საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ჯანმრთელობა მიუარესდება, ნოდო ესიზმრება ჩემს მეგობრებს და ეუბნება, დედა კარგად იქნებაო" - როგორ შეიცვალა დოდო გუგეშაშვილის ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ?
"როცა ჯანმრთელობა მიუარესდება, ნოდო ესიზმრება ჩემს მეგობრებს და ეუბნება, დედა კარგად იქნებაო" - როგორ შეიცვალა დოდო გუგეშაშვილის ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ?

აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნის, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კის დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­დან წე­ლი­წა­დი და ცხრა თვე გა­ვი­და. 2019 წლის 7 თე­ბერ­ვალს გუ­გე­შაშ­ვი­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი შე­იჭ­რა, რო­მელ­მაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სი­ცოხ­ლეს გა­მო­ა­სალ­მა დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი ვაჟი, ხოლო თა­ვად დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა.

შემ­თხვე­ვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წელ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 45 წლის ზაზა მურ­ჯიკ­ნე­ლი და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბულს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი და სა­სამ­რთლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ნა 5 ოქ­ტომ­ბერს მო­უ­წევს.

რო­გორ ცხოვ­რობს ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მებ­რძო­ლი ქალი და რა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი იკ­ვე­თე­ბა სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის საქ­მე­ში - აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE დოდო გუ­გე­შაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- პირ­ველ რიგ­ში, რო­გორ ხართ? რო­გო­რია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ახლა არა მი­შავს. ძა­ლი­ან მძი­მე ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­მი­კეთ­და იმ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ვცდი­ლობ რო­გორც შე­მიძ­ლია... არ მინ­და ჩემს შვილს იმე­დე­ბი გა­ვუც­რუო და დავ­ჩა­ჩა­ნაკ­დე. ბო­ლოს, თე­ბერ­ვალ­ში გა­ვი­კე­თე მძი­მე ოპე­რა­ცია და საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ვი­წე­ქი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სა­ოც­რად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბი გვყავს.

- რო­გორ ცხოვ­რობთ ახლა, რო­გო­რია თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

- ვცდი­ლობ, მხო­ლოდ ჩემს ტრა­გე­დი­ა­ში არ ვიყო ჩაფ­ლუ­ლი და არა­ვის მო­ვახ­ვიო თავს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ახლა ვარ სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია "და­ი­ცა­ვი შენი წილი სამ­შობ­ლოს" თავ­მჯდო­მა­რე. ჩვენ ვცდილ­ლობთ, და­ვეხ­მა­როთ ვე­ტე­რა­ნებს, გა­ვუ­წი­ოთ მათ სა­ჭი­რო კონ­სულ­ტა­ცია და რი­თაც შეგ­ვიძ­ლია, გვერ­დით და­ვუდ­გეთ. ერ­თდა­ერ­თი რა­საც სა­ხელ­მწი­ფო ვე­ტა­რე­ნე­ბის­თვის იმე­ტებს, არის მი­ზე­რუ­ლი 22 ლარი. ამ თან­ხით ვე­ტე­რან­მა თა­ვიც უნდა ირ­ჩი­ნოს, კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბიც გა­და­ი­ხა­დოს და ა.შ. თუ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს მა­თხოვ­რუ­ლი თან­ხა შეჰ­კად­რა ომის ვე­ტე­რა­ნებს, მოქ­მედ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამა­ში უხერ­ხუ­ლო­ბა ვერ და­ი­ნა­ხა და არა­ფე­რი მო­უ­მოქ­მე­დე­ბია. მხო­ლოდ ახლა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­ახ­სენ­დათ პარ­ლა­მენ­ტში, რომ თურ­მე ეს 22 ლარი ძა­ლი­ან ცო­ტაა და უნდა გა­ი­ზარ­დოს. მხო­ლოდ ახლა და­ი­წყეს ამა­ზე სა­უ­ბა­რი, არ­ჩევ­ნე­ბი რომ მო­ახ­ლოვ­და.

- რა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი იკ­ვე­თე­ბა თქვე­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში? ხომ არ გა­სუ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა დამ­კვე­თის კვალ­ზე?

- რო­გორც გი­თხა­რით, თე­ბერ­ვალ­ში მძი­მე ოპე­რა­ცია ჩა­მი­ტარ­და, დიდ­ხანს ვი­წე­ქი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ახლა შე­ზღუ­დუ­ლია ჩემი მოძ­რა­ო­ბაც და კი­დევ ბევ­რი რამ. ამი­ტომ ვერ შევ­ძე­ლი გავ­ცნო­ბო­დი საქ­მის მა­სა­ლებს. თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბას ვენ­დო­ბი. ბევ­რს არ სჯე­რო­და, რომ ეს საქ­მე გა­იხ­სნე­ბო­და. მკვდარ საქ­მედ მი­აჩ­ნდათ, მე არა­სო­დეს შემ­პარ­ვია ეჭვი, რომ დამ­ნა­შა­ვეს და­ი­ჭერ­დნენ, თუმ­ცა ასე მა­ლეც არ ვე­ლო­დი. მაგ­რამ ახლა მთა­ვა­რია დამ­კვეთ­ზე გა­ვიდ­ნენ და და­სა­ჯონ. ამ სა­კი­თხსაც ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებ, მჯე­რა ამა­საც შეძ­ლე­ბენ.

- რო­გორც ჩანს, კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა იყო...

- ბო­ლომ­დე კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ალ­ბათ არ იყო, რად­გან ახლა ცო­ცხა­ლი ვარ. მკვლელს ორი­ვე ვჭირ­დე­ბო­დით - მეც და ჩემი შვი­ლიც. თუმ­ცა დიდი ხნით ადრე რომ იყო და­გეგ­მი­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ფაქ­ტია. მკვლე­ლი ცდი­ლობ­და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­მო­სუ­ლი­ყო ჩემ­თან. რამ­დენ­ჯერ­მე იყო ჩემს სახ­ლში მო­სუ­ლი. ჩემი შვი­ლი მკვლე­ლო­ბამ­დე ორ­ჯერ ნახა და სთხო­ვა ჩემ­თვის გად­მო­ე­ცა, რომ ჩემ­თან შეხ­ვედ­რა სურ­და, გარ­კვე­ულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. მე მას პი­რა­დად არ შევ­ხვედ­რი­ვარ და გავ­სა­უბ­რე­ბი­ვარ. ერთხელ სახ­ლი­დან გა­მო­ვე­დი, ქვე­მოთ მან­ქა­ნა მე­ლო­დე­ბო­და. ბი­ნას­თან დამ­ხვდა და გა­მო­მე­ლაპ­რა­კა. ვუ­თხა­რი, მეჩ­ქა­რე­ბა, ქვე­მოთ მე­ლო­დე­ბი­ან-მეთ­ქი.

ლიფ­ტში შე­მომ­ყვა და სელ­ფის გა­და­ღე­ბა მთხო­ვა. მე უარი ვუ­თხა­რი. აშ­კა­რად უნ­დო­და, ეს ფოტო ვი­ღა­ცის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნა, მაგ­რამ მა­შინ ვე­რა­ფერს მივ­ხვდი. ამ ამ­ბი­დან არც თუ ისე დიდი ხნის შე­მე­დეგ, 7 თე­ბერ­ვალს, გამ­თე­ნი­სას მო­ვი­და ჩემ­თან. ხა­ლა­თით ვი­ყა­ვი. გა­მიკ­ვირ­და ასე ადრე მისი მოს­ვლა. მოს­ვლი­დან ორ წუთ­ში კი შუქი ჩაქ­რა. მან შე­მოს­ვლამ­დე იცო­და, რომ შუქი იყო ჩამ­ქრა­ლი. მუქი ქურ­თუ­კი ეცვა, "კა­პი­უ­შო­ნი" ჰქონ­და გად­მო­ფა­რე­ბუ­ლი თავ­ზე, "კეპი" ეფა­რა. ეკე­თა სათ­ვა­ლე­ე­ბი. ვიყ­ვი­რე, სახ­ლში მკვლე­ლია-მეთ­ქი. ჩემს ყვი­რილ­ზე და ია­რა­ღის ხმა­ზე ნო­დოს გა­ეღ­ვი­ძა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩემს საშ­ვე­ლად გა­მო­ვარ­და. მეს­რო­ლა პირ­და­პირ გულ­ში. ტყვია გუ­ლის აორ­ტას მი­ლი­მეტრნა­ხევ­რით ას­ცდა.

თვა­ლებ­ში რომ და­მიბ­ნელ­და, რამ­დე­ნი­მე წამ­ში ისევ მო­მი­ვი­და თვალ­ში სი­ნათ­ლე და და­ვი­ნა­ხე, რომ მკვლელს ჩემი შვი­ლი ეწ­ვი­ნა სამ­ზა­რე­უ­ლოს ია­ტაკ­ზე, ჩემ­თან ახ­ლოს და ია­რაღს თავ­ში უმიზ­ნებ­და. დაჭ­რი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც შევ­ძე­ლი და მკვლე­ლი სკა­მით მო­ვა­შო­რე ჩემს ბიჭს. შემ­დეგ გა­რეთ გა­მოვ­ვარ­დი, რომ უკან გა­მომ­ყო­ლო­და. თუ მას მხო­ლოდ ჩემი მოკ­ვლა უნ­დო­და, ყვე­ლა ლო­გი­კით უნდა გა­მომ­ყო­ლო­და…მაგ­რამ ორი­ვე ვჭირ­დე­ბო­დით... რამ­დე­ნი­მე სარ­თუ­ლი ჩა­ვირ­ბი­ნე და, რომ მივ­ხვდი, არ გა­მომ­ყვა, ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე ზე­მოთ არ­ბე­ნა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი სის­ხლი დავ­კარ­გე და და­ძა­ბუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. კი­ბე­ებ­ზე მო­დი­ო­და. მე­ზობ­ლებს ვუ­თხა­რი, ეს არის მკვლე­ლი-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩა­ირ­ბი­ნა.

- ეს ადა­მი­ა­ნი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ქი­ლე­რი იყო? ვინ არის, რა ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ეთ მას­ზე?

- მხო­ლოდ ის ვიცი, რაც მე­დი­ით გავ­რცელ­და. მეტი არა­ფე­რი. თა­ვად კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. ამ­ბობს, რომ თვი­თონ არ ჩა­უ­დე­ნია და ყვე­ლა მოწ­მე არას­წორ ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. ის იყო ქი­ლე­რად და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მკვლე­ლი. მას რა­ღაც სკო­ლე­ბიც ექ­ნე­ბო­და გავ­ლი­ლი, ან სპეც­რაზ­მის ან სამ­ხედ­როს ან რა­ი­მე მსგავ­სი, მაგ­რამ ია­რა­ღი არ უვარ­გო­და.

მე ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, რო­დე­საც მან ჩემს შვილს და­უ­მიზ­ნა, არ გა­ვარ­და და ამი­ტომ თავ­ში მი­ა­ყე­ნა ია­რა­ღის ტა­რით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. თუმ­ცა, სა­დაც და რო­გორც იყო ნას­რო­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მკვლე­ლის ხელ­წე­რა იკი­თხე­ბო­და. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია ამ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ მე არ მო­მი­ძი­ე­ბია. ვიცი, მხო­ლოდ ის რომ მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და, სას­ჯე­ლიც აქვს მოხ­დი­ლი. სხვა და­ნარ­ჩე­ნი ვინ არის და რას წარ­მო­ად­გენს, არ ვიცი და არც და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ.

- რაც შე­ე­ხე­ბა დამ­კვეთს, ლო­გი­კით ან ინ­ტუ­ი­ცი­ით სა­ვა­რა­უ­დო ვერ­სი­ამ­დე არ მი­სულ­ხართ? ვის შე­იძ­ლე­ბო­და სდო­მე­ბო­და თქვე­ნი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა?

- ამა­ზე ფიქ­რის მეტს რას ვა­კე­თებ, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს ვის და რა­ტომ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ეს. ამ კუ­თხით ცალ­კე საქ­მეა აღ­ძრუ­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. ფაქ­ტია, რომ დამ­კვე­თი არ­სე­ბობს და ის არამ­ხო­ლოდ მე მიქ­მნის საფრ­თხეს, არა­მედ - მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რო­დე­საც ასე­თი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბო­ბენ, ამ დროს ბევ­რი ადა­მი­ა­ნია საფრ­თხის ქვეშ. ბევ­რი რამე ით­ქვა დამ­კვე­თის შე­სა­ხებ, ბევ­რი ჭო­რიც მო­ვის­მი­ნე მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვებ­ზე, თუმ­ცა ავ­ყია და ცვე­დან ადა­მი­ა­ნებს ვერ აუკ­რძა­ლავ ჭო­რე­ბის მო­ფიქ­რე­ბას.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ჭორი მოგ­ხვდათ გულ­ზე?

- ჭო­რე­ბი ჩემი სი­სას­ტი­კის შე­სა­ხებ. სოფ­ლის გა­დაწ­ვით და­წყე­ბუ­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ეს, რა თქმა უნდა, შე­თხზუ­ლი ჭო­რე­ბია. მე ტყვეს­თვი­საც კი არა­სო­დეს გა­და­მი­ხე­დავს ზე­მო­დან. მისი ღირ­სე­ბა არ შე­მი­ლა­ხავს არა­სო­დეს, რად­გან რო­დე­საც უია­რა­ღოს ამ­ცი­რებ, თა­ვად ხარ უღირ­სი. რაც შე­ე­ხე­ბა ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ვე­რა­ვინ იტყვის, ვინ­მეს ან­გა­რი­ში პი­რა­დად გა­ვუს­წო­რე ან ვინ­მე ჩემი მი­ზე­ზით და­ვა­ზა­რა­ლე.

- თქვე­ნი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რე­ლი­გი­ის მი­მართ შე­იც­ვა­ლა?

- ვერ ვი­ტყვი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძვრე­ბი მოხ­და. მო­ძღვა­რი სულ მყავ­და, ვი­ყა­ვი აღმსა­რე­ბე­ლი და მა­ზი­ა­რე­ბე­ლი მა­ნამ­დეც, ვიდ­რე ეს ტრა­გე­დია შე­მემ­თხვე­ო­და. მე და ჩემს შვილს ერთი და იგი­ვე მო­ძღვა­რი გვა­ყავ­და, მაგ­რამ მე მა­ინც ვერ ვი­ცავ იმ წე­სებს, რაც უნდა და­იც­ვას ჭეშ­მა­რიტ­მა მორ­წმუ­ნემ. ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლმა უნდა შეძ­ლოს, რომ უფალს ემ­სა­ხუ­როს, მე სამ­წუ­ხა­როდ არ ვემ­სა­ხუ­რე­ბი უფალს. ვერ გავ­კად­ნი­ე­რე­დე­ბი და ვერ ვი­ტყვი, რომ "ვერ ვემ­სა­ხუ­რე­ბი", რად­გან ვი­საც სურს, ის აკე­თებს და ეს ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნის ვა­ლია. მე ვიცი , რომ ჩემი შვი­ლი უფალ­თა­ნაა.

ის ჩემ­თა­ნა­ცაა. ფი­ზი­კუ­რად არ მე­ნა­ხე­ბა, მაგ­რამ მუდ­მი­ვად არის ჩარ­თუ­ლი ჩემს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მე­ებ­ში, ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის ამ­ბებ­ში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, წა­მია წუ­თი­სო­ფე­ლი, ამი­ტომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაც წა­მია და ყვე­ლა წამ­სვლე­ლე­ბი ვართ მა­რა­დი­სო­ბა­ში. რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი­სა და ზი­ა­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე რომ და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი, სწო­რედ მა­შინ ვე­ზი­ა­რე სა­ერ­თო კოვ­ზით და არც კი მი­ფიქ­რია, რომ შე­იძ­ლე­ბო­და რამე დამ­მარ­თნო­და. რად­გან ქრის­ტეს სის­ხლი და ხორ­ცი ყვე­ლა­ზე ძლე­ვა­მო­სი­ლი რამ არის.

- თქვენს შვილ­ზე აწ­მყო­ში სა­უბ­რობთ...

- კი, მე მას­ზე წარ­სულ­ში ვერ ვი­სა­უბ­რებ, რად­გან მაქვს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ის ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას მუდ­მი­ვად ადევ­ნებს თვალ-ყურს და მეხ­მა­რე­ბა. რო­დე­საც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მი­უ­არ­სე­დე­ბა იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ესიზ­მრე­ბა ჩემს მე­გობ­რებს და ეუბ­ნე­ბა , რომ დე­დას გა­უ­უ­ა­რეს­დე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად იქ­ნე­ბაო. და ასეც ხდე­ბა. მე არა­სო­დეს დამ­სიზ­მრე­ბია. ჩემს მო­ძღვარ­თან რომ და­ვი­ჩივ­ლე, მი­თხრა, არ უნდა ზედ­მე­ტად აგა­ფო­რი­ა­ქო­სო.

- თავს რამ­დე­ნად უსაფრ­თხოდ გრძნობთ ახლა? ხომ არ ფიქ­რობთ, რომ მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი, კვლავ ეც­დე­ბა თქვენს ლიკ­ვი­და­ცი­ას?

- მთვა­რია, დრო­უ­ლად იყოს გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბუ­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი დამ­კვე­თი. რად­გან მისი არ­სე­ბო­ბა უკვე საფრ­თხეა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის. ახლა ჩემს დაც­ვას სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს.

- რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვთ? გა­იხ­სნე­ბა ბო­ლომ­დე ეს საქ­მე?

- კი, სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ ტრა­გე­დი­ის დამ­კვე­თიც იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი. ალ­ბათ, დრო სჭირ­დე­ბა. ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ეს არის, რომ გა­ვი­გო ვინ და არა­ტომ მო­მიკ­ლა შვი­ლი და კა­ნო­ნის წი­ნა­შე აგოს პა­სუ­ხი ყვე­ლამ. ვერ და არ ვცხოვ­რობ მხო­ლოდ ჩემი ტრა­გე­დი­ის ირ­გვლივ. ვცდი­ლობ არა­ვის მო­ვახ­ვიო თავს...

ახლა ჩემი მი­ზა­ნია, ეს მა­თხოვ­რუ­ლი 22 ლარი ღირ­სე­უ­ლი პენ­სი­ით შე­იც­ვა­ლოს. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო­ე­ბი არი­ან, ახლა რომ გა­ახ­სენ­დათ ვე­ტე­რა­ნე­ბი. ახლა ვი­საც მა­ჟო­რი­ტა­რო­ბა უნდა, მოთ­ქვა­მენ და იკ­ვირ­ვე­ბენ, რა ცო­ტაა 22 ლარი ვე­ტა­რა­ნის­თვი­სო. თით­ქოს თა­ვად არ იყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტში და ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას არ და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზ ნიკოლააძე
31

უცბათ არ შემეცოდოს რაც პირადად ამ ქალმა დაატრიალა საქართველოში

"ლობიობანა" არ ესიზმრება?
10

ზოგ რამეს კი მიმხვდარა ეს ბედკრული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"როცა ჯანმრთელობა მიუარესდება, ნოდო ესიზმრება ჩემს მეგობრებს და ეუბნება, დედა კარგად იქნებაო" - როგორ შეიცვალა დოდო გუგეშაშვილის ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ?

"როცა ჯანმრთელობა მიუარესდება, ნოდო ესიზმრება ჩემს მეგობრებს და ეუბნება, დედა კარგად იქნებაო" - როგორ შეიცვალა დოდო გუგეშაშვილის ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ?

აფხაზეთის ომის ვეტერანის, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან წელიწადი და ცხრა თვე გავიდა. 2019 წლის 7 თებერვალს გუგეშაშვილების საცხოვრებელში უცნობი მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით სიცოხლეს გამოასალმა დოდო გუგეშაშვილის ერთადერთი ვაჟი, ხოლო თავად დოდო გუგეშაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

შემთხვევიდან დაახლოებით ერთ წელში, სამართალდამცველებმა 45 წლის ზაზა მურჯიკნელი დააკავეს. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და სასამრთლოს წინაშე წარდგენა 5 ოქტომბერს მოუწევს.

როგორ ცხოვრობს ტრაგედიის შემდეგ მებრძოლი ქალი და რა ახალი გარემოებები იკვეთება სისხლიანი ანგარიშსწორების საქმეში - აღნიშნულთან დაკავშირებით AMBEBI.GE დოდო გუგეშაშვილს ესაუბრა:

- პირველ რიგში, როგორ ხართ? როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ახლა არა მიშავს. ძალიან მძიმე ოპერაციები გამიკეთდა იმ ტრაგედიის შემდეგ, ვცდილობ როგორც შემიძლია... არ მინდა ჩემს შვილს იმედები გავუცრუო და დავჩაჩანაკდე. ბოლოს, თებერვალში გავიკეთე მძიმე ოპერაცია და საკმაოდ დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში. საოცრად პროფესიონალი ექიმები გვყავს.

- როგორ ცხოვრობთ ახლა, როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ვცდილობ, მხოლოდ ჩემს ტრაგედიაში არ ვიყო ჩაფლული და არავის მოვახვიო თავს ეს ყველაფერი. ახლა ვარ საერთაშორისო ასოციაცია "დაიცავი შენი წილი სამშობლოს" თავმჯდომარე. ჩვენ ვცდილლობთ, დავეხმაროთ ვეტერანებს, გავუწიოთ მათ საჭირო კონსულტაცია და რითაც შეგვიძლია, გვერდით დავუდგეთ. ერთდაერთი რასაც სახელმწიფო ვეტარენებისთვის იმეტებს, არის მიზერული 22 ლარი. ამ თანხით ვეტერანმა თავიც უნდა ირჩინოს, კომუნალურებიც გადაიხადოს და ა.შ. თუ წინა ხელისუფლებამ ეს მათხოვრული თანხა შეჰკადრა ომის ვეტერანებს, მოქმედმა ხელისუფლებამ ამაში უხერხულობა ვერ დაინახა და არაფერი მოუმოქმედებია. მხოლოდ ახლა, წინასაარჩევნოდ გაახსენდათ პარლამენტში, რომ თურმე ეს 22 ლარი ძალიან ცოტაა და უნდა გაიზარდოს. მხოლოდ ახლა დაიწყეს ამაზე საუბარი, არჩევნები რომ მოახლოვდა.

- რა ახალი გარემოებები იკვეთება თქვენი შვილის მკვლელობის საქმეში? ხომ არ გასულა გამოძიება დამკვეთის კვალზე?

- როგორც გითხარით, თებერვალში მძიმე ოპერაცია ჩამიტარდა, დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში, ახლა შეზღუდულია ჩემი მოძრაობაც და კიდევ ბევრი რამ. ამიტომ ვერ შევძელი გავცნობოდი საქმის მასალებს. თუმცა გამოძიებას ვენდობი. ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს საქმე გაიხსნებოდა. მკვდარ საქმედ მიაჩნდათ, მე არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ დამნაშავეს დაიჭერდნენ, თუმცა ასე მალეც არ ველოდი. მაგრამ ახლა მთავარია დამკვეთზე გავიდნენ და დასაჯონ. ამ საკითხსაც ოპტიმისტურად ვუყურებ, მჯერა ამასაც შეძლებენ.

- როგორც ჩანს, კარგად ორგანიზებული სისხლიანი ანგარიშსწორება იყო...

- ბოლომდე კარგად ორგანიზებული ალბათ არ იყო, რადგან ახლა ცოცხალი ვარ. მკვლელს ორივე ვჭირდებოდით - მეც და ჩემი შვილიც. თუმცა დიდი ხნით ადრე რომ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული, ფაქტია. მკვლელი ცდილობდა ურთიერთობაში შემოსულიყო ჩემთან. რამდენჯერმე იყო ჩემს სახლში მოსული. ჩემი შვილი მკვლელობამდე ორჯერ ნახა და სთხოვა ჩემთვის გადმოეცა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით. მე მას პირადად არ შევხვედრივარ და გავსაუბრებივარ. ერთხელ სახლიდან გამოვედი, ქვემოთ მანქანა მელოდებოდა. ბინასთან დამხვდა და გამომელაპრაკა. ვუთხარი, მეჩქარება, ქვემოთ მელოდებიან-მეთქი.

ლიფტში შემომყვა და სელფის გადაღება მთხოვა. მე უარი ვუთხარი. აშკარად უნდოდა, ეს ფოტო ვიღაცისთვის გადაეგზავნა, მაგრამ მაშინ ვერაფერს მივხვდი. ამ ამბიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემედეგ, 7 თებერვალს, გამთენისას მოვიდა ჩემთან. ხალათით ვიყავი. გამიკვირდა ასე ადრე მისი მოსვლა. მოსვლიდან ორ წუთში კი შუქი ჩაქრა. მან შემოსვლამდე იცოდა, რომ შუქი იყო ჩამქრალი. მუქი ქურთუკი ეცვა, "კაპიუშონი" ჰქონდა გადმოფარებული თავზე, "კეპი" ეფარა. ეკეთა სათვალეები. ვიყვირე, სახლში მკვლელია-მეთქი. ჩემს ყვირილზე და იარაღის ხმაზე ნოდოს გაეღვიძა და სამზარეულოში ჩემს საშველად გამოვარდა. მესროლა პირდაპირ გულში. ტყვია გულის აორტას მილიმეტრნახევრით ასცდა.

თვალებში რომ დამიბნელდა, რამდენიმე წამში ისევ მომივიდა თვალში სინათლე და დავინახე, რომ მკვლელს ჩემი შვილი ეწვინა სამზარეულოს იატაკზე, ჩემთან ახლოს და იარაღს თავში უმიზნებდა. დაჭრილი ვიყავი, მაგრამ მაინც შევძელი და მკვლელი სკამით მოვაშორე ჩემს ბიჭს. შემდეგ გარეთ გამოვვარდი, რომ უკან გამომყოლოდა. თუ მას მხოლოდ ჩემი მოკვლა უნდოდა, ყველა ლოგიკით უნდა გამომყოლოდა…მაგრამ ორივე ვჭირდებოდით... რამდენიმე სართული ჩავირბინე და, რომ მივხვდი, არ გამომყვა, ვეღარ მოვახერხე ზემოთ არბენა, რადგან ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე და დაძაბუნებული ვიყავი. კიბეებზე მოდიოდა. მეზობლებს ვუთხარი, ეს არის მკვლელი-მეთქი, მაგრამ ჩაირბინა.

- ეს ადამიანი დაქირავებული ქილერი იყო? ვინ არის, რა ინფორმაცია მოიძიეთ მასზე?

- მხოლოდ ის ვიცი, რაც მედიით გავრცელდა. მეტი არაფერი. თავად კატეგორიულად უარყოფს. ამბობს, რომ თვითონ არ ჩაუდენია და ყველა მოწმე არასწორ ჩვენებას აძლევს. ის იყო ქილერად დაქირავებული, პროფესიონალი მკვლელი. მას რაღაც სკოლებიც ექნებოდა გავლილი, ან სპეცრაზმის ან სამხედროს ან რაიმე მსგავსი, მაგრამ იარაღი არ უვარგოდა.

მე ჩემი თვალით ვნახე, როდესაც მან ჩემს შვილს დაუმიზნა, არ გავარდა და ამიტომ თავში მიაყენა იარაღის ტარით დაზიანებები. თუმცა, სადაც და როგორც იყო ნასროლი, პროფესიონალი მკვლელის ხელწერა იკითხებოდა. დამატებითი ინფორმაცია ამ ადამიანის შესახებ მე არ მომიძიებია. ვიცი, მხოლოდ ის რომ მუხროვანის ამბოხის საქმეში ფიგურირებდა, სასჯელიც აქვს მოხდილი. სხვა დანარჩენი ვინ არის და რას წარმოადგენს, არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ.

- რაც შეეხება დამკვეთს, ლოგიკით ან ინტუიციით სავარაუდო ვერსიამდე არ მისულხართ? ვის შეიძლებოდა სდომებოდა თქვენი ოჯახის განადგურება?

- ამაზე ფიქრის მეტს რას ვაკეთებ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ვის და რატომ უნდა გაეკეთებინა ეს. ამ კუთხით ცალკე საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება. ფაქტია, რომ დამკვეთი არსებობს და ის არამხოლოდ მე მიქმნის საფრთხეს, არამედ - მთლიანად საზოგადოებას. როდესაც ასეთი დამნაშავეები საზოგადოებაში არსებობენ, ამ დროს ბევრი ადამიანია საფრთხის ქვეშ. ბევრი რამე ითქვა დამკვეთის შესახებ, ბევრი ჭორიც მოვისმინე მკვლელობის მოტივებზე, თუმცა ავყია და ცვედან ადამიანებს ვერ აუკრძალავ ჭორების მოფიქრებას.

- ყველაზე მეტად რომელი ჭორი მოგხვდათ გულზე?

- ჭორები ჩემი სისასტიკის შესახებ. სოფლის გადაწვით დაწყებული, ადამიანების წამებით დამთავრებული. ეს, რა თქმა უნდა, შეთხზული ჭორებია. მე ტყვესთვისაც კი არასოდეს გადამიხედავს ზემოდან. მისი ღირსება არ შემილახავს არასოდეს, რადგან როდესაც უიარაღოს ამცირებ, თავად ხარ უღირსი. რაც შეეხება ომში მონაწილეობას, ვერავინ იტყვის, ვინმეს ანგარიში პირადად გავუსწორე ან ვინმე ჩემი მიზეზით დავაზარალე.

- თქვენი შვილის გარდაცვალების შემდეგ თქვენი დამოკიდებულება რელიგიის მიმართ შეიცვალა?

- ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ძვრები მოხდა. მოძღვარი სულ მყავდა, ვიყავი აღმსარებელი და მაზიარებელი მანამდეც, ვიდრე ეს ტრაგედია შემემთხვეოდა. მე და ჩემს შვილს ერთი და იგივე მოძღვარი გვაყავდა, მაგრამ მე მაინც ვერ ვიცავ იმ წესებს, რაც უნდა დაიცვას ჭეშმარიტმა მორწმუნემ. ეკლესიის მრევლმა უნდა შეძლოს, რომ უფალს ემსახუროს, მე სამწუხაროდ არ ვემსახურები უფალს. ვერ გავკადნიერედები და ვერ ვიტყვი, რომ "ვერ ვემსახურები", რადგან ვისაც სურს, ის აკეთებს და ეს ყველა ქრისტიანის ვალია. მე ვიცი , რომ ჩემი შვილი უფალთანაა.

ის ჩემთანაცაა. ფიზიკურად არ მენახება, მაგრამ მუდმივად არის ჩართული ჩემს ყოველდღიურ საქმეებში, ჩემი ჯანმრთელობის ამბებში. როგორც ამბობენ, წამია წუთისოფელი, ამიტომ ჩვენი ცხოვრებაც წამია და ყველა წამსვლელები ვართ მარადისობაში. როდესაც კორონავირუსის პირველი აფეთქება მოხდა, ეკლესიაში სიარულისა და ზიარების საშიშროებაზე რომ დაიწყეს საუბარი, სწორედ მაშინ ვეზიარე საერთო კოვზით და არც კი მიფიქრია, რომ შეიძლებოდა რამე დამმართნოდა. რადგან ქრისტეს სისხლი და ხორცი ყველაზე ძლევამოსილი რამ არის.

- თქვენს შვილზე აწმყოში საუბრობთ...

- კი, მე მასზე წარსულში ვერ ვისაუბრებ, რადგან მაქვს მასთან ურთიერთობა. ის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად ადევნებს თვალ-ყურს და მეხმარება. როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა მიუარსედება იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ესიზმრება ჩემს მეგობრებს და ეუბნება , რომ დედას გაუუარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ აუცილებლად კარგად იქნებაო. და ასეც ხდება. მე არასოდეს დამსიზმრებია. ჩემს მოძღვართან რომ დავიჩივლე, მითხრა, არ უნდა ზედმეტად აგაფორიაქოსო.

- თავს რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ ახლა? ხომ არ ფიქრობთ, რომ მკვლელობის დამკვეთი, კვლავ ეცდება თქვენს ლიკვიდაციას?

- მთვარია, დროულად იყოს გამოაშკარავებული და დაკავებული დამკვეთი. რადგან მისი არსებობა უკვე საფრთხეა ბევრი ადამიანისთვის. ახლა ჩემს დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

- რა მოლოდინები გაქვთ? გაიხსნება ბოლომდე ეს საქმე?

- კი, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტრაგედიის დამკვეთიც იქნება დაკავებული. ალბათ, დრო სჭირდება. ჩემი მთავარი მიზანიც ეს არის, რომ გავიგო ვინ და არატომ მომიკლა შვილი და კანონის წინაშე აგოს პასუხი ყველამ. ვერ და არ ვცხოვრობ მხოლოდ ჩემი ტრაგედიის ირგვლივ. ვცდილობ არავის მოვახვიო თავს...

ახლა ჩემი მიზანია, ეს მათხოვრული 22 ლარი ღირსეული პენსიით შეიცვალოს. ძალიან სასაცილოები არიან, ახლა რომ გაახსენდათ ვეტერანები. ახლა ვისაც მაჟორიტარობა უნდა, მოთქვამენ და იკვირვებენ, რა ცოტაა 22 ლარი ვეტარანისთვისო. თითქოს თავად არ იყვნენ პარლამენტში და ამ კანონის მიღებას არ დაუჭირეს მხარი.