მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვალების 7 შემთხვევა ბოლო 7 დღეში - ამირან გამყრელიძის მიმართვა ჟურნალისტებს და ბოლო ცნობები აჭარიდან
გარდაცვალების 7 შემთხვევა ბოლო 7 დღეში - ამირან გამყრელიძის მიმართვა ჟურნალისტებს და ბოლო ცნობები აჭარიდან

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 7 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

„სამ­წუ­ხა­როდ, 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის 7 შემ­თხვე­ვა გვაქვს, 2 მძი­მე ავად­მყო­ფი იყო ჩვე­ნი არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი. და­ნარ­ჩე­ნი ასე­ვე მძი­მე, კრი­ტი­კუ­ლი ავად­მყო­ფე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ხე­ლოვ­ნურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. თუ არ ვცდე­ბი 3 შემ­თხვე­ვა უკავ­შირ­დე­ბა აჭა­რას. ბოლო შემ­თხვე­ვა ქუ­თა­ის­ში მოხ­და, მაგ­რამ გად­მოყ­ვა­ნი­ლი იყო ბა­თუ­მი­დან. თი­თო­ე­უ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ტრა­გე­დი­აა, მაგ­რამ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ერ­თო ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან 0,57% გვაქვს, რაც ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი და­ბა­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აჭა­რა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი ოდ­ნავ შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ აჭა­რა­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე იმოქ­მე­დებს.

„აჭა­რა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ზრდა 9-10 სექ­ტემ­ბერს იყო, რო­დე­საც 150-160 პრო­ცენ­ტი ყო­ველ­დღი­უ­რი ზრდა გვქონ­და. დღეს ეს ტენ­დენ­ცია ოდ­ნავ შემ­ცი­რე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 110-111% ყო­ველ­დღი­უ­რი ზრდა არის. სრუ­ლად ვერ და­გამ­შვი­დებთ, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ზრდის ტემ­პი ოდ­ნავ შემ­ცი­რე­ბუ­ლია, ამის ტენ­დენ­ცია გა­მოჩ­ნდა. კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ, რომ და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვით­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა უნდა იმოქ­მე­დოს, თან­და­თან აჭა­რა­ში ეპიდ­ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცია უნდა გა­კეთ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რის რე­გი­ონ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის 65-70% მო­დის. რო­გორც იგი გან­მარ­ტავს, აჭა­რის რე­გი­ონ­ში ფიქ­სირ­დე­ბა შემ­თხვევ­ბი, რო­დე­საც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის წყა­რო უც­ნო­ბია.

„ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე დიდი გავ­რცლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აჭა­რა­ში გვაქვს. ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რის რე­გი­ონ­ზე ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 65-70% მო­დის. აჭა­რა­ში გვაქვს ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბა. გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, სა­დაც პირ­ვე­ლად წყა­რო­ზე ვერ გავ­დი­ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრეძ­ლი­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, კი­თხვა­ზე, ინარ­ჩუ­ნებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო „მწვა­ნე ზო­ნის“ სტა­ტუ­სის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის რი­გებს, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ აღარ მოხ­დეს მე­დი­ის მხრი­დან მწვა­ნე და წი­თე­ლი ზო­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კას იწ­ვევს.

„ძა­ლი­ან გთხოვთ, ამ „მწვა­ნე“ და „წი­თე­ლი“ ზო­ნე­ბით ნუ მა­ნი­პუ­ლი­რებთ, ეს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გარ­კვე­ულ პა­ნი­კას იწ­ვევს. სა­ქარ­თვე­ლოს აბ­სო­ლუ­ტუ­რი რი­ცხვი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის, ერთ-ერთი და­ბა­ლი აქვს ევ­რო­პა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ეპი­დე­მი­ო­ლო­ი­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გამო, აჭა­რა­ში 22:00 სა­ა­თი­დან რეს­ტორ­ნე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა კი უკვე მთლი­ა­ნად შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

00:00 / 00:00
ბატონო ამირან
1

და მიუხედავად ამისა სკოლებში სწავლა მაინც იწყება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გარდაცვალების 7 შემთხვევა ბოლო 7 დღეში - ამირან გამყრელიძის მიმართვა ჟურნალისტებს და ბოლო ცნობები აჭარიდან

გარდაცვალების 7 შემთხვევა ბოლო 7 დღეში - ამირან გამყრელიძის მიმართვა ჟურნალისტებს და ბოლო ცნობები აჭარიდან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, 1 კვირის განმავლობაში გარდაცვალების 7 შემთხვევა გვაქვს, 2 მძიმე ავადმყოფი იყო ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი. დანარჩენი ასევე მძიმე, კრიტიკული ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდნენ. თუ არ ვცდები 3 შემთხვევა უკავშირდება აჭარას. ბოლო შემთხვევა ქუთაისში მოხდა, მაგრამ გადმოყვანილი იყო ბათუმიდან. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილების პროცენტული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთან 0,57% გვაქვს, რაც ევროპაში ერთ-ერთი დაბალია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების პროცენტული მაჩვენებლი ოდნავ შემცირებულია.

ამირან გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ აჭარაში დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარების სტაბილიზაციაზე იმოქმედებს.

„აჭარაში სერიოზული ზრდა 9-10 სექტემბერს იყო, როდესაც 150-160 პროცენტი ყოველდღიური ზრდა გვქონდა. დღეს ეს ტენდენცია ოდნავ შემცირებულია, დაახლოებით 110-111% ყოველდღიური ზრდა არის. სრულად ვერ დაგამშვიდებთ, მაგრამ ეს მხოლოდ მიანიშნებს, რომ ზრდის ტემპი ოდნავ შემცირებულია, ამის ტენდენცია გამოჩნდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დაწესებულმა შეზღუდვითმა ღონისძიებებმა უნდა იმოქმედოს, თანდათან აჭარაში ეპიდვითარების სტაბილიზაცია უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონზე კორონავირუსით ინფიცირებულების 65-70% მოდის. როგორც იგი განმარტავს, აჭარის რეგიონში ფიქსირდება შემთხვევბი, როდესაც ინფიცირებულის წყარო უცნობია.

„ამჟამად ყველაზე დიდი გავრცლების მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონზე ახალი შემთხვევების დაახლოებით 65-70% მოდის. აჭარაში გვაქვს ძირითადად გავრცელება. გვაქვს შემთხვევები, სადაც პირველად წყაროზე ვერ გავდივართ“, - განაცხადა ამირან გამყრეძლიძემ.

ჟურნალისტების, კითხვაზე, ინარჩუნებს თუ არა საქართველო „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნების რიგებს, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აღარ მოხდეს მედიის მხრიდან მწვანე და წითელი ზონებით მანიპულირება, რადგან მოსახლეობაში პანიკას იწვევს.

„ძალიან გთხოვთ, ამ „მწვანე“ და „წითელი“ ზონებით ნუ მანიპულირებთ, ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. საქართველოს აბსოლუტური რიცხვი ინფიცირებულების, ერთ-ერთი დაბალი აქვს ევროპაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ეპიდემიოლოიგიური ვითარების გამო, აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი უკვე მთლიანად შეჩერებულია.

193 აჭარაში, თბილისში კი 43 - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"დაგვიბრუნეთ მუსიკოსები რესტორნებში", "გახსენით სამორინეები", "გახსენით სკოლები" - ბათუმში აქცია იმართება