სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა

წი­ნან­დლის მა­მულ­ში 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფესტვი­ვა­ლი ჩა­ტარ­და. 2020 წელს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წელს ფეს­ტი­ვა­ლის ფორ­მა­ტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა, ასე­ვე ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­თა და დარ­ბაზ­ში დამ­სწრე­თა რი­ცხვი. ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბის და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად იქცა.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან: ვერ­ბი­ეს ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მარ­ტინ ენგსტრო­მი, ის­რა­ე­ლის ფი­ლარ­მო­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ავი შო­შა­ნი, კომ­პა­ნია „სილქ როუდ ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი. ფეს­ტი­ვა­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია - და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე.

წი­ნან­და­ლის ღია ამ­ფი­თე­ატ­რში მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­სდგნენ მარ­ტა არ­გე­რი­ხი, ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი, ნელ­სონ გი­ორ­ნე­რი, და­ნი­ელ ლო­ზა­კო­ვი­ჩი, ალექ­სან­დრე კან­ტო­რო­ვი. ასე­ვე, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი და ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი კა­მე­რუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით და სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მით. შეს­რულ­და რახ­მა­ნი­ნო­ვის, მო­ცარ­ტის, დე­ბი­უ­სის, შუ­მა­ნის, ბრამ­სის, ბა­ხის, შტრა­უ­სის და სხვა­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.

ლე­გენ­დად აღი­ა­რე­ბულ­მა არ­გენ­ტი­ნელ­მა პი­ა­ნის­ტმა, მარ­ტა არ­გე­რიხ­მა, ორი კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. ორი ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თვის შექ­მნი­ლი პროგ­რა­მა მან წარ­მო­შო­ბით აგ­რეთ­ვე არ­გენ­ტი­ნელ პი­ა­ნის­ტთან, ნელ­სონ გი­ორ­ნერ­თან, ერ­თად შე­ას­რუ­ლა.

ორ­ჯერ წარ­სდგა მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მე­ვი­ო­ლი­ნედ აღი­ა­რე­ბუ­ლი ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი. პირ­ველ დღეს მან ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­თან და ეროვ­ნულ სომ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად შე­ას­რუ­ლა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი თა­ვი­სი ახა­ლი ალ­ბო­მი­დან „City Lights”. სწო­რედ ამ კონ­ცერტს და­ეს­წრო გა­ე­როს მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (UNWTO) გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ეს­პა­ნე­თის, პორ­ტუ­გა­ლი­ის, სა­ბერ­ძნე­თის, რუ­მი­ნე­თის, მა­რო­კოს, სა­უ­დის არა­ბე­თის, კონ­გოს, კე­ნი­ის და სხვა ქვეყ­ნე­ბის დე­ლე­გა­ტებ­თან ერ­თად.

მე­ო­რე კონ­ცერ­ტი ლიზა ბა­თი­აშ­ვილ­მა ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სებ­თან - გი­ორ­გი გი­გაშ­ვილ­თან, ანას­ტა­სია აღ­ლა­ძეს­თან, მი­რი­ან კვა­ლი­აშ­ვილ­თან და ცოტ­ნე ზედ­გე­ნი­ზეს­თან - ერ­თად გა­მარ­თა.

პირ­ვე­ლად წარ­სდგნენ ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ახალ­გაზ­რდა პი­ა­ნის­ტი, ჩა­ი­კოვ­სკის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის გრან პრის მფლო­ბე­ლი ალექ­სან­დრე კან­ტო­რო­ვი და ვირ­ტუ­ო­ზი მე­ვი­ო­ლი­ნე და­ნი­ელ ლო­ზა­კო­ვი­ჩი, რო­მელ­მაც ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მო­ი­პო­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა.

ამ რთულ დროს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მოღ­ვა­წე მუ­სი­კო­სე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა წლე­ვან­დელ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ერ­თგვა­რი კე­თი­ლი ნე­ბის და სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ახ­ლად­და­არ­სე­ბუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­ცე­სის უწყვე­ტო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­როს ყუ­რა­დღე­ბის კი­დევ ერ­თელ მი­პყრო­ბა.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვენ არა მარ­ტო ჩა­ვა­ტა­რეთ წელს ფეს­ტი­ვა­ლი, არა­მედ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ უმაღ­ლე­სი კლა­სის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. ამ პან­დე­მი­ის დროს უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მძი­მე დღე­ე­ბი გა­ივ­ლის და კარ­გი დღე­ე­ბი ისევ დად­გე­ბა. ეს არის ჩვე­ნი გზავ­ნი­ლი წლე­ვან­დე­ლი წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლი­დან. ჩვენ ვრჩე­ბით პო­ზი­ტი­უ­რე­ბი და ოპ­ტი­მის­ტუ­რე­ბი. ის, რომ აქ გვყავ­და მარ­ტა არ­გე­რი­ხი, ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი, ნელ­სონ გი­ორ­ნე­რი, ალექ­სან­დრე კან­ტო­რო­ვი, და­ნი­ელ ლო­ზა­კო­ვი­ჩი - თა­ვად ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გზავ­ნი­ლი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.“ - გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი .

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­რი­ჟო­რი, მა­ესტრო ჯა­ნან­დრეა ნო­ზე­და, წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ჩა­მო­ვი­და. შარ­შან ფეს­ტი­ვა­ლი გა­იხ­ნა გუს­ტავ მა­ლე­რის მე­ო­რე სიმ­ფო­ნი­ით, რო­მე­ლიც შე­ას­რუ­ლეს თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის გუნ­დმა და პან-კავ­კა­სი­ურ­მა ახალ­გაზ­გარ­დულ­მა ორ­კესტრმა სწო­რედ მა­ესტრო ნო­ზე­დას დი­რი­ჟო­რო­ბით (სო­ლის­ტე­ბი: ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძე - მე­ცცო-სოპ­რა­ნო და ინგ ფან­გი - სოპ­რა­ნო.)

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნის დღეს, 17 სექ­ტემ­ბერს, ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის მუ­ზე­უმ­მა სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო გე­ნე­რალ შარლ დე გო­ლის ხელ­ნა­წე­რი 16 წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მუ­ზე­უმს დე გო­ლე­ბის ოჯა­ხის ჩა­მო­მა­ვალ­მა, მხატ­ვარ­მა და წი­ნან­დლის დიდ­მა მე­გო­ბარ­მა, ფრან­სუა ან­ტო­ნი­ოზ­მა გა­დას­ცა. წე­რი­ლე­ბის სა­ზე­ი­მო გა­და­ცე­მას და­ეს­წრნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და საფ­რან­გე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ტო­ნი დი­ე­გო კო­ლა­სი.

წი­ნან­დლის კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი გა­სულ წელს და­არ­სდა და 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში წი­ნან­დლის მა­მულ­მა 15 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 40-მდე კონ­ცერტს უმას­პინ­ძლა, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად კა­მე­რუ­ლი და სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ასე­ვე, ფეს­ტი­ვა­ლის აკა­დე­მი­ის ფარ­გლებ­ში და­არ­სე­ბუ­ლი პან­კავ­კა­სი­უ­რი ორ­კესტრი, რო­მელ­მაც 80-მდე ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სი გა­ა­ერ­თი­ა­ნა რე­გი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნი­დან. მდი­და­რი სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მის გარ­და, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მხა­რე ფეს­ტი­ვა­ლის კონ­ცეფ­ცი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, წლე­ვან­დე­ლი ფორ­მა­ტი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და დამ­ფუძ­ნებ­ლე­ლი მო­მა­ვა­ლი წლის მას­ტა­ბურ პროგ­რა­მა­ზე უკვე მუ­შა­ო­ბენ და მას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წა­რუდ­გნენ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს.

და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე: ასეთ დროს კონ­ცერ­ტე­ბის ოთხდღი­ა­ნი სე­რი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა უცხო­ე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი­სა და აუ­დი­ტო­რი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო, თუმ­ცა ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ, რომ ჩვენ ეს შევ­ძე­ლით. დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით ყვე­ლა შემ­სრუ­ლე­ბელს და ფეს­ტი­ვა­ლის სტუ­მარს, რომ­ლებ­მაც ძალა არ და­ი­შუ­რეს, რომ წელს ჩვენ­თან ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვნენ. 2021 წელს კვლავ დავ­ბრუნ­დე­ბით და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით შემ­დეგ შეხ­ვედ­რას.

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატომ ბლოკავთ?
0

რატომ ბლოკავთ კომენტარებს?

ნანა
3

შხამად შეგერგოთ,ვინც იყავით. ნამდვილი მუსიკის მოყვარულებისთვის ეგ ფესტივალი მიუწვდომელია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა

წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა

წინანდლის მამულში 4 დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტვივალი ჩატარდა. 2020 წელს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წელს ფესტივალის ფორმატი განსხვავებული იყო. შემცირებული იყო როგორც ფესტივალის ხანგრძლივობა, ასევე ფესტივალის მონაწილეთა და დარბაზში დამსწრეთა რიცხვი. ფესტივალის სტუმრების და მონაწილეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ორგანიზატორების მთავარ პრიორიტეტად იქცა.

წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი ავი შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია - დავით საყვარელიძე.

წინანდალის ღია ამფითეატრში მსმენელის წინაშე წარსდგნენ მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი, დანიელ ლოზაკოვიჩი, ალექსანდრე კანტოროვი. ასევე, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კამერული შემადგენლობით და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი განახლებული პროგრამით. შესრულდა რახმანინოვის, მოცარტის, დებიუსის, შუმანის, ბრამსის, ბახის, შტრაუსის და სხვათა ნაწარმოებები.

ლეგენდად აღიარებულმა არგენტინელმა პიანისტმა, მარტა არგერიხმა, ორი კონცერტი გამართა. ორი ფორტეპიანოსთვის შექმნილი პროგრამა მან წარმოშობით აგრეთვე არგენტინელ პიანისტთან, ნელსონ გიორნერთან, ერთად შეასრულა.

ორჯერ წარსდგა მსმენელის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მევიოლინედ აღიარებული ლიზა ბათიაშვილი. პირველ დღეს მან ნიკოლოზ რაჭველთან და ეროვნულ სომფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა ნაწარმოებები თავისი ახალი ალბომიდან „City Lights”. სწორედ ამ კონცერტს დაესწრო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების დელეგატებთან ერთად.

მეორე კონცერტი ლიზა ბათიაშვილმა ახალგაზრდა მუსიკოსებთან - გიორგი გიგაშვილთან, ანასტასია აღლაძესთან, მირიან კვალიაშვილთან და ცოტნე ზედგენიზესთან - ერთად გამართა.

პირველად წარსდგნენ ქართველი მსმენელის წინაშე ახალგაზრდა პიანისტი, ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გრან პრის მფლობელი ალექსანდრე კანტოროვი და ვირტუოზი მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩი, რომელმაც ადრეული ასაკიდან მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.

ამ რთულ დროს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე მუსიკოსების საქართველოში ჩამოსვლა წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ერთგვარი კეთილი ნების და სოლიდარობის გამოხატულებაა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლადდაარსებული ფესტივალისთვის მეტად მნიშვნელოვანია პროცესის უწყვეტობა და საერთაშორისო მუსიკალური სამყაროს ყურადღების კიდევ ერთელ მიპყრობა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ არა მარტო ჩავატარეთ წელს ფესტივალი, არამედ ჩამოვიყვანეთ უმაღლესი კლასის შემსრულებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ პანდემიის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ მძიმე დღეები გაივლის და კარგი დღეები ისევ დადგება. ეს არის ჩვენი გზავნილი წლევანდელი წინანდლის ფესტივალიდან. ჩვენ ვრჩებით პოზიტიურები და ოპტიმისტურები. ის, რომ აქ გვყავდა მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი, ალექსანდრე კანტოროვი, დანიელ ლოზაკოვიჩი - თავად ეს ადამიანები არიან გზავნილი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“ - გიორგი რამიშვილი .

წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, წელს საქართველოში ვერ ჩამოვიდა. შარშან ფესტივალი გაიხნა გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით, რომელიც შეასრულეს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გუნდმა და პან-კავკასიურმა ახალგაზგარდულმა ორკესტრმა სწორედ მაესტრო ნოზედას დირიჟორობით (სოლისტები: ქეთევან ქემოკლიძე - მეცცო-სოპრანო და ინგ ფანგი - სოპრანო.)

წინანდლის ფესტივალის გახსნის დღეს, 17 სექტემბერს, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმმა საჩუქრად მიიღო გენერალ შარლ დე გოლის ხელნაწერი 16 წერილი, რომელიც მუზეუმს დე გოლების ოჯახის ჩამომავალმა, მხატვარმა და წინანდლის დიდმა მეგობარმა, ფრანსუა ანტონიოზმა გადასცა. წერილების საზეიმო გადაცემას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი დიეგო კოლასი.

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გასულ წელს დაარსდა და 2019 წლის სექტემბერში წინანდლის მამულმა 15 დღის განმავლობაში 40-მდე კონცერტს უმასპინძლა, რომელშიც მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავებთან ერთად კამერული და სიმფონიური ორკესტრები მონაწილეობდა. ასევე, ფესტივალის აკადემიის ფარგლებში დაარსებული პანკავკასიური ორკესტრი, რომელმაც 80-მდე ახალგაზრდა მუსიკოსი გააერთიანა რეგიონის რამდენიმე ქვეყნიდან. მდიდარი საკონცერტო პროგრამის გარდა, საგანმანათლებლო მხარე ფესტივალის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომელიც, სამწუხაროდ, წლევანდელი ფორმატიდან ამოღებული იქნა გასაგები მიზეზების გამო.

ფესტივალის ორგანიზატორები და დამფუძნებლელი მომავალი წლის მასტაბურ პროგრამაზე უკვე მუშაობენ და მას უახლოეს მომავალში წარუდგნენ კლასიკური მუსიკის მოყვარულებს.

დავით საყვარელიძე: ასეთ დროს კონცერტების ოთხდღიანი სერიის ორგანიზება უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსებისა და აუდიტორიისთვის განსაკუთრებით რთული იყო, თუმცა ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ ეს შევძელით. დიდ მადლობას ვუხდით ყველა შემსრულებელს და ფესტივალის სტუმარს, რომლებმაც ძალა არ დაიშურეს, რომ წელს ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. 2021 წელს კვლავ დავბრუნდებით და მოუთმენლად ველით შემდეგ შეხვედრას.

R

რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი

"ვისოლი" Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

5 რამ რაც წარსულიდან მობრუნდა, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი ადრე და როგორ გამოიყურებიან ახლა