახმად, ევროპაში დეზინფორმაციული აქტივობის დიდი ნაწილი რუსეთიდან მომდინარეობს. ფეისბუქმა მიზანმიმართულად წაშალა რუსეთის სამხედრო ძალებთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც ჩართული იყო კოორდინირებულ არავთენტურ ქმედებაში, რომელიც იყო მიმართული საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთმა შექმნა სქემა, რომელიც არის დეზინფორმაციული და უკანონო ფინანსური ქმედებების, კიბერთავდასხმების კომბინაცია. ამის მიზანი დემოკრატიული პროცესების დელეგიტიმაციაა. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა ეს სქემა გამოიყენა დემოკრატიულ სამყაროში მიმდინარე არჩევნებისა და რეფერენდუმების პროცესში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. საქართველოს დემოკრატიული პროგრესი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები რუსეთს ხელს არ აძლევს, სწორედ ამიტომ, მოსკოვის სამიზნე ამჯერად საქართველოს მომავალი არჩევნებია“, - განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ტრანსატლანტიკურმა კომისიამ წარმოადგინა დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ. რასმუსენის განმარტებით, ეს არის გამჭვირვალე და ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გლობალური სტანდარტი. მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს დათქმაზე ხელისმოწერისკენ მოუწოდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური ლიდერები და კანდიდატები არიან საერთაშორისო ჩარევის წინა ხაზზე, ჩვენმა კომისიამ მოიწვია ისინი, რათა ხელი მოაწერონ დათქმას. არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის მიზანი არის საერთაშორისო ჩარევის რისკის შემცირება და საქართველოს დემოკრატიულობის მდგრადობის ზრდა საერთაშორისო გავლენების წინააღმდეგ. ამ დათქმით, ჩვენ ვთხოვთ კანდიდატებს, რომ ჩარევით დაინტერესებულ პირებს მტკიცედ განუცხადონ, რომ უარს ამბობენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ დახმარებაზე უცხო ქვეყნის მხრიდან. ეს არის დათქმა ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელსაც სურს ღირსეული საარჩევნო კამპანიის წარმოება. ციფრულ დროს ეს ნიშნავს იმას, რომ კანდიდატებმა არ უნდა გამოიყენონ მონაცემები, რომლებიც შეიძლება იყოს მოპარული, ასევე არ უნდა გაავრცელონ გაყალბებული აუდიო ან ვიდეომესიჯები, როგორიც არის „ფეიკ ვიდეოები“ და უნდა იყო გულწრფელი თუ საიდან მოდის მათი კამპანიის დაფინანსება. საქართველოს ხუთმა პარტიამ უკვე მოაწერა ხელი დათქმას და ესენი არიან: „ქართული ოცნება“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ და „ლელო საქართველოსთვის“. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი პარტია შეუერთდება ჩვენს ინიციატივას, ამითი ისინი გააცხადებენ თავის პოზიციას, რომ მათი პრიორიტეტი საქართველოს დემოკრატიულობის დაცვაა“, - განაცხადა მან.