სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შიშით ვცხოვრობ, ცუდად რომ გავხდე, ჩემი გადარჩენა გულითაც რომ უნდოდეთ, აქ ვერავინ ამოვა" - ადამიანი, რომელიც ხადას ხეობაში ზამთარს ზვავისა და მგლების პირისპირ ატარებს
"შიშით ვცხოვრობ, ცუდად რომ გავხდე, ჩემი გადარჩენა გულითაც რომ უნდოდეთ, აქ ვერავინ ამოვა" - ადამიანი, რომელიც ხადას ხეობაში ზამთარს ზვავისა და მგლების პირისპირ ატარებს

ხა­დას ხე­ო­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნე­ში, ულა­მა­ზე­სი და ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლია, რო­მე­ლიც მთი­უ­ლე­თის არაგ­ვის სა­თა­ვე­ებ­თან მდე­ბა­რე­ობს. გა­სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბის გარ­და, ხე­ო­ბა მდი­და­რია ის­ტო­რი­უ­ლი კოშ­კე­ბით (რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი), ბუ­ნებ­რი­ვი მჟა­ვე წყლე­ბით. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­მარ­ტე­ბით, „ხადა“ მთი­ან ად­გილ­საც ნიშ­ნავს... ხე­ო­ბა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის მძი­მე პი­რო­ბე­ბია (უგ­ზო­ო­ბა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბა...), რის გა­მოც იქა­უ­რო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თით­ქმის დაც­ლი­ლია, თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ო­ბას უმ­კაც­რეს ზამ­თარ­შიც არ ტო­ვე­ბენ და ეს მა­შინ, როცა ხადა თოვლში პრაქ­ტი­კუ­ლად იძი­რე­ბა და ზვა­ვის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხეც სულ არ­სე­ბობს...

მაყ­ვა­ლა წიკ­ლა­უ­რი უკვე წლე­ბია, სო­ფელ წკე­რე­ში (ზღვის დო­ნი­დან 1880 მ) ზამ­თარ-ზა­ფხულს ატა­რებს, ზამ­თარ­ში კი მარ­ტო რჩე­ბა... ქალ­ბა­ტონ მაყ­ვა­ლას გა­სულ კვი­რას თბი­ლი­სი­დან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვეს­ტუმ­რეთ და ძა­ლი­ან გა­ვა­ხა­რეთ. მან გულ­წრფე­ლად გაგ­ვი­ზი­ა­რა სა­კუ­თა­რი გუ­ლის­წუ­ხი­ლი და გა­სა­ჭი­რი... ხე­ო­ბის სოფ­ლე­ბის დაც­ლის მი­ზე­ზად უმე­ტე­სად უგ­ზო­ო­ბა მი­აჩ­ნია.

რო­გორც გვი­თხრა, ხა­დას ხე­ო­ბა­ში გუ­და­მაყ­რი­დან ყო­ფი­ლა გა­მო­თხო­ვი­ლი, "აქ რომ მო­ვე­დი, სო­ფე­ლი ხალ­ხით იყო სავ­სე - 30 კომ­ლი ცხოვ­რობ­და... ისე მოხ­და, რომ ბოლო 10 წე­ლია, ზამ­თარ­ში აქ სულ მარ­ტოს მი­წევს ყოფ­ნა. ზა­ფხულ­ში კი ხალ­ხი ამო­დის (5-6 ოჯა­ხი)... ოქ­ტომ­ბერ­ში თოვ­ლი რომ მოვა და გზა ჩა­ი­კე­ტე­ბა, ზოგ­ჯერ გზა მა­ი­სამ­დე არ არის. თან, ეს ტე­რი­ტო­რია სულ საზ­ვა­ვეა"...

ამ ქალ­ბა­ტო­ნის­თვის, რო­გორც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა, თუმ­ცა ხე­ო­ბა­ში ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს... მაყ­ვა­ლა წიკ­ლა­უ­რი ისეთ ამ­ბებს იხ­სე­ნებს, როცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ავად გამ­ხდა­რან და ექიმ­თან მის­ვლა უგ­ზო­ო­ბის გამო ვერ მო­უ­ხერ­ხე­ბი­ათ.

აქე­დან ხალ­ხი იმი­ტო­მაც წა­ვი­და, რომ სკო­ლა არ იყო, ცუ­დად გახ­დე­ბო­და ვინ­მე და გზა არ იყო, ერთხელ ბიჭს ბრმა ნაწ­ლა­ვი გა­უს­კდა და გზა ვერ გა­ა­კე­თეს (ვერც სა­მარ­ხი­ლე), არა­და, ბავ­შვს ისე­თი ტკივ­ლი ჰქონ­და, რომ ბო­ლოს „ვერ­ტა­ლი­ო­ტით“ გა­და­აფ­რი­ნეს

სულ თა­ვი­დან კი ასე გაგ­ვეც­ნო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ზამ­თრის გა­ტა­რე­ბა უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში, ზვა­ვი­სა და მგლე­ბის პი­რის­პირ უწევს - „ორი სა­ხე­ლი მაქვს - მაყ­ვა­ლა პი­რა­დო­ბა­ში ვარ და ამ სო­ფელ­ში თა­მა­რას მე­ძა­ხი­ან, მაგ­რამ ახლა მგო­ნი, აღარც ერთი ვარ, თქვენ რაც გინ­დათ, ის და­მი­ძა­ხეთ... აქ ვინც მო­დის, ყვე­ლას ამას ვე­უბ­ნე­ბი - „სა­ზო­ვე­ში“ ვარ და მომ­ხე­დეთ-მეთ­ქი... ზამ­თარ­ში წკე­რე­ში ორი მო­ხუ­ცი ვრჩე­ბით, - ერთ ზამ­თარს არც წყა­ლი იყო, არც გაზი, არც შუქი, ჩემს მე­ზო­ბელს წა­სას­ვლე­ლი აქვს და წა­ვი­და, მე მარ­ტო დავ­რჩი და ვაი, იმ ყოფ­ნას, ღამე და­ძი­ნე­ბა მე­ში­ნო­და, ზვა­ვი არ წა­მო­ვი­დეს და არ მო­მი­ტა­ნოს-მეთ­ქი. მერე კი­დევ, ტუ­რე­ბი ისე ჩხა­ვი­ან, მკვდარს არა­ვინ და­ი­ტი­რებს ისე... გა­რეთ სულ ხელ-ფე­ხის კან­კა­ლით გა­მოვ­დი­ვარ... ცუ­დად რომ გავ­ხდე, ჩემი გა­დარ­ჩე­ნა ვინ­მეს გუ­ლი­თაც რომ უნ­დო­დეს, აქ ვერც ექი­მი მოვა და ვერც ვე­რა­ვინ... არ ვიცი, ასე ყოფ­ნას სა­დამ­დე შევ­ძლებ... ნუთუ ძნე­ლია, მთავ­რო­ბამ რომ რა­ღაც­ნა­ი­რად მომ­ხე­დოს, განა რა გა­უ­ჭირ­დათ ასე­თი?!. თბი­ლის­ში ბინა მქონ­და, იქ ვმუ­შა­ობ­დი კი­დეც, ჩემი ზარ­მა­ცო­ბა ვის გა­უ­გო­ნია, სულ გა­ზე­თებ­ში წერ­დნენ, რო­გო­რი ყო­ჩა­ღი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მერე გა­ჭირ­ვე­ბის გამო ის ოთა­ხი და­ვა­გი­რა­ვე და ბო­ლოს დავ­კარ­გე კი­დეც...

- რო­გორც მთის მო­სახ­ლე არა­ნა­ირ დახ­მა­რე­ბას არ იღებთ?

- ზამ­თარ­ში გაზი უფა­სოა, 700 კუბი უნდა დაწ­ვაო, ვერ ვწვავ­დი და გა­მო­მირ­თეს. ზა­ფხულ­ში კი­დევ და­ვა­ლი­ა­ნე­ბას ვერ ვიხ­დი. სა­პენ­სიო არ ვარ, ორი წელი მიკ­ლია. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მაქვს 30 ლარი - მე, ჩემი მე­უღ­ლე და ჩემი ბიჭი ვი­ღებთ... ჩემი რძა­ლი გუ­და­ურ­ში ინ­ტერ­ნატ­ში ცხოვ­რობს, იქ თუ არ იმუ­შა­ვებს, გა­მო­უშ­ვე­ბენ, შვი­ლიშ­ვი­ლი სკო­ლა­ში და­დის და იქი­დან დე­და­მი­სი თუ წა­მო­ვა, მა­შინ ბავ­შვიც აქ უნდა მო­ვი­დეს, სა­დაც, რო­გორც გი­თხა­რით, სკო­ლა არ არის, არც ექი­მი და გზა, რა უნდა გა­ა­კე­თოს?!

- „მი­ჭირს, მაგ­რამ შიმ­ში­ლით კი არ ვკვდე­ბიო“ - გვი­თხა­რით, აქ რას საქ­მი­ა­ნობთ?

- სხვის ძრო­ხებს ვი­ბა­რებთ, ხან გავ­თი­ბავთ რა­მეს, მოვ­ხვე­ტავთ... ჩემი მე­უღ­ლე, სას­მელ­მა და­ჩაგ­რა. ახლა კი აღარ სვამს, მაგ­რამ ბევ­რს ვე­რა­ფერს აკე­თებს, სას­მელ­მა თა­ვის კვა­ლი და­უ­ტო­ვა... ჩემი მო­ხუ­ცი მე­ზო­ბე­ლი ზამ­თარ­ში თოვ­ლი რომ მოვა, მთხოვს ხოლ­მე, - არა­ფე­რი და­მე­მარ­თოს, ხან­და­ხან გა­მომ­ხე­დეო. გა­ვალ, კარ­ზე გუნ­დას ვეს­ვრი, თუ ხმა გამ­ცა, - მოდი, რო­მე­ლი ხარო? - მი­ხა­რია. ისე, რო­მე­ლი უნდა ვიყო? სო­ფელ­ში მარ­ტო მეღა ვარ... ახლა კო­რო­ნაა და უცხო­ე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი აღარ არი­ან. ადრე აი, იმ მთი­დან თხი­ლა­მუ­რე­ბით ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. შო­რი­დან რომ მი­ყუ­რებ­დნენ, ალ­ბათ ზოგ­ჯერ დათ­ვიც კი ვე­გო­ნე, მარ­ტო რომ დავ­დი­ო­დი. ჩემ ენას რას გა­ი­გებ­დნენ, მაგ­რამ აქე­დან მა­ინც გავ­ძა­ხებ­დი - არა­ფე­რი ის­რო­ლოთ, ადა­მი­ა­ნი ვარ-მეთ­ქი... ისე, დათ­ვი ერთხელ კი ვნა­ხე ფერ­მა­ში, ძრო­ხას ვწვე­ლი­დი. ძრო­ხა გა­იქ­ცა და ჩემ წინ არ იდგა ნა­ბად­მო­ხუ­რუ­ლი კა­ცი­ვით?! მეც გა­ვი­ქე­ცი... მერე მწყემსმა მი­თხრა, - დათვმა თავ­ზე დად­გო­მა ეგრე იცის, ეტყო­ბა, ძრო­ხას ეპა­რე­ბო­და და ბედი შენი, რომ ძრო­ხა ვერ და­ი­ჭი­რა, თო­რემ შენც მი­გა­ყო­ლებ­დაო. მე რომ გა­ვი­ქე­ცი, ის ისევ იქ იდგა...

- აი, იმ მთა­ზე რა არის, სულ ზე­მოთ?

- სა­ლო­ცა­ვია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი, შე­გე­წი­ოთ მა­გის მად­ლი, ქა­ლე­ბის მის­ვლა ახ­ლოს არ შე­იძ­ლე­ბა. დღე­ო­ბა რომ არის, დე­კა­ნოზ­თან ერ­თად ადი­ან... ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში სულ დავ­დი­ო­დი... ქალი თუ ავა, ახ­ლოს არ უნდა მი­ვი­დეს, შო­რი­დან უნდა შე­ეხ­ვე­წოს, რაც უნდა... ადრე ის­ტო­რი­კო­სე­ბი იყ­ვნენ, აქა­ურ ციხე-ძეგ­ლებს იკ­ვლევ­დნენ, აი, ამ კოშ­კზეც რა­ღა­ცე­ებს მო­მიყ­ვნენ..

- ახლა ქვე­შე­თი-კო­ბის ახა­ლი გზის გაყ­ვა­ნას რომ აპი­რე­ბენ. ამა­ზე რას ფიქ­რობთ. მხარს უჭერთ?

- ვი­ღა­ცე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან მა­გას. მე მომ­წონს და მხარს ვუ­ჭერ. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ტრა­ი­ლე­რე­ბის ხმა­უ­რი გირ­ჩევ­ნია, თუ ამ ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზეო. ამ სი­ლა­მა­ზეს სი­ცო­ცხლე მირ­ჩევ­ნია და მგლე­ბის ყმუ­ილს ტრა­ი­ლე­რე­ბის ხმა-მეთ­ქი... მოკ­ლედ, ეგ გზა ზოგს უნდა, ზოგს - არა, - ადა­მი­ა­ნებს ხე­ლებ­ზე ერ­თნა­ი­რი თი­თე­ბი არ გვაქვს და აზრი რო­გორ იქ­ნე­ბა ერ­თნა­ი­რი?! არა­და, რაც მე ვიცი და ზამ­თარ­ში აქ რაც შიში, სი­ცი­ვე, გა­ჭირ­ვე­ბა გა­მო­მიც­დია, - ეგ ახა­ლი გზა ამ ყვე­ლა­ფერს ნამ­დვი­ლად ჯო­ბია და ვე­ლო­დე­ბი მა­გის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უცნობი
6

მეც მიყვარს მთები. რა სამწუხაროა რომ მთავრობა ყურადღებას არ აქცევს. ღმერთმა დალოცოს ეს ქალი. 

მარიამი
9

 ჩვენი წინაპრები ნეტავ, როგორ ცხოვრობდნენ ძველად?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"შიშით ვცხოვრობ, ცუდად რომ გავხდე, ჩემი გადარჩენა გულითაც რომ უნდოდეთ, აქ ვერავინ ამოვა" - ადამიანი, რომელიც ხადას ხეობაში ზამთარს ზვავისა და მგლების პირისპირ ატარებს

"შიშით ვცხოვრობ, ცუდად რომ გავხდე, ჩემი გადარჩენა გულითაც რომ უნდოდეთ, აქ ვერავინ ამოვა" - ადამიანი, რომელიც ხადას ხეობაში ზამთარს ზვავისა და მგლების პირისპირ ატარებს

ხადას ხეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეში, ულამაზესი და ისტორიულ ადგილია, რომელიც მთიულეთის არაგვის სათავეებთან მდებარეობს. გასაოცარი ბუნების გარდა, ხეობა მდიდარია ისტორიული კოშკებით (რამდენიმე ათეული), ბუნებრივი მჟავე წყლებით. ადგილობრივების განმარტებით, „ხადა“ მთიან ადგილსაც ნიშნავს... ხეობაში საცხოვრებლად თანამედროვე ადამიანისთვის მძიმე პირობებია (უგზოობა, ინფრასტრუქტურის არარსებობა...), რის გამოც იქაურობა მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხეობას უმკაცრეს ზამთარშიც არ ტოვებენ და ეს მაშინ, როცა ხადა თოვლში პრაქტიკულად იძირება და ზვავის რეალური საფრთხეც სულ არსებობს...

მაყვალა წიკლაური უკვე წლებია, სოფელ წკერეში (ზღვის დონიდან 1880 მ) ზამთარ-ზაფხულს ატარებს, ზამთარში კი მარტო რჩება... ქალბატონ მაყვალას გასულ კვირას თბილისიდან ჟურნალისტები ვესტუმრეთ და ძალიან გავახარეთ. მან გულწრფელად გაგვიზიარა საკუთარი გულისწუხილი და გასაჭირი... ხეობის სოფლების დაცლის მიზეზად უმეტესად უგზოობა მიაჩნია.

როგორც გვითხრა, ხადას ხეობაში გუდამაყრიდან ყოფილა გამოთხოვილი, "აქ რომ მოვედი, სოფელი ხალხით იყო სავსე - 30 კომლი ცხოვრობდა... ისე მოხდა, რომ ბოლო 10 წელია, ზამთარში აქ სულ მარტოს მიწევს ყოფნა. ზაფხულში კი ხალხი ამოდის (5-6 ოჯახი)... ოქტომბერში თოვლი რომ მოვა და გზა ჩაიკეტება, ზოგჯერ გზა მაისამდე არ არის. თან, ეს ტერიტორია სულ საზვავეა"...

ამ ქალბატონისთვის, როგორც 21-ე საუკუნეში ყველა ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების მიღება, თუმცა ხეობაში ამის საშუალება არ არსებობს... მაყვალა წიკლაური ისეთ ამბებს იხსენებს, როცა ადგილობრივები ავად გამხდარან და ექიმთან მისვლა უგზოობის გამო ვერ მოუხერხებიათ.

აქედან ხალხი იმიტომაც წავიდა, რომ სკოლა არ იყო, ცუდად გახდებოდა ვინმე და გზა არ იყო, ერთხელ ბიჭს ბრმა ნაწლავი გაუსკდა და გზა ვერ გააკეთეს (ვერც სამარხილე), არადა, ბავშვს ისეთი ტკივლი ჰქონდა, რომ ბოლოს „ვერტალიოტით“ გადააფრინეს

სულ თავიდან კი ასე გაგვეცნო ადამიანი, რომელსაც ზამთრის გატარება უმძიმეს პირობებში, ზვავისა და მგლების პირისპირ უწევს - „ორი სახელი მაქვს - მაყვალა პირადობაში ვარ და ამ სოფელში თამარას მეძახიან, მაგრამ ახლა მგონი, აღარც ერთი ვარ, თქვენ რაც გინდათ, ის დამიძახეთ... აქ ვინც მოდის, ყველას ამას ვეუბნები - „საზოვეში“ ვარ და მომხედეთ-მეთქი... ზამთარში წკერეში ორი მოხუცი ვრჩებით, - ერთ ზამთარს არც წყალი იყო, არც გაზი, არც შუქი, ჩემს მეზობელს წასასვლელი აქვს და წავიდა, მე მარტო დავრჩი და ვაი, იმ ყოფნას, ღამე დაძინება მეშინოდა, ზვავი არ წამოვიდეს და არ მომიტანოს-მეთქი. მერე კიდევ, ტურები ისე ჩხავიან, მკვდარს არავინ დაიტირებს ისე... გარეთ სულ ხელ-ფეხის კანკალით გამოვდივარ... ცუდად რომ გავხდე, ჩემი გადარჩენა ვინმეს გულითაც რომ უნდოდეს, აქ ვერც ექიმი მოვა და ვერც ვერავინ... არ ვიცი, ასე ყოფნას სადამდე შევძლებ... ნუთუ ძნელია, მთავრობამ რომ რაღაცნაირად მომხედოს, განა რა გაუჭირდათ ასეთი?!. თბილისში ბინა მქონდა, იქ ვმუშაობდი კიდეც, ჩემი ზარმაცობა ვის გაუგონია, სულ გაზეთებში წერდნენ, როგორი ყოჩაღი ვიყავი, მაგრამ მერე გაჭირვების გამო ის ოთახი დავაგირავე და ბოლოს დავკარგე კიდეც...

- როგორც მთის მოსახლე არანაირ დახმარებას არ იღებთ?

- ზამთარში გაზი უფასოა, 700 კუბი უნდა დაწვაო, ვერ ვწვავდი და გამომირთეს. ზაფხულში კიდევ დავალიანებას ვერ ვიხდი. საპენსიო არ ვარ, ორი წელი მიკლია. სოციალური დახმარება მაქვს 30 ლარი - მე, ჩემი მეუღლე და ჩემი ბიჭი ვიღებთ... ჩემი რძალი გუდაურში ინტერნატში ცხოვრობს, იქ თუ არ იმუშავებს, გამოუშვებენ, შვილიშვილი სკოლაში დადის და იქიდან დედამისი თუ წამოვა, მაშინ ბავშვიც აქ უნდა მოვიდეს, სადაც, როგორც გითხარით, სკოლა არ არის, არც ექიმი და გზა, რა უნდა გააკეთოს?!

- „მიჭირს, მაგრამ შიმშილით კი არ ვკვდებიო“ - გვითხარით, აქ რას საქმიანობთ?

- სხვის ძროხებს ვიბარებთ, ხან გავთიბავთ რამეს, მოვხვეტავთ... ჩემი მეუღლე, სასმელმა დაჩაგრა. ახლა კი აღარ სვამს, მაგრამ ბევრს ვერაფერს აკეთებს, სასმელმა თავის კვალი დაუტოვა... ჩემი მოხუცი მეზობელი ზამთარში თოვლი რომ მოვა, მთხოვს ხოლმე, - არაფერი დამემართოს, ხანდახან გამომხედეო. გავალ, კარზე გუნდას ვესვრი, თუ ხმა გამცა, - მოდი, რომელი ხარო? - მიხარია. ისე, რომელი უნდა ვიყო? სოფელში მარტო მეღა ვარ... ახლა კორონაა და უცხოელი დამსვენებლები აღარ არიან. ადრე აი, იმ მთიდან თხილამურებით ჩამოდიოდნენ. შორიდან რომ მიყურებდნენ, ალბათ ზოგჯერ დათვიც კი ვეგონე, მარტო რომ დავდიოდი. ჩემ ენას რას გაიგებდნენ, მაგრამ აქედან მაინც გავძახებდი - არაფერი ისროლოთ, ადამიანი ვარ-მეთქი... ისე, დათვი ერთხელ კი ვნახე ფერმაში, ძროხას ვწველიდი. ძროხა გაიქცა და ჩემ წინ არ იდგა ნაბადმოხურული კაცივით?! მეც გავიქეცი... მერე მწყემსმა მითხრა, - დათვმა თავზე დადგომა ეგრე იცის, ეტყობა, ძროხას ეპარებოდა და ბედი შენი, რომ ძროხა ვერ დაიჭირა, თორემ შენც მიგაყოლებდაო. მე რომ გავიქეცი, ის ისევ იქ იდგა...

- აი, იმ მთაზე რა არის, სულ ზემოთ?

- სალოცავია დაბრძანებული, შეგეწიოთ მაგის მადლი, ქალების მისვლა ახლოს არ შეიძლება. დღეობა რომ არის, დეკანოზთან ერთად ადიან... ჩემს ახალგაზრდობაში სულ დავდიოდი... ქალი თუ ავა, ახლოს არ უნდა მივიდეს, შორიდან უნდა შეეხვეწოს, რაც უნდა... ადრე ისტორიკოსები იყვნენ, აქაურ ციხე-ძეგლებს იკვლევდნენ, აი, ამ კოშკზეც რაღაცეებს მომიყვნენ..

- ახლა ქვეშეთი-კობის ახალი გზის გაყვანას რომ აპირებენ. ამაზე რას ფიქრობთ. მხარს უჭერთ?

- ვიღაცები ეწინააღმდეგებიან მაგას. მე მომწონს და მხარს ვუჭერ. მეუბნებოდნენ, - ტრაილერების ხმაური გირჩევნია, თუ ამ ბუნების სილამაზეო. ამ სილამაზეს სიცოცხლე მირჩევნია და მგლების ყმუილს ტრაილერების ხმა-მეთქი... მოკლედ, ეგ გზა ზოგს უნდა, ზოგს - არა, - ადამიანებს ხელებზე ერთნაირი თითები არ გვაქვს და აზრი როგორ იქნება ერთნაირი?! არადა, რაც მე ვიცი და ზამთარში აქ რაც შიში, სიცივე, გაჭირვება გამომიცდია, - ეგ ახალი გზა ამ ყველაფერს ნამდვილად ჯობია და ველოდები მაგის მშენებლობის დაწყებას.

ქუთაისი KIU MURAL FEST-ს მასპინძლობს

"ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში, რომელიც ევროპის ქვეყნებმა გამოიარეს" - როგორ ხსნიან ექიმები Covid 19-ით სიკვდილის შემთხვევების მატებას

უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა, გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს - რა ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა დღეიდან