მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიტიკაში ბედი ნანუკა ჟორჟოლიანამდე მოსინჯეს - ვინ დარჩა პოლიტიკურ სარბიელზე, ვინ მიაღწია წარმატებას და ვინ დაბრუნდა ისევ უკან?
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიტიკაში ბედი ნანუკა ჟორჟოლიანამდე მოსინჯეს - ვინ დარჩა პოლიტიკურ სარბიელზე, ვინ მიაღწია წარმატებას და ვინ დაბრუნდა ისევ უკან?

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთ თვე­ზე ცოტა მე­ტია დარ­ჩე­ნი­ლი. მარ­თა­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მია, ხში­რად პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­საც ფა­რავს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ო­ცე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი მა­ინც ახერ­ხე­ბენ.

23 სექ­ტემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის "ძალა ერ­თო­ბა­შია", რომ­ლის ღერ­ძიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა", სამ­ტრე­დი­ის, წყალ­ტუ­ბოს, ვა­ნი­სა და ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტი არა­სო­დეს მა­ლავ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­სა­მარ­თით სიმ­პა­თი­ას, მისი ყო­ფი­ლი მე­ო­რე მე­უღ­ლე ერეკ­ლე კო­დუა კი, ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კუდ-ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გახ­ლდათ. ნა­ნუ­კამ მე­დი­ას­თან აღი­ა­რა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, მის კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბამ­დე ორი სა­ა­თით ადრე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის დროს მო­უ­წია.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი არ გახ­ლავთ, ვინც ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ბარ­გდა...

ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან ყვე­ლა­ზე დიდი ნა­კა­დი პო­ლი­ტი­კა­ში 2008 წელს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­დან" გა­და­ვი­და. მას მერე, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ" 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბი­სას ტე­ლე­ვი­ზია და­არ­ბია, რის მე­რეც "იმე­დი" ჯერ და­ი­ხუ­რა, შემ­დეგ კი იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში გა­და­ვი­და.

"იმე­დი­დან" წა­მო­სულ­მა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ პარ­ტია "ქრის­ტი­ან დე­მოკ­რა­ტე­ბი" და­ა­ფუძნა. მას ზურგს უმაგ­რებ­დნენ კო­ლე­გე­ბი: მაგ­და ანი­კაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, უკვე ინგა გრი­გო­ლი­აც... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თარ­გა­მა­ძის­თვის ეს პო­ლი­ტი­კა­ში შეს­ვლის მე­ო­რე ცდა იყო. მა­ნამ­დე ის "იბერ­ვი­ზი­ა­ში" წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რის შემ­დეგ, ჯერ აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, მა­ლე­ვე კი ას­ლან აბა­ში­ძის "აღორ­ძი­ნე­ბის" ერთ-ერთ ლი­დე­რად მოგ­ვევ­ლი­ნა და სწო­რედ ამ პარ­ტი­ის სიით გახ­და მე-5 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, ის პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და და მა­ლე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას და­უბ­რუნ­და. თარ­გა­მა­ძე "ტე­ლე­ი­მედ­ში" 2007 წლის ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბამ­დე მუ­შა­ობ­და, შემ­დგომ კი, რო­გორც უკვე ვთქვი, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად პარ­ტია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. დღეს კი ის ისევ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­შია და ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­და­ცე­მა მიჰ­ყავს.

საკ­მა­ოდ ხან­მოკ­ლე გა­მოდ­გა ინგა გრი­გო­ლი­ას გა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბა, ის სწო­რედ თარ­გა­მა­ძის პარ­ტი­ის ეგი­დით გახ­და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წვე­რი, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კა მა­ლე­ვე და­ტო­ვა და დღე­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია...

მე­დი­ას და­უბ­რუნ­და მაგ­და ანი­კაშ­ვი­ლიც, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, სა­კუ­თა­რი თავი ვე­ღარ იპო­ვა და ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატ­ში მუ­შა­ობს.

მა­შინ­დე­ლი "იმე­დე­ლე­ბი­დან", ვინც პო­ლი­ტი­კას შე­მორ­ჩა, ეს გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნია. რო­მე­ლიც პარ­ტი­ა­ში მარ­ტო­დარ­ჩე­ნი­ლი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის პარ­ტი­ას­თან გა­ერ­თი­ან­და.

ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი მა­ინც ჟურ­ნა­ლისტ ირმა ინაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ბარ­გე­ბაა. წარ­სულ­ში "პირ­ველ არხზე" მო­მუ­შა­ვე ირმა ინაშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ი­ძუ­ლა და მა­ნაც სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზია და­ა­ფუძნა, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო მის­ვლა და გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა. ინაშ­ვი­ლის თა­ვი­სუ­ფალ პლატ­ფორ­მას ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ უყუ­რებ­და, ვიდ­რე ერთ დღე­საც არ გა­ირ­კვა, რომ ცი­ხის კად­რე­ბის ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ნა­სა და მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი სწო­რედ მას და მის გუნდს ეკუთ­ვნო­და. ირმა მას შემ­დეგ "დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად" შე­უ­ერ­თდა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რი­გებს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვი­სი პარ­ტი­ით "ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან" რამ­დე­ნი­მე სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტიც და­იმ­სა­ხუ­რა.

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე ერთ-ერთი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­არ­ყია. პირ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტი ამ თე­მა­ზე იმ­ჟა­მინ­დე­ლი "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­თია მი­ქი­აშ­ვილ­მა მო­ამ­ზა­და. ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ მკვეთ­რად ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი პო­ლი­ტი­კა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ წა­ვი­და. მი­ქი­აშ­ვი­ლი ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ას პარ­ტი­ის "ქარ­თუ­ლი და­სის" სიით იყ­რი­და დი­დუ­ბე­ში კენ­ჭს, სა­დაც და­მარ­ცხდა. წა­გე­ბის შემ­დეგ ისევ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის პი­არ­ში სცა­და ბედი.

წლე­ბის წინ, "ნა­ცი­ონ­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დროს ოპო­ზი­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პარ­ტი­ას შე­ურთდნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი: ნანა ლეჟა­ვა და ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ნანა ლეჟა­ვა ისევ მე­დი­ას და­უბ­რუნ­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატ­ში და­ა­საქ­მეს, ერთი წლის წინ კი მშობ­ლი­ურ "რუს­თა­ვი 2"-ზე წამ­ყვა­ნად დაბ­რუნ­და.

ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ელი­სო ჩა­ფი­ძე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ დე­პუ­ტა­ტი გახ­და. თუმ­ცა მის­გან ისე­თი­ვე აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­გო­რიც ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, ვერ დად­გა და მუ­შა­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში გა­ნაგ­რძო.

ეფე­მე­რუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კა­ში მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლის გა­მო­ჩე­ნა, რო­მე­ლიც პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ას შე­უ­ერ­თდა, თუმ­ცა ბურ­ჭუ­ლა­ძის სრულ ფი­ას­კომ­დე კარ­გა ხნით ადრე და­ტო­ვა ეს ძალა და ისევ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას და­უბ­რუნ­და.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ი­დან" იბ­რძო­და, პო­ლი­ტი­კა­ში, სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ მო­ვი­და. ალე­კოს სა­კუ­თა­რი პარ­ტია აქვს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კრი­ტი­კუ­ლია "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ.

"რუს­თა­ვი 2"-ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სახე ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი კი, რამ­დე­ნი­მე წლის წინ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" შე­უ­ერ­თდა. ყვე­ლას ახ­სოვს მისი დამ­შვი­დო­ბე­ბა ეკ­რა­ნი­დან, რო­დე­საც მე­წყვი­ლე დიკო ჯო­ჯუა ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებ­და. უდუ­მაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რო­ა­ბის" ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რია. უდუ­მაშ­ვი­ლამ­დე კარ­გა ხნით ადრე, "რუს­თა­ვი 2" -დან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი გა­და­ბარ­გდა, რო­მე­ლიც დღემ­დე პო­ლი­ტი­კა­შია.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თევდორე
100

ყველაზე ,,საინტერესო", ანუ ყოვლად უპრონციპო ოლიტიკური ბიოგრაფია ბიოგრაფია გიორგი თარგამაძეს აქვს. ასლან აბაშიძის ერთპიროვნული და ფეოდალური მმართველობის მეხოტბე, ახლა ტელეეკრანიდან შეწუხებული გვამცნობს, რომ სიტყვის თავისუფლება არასოდეს ყოფილა ისე შეზღუდული, როგორც ახლაა. ამას უსინდისობასაც ვერ ვუწოდებ. ეს გულისამრევი მედროვეობაა. კაცს სირცხვილის გრძნობა საერთოდ გამქრალი აქვს.

maxo
0

ჟურნალისტები ჩვეულებრივი პოლიტიკოსები არიან. უბრალოდ რაღაც პერიოდში ჟურნალისტობა დაევალათ. რომ ჰკითხოთ დამოუკიდებლები არიან. რასაც ჩასძახებენ იმას ამოგძახებენ. ჭურია რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიტიკაში ბედი ნანუკა ჟორჟოლიანამდე მოსინჯეს - ვინ დარჩა პოლიტიკურ სარბიელზე, ვინ მიაღწია წარმატებას და ვინ დაბრუნდა ისევ უკან?

ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიტიკაში ბედი ნანუკა ჟორჟოლიანამდე მოსინჯეს - ვინ დარჩა პოლიტიკურ სარბიელზე, ვინ მიაღწია წარმატებას და ვინ დაბრუნდა ისევ უკან?

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი. მართალია, კორონავირუსული პანდემია, ხშირად პოლიტიკურ პროცესებსაც ფარავს, მაგრამ საზოგადოების გაოცებას პოლიტიკური პარტიები მაინც ახერხებენ.

23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი გაერთიანების "ძალა ერთობაშია", რომლის ღერძიც "ნაციონალური მოძრაობაა", სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ჟურნალისტი არასოდეს მალავდა "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით სიმპათიას, მისი ყოფილი მეორე მეუღლე ერეკლე კოდუა კი, ძველი ხელისუფლების კუდ-ის მაღალჩინოსანი გახლდათ. ნანუკამ მედიასთან აღიარა, რომ გადაწყვეტილების მიღება, მის კანდიდატად დასახელებამდე ორი საათით ადრე, მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციის დროს მოუწია.

ნანუკა ჟორჟოლიანი პირველი არ გახლავთ, ვინც ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაბარგდა...

ჟურნალისტიკიდან ყველაზე დიდი ნაკადი პოლიტიკაში 2008 წელს, ტელეკომპანია "იმედიდან" გადავიდა. მას მერე, რაც "ნაციონალურმა ხელისუფლებამ" 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებისას ტელევიზია დაარბია, რის მერეც "იმედი" ჯერ დაიხურა, შემდეგ კი იმჟამინდელი ხელისუფლების ხელში გადავიდა.

"იმედიდან" წამოსულმა გიორგი თარგამაძემ პარტია "ქრისტიან დემოკრატები" დააფუძნა. მას ზურგს უმაგრებდნენ კოლეგები: მაგდა ანიკაშვილი, გიორგი ახვლედიანი, მოგვიანებით კი, უკვე ინგა გრიგოლიაც... აღსანიშნავია, რომ თარგამაძისთვის ეს პოლიტიკაში შესვლის მეორე ცდა იყო. მანამდე ის "იბერვიზიაში" წარმატებული ჟურნალისტური კარიერის შემდეგ, ჯერ აჭარის ტელევიზიას ჩაუდგა სათავეში, მალევე კი ასლან აბაშიძის "აღორძინების" ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და სწორედ ამ პარტიის სიით გახდა მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ის პოლიტიკიდან წავიდა და მალევე ჟურნალისტობას დაუბრუნდა. თარგამაძე "ტელეიმედში" 2007 წლის ნოემბრის მოვლენებამდე მუშაობდა, შემდგომ კი, როგორც უკვე ვთქვი, თანამოაზრეებთან ერთად პარტია ჩამოაყალიბა. დღეს კი ის ისევ ჟურნალისტიკაშია და ერთ-ერთ ტელევიზიაში გადაცემა მიჰყავს.

საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა ინგა გრიგოლიას გაპოლიტიკოსება, ის სწორედ თარგამაძის პარტიის ეგიდით გახდა თბილისის საკრებულოს წვერი, თუმცა პოლიტიკა მალევე დატოვა და დღესაც წარმატებული ჟურნალისტია...

მედიას დაუბრუნდა მაგდა ანიკაშვილიც, თუმცა, როგორც ჩანს, საკუთარი თავი ვეღარ იპოვა და ამჟამად სახელმწიფო აპარატში მუშაობს.

მაშინდელი "იმედელებიდან", ვინც პოლიტიკას შემორჩა, ეს გიორგი ახვლედიანია. რომელიც პარტიაში მარტოდარჩენილი ნინო ბურჯანაძის პარტიასთან გაერთიანდა.

ყველაზე ხმაურიანი მაინც ჟურნალისტ ირმა ინაშვილის პოლიტიკაში გადაბარგებაა. წარსულში "პირველ არხზე" მომუშავე ირმა ინაშვილი სააკაშვილის ხელისუფლებამ მოიძულა და მანაც საკუთარი ტელევიზია დააფუძნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მისვლა და გადაცემის წაყვანა. ინაშვილის თავისუფალ პლატფორმას ქვეყანაში სერიოზულად არავინ უყურებდა, ვიდრე ერთ დღესაც არ გაირკვა, რომ ციხის კადრების ქვეყნიდან გატანასა და მედიაში გავრცელებაში უდიდესი წვლილი სწორედ მას და მის გუნდს ეკუთვნოდა. ირმა მას შემდეგ "დამსახურებულად" შეუერთდა პოლიტიკოსების რიგებს და მოგვიანებით თავისი პარტიით "ოცნების ხელისუფლებისგან" რამდენიმე სადეპუტატო მანდატიც დაიმსახურა.

სანდრო გირგვლიანის საქმე ერთ-ერთი გახლდათ, რომელმაც წინა ხელისუფლება სერიოზულად შეარყია. პირველი სიუჟეტი ამ თემაზე იმჟამინდელი "იმედის" ჟურნალისტმა ნათია მიქიაშვილმა მოამზადა. ვარდების ხელისუფლების მიმართ მკვეთრად ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი პოლიტიკაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ წავიდა. მიქიაშვილი ჯონდი ბაღათურიას პარტიის "ქართული დასის" სიით იყრიდა დიდუბეში კენჭს, სადაც დამარცხდა. წაგების შემდეგ ისევ საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა და სხვადასხვა კომპანიების პიარში სცადა ბედი.

წლების წინ, "ნაციონლური მოძრაობის" მმართველობის დროს ოპოზიციაში წასული ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას შეურთდნენ ჟურნალისტები: ნანა ლეჟავა და ნათია ლაზაშვილი. ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ ნანა ლეჟავა ისევ მედიას დაუბრუნდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნათია ლაზაშვილი სახელმწიფო აპარატში დაასაქმეს, ერთი წლის წინ კი მშობლიურ "რუსთავი 2"-ზე წამყვანად დაბრუნდა.

ბეჭდური მედიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დეპუტატი გახდა. თუმცა მისგან ისეთივე აქტიური პოლიტიკოსი, როგორიც ჟურნალისტი იყო, ვერ დადგა და მუშაობა სახელმწიფო სამსახურში განაგრძო.

ეფემერული იყო პოლიტიკაში მერაბ მეტრეველის გამოჩენა, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიას შეუერთდა, თუმცა ბურჭულაძის სრულ ფიასკომდე კარგა ხნით ადრე დატოვა ეს ძალა და ისევ ჟურნალისტიკას დაუბრუნდა.

ალეკო ელისაშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ წლების განმავლობაში ტელეკომპანია "კავკასიიდან" იბრძოდა, პოლიტიკაში, სწორედ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოვიდა. ალეკოს საკუთარი პარტია აქვს და განსაკუთრებულად კრიტიკულია "ოცნების" ხელისუფლების მიმართ.

"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახე ზაალ უდუმაშვილი კი, რამდენიმე წლის წინ "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა. ყველას ახსოვს მისი დამშვიდობება ეკრანიდან, როდესაც მეწყვილე დიკო ჯოჯუა ცრემლებს ვერ იკავებდა. უდუმაშვილი ამჟამად "ნაციონალური მოძროაბის" ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. უდუმაშვილამდე კარგა ხნით ადრე, "რუსთავი 2" -დან "ნაციონალურ მოძრაობაში" ირმა ნადირაშვილი გადაბარგდა, რომელიც დღემდე პოლიტიკაშია.

აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობას მართავენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე

"რას აკეთებს “ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა, იღებს ჩანაწერებს, ჩეხავს, ცვლის კონტექსტს და ცდილობს ხალხის გაბრაზებას" - მამუკა მდინარაძე

გოგი წულაიამ "თავისუფალი საქართველო" დატოვა - რა გახდა პარტიიდან წასვლის მიზეზი?