საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან, ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან" - თამარ გაბუნია
"კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან, ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან" - თამარ გაბუნია

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბი ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს მე-13 დღი­დან ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლის გა­რე­შე და­უბ­რუნ­დე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ტეს­ტის გა­კე­თე­ბის, ან არ­გა­კე­თე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლი ექი­მი იღებს.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ რო­დე­საც აღარ არის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და ადა­მი­ა­ნის იზო­ლა­ცი­ა­ში და­ყოვ­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, ის და­უბ­რუნ­დეს ჩვე­ულ აქ­ტი­ვო­ბას. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვენ ვნა­ხეთ ბევ­რი შემ­თხვე­ვა იყო სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე. რაც შე­ე­ხე­ბა მე-8 დღეს, უახ­ლე­სი გარ­კვე­უ­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი სა­ფუძ­ვლე­ბი მოგ­როვ­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­დან 8 დღის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნი აღარ არის ისე გა­დამ­დე­ბი, რო­გორც თა­ვი­დან იყო და ძა­ლი­ან მი­ნი­მა­ლუ­რია მის მიერ ინ­ფექ­ცი­ის გა­და­დე­ბის რის­კი.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სიმპტო­მურ პა­ცი­ენ­ტებ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის 10 დღეა სა­ჭი­რო, ანუ ტეს­ტი­რე­ბი­დან 10 დღე და შემ­დგომ უსიმპტო­მო პე­რი­ო­დი კი­დევ სამი დღე. ანუ მი­ნი­მუმ 13 დღე სიმპტო­მი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რომ ვი­ფიქ­როთ ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. რაც შე­ე­ხე­ბა უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტებს, მათ­თვის ჩვე­ნი ახა­ლი პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, გან­სა­ზღვრუ­ლია 12 დღე, 12 დღის შემ­დეგ ამ პა­ცი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ ტეს­ტი­რე­ბის გა­რე­შე და­უბ­რუნ­დნენ ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას. ანუ სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი, თუ მას არ ჰქო­ნია სიმპტო­მე­ბი, რისი სო­ლი­დუ­რი რა­ო­დე­ნო­ბაც გვყავს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას რჩე­ვას ოჯა­ხის ექი­მი, ან კო­ვიდ­სას­ტუმ­როს ექი­მი მის­ცემს. მთა­ვა­რია სიმპტო­მი არ გა­მოგ­ვრჩეს, რად­გან თუ სიმპტო­მი აქვს, მა­შინ ტეს­ტი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მა­ინც რჩე­ბა. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ტეს­ტი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში იხ­სნე­ბა. თუ არის პა­ცი­ენ­ტი უსიმპტო­მო, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ტეს­ტი სა­ჭი­რო არ არის, თუ პირ­ვე­ლი ტეს­ტი­რე­ბი­დან 13 დღეა გა­სუ­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მურ პა­ცი­ენ­ტებს, იქ კლი­ნი­კუ­რი ალ­გო­რით­მი რთუ­ლია და ექი­მი გა­და­წყვეტს, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტი და­უბ­რუნ­დეს ჩვე­ულ აქ­ტი­ვო­ბას ტეს­ტი­რე­ბის გა­რე­შე, თუ სა­ჭი­როა ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან, ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან" - თამარ გაბუნია

"კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან, ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან" - თამარ გაბუნია

კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, გადაწყვეტილებას ტესტის გაკეთების, ან არგაკეთების საჭიროების შესახებ პაციენტის მკურნალი ექიმი იღებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც აღარ არის ჰოსპიტალიზაციის და ადამიანის იზოლაციაში დაყოვნების საჭიროება, ის დაუბრუნდეს ჩვეულ აქტივობას. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ ბევრი შემთხვევა იყო სიმპტომების გარეშე. რაც შეეხება მე-8 დღეს, უახლესი გარკვეული მეცნიერული საფუძვლები მოგროვდა იმასთან დაკავშირებით, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღის შემდეგ, ადამიანი აღარ არის ისე გადამდები, როგორც თავიდან იყო და ძალიან მინიმალურია მის მიერ ინფექციის გადადების რისკი.

აქედან გამომდინარე, სიმპტომურ პაციენტებში გამოჯანმრთელებისთვის 10 დღეა საჭირო, ანუ ტესტირებიდან 10 დღე და შემდგომ უსიმპტომო პერიოდი კიდევ სამი დღე. ანუ მინიმუმ 13 დღე სიმპტომიანი პაციენტებისთვის, რომ ვიფიქროთ ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, მათთვის ჩვენი ახალი პროტოკოლის მიხედვით, განსაზღვრულია 12 დღე, 12 დღის შემდეგ ამ პაციენტებს შეუძლიათ ტესტირების გარეშე დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას. ანუ სამსახურში შეიძლება გავიდეს ადამიანი, თუ მას არ ჰქონია სიმპტომები, რისი სოლიდური რაოდენობაც გვყავს.

ამასთან დაკავშირებით მას რჩევას ოჯახის ექიმი, ან კოვიდსასტუმროს ექიმი მისცემს. მთავარია სიმპტომი არ გამოგვრჩეს, რადგან თუ სიმპტომი აქვს, მაშინ ტესტირების აუცილებლობა მაინც რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ ტესტირების საჭიროება ყველა შემთხვევაში იხსნება. თუ არის პაციენტი უსიმპტომო, გამოჯანმრთელებისთვის დამატებითი ტესტი საჭირო არ არის, თუ პირველი ტესტირებიდან 13 დღეა გასული, რაც შეეხება სიმპტომურ პაციენტებს, იქ კლინიკური ალგორითმი რთულია და ექიმი გადაწყვეტს, რამდენად შეიძლება პაციენტი დაუბრუნდეს ჩვეულ აქტივობას ტესტირების გარეშე, თუ საჭიროა ტესტის ჩატარება“, - განაცხადა გაბუნიამ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური შეთავაზებები ოქტომბერშიც ამოქმედდება

"ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზია დაიწვა - როგორც მეპატრონე ამბობს, ტერიტორია დაზღვეულია" - დიდუბის რაიონის გამგებელი

შრომის ინსპექციამ საქართველოში შემოწმებულ ყველა სკოლას სწავლის განახლების ნებართვა მისცა