მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაძვირდება თუ არა პური და რას გეგმავს მთავრობა სურსათის ფასებთან დაკავშირებით
გაძვირდება თუ არა პური და რას გეგმავს მთავრობა სურსათის ფასებთან დაკავშირებით

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პუ­რის ფა­სის ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არაა.

რო­გორც მი­ნის­ტრმა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში", ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო, სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბის ნა­წილ­ზე ფა­სე­ბის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ბლის საკ­მა­რი­სი მა­რა­გე­ბია.

„ამ მო­მენ­ტში ჩვენ სრუ­ლად ვა­კონ­ტო­ლებთ ფასს პურ­ზე. ესაა ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე კა­ტე­გო­რია და მო­სახ­ლე­ო­ბას სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მინ­და გან­ვუ­ცხა­დო, რომ არ ვე­ლო­დე­ბით ფა­სე­ბის ზრდას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიდი წნე­ხია.

ხორ­ბლის მა­რა­გე­ბი გვაქვს მაქ­სი­მა­ლუ­ლი, 100 ათას ტო­ა­ნა­ზე მე­ტია ინ­დუსტრი­უ­ლი მა­რა­გე­ბი წის­ქვი­ლებ­ში და ამას ემა­ტე­ბა ფერ­მე­რე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ ფქვი­ლის ფასი იყოს სტა­ბი­ლუ­რი და არ ჰქონ­დეთ მე­პუ­რე­ებს პუ­რის გაძ­ვი­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა. ვხვდე­ბით ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ზე­გაც გვექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა მე­პუ­რე­ებ­თან და მე­ორ­ბლე­ებ­თან“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

რაც შე­ე­ხე­ბა 9 სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტის ფა­სის სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის გავ­ლე­ნით ზრდის­გან და­ზღვე­ვის პროგ­რა­მას, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, პრო­ექ­ტის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 10 მი­ლი­ო­ნი სრუ­ლად არ და­ი­ხარ­ჯა და და­ზო­გი­ლი თან­ხა სხვა პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად მი­ი­მარ­თა.

„რა თქმა უნდა, შორს ვართ აზ­რის­გან, რომ ყვე­ლა ფასი პან­დე­მი­ამ­დე ნიშ­ნულ­ზე და­ვი­ჭი­რეთ. ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია და ამას მთე­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო რე­სურ­სი არ ეყო­ფო­და.

მთლი­ან შიდა პრო­დუქტთან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის ნა­წილ­ში პა­კე­ტი იყო უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ მა­ღა­ლი. ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰყავს. ამან შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ დარ­გე­ბი, სექ­ტო­რე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მთავ­რო­ბამ სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სის ზრდა კვლავ და­ა­ზღვი­ოს.

რო­გორც მი­ნის­ტრმა სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდის ტენ­დენ­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მიმ­დი­ნა­რე­ობს სი­ტუ­ა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი და კრი­ტი­კუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, მთავ­რო­ბას სა­ბაზ­რო პრო­ცე­სის და­ბა­ლან­სე­ბა მო­უხ­დეს.

„ვა­კე­თებთ ზუსტ შე­ფა­სე­ბას სი­ტუ­ა­ცი­ის, მო­ნი­ტო­რინგს ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, რომ სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რე­ა­გი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ. სა­ი­დან­ღაც ფული უნდა გა­მო­ი­ნა­ხოს, რე­სურ­სი ისევ გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლე­ბის მიერ აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი თან­ხე­ბის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ხარ­ჯვას გუ­ლის­ხმობს და მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ძა­ლი­ან დი­დია. თუ და­ვი­ნა­ხავთ კრი­ტი­კულ სა­ჭი­რო­ე­ბას, შე­საძ­ლოა, ისე­თი ინ­ტერ­ვენ­ცია მოგ­ვი­წი­ოს, რო­მე­ლიც ამ სა­ბაზ­რო პრო­ცე­სებს და­ა­ბა­ლან­სებს. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბის და სწორ დროს გა­დად­გმა. ვნა­ხოთ ლა­რის კურ­სიც რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა, ძა­ლი­ან დი­დია სა­გა­რეო ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კურ, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ ფაქ­ტო­რებ­საც. სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოგ­ვი­წევს მოქ­მე­დე­ბა. ვფიქ­რობ, სა­ხელ­მწი­ფო სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­ა­კე­თებს რე­ა­გი­რე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად. შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რა თქმა უნდა, მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

ცნო­ბის­თვის, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­ზა­ფხულ­ზე, პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პის დროს, 9 სა­სურ­სა­თო პრო­დუქტზე ფა­სე­ბის ზრდის და­ზღვე­ვის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 10 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­მო­ი­ყო. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის 2020 წლის 15 მარ­ტი­დან 15 მა­ი­სის ჩათ­ვლით, პრო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტის მიზ­ნით, უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში (აშშ დო­ლა­რი და ევრო) გა­წე­უ­ლი ხარ­ჯის სა­ვა­ლუ­ტო კურ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბას ისეთ პრო­დუქ­ტებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა: ბრინ­ჯი, მა­კა­რო­ნის ნა­წარ­მი, წი­წი­ბუ­რა, მზე­სუმ­ზი­რის ზეთი, შა­ქა­რი, ხორ­ბა­ლი, ხორ­ბლის ფქვი­ლი, რძის ფხვნი­ლი და ლო­ბიო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მთ
2

რას გადაეკიდეთ ამ პურს, სხვას არაფერს არ ჭამთ?

მაშა
0

არ გაძვირდება ფასი იგივე იქნება ოღონდ დაპატარავდება პური.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გაძვირდება თუ არა პური და რას გეგმავს მთავრობა სურსათის ფასებთან დაკავშირებით

გაძვირდება თუ არა პური და რას გეგმავს მთავრობა სურსათის ფასებთან დაკავშირებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არაა.

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში", ლარის გაუფასურების გამო, სასურსათო პროდუქტების ნაწილზე ფასების გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგებია.

„ამ მომენტში ჩვენ სრულად ვაკონტოლებთ ფასს პურზე. ესაა ყველაზე მგრძნობიარე კატეგორია და მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით მინდა განვუცხადო, რომ არ ველოდებით ფასების ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წნეხია.

ხორბლის მარაგები გვაქვს მაქსიმალული, 100 ათას ტოანაზე მეტია ინდუსტრიული მარაგები წისქვილებში და ამას ემატება ფერმერების ადგილობრივი წარმოება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ფქვილის ფასი იყოს სტაბილური და არ ჰქონდეთ მეპურეებს პურის გაძვირების წინაპირობა. ვხვდებით ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ზეგაც გვექნება შეხვედრა მეპურეებთან და მეორბლეებთან“, - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება 9 სასურსათო პროდუქტის ფასის სავალუტო კურსის გავლენით ზრდისგან დაზღვევის პროგრამას, მინისტრის განცხადებით, პროექტისთვის გამოყოფილი 10 მილიონი სრულად არ დაიხარჯა და დაზოგილი თანხა სხვა პროექტების დასაფინანსებლად მიიმართა.

„რა თქმა უნდა, შორს ვართ აზრისგან, რომ ყველა ფასი პანდემიამდე ნიშნულზე დავიჭირეთ. ეს შეუძლებელია და ამას მთელი საბიუჯეტო რესურსი არ ეყოფოდა.

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს აქვს სოციალური და ეკონომიკური დახმარების ნაწილში პაკეტი იყო უპრეცენდენტოდ მაღალი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს. ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ შევინარჩუნეთ დარგები, სექტორები“, - აღნიშნა მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მთავრობამ სასურსათო პროდუქტების ფასის ზრდა კვლავ დააზღვიოს.

როგორც მინისტრმა სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენციაზე საუბრისას განაცხადა, მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი და კრიტიკული საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, მთავრობას საბაზრო პროცესის დაბალანსება მოუხდეს.

„ვაკეთებთ ზუსტ შეფასებას სიტუაციის, მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში, რომ საჭიროებიდან გამომდინარე რეაგირება მოვახდინოთ. საიდანღაც ფული უნდა გამოინახოს, რესურსი ისევ გადასახადის გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხების ამ მიმართულებით დახარჯვას გულისხმობს და მთავრობის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. თუ დავინახავთ კრიტიკულ საჭიროებას, შესაძლოა, ისეთი ინტერვენცია მოგვიწიოს, რომელიც ამ საბაზრო პროცესებს დააბალანსებს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების და სწორ დროს გადადგმა. ვნახოთ ლარის კურსიც როგორ წარიმართება, ძალიან დიდია საგარეო ფაქტორი, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ფაქტორებსაც. სიტუაციიდან გამომდინარე მოგვიწევს მოქმედება. ვფიქრობ, სახელმწიფო სრული პასუხისმგებლობით გააკეთებს რეაგირებას მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. შესაძლებლობიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ეტაპის დროს, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამა ითვალისწინებდა იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები განახლდა

"ინდივიდუალურად წყვეტენ, ვის გაუკეთონ შეღავათი" - ბანკები სესხების დაფარვას მესამედ აღარ გადაავადებენ

700-მდე მსურველი 1 თვეში და 31 ჩამოსული ადამიანი - როგორ მიმდინარეობს პროექტი "იმუშავე საქართველოდან"