მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ" - აზერბაიჯანული მხარე 14 სამოქალაქო პირის დაჭრის შესახებ იტყობინება
"სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ" - აზერბაიჯანული მხარე 14 სამოქალაქო პირის დაჭრის შესახებ იტყობინება

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყა­რა­ბაღ­ში, სომ­ხუ­რი მხრი­დან გახ­სნი­ლი ცე­ცხლის შე­დე­გად, 14 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­იჭ­რა, რომ­ლე­ბიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რიგი სოფ­ლე­ბის და­ცხრილ­ვის შე­დე­გად, რომ­ლე­ბიც მთი­ან ყა­რა­ბაღს ესა­ზღვრე­ბი­ან, არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ად­გა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი და სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბე­ბი, ასე­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ამ დრო­ის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ატა­რე­ბენ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბას, მათ შო­რის, და­ნიშ­ნუ­ლია სა­თა­ნა­დო ექ­სპერ­ტი­ზე­ბი ჭრი­ლო­ბე­ბის ხა­რის­ხის, ასე­ვე ზა­რა­ლის და­სად­გე­ნად, რო­მე­ლიც მი­ად­გა სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას.

აზერ­ბა­ი­ჯან­მა ყა­რა­ბა­ღის და­პი­რის­პი­რე­ბის ხაზ­ზე მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ აგ­დე­რე­ში მდე­ბა­რე სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფებს ია­რა­ღის დაყ­რა შეს­თა­ვა­ზა. ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა.

„იმის­თვის, რომ სრუ­ლად არ გა­ნად­გურ­დეს სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბი, რო­მე­ლიც და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ აგ­დე­რე­ში მდე­ბა­რე­ობს, საბ­რძო­ლო და­ნა­კარ­გის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბამ შეს­თა­ვა­ზა სომ­ხე­თის სარ­დლო­ბას არ გა­უ­წი­ონ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, და­ყა­რონ ია­რა­ღი და ჩა­ბარ­დნენ.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის სარ­დლო­ბამ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო ტყვე­ებს მო­ექ­ცე­ვი­ან ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სხვა ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

თუკი იქ­ნე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, ჩვენ გა­ვა­ნე­იტ­რა­ლებთ თი­თო­ე­ულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ადა­მი­ანს“, - გა­ნა­ცხა­დეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბა წარ­მო­ად­გენს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ამო­ცა­ნას და ბაქო არ და­თან­ხმდე­ბა მის სა­ნა­ხევ­როდ გა­და­წყვე­ტას. ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ალი­ევ­მა აღ­ნიშ­ნა, ისი­ნი არ და­უშ­ვე­ბენ „სომ­ხურ სა­ხელ­მწი­ფოს“ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­წა­ზე.

„ბევ­რჯერ მით­ქვამს და დღე­საც ვი­ტყვი, რომ უნდა გა­დავ­ჭრათ ეს სა­კი­თხი ისე, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხი იყოს კმა­ყო­ფი­ლი. ჩვენ უნდა აღ­ვად­გი­ნოთ ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. ჩვენ ეს უნდა გა­ვა­კე­თოთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის. მე არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ჩვენ არ გვინ­და ამ სა­კი­თხის, ამ კონ­ფლიქ­ტის არას­რუ­ლი გა­დაჭ­რა. ჩვენ სა­კუ­თარ მი­წა­ზე ვართ. სხვა ქვეყ­ნე­ბის მი­წე­ბი არ გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ მი­წას არა­ვის მივ­ცემთ. არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ არა­სო­დეს და­ვუშ­ვებთ მე­ო­რე, ასე ვთქვათ, „სომ­ხურ სა­ხელ­მწი­ფოს“ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­წა­ზე. ჩვენ ამას არა­სო­დეს და­ვუშ­ვებთ და დღე­ვან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ამას კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს“ - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vova
4

სხვა ქვეყნის მიწები თუ არ გჭირდება დააბრუნე საინგილო და დავით გარეჯას ნუ ეპოტინები მარა მწარედ განანებენ სომხები ხვალ თუ ზეგ დღევანდელმა კვეცხმა კბილი არ მოგკვეთოს.

goga
1

ეს ომი ალიევს აწყობს მაგრამ რუსები რას დათმობენ ესაა საქმე არაფრით დაშვებენ ყარაბაღში თურქულ ინტერესს ამავე დროს აზერბაჯანის ჯარები ალყაში არ მოაქციონ ესაა საშიში ძალიან საჭვოდ დატმეს დრეს სომხება რამდენიმე რაიონი ესაა ზუსტად ის რაც რუსების ხელწერაა ჯერ არ ერევიან და მერე უკვე შესულ ჯარს ჰაერიდან გაანადგურებენ აქოდა სომხეთმა დახმარება ითხოვაო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ" - აზერბაიჯანული მხარე 14 სამოქალაქო პირის დაჭრის შესახებ იტყობინება

"სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ" - აზერბაიჯანული მხარე 14 სამოქალაქო პირის დაჭრის შესახებ იტყობინება

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ყარაბაღში, სომხური მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, 14 სამოქალაქო პირი დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოებში არიან მოთავსებული.

უწყების ინფორმაციით, რიგი სოფლების დაცხრილვის შედეგად, რომლებიც მთიან ყარაბაღს ესაზღვრებიან, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები სამოქალაქო პირები, სერიოზული ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლებს, განადგურებულია შინაური ცხოველები და სამეურნეო ნაგებობები, ასევე სატრანსპორტო საშუალებები.

ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ამ დროისთვის, პროკურატურის თანამშრომლები ატარებენ საბრძოლო მოქმედებებში ყველა შესაძლო საგამოძიებო ღონისძიებას, მათ შორის, დანიშნულია სათანადო ექსპერტიზები ჭრილობების ხარისხის, ასევე ზარალის დასადგენად, რომელიც მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

აზერბაიჯანმა ყარაბაღის დაპირისპირების ხაზზე მდებარე დასახლებულ პუნქტ აგდერეში მდებარე სომხეთის სამხედრო დანაყოფებს იარაღის დაყრა შესთავაზა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„იმისთვის, რომ სრულად არ განადგურდეს სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები, რომელიც დასახლებულ პუნქტ აგდერეში მდებარეობს, საბრძოლო დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანის სამხედრო სარდლობამ შესთავაზა სომხეთის სარდლობას არ გაუწიონ წინააღმდეგობა ამ მიმართულებით, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ.

აზერბაიჯანის არმიის სარდლობამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო და სამოქალაქო ტყვეებს მოექცევიან ჟენევის კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების შესაბამისად.

თუკი იქნება წინააღმდეგობა, ჩვენ გავანეიტრალებთ თითოეულ შეიარაღებულ ადამიანს“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება წარმოადგენს აზერბაიჯანის ამოცანას და ბაქო არ დათანხმდება მის სანახევროდ გადაწყვეტას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, ისინი არ დაუშვებენ „სომხურ სახელმწიფოს“ აზერბაიჯანის მიწაზე.

„ბევრჯერ მითქვამს და დღესაც ვიტყვი, რომ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი ისე, რომ აზერბაიჯანელი ხალხი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ გვინდა ამ საკითხის, ამ კონფლიქტის არასრული გადაჭრა. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ. არაერთხელ მითქვამს, რომ არასოდეს დავუშვებთ მეორე, ასე ვთქვათ, „სომხურ სახელმწიფოს“ აზერბაიჯანის მიწაზე. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ და დღევანდელი მოვლენები ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს“ - განაცხადა ალიევმა.

"ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი" - ნატო-ს გენერალური მდივანი ყარაბაღის კონფლიქტზე

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ფრონტის ხაზის გარღვევას უშედეგოდ ცდილობს, აზერბაიჯანი კი ყარაბაღიდან სომხების განდევნაზე იუწყება - ვითარება კონფლიქტის ზონაში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "ლიდერი" მძიმედ დაჭრილია - ბოლო ცნობები საომარი ზონიდან