მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოტა ყურს ჭრის მუდმივი თავის მართლებასავით ნათქვამი - "გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა" - რას წერს ინფექციონისტი
"ცოტა ყურს ჭრის მუდმივი თავის მართლებასავით ნათქვამი - "გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა" - რას წერს ინფექციონისტი

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ბუ­წაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის დროს თან­მხლებ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, კარ­გი იქ­ნე­ბა უფრო მეტი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა, თო­რემ "ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა იდე­ა­ლუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი." აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ცოტა ყურს ჭრის მუდ­მი­ვი თა­ვის მარ­თლე­ბა­სა­ვით ნათ­ქვა­მი - "გარ­დაც­ვლილს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ქონ­და“. ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნებს ისე ჩა­ეს­მით, თით­ქოს "რა ვქნათ, თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ქონ­და". ჯერ ერთი, თან­მხლებ და­ა­ვა­დე­ბებს გა­აჩ­ნია. ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს აქვს რა­ი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჰი­პერ­ტენ­ზია.

მე­ო­რეც, პრობ­ლე­მა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ზუს­ტა­დაც რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­შია, თო­რემ ახალ­გაზ­რდას და ჯან­მრთელს სა­ერ­თოდ არ ჭირ­დე­ბა არა­ფე­რი, ისე­დაც გა­ნი­კურ­ნე­ბა. აქამ­დეც ტყუ­ი­ლად ვა­ყურ­ყუ­ტებ­დით სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში და ამ­დე­ნი ლა­პა­რა­კის მერე, კარ­გია, რომ რო­გორც იქნა, ბი­ნა­ზე მოვ­ლის მო­დე­ლი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც იწყებს ამოქ­მე­დე­ბას. ამი­ტომ ამი­ე­რი­დან ვინც სტა­ცი­ო­ნარ­ში იქ­ნე­ბა, იმათ უდი­დეს ნა­წილს სწო­რე­დაც რომ რო­მე­ლი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა ექ­ნე­ბა და მათი გა­დარ­ჩე­ნა მო­უ­წევთ ექი­მებს.

ამი­ტომ ამ ჯგუ­ფის ადა­მი­ა­ნებ­ზე ასე­თი ხელ­ჩაქ­ნე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არის კარ­გი.თა­ვი­დან, რო­დე­საც ვამ­ბობ­დით, რომ ხან­დაზ­მუ­ლე­ბი და თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე­ე­ბი რის­კის ჯგუ­ფია, გვსაყ­ვე­დუ­რებ­დნენ, ამას ხაზს რა­ტომ უს­ვამთ და აში­ნებთ ამ ადა­მი­ა­ნებ­სო, მაგ­რამ რისკ-ჯგუ­ფე­ბის აღ­ნიშ­ვნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნამ­დვი­ლად არის იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნონ მეტი სიფრ­თხი­ლე. თუმ­ცა უკვე გარ­დაც­ვლილ­ზე იქვე, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ყო­ლე­ბამ, რომ თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ქონ­და, რა­ღაც უც­ნა­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. კარ­გად ვერც ვა­ყა­ლი­ბებ, რისი თქმაც მინ­დო­და:(

რაც შე­ე­ხე­ბა თან­მხლებ და­ა­ვა­დე­ბებს - მეტი გან­მარ­ტე­ბე­ბი კარ­გი იქ­ნე­ბა, თო­რემ, კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა იდე­ა­ლუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ჰი­პერ­ტენ­ზი­ა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, და­სა­კონ­კრე­ტე­ბე­ლია, რომ რის­კი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის დროს.

არა­და, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, "წნე­ვას რომ ატა­რებს“ (ეს უც­ნა­უ­რი გა­მოთ­ქმა ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ხში­რად გვეს­მის) და არ იღებს წამ­ლებს, ან იღებს მხო­ლოდ მა­შინ, "როცა წნე­ვა აუ­წევს“.პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ან­ტი­ჰი­პერ­ტენ­ზი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ზო­გი­ერ­თი ჯგუ­ფე­ბი (ACE ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი და ARBs) ასო­ცი­რე­ბუ­ლია COVID გარ­თუ­ლე­ბებ­თან, თუმ­ცა სა­პი­რის­პი­რო კვლე­ვე­ბიც გაჩ­ნდა, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა ამ­ცი­რებს გარ­თუ­ლე­ბე­ბის და სიკ­ვდი­ლის რისკს.

ასეა თუ ისეა, ჯერ-ჯე­რო­ბით რა­ი­მე და­საყ­რდე­ნი, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კვლე­ვა, რო­მე­ლიც მულ­ტი­ვა­რი­ა­ცი­უ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზით მკა­ფი­ოდ აჩ­ვე­ნებს, არის თუ არა ჰი­პერ­ტენ­ზია კო­ვი­დის გარ­თუ­ლე­ბე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რისკ-ფაქ­ტო­რი (ასაკ­თან და სხვა შე­საძ­ლო რისკ-ფა­ტო­რებ­თან შე­ჯე­რე­ბის შემ­დეგ), ჯერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ არის. ფაქ­ტია, რომ არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი (მათ შო­რის ჰი­პერ­ტენ­ზია და დი­ა­ბე­ტი), გარ­თუ­ლე­ბე­ბის­თვის სე­რი­ო­ზულ სა­ფუძ­ველს ქმნის. ამი­ტომ შფოთ­ვას და ნერ­ვი­უ­ლო­ბას ჯო­ბია შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტის და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­ვი­ღოთ და წნე­ვა იქ­ნე­ბა ეს თუ სის­ხლში შაქ­რის კონ­ცენ­ტრა­ცია, მუდ­მი­ვად კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი გვქონ­დეს", - აღ­ნიშ­ნავს ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-
4

დიახ. დედაჩემს შუნტირების ოპერაცია აქვს გაკეთებული და ყოველ ასეთ განცხადებაზე გული მისკდება, თან თავადაც რომ ისმენს. რა უტაქტობაა იმ უამრავი ადამიანის მიმართ, რომლებიც ქრონიკული დაავედების მქონენი არიან

ოიჰ!
61

ქალბატონო მაია რატომ ხართ ასე "გაბრაზებული", ამ პანდემიის დროს "მთავარ" ეპიდემიოლოგებში ადგილი არ შეგხვდათ? არ არის ლამაზი ასეთი ღვარძლის ნთხევა კოლეგებზე, რომლებიც მართლა თავგანწირვით იბრძვიან თითოეული პაციენტის გადასარჩენად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ცოტა ყურს ჭრის მუდმივი თავის მართლებასავით ნათქვამი - "გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა" - რას წერს ინფექციონისტი

"ცოტა ყურს ჭრის მუდმივი თავის მართლებასავით ნათქვამი - "გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა" - რას წერს ინფექციონისტი

ინფექციონისტი ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების დროს თანმხლებ დაავადებებზე საუბრობენ, კარგი იქნება უფრო მეტი განმარტების გაკეთება, თორემ "ძნელად თუ მოიძებნება იდეალურად ჯანმრთელი ადამიანი." აღნიშნულ თემაზე ინფექციონისტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"ცოტა ყურს ჭრის მუდმივი თავის მართლებასავით ნათქვამი - "გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ქონდა“. ზოგჯერ ადამიანებს ისე ჩაესმით, თითქოს "რა ვქნათ, თანხმლები დაავადებები ქონდა". ჯერ ერთი, თანმხლებ დაავადებებს გააჩნია. ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს აქვს რაიმე თანმხლები დაავადება. მაგალითად, ჰიპერტენზია.

მეორეც, პრობლემა და სამედიცინო დახმარების საჭიროება ზუსტადაც რომ ამ ადამიანებშია, თორემ ახალგაზრდას და ჯანმრთელს საერთოდ არ ჭირდება არაფერი, ისედაც განიკურნება. აქამდეც ტყუილად ვაყურყუტებდით სტაციონარებში და ამდენი ლაპარაკის მერე, კარგია, რომ როგორც იქნა, ბინაზე მოვლის მოდელი დაგვიანებით მაინც იწყებს ამოქმედებას. ამიტომ ამიერიდან ვინც სტაციონარში იქნება, იმათ უდიდეს ნაწილს სწორედაც რომ რომელიმე თანმხლები დაავადება ექნება და მათი გადარჩენა მოუწევთ ექიმებს.

ამიტომ ამ ჯგუფის ადამიანებზე ასეთი ხელჩაქნეული დამოკიდებულება არ არის კარგი.თავიდან, როდესაც ვამბობდით, რომ ხანდაზმულები და თანმხლები დაავადებების მქონეები რისკის ჯგუფია, გვსაყვედურებდნენ, ამას ხაზს რატომ უსვამთ და აშინებთ ამ ადამიანებსო, მაგრამ რისკ-ჯგუფების აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნამდვილად არის იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა და მათი ოჯახის წევრებმა გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე. თუმცა უკვე გარდაცვლილზე იქვე, აუცილებლად მიყოლებამ, რომ თანმხლები დაავადებები ქონდა, რაღაც უცნაური ხასიათი მიიღო. კარგად ვერც ვაყალიბებ, რისი თქმაც მინდოდა:(

რაც შეეხება თანმხლებ დაავადებებს - მეტი განმარტებები კარგი იქნება, თორემ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძნელად თუ მოიძებნება იდეალურად ჯანმრთელი ადამიანი. მაგალითად, როდესაც ჰიპერტენზიაზე ვლაპარაკობთ, დასაკონკრეტებელია, რომ რისკი განსაკუთრებით მაღალია არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის დროს.

არადა, რამდენი ადამიანია საქართველოში, "წნევას რომ ატარებს“ (ეს უცნაური გამოთქმა ჯერ კიდევ ძალიან ხშირად გვესმის) და არ იღებს წამლებს, ან იღებს მხოლოდ მაშინ, "როცა წნევა აუწევს“.პანდემიის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ზოგიერთი ჯგუფები (ACE ინჰიბიტორები და ARBs) ასოცირებულია COVID გართულებებთან, თუმცა საპირისპირო კვლევებიც გაჩნდა, რომელთა მიხედვით ამ მედიკამენტების მიღება ამცირებს გართულებების და სიკვდილის რისკს.

ასეა თუ ისეა, ჯერ-ჯერობით რაიმე დასაყრდენი, ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც მულტივარიაციული სტატისტიკური ანალიზით მკაფიოდ აჩვენებს, არის თუ არა ჰიპერტენზია კოვიდის გართულებების დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორი (ასაკთან და სხვა შესაძლო რისკ-ფატორებთან შეჯერების შემდეგ), ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ფაქტია, რომ არაკონტროლირებადი ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ჰიპერტენზია და დიაბეტი), გართულებებისთვის სერიოზულ საფუძველს ქმნის. ამიტომ შფოთვას და ნერვიულობას ჯობია შესაბამისი სპეციალისტის დანიშნული მედიკამენტები მივიღოთ და წნევა იქნება ეს თუ სისხლში შაქრის კონცენტრაცია, მუდმივად კონტროლირებული გვქონდეს", - აღნიშნავს ბუწაშვილი.

"ვიდრე ადამიანებს ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან?" - პაატა იმნაძე

თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ

"საქართველოს მოქალქეებს აღარ დასჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად" - რა სიახლეზე წერს ელჩი ლაშა ჟვანია