მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)
ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­თვის ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. გე­ნი­ა­ლუ­რი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი დას­თან ერ­თად, ღირ­სე­უ­ლად აგ­რძე­ლებს წი­ნაპ­რე­ბის გზას და ან­სამ­ბლი "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“ ისევ ისე­თი წარ­მა­ტე­ბით იპყრობს მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სცე­ნებს, რო­გორც ადრე.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ის არა­სო­დეს სა­უბ­რობს ღიად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც კი იშ­ვი­ა­თად აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნა­ლის­ტებს. თუმ­ცა ის დღემ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცია და ყვე­ლა­ზე ხში­რად მას­ზე ჭო­რა­ო­ბენ.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში სწავ­ლი­სას, რუს გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც მალე და­შორ­და და ამ ქალ­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია (დაშა) სუ­ხიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო­ნაა.

და­რია სუ­ხიშ­ვი­ლი

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ილი­კომ ან­სამ­ბლის ერთ-ერთ წევ­რზე, ულა­მა­ზეს გვან­ცა შერ­გე­ლაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. 2001 წლის აგ­ვის­ტო­ში, უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ან­საბ­ლი გას­ტროლ­ზე ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში იყო და 21 წლის გვან­ცა ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

იმ სა­ღა­მოს მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და: გვან­ცა, ილი­კო და მათი ორი მე­გო­ბა­რი კონ­ცერ­ტი­დან სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუნ­დნენ, მაგ­რამ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ თამ­ბა­ქო და­უმ­თავ­რდათ და სას­ტუმ­როს ვესტბი­ულ­ში ჩას­ვლა გა­და­წყვი­ტეს. ბარი და­კე­ტი­ლი დახ­ვდათ და უთხრეს, რომ იქვე, სულ რა­ღაც 300 მეტრში კაფე იყო, სა­დაც მათ თამ­ბა­ქოს შე­ძე­ნა შე­ეძ­ლოთ. რო­დე­საც ნა­ხე­ვა­რი გზა გავ­ლი­ლი ჰქონ­დათ, მათ თავს და­ესხნენ მძარ­ცვე­ლე­ბი. ისი­ნი სამ­ნი იყ­ვნენ. ერთი სი­ტყვაც არ უთ­ქვამთ, ერთ-ერ­თმა ია­რა­ღი ამო­ი­ღო და ოთხი­ვეს და­უ­მიზ­ნა.

მათ ჯი­ბე­ე­ბი ამო­იტ­რი­ა­ლეს და აჩ­ვე­ნეს, რომ არა­ვი­თა­რი ფული არ ჰქონ­დათ, მხო­ლოდ ერთ მე­გო­ბარს წა­არ­თვეს უბ­რა­ლო სან­თე­ბე­ლა. ერთ-ერ­თმა ბო­როტ­მოქ­მედ­მა გვან­ცას ხელი წა­ავ­ლო, რის შემ­დე­გაც, ილი­კომ მას ხელი მოხ­ვია და უკ­ნი­დან გა­და­ე­ფა­რა. ხოლო წი­ნი­დან გვან­ცას ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი გა­და­ფა­რა. მძარ­ცვე­ლებ­მა სამ­ჯერ გა­ის­რო­ლეს. მი­უ­ხე­და­ვად, იმი­სა, რომ გვან­ცა ორ ადა­მი­ანს შუა იყო მოქ­ცე­უ­ლი, ტყვი­ამ მი­ლი­მეტ­რებ­ში გა­ი­ა­რა და გვან­ცას მოხ­ვდა. მძარ­ცვე­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ. ქარ­თვე­ლებ­მა კი ტაქ­სი გა­ა­ჩე­რეს და უმალ­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს დაჭ­რი­ლი გო­გო­ნა, თუმ­ცა ის კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი და გვან­ცა შერ­გე­ლაშ­ვი­ლი

მას შემ­დეგ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა. მის ქა­ლიშ­ვილს და­რი­ას, კი ძი­რი­თა­დად ცნო­ბი­ლი მა­მი­და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ზრდი­და. გო­გო­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

"მა­მი­და­ჩე­მი. ნინო ჩემ­თვის რო­გორც დედა, ისეა. ის მივ­ლის, მან წა­მიყ­ვა­ნა ამე­რი­კა­ში, მი­მიყ­ვა­ნა სკო­ლა­ში. ნი­ნომ მას­წავ­ლა ინ­გლი­სუ­რი, და­მეხ­მა­რა ყვე­ლა­ფერ­ში. უდი­დე­სი ამა­გი აქვს ჩემ­ზე. სა­ნამ ნინო აქ არის ხოლ­მე, მის ქმარ­თან ერ­თად ვარ. საკ­მა­ოდ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ში ვერა. მა­გა­ლი­თად, საჭ­მლის გა­კე­თე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა ხოლ­მე. ხან­და­ხან თვი­თონ ვიმ­ზა­დებ სა­დილს, მა­გა­ლი­თად, შა­ბათ-კვი­რას. ბე­ბი­ა­ჩემ­მა, პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, კვერ­ცხის შეწ­ვა მას­წავ­ლა. და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს მარ­ტო ვა­კე­თებ – ჩაც­მა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა... ისე, ხან­და­ხან მჭირ­დე­ბა ხოლ­მე დახ­მა­რე­ბა, ხან მე­ზა­რე­ბა რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა და ვინ­მემ უნდა მი­თხრას."

და­რი­ამ თბი­ლი­სის 55-ე სკო­ლა­ში ოთხი წელი ის­წავ­ლა, შემ­დეგ კი მა­მი­დამ, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რებ­ლად და სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა.

და­რია მა­მის, ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. გო­გო­ნას წლე­ბის წინ სურ­და მო­ცეკ­ვა­ვე გამ­ხდა­რი­ყო. რო­გორც ჩანს, ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არ მიჰ­ყვე­ბა, თუმ­ცა, თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს, სულ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეა და ან­სამ­ბლთან ერ­თად გას­ტრო­ლებ­ზეც და­დის.

"სცე­ნის დიდი შიში მაქვს, როცა სცე­ნა­ზე დგა­ხარ, ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ. ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ბა­ლე­ტი, მაგ­რამ ვიცი, რომ მე ცალ­კე, რო­გორც და­რია სუ­ხიშ­ვი­ლი ვერ ვი­არ­სე­ბებ“, - გა­ნა­ცხა­და და­რი­ამ ზა­ფხულ­ში თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ გა­მო­ფე­ნა­ზე.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლის მე­ო­რე შვი­ლის, ლი­ზის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო. ლი­ზიც რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მა­მამ წლე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ის და­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე თვით უმ­ცრო­სია. არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გო­გო­ნას დე­და­ზე. ლიზი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მას­თან ხში­რად ჩა­მო­დის.

ლიზი მა­მას­თან ერ­თად
ლიზი სუ­ხიშ­ვი­ლი

"ილი­კოს ორი­ვე გოგო სა­ხე­ლით მი­მარ­თავს. მა­მას არ­ცერ­თი არ ეძა­ხის. ეს სტი­ლი ჩვენს ოჯახ­ში ყო­ველ­თვის იყო, მე და ილი­კოც დე­დას და მა­მას ყო­ველ­თვის სა­ხე­ლე­ბით მივ­მარ­თავ­დით, გო­გო­ე­ბი ძა­ლი­ან ჰგვა­ნან მა­მას, მაგ­რამ ლიზა უფრო, შავგრე­მა­ნია და ილი­კოს­ნა­ი­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს“, - ამ­ბობს ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბებო
1

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

სუხიშბილებს დიდება და კეთილდღეობა.ლამაზო შვილებო შერჩით მამიდას და გაუმრავლდით.

მარიამი
26

არ მომწონს სუხიშვილების ბოლო რეპერტუარები და ილიკოს ცეკვები! ძალიან იკლაკნება და ტექნიკა აკლია... ანსამბლი კი კარგ ქორწილის საცეკვაო ანსამბლად გადაიქცა! მხოლოდ პიარი, რეკლამა და ლამაზი ჩაცმულობა დარჩათ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილის პირადი ცხოვრებით საზოგადოება ყოველთვის ინტერესდებოდა. გენიალური მოცეკვავეების შთამომავალი დასთან ერთად, ღირსეულად აგრძელებს წინაპრების გზას და ანსამბლი "სუხიშვილები“ ისევ ისეთი წარმატებით იპყრობს მსოფლიოს საუკეთესო სცენებს, როგორც ადრე.

ილიკო სუხიშვილი საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. ის არასოდეს საუბრობს ღიად პირად ცხოვრებაზე, ხელოვნებაზეც კი იშვიათად აძლევს ინტერვიუს ჟურნალისტებს. თუმცა ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მამაკაცია და ყველაზე ხშირად მასზე ჭორაობენ.

ილიკო სუხიშვილი ორჯერ იყო დაოჯახებული. პირველად რუსეთში სწავლისას, რუს გოგონაზე, რომელსაც მალე დაშორდა და ამ ქალზე ქართულ მედიაში არაფერია ცნობილი. თუმცა პირველი ქალიშვილი დარია (დაშა) სუხიშვილი თბილისში პოპულარული გოგონაა.

დარია სუხიშვილი

მოგვიანებით, ილიკომ ანსამბლის ერთ-ერთ წევრზე, ულამაზეს გვანცა შერგელაშვილზე იქორწინა. 2001 წლის აგვისტოში, უბედურება დატრიალდა. ანსაბლი გასტროლზე ვენესუელაში იყო და 21 წლის გვანცა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

იმ საღამოს მოვლენები ასე განვითარდა: გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ თამბაქო დაუმთავრდათ და სასტუმროს ვესტბიულში ჩასვლა გადაწყვიტეს. ბარი დაკეტილი დახვდათ და უთხრეს, რომ იქვე, სულ რაღაც 300 მეტრში კაფე იყო, სადაც მათ თამბაქოს შეძენა შეეძლოთ. როდესაც ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ, მათ თავს დაესხნენ მძარცველები. ისინი სამნი იყვნენ. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და ოთხივეს დაუმიზნა.

მათ ჯიბეები ამოიტრიალეს და აჩვენეს, რომ არავითარი ფული არ ჰქონდათ, მხოლოდ ერთ მეგობარს წაართვეს უბრალო სანთებელა. ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა გვანცას ხელი წაავლო, რის შემდეგაც, ილიკომ მას ხელი მოხვია და უკნიდან გადაეფარა. ხოლო წინიდან გვანცას ერთ-ერთი მეგობარი გადაფარა. მძარცველებმა სამჯერ გაისროლეს. მიუხედავად, იმისა, რომ გვანცა ორ ადამიანს შუა იყო მოქცეული, ტყვიამ მილიმეტრებში გაიარა და გვანცას მოხვდა. მძარცველები წავიდნენ. ქართველებმა კი ტაქსი გააჩერეს და უმალვე საავადმყოფოში მიიყვანეს დაჭრილი გოგონა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ილიკო სუხიშვილი და გვანცა შერგელაშვილი

მას შემდეგ ილიკო სუხიშვილი აღარ დაქორწინებულა. მის ქალიშვილს დარიას, კი ძირითადად ცნობილი მამიდა ნინო სუხიშვილი ზრდიდა. გოგონა ინტერვიუში ამბობდა:

"მამიდაჩემი. ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე. სანამ ნინო აქ არის ხოლმე, მის ქმართან ერთად ვარ. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ ყველაფერში ვერა. მაგალითად, საჭმლის გაკეთებაში დახმარება მჭირდება ხოლმე. ხანდახან თვითონ ვიმზადებ სადილს, მაგალითად, შაბათ-კვირას. ბებიაჩემმა, პატარა რომ ვიყავი, კვერცხის შეწვა მასწავლა. დანარჩენს ყველაფერს მარტო ვაკეთებ – ჩაცმა, მეცადინეობა... ისე, ხანდახან მჭირდება ხოლმე დახმარება, ხან მეზარება რაღაცის გაკეთება და ვინმემ უნდა მითხრას."

დარიამ თბილისის 55-ე სკოლაში ოთხი წელი ისწავლა, შემდეგ კი მამიდამ, ნინო სუხიშვილმა საცხოვრებლად და სასწავლებლად ამერიკაში წაიყვანა.

დარია მამის, ილიკო სუხიშვილის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. გოგონას წლების წინ სურდა მოცეკვავე გამხდარიყო. როგორც ჩანს, ოჯახურ ტრადიციას ჯერჯერობით არ მიჰყვება, თუმცა, თბილისში ყოფნის დროს, სულ "სუხიშვილების“ რეპეტიციებზეა და ანსამბლთან ერთად გასტროლებზეც დადის.

"სცენის დიდი შიში მაქვს, როცა სცენაზე დგახარ, ძალიან ნერვიულობ. ყოველთვის მაინტერესებდა ბალეტი, მაგრამ ვიცი, რომ მე ცალკე, როგორც დარია სუხიშვილი ვერ ვიარსებებ“, - განაცხადა დარიამ ზაფხულში თბილისში, საკუთარ გამოფენაზე.

რამდენიმე წლის წინ საზოგადოებამ ილიკო სუხიშვილის მეორე შვილის, ლიზის შესახებ შეიტყო. ლიზიც რუსეთში დაიბადა, თუმცა მამამ წლების შემდეგ გაიგო მისი არსებობის შესახებ. ის დარიაზე რამდენიმე თვით უმცროსია. არაფერია ცნობილი გოგონას დედაზე. ლიზი საქართველოში მამასთან ხშირად ჩამოდის.

ლიზი მამასთან ერთად
ლიზი სუხიშვილი

"ილიკოს ორივე გოგო სახელით მიმართავს. მამას არცერთი არ ეძახის. ეს სტილი ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო, მე და ილიკოც დედას და მამას ყოველთვის სახელებით მივმართავდით, გოგოები ძალიან ჰგვანან მამას, მაგრამ ლიზა უფრო, შავგრემანია და ილიკოსნაირი აღნაგობა აქვს“, - ამბობს ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.