მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც, რამიშვილის მტკიცებით, ბაჩალიაშვილს "ფლეშკებს" გადასცემდა და მითითებებს აძლევდა, ამას უარყოფს - რა განაცხადა მისმა ადვოკატმა
სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც, რამიშვილის მტკიცებით, ბაჩალიაშვილს "ფლეშკებს" გადასცემდა და მითითებებს აძლევდა, ამას უარყოფს - რა განაცხადა მისმა ადვოკატმა

სუს-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც მსჯავ­რდე­ბუ­ლია, აცხა­დებს, რომ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს "ადა­მი­ა­ნუ­რი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით" მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ექ­სპერ­ტი­ზა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პა­ტიმ­რის ად­ვო­კატ­მა და­ვით ხა­რატ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, მსჯავ­რდე­ბუ­ლი უარ­ყოფს იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა მისი გა­მო­კი­თხვის ოქ­მში მი­უ­თი­თა და პრო­კუ­რა­ტუ­რას წა­რუდ­გი­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა ამ ცოტა ხნის წინ, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სუს-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის გა­მო­კი­თხვის ოქმი მი­ი­ტა­ნა. ად­ვო­კა­ტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­და, თუ რო­გორ უგ­ზავ­ნი­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს "ფლეშ­კებს" და აძ­ლევ­და გარ­კვე­ულ მი­თი­თე­ბებს. რა­მიშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ყვე­ლა ელჩს მი­მარ­თა.

ხა­რა­ტის გან­ცახ­დე­ბით კი, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი არა­კო­ლე­გი­ა­ლუ­რად მო­იქ­ცა და იმგვა­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"მო­გახ­სე­ნებთ, რომ ვი­ცავ იმ პი­რის ინ­ტე­რე­სებს, რო­მე­ლიც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით პა­ტიმ­რო­ბა­შია. სწო­რედ, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­როვ­ნე­ბამ მი­ა­წო­და ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ექ­სპერ­ტი­ზე­ბი ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით. მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა 2020 წლის 3 აგ­ვის­ტოს გა­მო­კი­თხა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, თუმ­ცა, მა­თი­ვე შე­თან­ხმე­ბით მის­ცა პი­რო­ბა, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებ­და ცნო­ბად და მის პი­როვ­ნე­ბას არ გა­ახ­მა­უ­რებ­და.

2020 წლის 20 სექ­ტემ­ბერს, მე ად­ვო­კატ და­ვით ხა­რატს ტე­ლე­ფო­ნით და­მი­კავ­შირ­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი და მკი­თხა - და­უ­დას­ტუ­რებ­და თუ არა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მას აგ­ვის­ტო­ში მი­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა­ზე­დაც მე ვუ­პა­სუ­ხე, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბას ვა­პი­რებ­დი 22 სექ­ტემ­ბერს, არ ვი­ცო­დი მათი სა­უბ­რის და შე­თან­მხე­ბის დე­ტა­ლე­ბი, ვკი­თხავ­დი და მის (პა­ტიმ­რის) პა­სუხს გა­დავ­ცემ­დი. თუმ­ცა, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა არ მო­ი­ცა­და და მე­ტად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ე.წ. გა­მო­კი­თხვის ოქმი წა­რუდ­გი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რას 21 სექ­ტემ­ბერს. ჩემ­მა დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა კი, 22 სექ­ტემ­ბერს საკ­მა­ოდ აღ­შფო­თე­ბულ­მა ყო­ველ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, მე მსგავ­სი რამ არ მით­ქვამს ან რა­ტომ ვე­ტყო­დიო, უბ­რა­ლოდ მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია ექ­სპერ­ტი­ზე­ბის დროს რის­თვის უნდა მი­ექ­ცია ყუ­რა­დღე­ბაო, ხოლო ხელი რაზე მო­მა­წე­რი­ნა, არ წა­მი­კი­თხავ­სო.

შე­სა­ბა­მი­სად, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი მო­იქ­ცა არა­კო­ლე­გი­ა­ლუ­რად, გა­ავ­რცე­ლა იმგვა­რი ინ­ფორ­მა­ცია, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, არ და­ე­ლო­და რეს­პო­დენ­ტის პა­სუხს, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ ად­ვო­კატ­თა ეთი­კა­ზე. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი უარ­ყოფს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის­თვის მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რად­გან ამ უკა­ნას­კნელ­მა ის გა­მო­ი­ყე­ნა მისი არა­რე­ა­ლუ­რი, ყალ­ბი და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის, პო­ზი­ცი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად და არა შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ ექ­სპერ­ტი­ზე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე კონ­ტრო­ლის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად", - აცხა­დებს ხა­რა­ტი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმელი
39

რამიშვილი სიმართლეს ამბობს,ყოფილი სუს –ის თანამშრომელი არ არსებოს.ის წაუკითხავად ოქმს ხელს არ მოაწერდა.

!
57

საქმის ასე საჯაროდ გამოძიება ვის გაუგია. გაჩუმდეს ყველა ბრალმდებელ- ბრალდებულიან-ადვოკატებიანად. ჩუმად იმუშაონ და მხოლოდ საბოლოო დასკვნა გაასაჯაროონ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც, რამიშვილის მტკიცებით, ბაჩალიაშვილს "ფლეშკებს" გადასცემდა და მითითებებს აძლევდა, ამას უარყოფს - რა განაცხადა მისმა ადვოკატმა

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც, რამიშვილის მტკიცებით, ბაჩალიაშვილს "ფლეშკებს" გადასცემდა და მითითებებს აძლევდა, ამას უარყოფს - რა განაცხადა მისმა ადვოკატმა

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მსჯავრდებულია, აცხადებს, რომ მიხეილ რამიშვილს "ადამიანური დახმარების მიზნით" მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატიმრის ადვოკატმა დავით ხარატმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მსჯავრდებული უარყოფს იმ ინფორმაციას, რაც მიხეილ რამიშვილმა მისი გამოკითხვის ოქმში მიუთითა და პროკურატურას წარუდგინა.

შეგახსენებთ, მიხეილ რამიშვილმა ამ ცოტა ხნის წინ, თბილისის პროკურატურაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი მიიტანა. ადვოკატის თქმით, აღნიშნული პიროვნება დეტალურად აღწერდა, თუ როგორ უგზავნიდა თამარ ბაჩალიაშვილს "ფლეშკებს" და აძლევდა გარკვეულ მითითებებს. რამიშვილმა ასევე აღნიშნული პირის, მისი ოჯახის წევრებისა და საკუთარი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად საქართველოში მყოფ ყველა ელჩს მიმართა.

ხარატის განცახდებით კი, მიხეილ რამიშვილი არაკოლეგიალურად მოიქცა და იმგვარი ინფორმაცია გაავრცელა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"მოგახსენებთ, რომ ვიცავ იმ პირის ინტერესებს, რომელიც დღეის მდგომარეობით პატიმრობაშია. სწორედ, აღნიშნულმა პიროვნებამ მიაწოდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზები ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, უბრალოდ ადამიანური დახმარების მიზნით. მიხეილ რამიშვილმა 2020 წლის 3 აგვისტოს გამოკითხა აღნიშნული პიროვნება, თუმცა, მათივე შეთანხმებით მისცა პირობა, რომ ამ ინფორმაციას მიიღებდა ცნობად და მის პიროვნებას არ გაახმაურებდა.

2020 წლის 20 სექტემბერს, მე ადვოკატ დავით ხარატს ტელეფონით დამიკავშირდა მიხეილ რამიშვილი და მკითხა - დაუდასტურებდა თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მას აგვისტოში მიცემულ ინფორმაციას, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ მსჯავრდებულის მონახულებას ვაპირებდი 22 სექტემბერს, არ ვიცოდი მათი საუბრის და შეთანმხების დეტალები, ვკითხავდი და მის (პატიმრის) პასუხს გადავცემდი. თუმცა, მიხეილ რამიშვილმა არ მოიცადა და მეტად პროვოკაციული ე.წ. გამოკითხვის ოქმი წარუდგინა პროკურატურას 21 სექტემბერს. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა კი, 22 სექტემბერს საკმაოდ აღშფოთებულმა ყოველგვარი ინფორმაციის დადასტურებაზე უარი განაცხადა, მე მსგავსი რამ არ მითქვამს ან რატომ ვეტყოდიო, უბრალოდ მივაწოდე ინფორმაცია ექსპერტიზების დროს რისთვის უნდა მიექცია ყურადღებაო, ხოლო ხელი რაზე მომაწერინა, არ წამიკითხავსო.

შესაბამისად, მიხეილ რამიშვილი მოიქცა არაკოლეგიალურად, გაავრცელა იმგვარი ინფორმაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არ დაელოდა რესპოდენტის პასუხს, რომ აღარაფერი ვთქვათ ადვოკატთა ეთიკაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს მიხეილ რამიშვილისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რადგან ამ უკანასკნელმა ის გამოიყენა მისი არარეალური, ყალბი და პროვოკაციული მოსაზრებების, პოზიციის გასამყარებლად და არა შეთანხმების თანახმად, მხოლოდ ექსპერტიზების მიმდინარეობაზე კონტროლის განსახორციელებლად", - აცხადებს ხარატი.

გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის მშობლები მოზარდის მპოვნელს, ან ბავშვზე ინფორმაციის მიმწოდებელს 50 000 ლარს გადასცემენ

"მუსიკა, რომელიც დაპირისპირების მიზეზად იქცა" - "ტვ პირველი" მცხეთის საბედისწერო წვეულების კადრებს ავრცელებს

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოვცილებოდი, თუმცა ოჯახის მოთხოვნით დავბრუნდი" - მიხეილ რამიშვილი