სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკარანტინე სასტუმროებსა თუ საავადმყოფოებში, დასუფთავებაზე ქართველი არალეგალები მუშაობენ - როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები ისრაელში, ტოტალური კარანტინის პირობებში
საკარანტინე სასტუმროებსა თუ საავადმყოფოებში, დასუფთავებაზე ქართველი არალეგალები მუშაობენ - როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები ისრაელში, ტოტალური კარანტინის პირობებში

18 სექ­ტემ­ბრი­დან, ის­რა­ე­ლი ისევ სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია. ამის შე­სა­ხებ მო­ქა­ლა­ქე­ებს ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გა­სულ კვი­რას გა­მარ­თულ სპე­ცი­ლურ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აც­ნო­ბა. "3 კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი, ის­რა­ე­ლის მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ებ­რა­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში გაგ­რძელ­დე­ბა, ვთხოვ ყვე­ლა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს, გა­გე­ბით მო­ე­კი­დოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და იმე­დი მაქვს, ის­რა­ე­ლე­ლე­ბი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ",- გან­ცხა­და ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ.

  • შე­ზღუდ­ვე­ბი გუ­ლის­ხმოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის აკ­რძალ­ვას, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბას, რეს­ტორ­ნე­ბის, კა­ფე­ე­ბი­სა და ოფი­სე­ბის და­ხურ­ვას. მუ­შა­ო­ბას არ შე­ა­ჩე­რებს მხო­ლოდ სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტე­ბი.

ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა, თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა და აც­ნობს იმ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, რომ­ლი­თაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ის­რა­ე­ლი ცდი­ლობს თა­ვი­დან აი­ცი­ლოს, ფაქ­ტობ­რი­ვად, გარ­და­უ­ვა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი.

22 სექ­ტემ­ბერს, ნე­თა­ნი­აჰუს კო­ა­ლი­ცი­ურ­მა მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა ახა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექტ-ბი­უ­ჯე­ტი. ის­რა­ე­ლი, კო­რო­ნა-პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღის მიერ გა­მოწ­ვე­ულ ეკო­ნო­მი­კუ­რი დარ­ტყმებს და რის­კებს, სა­წყის ეტაპ­ზე 10.5 მი­ლი­არ­დი შე­კე­ლით (და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი) და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მით ცდი­ლობს გა­უმკლავ­დეს.

ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი გეგ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია და­ეხ­მა­როს ფი­ნან­სუ­რად ყვე­ლა იმ დამ­საქ­მე­ბელს, რომ­ლე­ბიც არ აგ­ზავ­ნი­ან თა­ნამ­შრომ­ლებს უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­ში. ასე­ვე, სუბ­სი­დი­რე­ბა გა­უ­კე­თოს ყვე­ლა იმ სა­წარ­მოს თუ ბიზ­ნე­სორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლიც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში 70% ით შემ­ცირ­და. (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ის­რა­ელ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და სტა­ბი­ლუ­რი სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის სა­ა­გენ­ტო, "ბი­ტუ­აჰ ლე­უ­მი" ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლებ­მაც "კო­ვიდ-19“-ის პე­რი­ოდ­ში და­კარ­გეს, ან შე­უ­ჩე­რეს სა­მუ­შაო, ყო­ველ­თვი­უ­რად ეხ­მა­რე­ბა პან­დე­მი­ამ­დე არ­სე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის 80-85%-ით.) ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ეს პრო­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­არ­დი შე­კე­ლი და­უჯ­დე­ბა და თა­ვი­დან აი­ცი­ლებს 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნის უმუ­შევ­რად და­ტო­ვე­ბას.

სა­ხელ­მწი­ფო, სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი და სა­ხელ­მწი­ფო გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან სრუ­ლი­ად ათა­ვი­სუფ­ლებს ყვე­ლა იმ სა­წარ­მოს, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლი მი­თი­თე­ბულ პე­რი­ოდ­ში 25% ით შემ­ცირ­და.

ნე­თა­ნი­აჰუს კო­ა­ლი­ცი­ურ­მა მთავ­რო­ბამ ცალ­კე ბი­უ­ჯე­ტი გა­მო­ყო, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ონ­ლა­ინ­კო­მერ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას და მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის ციფ­რულ გან­ვი­თა­რე­ბას.

გა­სულ კვი­რას, კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა (სწო­რედ ოპო­ცი­ზი­ის და კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­თხოვ­ნით, კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში და­საშ­ვე­ბია ნე­ბის­მი­ე­რი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი, თუ ისი­ნი არ და­არ­ღვე­ვენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­თი­თე­ბებს). რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ ფი­ნანსთა მი­ნისტრს და­ა­ვა­ლა, რომ მომ­ზად­დეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი: მი­ნის­ტრე­ბის, მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი­სა და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ხელ­ფა­სე­ბის 10-15% შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ. კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის სხვა მი­ნის­ტრე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა რთუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ეს გა­მო­იწ­ვევს კო­ლექ­ტი­უ­რი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­და­სინ­ჯვას მთელ რიგ სექ­ტო­რებ­ში. ქვეყ­ნის პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი პრე­მი­ე­რის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პო­პუ­ლის­ტურს უწო­დე­ბენ და ნე­თა­ნი­აჰუს გარ­და­უ­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის გან­ხილ­ვა-დამ­ტკი­ცე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ვარ­და და იყო სა­შიშ­რო­ე­ბა უკვე მე­სა­მედ ქვე­ყა­ნა­ში და­ნიშ­ნუ­ლი­ყო ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. თუმ­ცა ამ გა­მოწ­ვე­ვას, ამე­რი­კის დახ­მა­რე­ბით თუ მის გა­რე­შე, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს და ბენი გან­ცის კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა გა­უმკლავ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ის­რა­ე­ლის ამ ეტაპ­ზე რა­ი­მე სა­ხის ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის არ აა­ნონ­სებს და ყუ­რა­დღე­ბას სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო დიპ­ლო­მა­ტი­ურ სა­კი­თხებ­ზე ამახ­ვი­ლებს. რო­გორც პრე­მი­ე­რის ოფი­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი, 3-კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში, ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად გა­მარ­თავს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებს და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ, ეკო­ნო­მი­კურ თუ პან­დე­მი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­სე­ბულ სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტის, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლი ოქ­ტომ­ბრის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე გა­ივ­ლის, უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ საკ­მა­ოდ დიდი პრო­ტეს­ტის და ხმა­უ­რის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა (არიე დერი - სხვა­თა შო­რის, ის ერ­თა­დერ­თი მი­ნის­ტრია კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბა­ში, რო­მე­ლიც ასე­თი ტი­პის შე­ზღუდ­ვებს კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში არ ეთან­ხმე­ბო­და) ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ კა­რან­ტი­ნის პირ­ველ დღე­ებ­ში, რო­მე­ლიც "როშ ჰა­შა­ნას“ (ებ­რა­უ­ლი ახა­ლი წელი) დღე­სას­წა­ულს და­ემ­თხვა, და­ახ­ლო­ე­ბით 2700 ჯა­რი­მა გა­მო­ი­წე­რა. მათი უმე­ტე­სო­ბა 2044 ჯა­რი­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­მო­უ­წე­რეს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც და­არ­ღვი­ეს სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის მე­სა­მე პუნ­ქტი (გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის და­ტო­ვე­ბის და 1 კი­ლო­მეტ­რი დის­ტან­ცი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის გამო). 629 ჯა­რი­მა გა­მო­უ­წე­რეს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ ქუ­ჩა­ში პირ­ბა­დის გა­რე­შე.

მი­ნის­ტრმა ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 5000 შე­კე­ლით და­ა­ჯა­რი­მეს რამ­დე­ნი­მე ფი­ზი­კუ­რი პირი, რომ­ლებ­მაც არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და არ და­კე­ტეს კაფე-ბა­რე­ბი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ 18 სექ­ტემ­ბერს ის­რა­ელ­ში შე­მო­ღე­ბუ­ლია სა­კა­რან­ტი­ნო მკაც­რი რე­ჟი­მი. მო­ქა­ლა­ქე­ებს ეკ­რძა­ლე­ბათ: გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან 1000 მეტრზე მეტ მან­ძილ­ზე. თუ ის არ მი­დის სამ­სა­ხურ­ში, ან პირ­ვე­ლა­დი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად. ის­რა­ე­ლე­ლებს შე­უძ­ლია გა­და­ად­გილ­დნენ ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში ან 1000 მეტრზე მეტ დის­ტან­ცი­ა­ზე თუ მათ აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი. მა­გა­ლი­თად, თუ ისი­ნი მი­დი­ან: ქნე­სეთ­ში, დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე, სა­სა­მარ­თლო­ში, დაკ­რძალ­ვა­ზე, ნათ­ლო­ბა­ზე, შვი­ლე­ბის ან მშობ­ლე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის­გან და ოპო­ზი­ცი­ის­გან მკაც­რი კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ სა­კა­რან­ტი­ნე შე­ზღუდ­ვე­ბი არა­ლო­გი­კუ­რია და მას არ ექ­ნე­ბა ისე­თი ეფექ­ტი, რო­გორ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰპირ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს. თუ სი­ნა­გო­გებ­ში, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში თავ­შეყ­რა არ იკ­რძა­ლე­ბა, რა­ტომ უნდა აიკ­რძა­ლოს, მა­გა­ლი­თად, ღია სივ­რცე­ში ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე სე­ირ­ნო­ბა. თუ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უამ­რავ სას­ტუმ­რო­ებს სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა ეკ­რძა­ლე­ბა, რა­ტომ აგ­რძე­ლე­ბენ ის სას­ტუმ­რო­ე­ბი არა­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბას, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცედ არის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი და ა.შ. ოპო­ზი­ცი­ის ამ კი­თხვებს, პრე­მი­ე­რი რამ­დე­ნი­მე დღე­ში უპა­სუ­ხებს.

ნე­ბა­დარ­თუ­ლია ღია სივ­რცე­ში მაქ­სი­მუმ 10 ადა­მი­ა­ნის თავ­შეყ­რა. ნე­ბა­დარ­თუ­ლია საპ­რო­ტეს­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი თუ მას არ აქვს ძა­ლა­დობ­რი­ვი მიზ­ნე­ბი. შე­ზღუ­დუ­ლია ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა თუ მო­ქა­ლა­ქემ გაფ­რე­ნამ­დე 12 სა­ა­თით ადრე არ გა­ი­ა­რა კო­რო­ნა-ტეს­ტი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა რაც ქვე­ყა­ნა­ში სა­ყო­ველ­თაო ტო­ტა­ლუ­რი კა­რან­ტი­ნი მოქ­მე­დებს, და­ინ­ფო­ცო­რე­ბულ­თა რი­ცხვი საგ­რძნობ­ლად მა­ტუ­ლობს. მხო­ლოდ 22 სექ­ტემ­ბერს 6800 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი რონი ჰამ­ზუ გან­მარ­ტავს, რომ ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ასე­თი მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა იმან, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ზარ­და ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა (და­ახ­ლო­ე­ბით 60 000 ტეს­ტი ყო­ველ­დღი­უ­რად).

ექ­სპერ­ტე­ბის პროგ­ნო­ზის თა­ნახ­მად, თუ ინ­ფექ­ცი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კრი­ტი­კულ დო­ნეს მი­აღ­წევს და 1000-ზე მეტი ის­რა­ე­ლე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ი­ღუ­პე­ბა. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვეყ­ნის მას­ტა­ბით იგეგ­მე­ბა რამ­დე­ნი­მე დიდი სას­ტუმ­როს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრად გა­და­კე­თე­ბაც, რად­გან პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვი­ლი ად­გი­ლე­ბი ყვე­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შევ­სე­ბუ­ლია.

კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტში სა­გან­გე­ბო შეხ­ვედ­რა-თათ­ბი­რი და­ი­ნიშ­ნა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­დეს, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მთავ­რო­ბამ კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მი გა­ამ­კაც­როს, რად­გან შე­ზღუდ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და.

ულტრა ორ­თო­დოქ­სა­ლუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის კა­ტე­გო­რი­ულ მო­თხოვ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მთავ­რო­ბამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლად არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მათი რე­კო­მენ­და­ცია და ნე­ბის­მი­ერ და­ხუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, თუნ­დაც სი­ნა­გო­გა­ში თავ­შეყ­რა აკ­რძა­ლოს.

ჯერ მხო­ლოდ, სამ­კვი­რი­ა­ნი სა­კა­რან­ტი­ნე პე­რი­ო­დის პირ­ველ კვი­რას საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლად გა­დის ის­რა­ე­ლი, თუმ­ცა მთავ­რო­ბა იმედს არ კარ­გავს. რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია “12"-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა სო­ცი­ო­ლო­გი­ურ­მა გა­მო­კი­თხვებ­მა აჩ­ვე­ნა, ის­რა­ე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის 60%-მდე ზედ­მი­წევ­ნით იცავს სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნით და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს, ხოლო მო­სახ­ლე­ო­ბის 47% სჯე­რა, რომ ეს შე­ზღუდ­ვე­ბი შე­დეგს გა­მო­ი­ღებს.

  • უფრო რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე ემიგ­რან­ტი, რომ­ლე­ბიც არა­ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ ის­რა­ელ­ში. ჯერ კი­დევ მარ­ტში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში და­ი­წყო კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბა, მათ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი. ხოლო აპ­რილ-მა­ის­ში, პირ­ვე­ლი კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში მათ სა­ერ­თოდ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბაც აეკ­რძა­ლათ. ახ­ლაც ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში 65%-ით შემ­ცირ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ემიგ­რან­ტებს რომ­ლე­ბიც ის­რა­ელ­ში ცხოვ­რო­ბენ, ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ანა­ზღა­უ­რე­ბა ან გა­უ­ნა­ხევ­რდა, ან ისიც და­კარ­გეს. ამას და­ე­მა­ტა ისიც, რომ ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, მა­ი­სამ­დე "ლურ­ჯი ვი­ზის" ("ლურ­ჯი ვიზა" - ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბამ­დე, ქვე­ყა­ნა­ში შე­ზღუ­დუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა) გა­ცე­მის რა­ო­დე­ნო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­ნა­ხევ­რა, ხოლო მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხო­ლოდ 8-9%-ს გა­უგ­რძე­ლეს "ლურ­ჯი ვი­ზის" სტა­ტუ­სი.

მარ­ტი­დან-აგ­ვის­ტომ­დე პე­რი­ოდ­ში სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ის­რა­ელ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ-ემიგ­რან­ტთა 12%-მა, დარ­ჩე­ნი­ლი 88%-ის მხო­ლოდ 9%-ს აქვს ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა, რაც ცალ­სა­ხად გვაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბა, რომ ის­რა­ელ­ში ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა 60-70% არა­ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. არ­სე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში არ მუ­შა­ობს ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სა­ე­მიგ­რა­ციო სა­ა­გენ­ტო და გაგ­ვი­ჭირ­და გაგ­ვე­გო, რამ­დე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ელო­დე­ბა დე­პორ­ტა­ცი­ას. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ ემიგ­რანტს ვე­სა­უბ­რეთ და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უამ­რავ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­თაც აღარ გა­უგ­რძე­ლეს ვიზა, ან შე­უ­ჩე­რეს ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი, ქვეყ­ნის სა­ე­მიგ­რა­ციო სა­ა­გენ­ტომ არ მოს­თხო­ვა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ქვე­ყა­ნა. პან­დე­მი­ამ­დე კი ემიგ­რანტს, რო­მელ­საც შე­უ­ჩერ­დებ­ნენ "ლურჯ ვი­ზას“- ავალ­დე­ბუ­ლებ­დნენ ქვე­ყა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა რამ­დე­ნი­მე დღე­ში. ემიგ­რან­ტე­ბის თე­მა­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, ახალ­გაზ­რდა რე­ფორ­მა­ტო­რე­ბის გუნ­დი "ბესტ ის­რა­ე­ლი“, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ არა­ლე­გა­ლე­ბის ზრდას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ის­რა­ე­ლი არ აქ­ცევს დიდ ყუ­რა­დღე­ბას მხო­ლოდ ახლა, რად­გან რო­გორც არა­სო­დეს, ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა "შავი მუშა ხელი“, რომ­ლე­ბიც გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ნახ­მა­ნი არი­ან იმუ­შა­ონ ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებ­ზე და ისიც მი­ნი­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბით. მო­გახ­სნე­ბეთ, რომ ის­რა­ე­ლის თით­ქმის ყვე­ლა სა­კა­რან­ტი­ნე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სას­ტუმ­რო­ში თუ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, და­სუფ­თა­ვე­ბა­ზე მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი არა­ლე­გა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ისი­ნი რის­კის ზო­ნა­ში შე­დი­ან.

ბოლო პე­რი­ოდ­ში უამ­რავ ქარ­თველ ემიგ­რანტს ვე­სა­უბ­რე, რომ­ლე­ბიც გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ.

ელი­კო (ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, რო­მე­ლიც 5 წე­ლია ცხოვ­რობს ის­რა­ელ­ში):

- 5 წელი ვცხოვ­რობ ის­რა­ელ­ში, 2020 წლის მა­ი­სამ­დე ლე­გა­ლუ­რად ვცხოვ­რობ­დი და სტა­ბი­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი, თუმ­ცა მას შემ­დეგ რაც მე და ჩემ­ნა­ი­რად ათა­სო­ბით ქარ­თველს აღარ გაგ­ვიგ­რძე­ლეს ვიზა, აღ­მოვ­ჩნდით რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ახლა მე არა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი არ მაქვს და ყო­ველ­დღე ველი, რომ სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რი და­მა­კა­ვებს. თუმ­ცა ქარ­თველ ქა­ლებს ხომ იცით, არ გვე­ში­ნია არაფ­რის. შე­სა­ბა­მი­სად, ვცდი­ლობ ვი­მუ­შა­ვო მი­ნი­მა­ლურ ხელ­ფას­ზე, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში, უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნილ ჩემს ოჯახს და­ვეხ­მა­რო.

თა­მი­ლა (ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, რო­მე­ლიც 4 წე­ლია ცხოვ­რობს ის­რა­ელ­ში):

- ახლა ქვე­ყა­ნა­ში კა­რან­ტი­ნია და ჩვენ­თვის, არა­ლე­გა­ლე­ბის­თვის არა­ვის სცა­ლია. რომც დაგ­ვი­ჭი­რონ, რას გვი­ზა­მენ? გაგ­ვა­დე­პორ­ტე­ბენ? ფრე­ნე­ბი არ არის. ჩემი მე­ზო­ბე­ლი ორი ქალი და­ა­კა­ვეს და რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­უშ­ვეს. უთხრეს რომ ფრე­ნე­ბი არ არის და პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, მათ და­აბ­რუ­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში... ახლა სამ ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ, დი­ლით და ღა­მით ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კა­ში დამ­ლა­გე­ბე­ლი ვარ. დღი­სით რამ­დე­ნი­მე სახ­ლს ვა­ლა­გებ. ბევ­რი ფიქ­რობს რომ ამ სამ სა­მუ­შა­ო­ზე საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა მიგ­როვ­დე­ბა თვის ბო­ლოს, მაგ­რამ ეს ასე არ არის. ეპი­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდ­ში სას­ტუმ­რო­ში ვმუ­შა­ობ­დი 8 სა­ა­თი და ახლა 16 სა­ა­თი ვმუ­შა­ობ დღე­ში, თუმ­ცა ბევ­რად ნაკ­ლე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბა მაქვს. ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო არ გვეხ­მა­რე­ბა, არც რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბით ვსარ­გებ­ლობთ. თუ არ ვი­მუ­შა­ვეთ, შიმ­ში­ლით და­ვი­ხო­ცე­ბით. ერთი სამ­სა­ხუ­რი საკ­მა­რი­სი არ არის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ არა­ლე­გა­ლუ­რად ვინც ვცხოვ­რობთ, რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნის ვუხ­დით ხელ­ფა­სი­დან 20-30%-ს რომ უსა­ბუ­თოდ მოგ­ვცენ ესა თუ ის სა­მუ­შაო... მინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმე­დი მაქვს რომ მალე ეს პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა და ის­რა­ე­ლი­დან უკე­თე­სად და­ვეხ­მა­რე­ბი ჩემს შვი­ლებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვი­უ­რად ახლა ჩემს მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლით ცხოვ­რო­ბენ.

მი­ხე­ილ ხე­ცო­ი­ძე, სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის ის­რა­ე­ლი­დან

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კალო
38

ნეტა იმ მილიონ პალესტინელს რას უშვრებიან გეტოებში რომ ყავთ, როგორც, თვითონ ეგენი ყავდა გიტლერს?

beso
10

ვაი უბედური და უწესო ქვეყნის შვილებო. დიდი თანაგრძნობა და სიყვარული თქვენ, ხოლო ვინც ამ დღეში გამყოფებთ იმას თქვენი გამოგზავნილი ფული ექცეს შხამად. ვინ ინახავს საქართველოს, აბა კითხე ხურდელ საქმედიას? ვაი თქვენს პატრონს! ვაი თქვენს იდიოტ და უზნეო ექსპერტებს! ეს ლუკმა შხამია ყველასათვის ვინც აპიარებს იმას, რომ სხვა ქმნის და წარმოადგენს საქართველოსო! ესაა თქვენი გაყიდული ხურდელი ეკლესია და საქმედია. სანამ არ დადებთ სწორ გაგებასა და შეფასებას ეს მიდგომა რჩება მუდმივად! რადგან დიდი ალბათობით, ეს არჩევნები აჩვენებს იმას, რომ საერთოდ რა ვართ, რას წარმოვადგენთ, რადგან გარედან შემოთავაზებულ კოჰაბიტაციას მხოლოდ ერთი გაგება გააჩნია, აქციე ეს ქვეყანა კუბიკებად, ხოლო ერთად დააჯექი ზედ! სხვა გაგება არ გამაჩნია გარემოებისა, სადაც ურცხვად წარმოებს ის კამპანია, სადაც გაგება და პარამეტრები არ უნდა მიეცეს ხალხს, ხოლო ხურდელის გარემოებაში გაფორმდეს ის, რაც მერე კონტროლს არ ექვემდებარება. ამ ქცევაშია საქპოლიმფრასტრუქტურა მედიასა და კონფესიების ჩათვლით..................აქ უფალი გამქრალა, ხოლო ემიგრაციიდან გამოგზავნილი ფულს ეფექტიანობა არ გააჩნია, ხოლო ის უვარდება კრებსით ოქრიაშვილს, რომელიც დიდი ალბათობით მედიატორი ან შუამავალია ამ პოლიტიკისა ყველა გაგებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საკარანტინე სასტუმროებსა თუ საავადმყოფოებში, დასუფთავებაზე ქართველი არალეგალები მუშაობენ - როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები ისრაელში, ტოტალური კარანტინის პირობებში

საკარანტინე სასტუმროებსა თუ საავადმყოფოებში, დასუფთავებაზე ქართველი არალეგალები მუშაობენ - როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები ისრაელში, ტოტალური კარანტინის პირობებში

18 სექტემბრიდან, ისრაელი ისევ საყოველთაო კარანტინის რეჟიმშია. ამის შესახებ მოქალაქეებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გასულ კვირას გამართულ სპეცილურ პრესკონფერენციაზე აცნობა. "3 კვირიანი კარანტინი, ისრაელის მთელს ტერიტორიაზე, ებრაული დღესასწაულების პერიოდში გაგრძელდება, ვთხოვ ყველა თანამოქალაქეს, გაგებით მოეკიდოს მთავრობის გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, ისრაელელები ჯანდაცვის მინისტრის ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ",- განცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

  • შეზღუდვები გულისხმოს მოქალაქეების გადაადგილების აკრძალვას, საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის შეჩერებას, რესტორნების, კაფეებისა და ოფისების დახურვას. მუშაობას არ შეაჩერებს მხოლოდ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები.

ისრაელის მთავრობა, თითქმის ყოველდღიური პრესკონფერენციების მეშვეობით, მოქალაქეებს არსებული ვითარების შესახებ უყვება და აცნობს იმ სამოქმედო გეგმას, რომლითაც ოფიციალური ისრაელი ცდილობს თავიდან აიცილოს, ფაქტობრივად, გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისი.

22 სექტემბერს, ნეთანიაჰუს კოალიციურმა მთავრობამ დაამტკიცა ახალი სპეციალური პროექტ-ბიუჯეტი. ისრაელი, კორონა-პანდემიის მეორე ტალღის მიერ გამოწვეულ ეკონომიკური დარტყმებს და რისკებს, საწყის ეტაპზე 10.5 მილიარდი შეკელით (დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი) და სპეციალური სამოქმედო გეგმით ცდილობს გაუმკლავდეს.

ახალი ეკონომიკური გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაეხმაროს ფინანსურად ყველა იმ დამსაქმებელს, რომლებიც არ აგზავნიან თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში. ასევე, სუბსიდირება გაუკეთოს ყველა იმ საწარმოს თუ ბიზნესორგანიზაციას, რომელთა შემოსავალიც პანდემიის პერიოდში 70% ით შემცირდა. (მოგეხსენებათ, რომ ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სტაბილური საყოველთაო ჯანდაცვის სააგენტო, "ბიტუაჰ ლეუმი" ყველა მოქალაქეს, რომლებმაც "კოვიდ-19“-ის პერიოდში დაკარგეს, ან შეუჩერეს სამუშაო, ყოველთვიურად ეხმარება პანდემიამდე არსებული ანაზღაურების 80-85%-ით.) ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ეს პროექტი სახელმწიფოს დაახლოებით 2 მილიარდი შეკელი დაუჯდება და თავიდან აიცილებს 100 ათასი ადამიანის უმუშევრად დატოვებას.

სახელმწიფო, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში, მუნიციპალური და სახელმწიფო გადასახადებისგან სრულიად ათავისუფლებს ყველა იმ საწარმოს, რომელთა შემოსავალი მითითებულ პერიოდში 25% ით შემცირდა.

ნეთანიაჰუს კოალიციურმა მთავრობამ ცალკე ბიუჯეტი გამოყო, რომელიც ხელს შეუწყობს ონლაინკომერციის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრულ განვითარებას.

გასულ კვირას, კარანტინის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებს ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა (სწორედ ოპოციზიის და კოალიციურ მთავრობაში შემავალი ცალკეული პოლიტიკოსების მოთხოვნით, კარანტინის პერიოდში დასაშვებია ნებისმიერი საპროტესტო გამოსვლები, თუ ისინი არ დაარღვევენ ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებს). რამდენიმე დღის წინ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ მომზადდეს კანონპროექტი: მინისტრების, მათი მოადგილეებისა და სხვა მაღალჩინოსნების ხელფასების 10-15% შემცირების შესახებ. კოალიციური მთავრობის სხვა მინისტრები ფიქრობენ, რომ ამ კანონის მიღება რთული იქნება, რადგან ეს გამოიწვევს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გადასინჯვას მთელ რიგ სექტორებში. ქვეყნის პოლიტოლოგები პრემიერის ამ გადაწყვეტილებას პოპულისტურს უწოდებენ და ნეთანიაჰუს გარდაუვალი საპარლამენტო არჩევნებისკენ მოუწოდებენ.

ბოლო 6 თვის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცების კანონპროექტი რამდენჯერმე ჩავარდა და იყო საშიშროება უკვე მესამედ ქვეყანაში დანიშნულიყო ახალი არჩევნები. თუმცა ამ გამოწვევას, ამერიკის დახმარებით თუ მის გარეშე, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ბენი განცის კოალიციური მთავრობა გაუმკლავდა. ოფიციალური ისრაელის ამ ეტაპზე რაიმე სახის ეკონომიკურ კრიზის არ აანონსებს და ყურადღებას სხვა საერთაშორისო დიპლომატიურ საკითხებზე ამახვილებს. როგორც პრემიერის ოფისის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის მეთაური, 3-კვირიანი კარანტინის პერიოდში, ყოველკვირეულად გამართავს პრესკონფერენციებს და ქვეყანაში არსებულ, ეკონომიკურ თუ პანდემიურ პრობლემებზე ისაუბრებს.

რაც შეეხება არსებულ საყოველთაო კარანტის, რომელსაც ისრაელი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გაივლის, უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ დიდი პროტესტის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა (არიე დერი - სხვათა შორის, ის ერთადერთი მინისტრია კოალიციურ მთავრობაში, რომელიც ასეთი ტიპის შეზღუდვებს კარანტინის პერიოდში არ ეთანხმებოდა) ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კარანტინის პირველ დღეებში, რომელიც "როშ ჰაშანას“ (ებრაული ახალი წელი) დღესასწაულს დაემთხვა, დაახლოებით 2700 ჯარიმა გამოიწერა. მათი უმეტესობა 2044 ჯარიმა სამართალდამცავებმა გამოუწერეს მოქალაქეებს, რომლებმაც დაარღვიეს საყოველთაო კარანტინის მესამე პუნქტი (გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის გამო საცხოვრებელი სახლის დატოვების და 1 კილომეტრი დისტანციაზე გადაადგილების გამო). 629 ჯარიმა გამოუწერეს მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ქუჩაში პირბადის გარეშე.

მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ სამართალდამცავებმა 5000 შეკელით დააჯარიმეს რამდენიმე ფიზიკური პირი, რომლებმაც არ გაითვალისწინეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული შეზღუდვები და არ დაკეტეს კაფე-ბარები.

მოგეხსენებათ 18 სექტემბერს ისრაელში შემოღებულია საკარანტინო მკაცრი რეჟიმი. მოქალაქეებს ეკრძალებათ: გადაადგილება საცხოვრებელი სახლიდან 1000 მეტრზე მეტ მანძილზე. თუ ის არ მიდის სამსახურში, ან პირველადი პროდუქტების შესაძენად. ისრაელელებს შეუძლია გადაადგილდნენ ქალაქიდან ქალაქში ან 1000 მეტრზე მეტ დისტანციაზე თუ მათ აქვთ სპეციალური მიზეზი. მაგალითად, თუ ისინი მიდიან: ქნესეთში, დემონსტრაციაზე, სასამართლოში, დაკრძალვაზე, ნათლობაზე, შვილების ან მშობლების მოსანახულებლად. მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა, სამოქალაქო სექტორისგან და ოპოზიციისგან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. ისინი ფიქრობენ, რომ საკარანტინე შეზღუდვები არალოგიკურია და მას არ ექნება ისეთი ეფექტი, როგორსაც ხელისუფლება ჰპირდება მოქალაქეებს. თუ სინაგოგებში, დახურულ სივრცეში თავშეყრა არ იკრძალება, რატომ უნდა აიკრძალოს, მაგალითად, ღია სივრცეში ზღვის სანაპიროზე სეირნობა. თუ ქვეყნის მასშტაბით უამრავ სასტუმროებს სტუმრების მიღება ეკრძალება, რატომ აგრძელებენ ის სასტუმროები არაინფიცირებული სტუმრების მიღებას, რომლებიც მხოლოდ საკარანტინე სივრცედ არის გამოსაყენებელი და ა.შ. ოპოზიციის ამ კითხვებს, პრემიერი რამდენიმე დღეში უპასუხებს.

ნებადართულია ღია სივრცეში მაქსიმუმ 10 ადამიანის თავშეყრა. ნებადართულია საპროტესტო ღონისძიებები თუ მას არ აქვს ძალადობრივი მიზნები. შეზღუდულია ქვეყნის დატოვება თუ მოქალაქემ გაფრენამდე 12 საათით ადრე არ გაიარა კორონა-ტესტი.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე დღეა რაც ქვეყანაში საყოველთაო ტოტალური კარანტინი მოქმედებს, დაინფოცორებულთა რიცხვი საგრძნობლად მატულობს. მხოლოდ 22 სექტემბერს 6800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, ფაქტობრივად, რეკორდული მაჩვენებელია.

ეპიდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პროფესორი რონი ჰამზუ განმარტავს, რომ ახალი შემთხვევების ასეთი მატება განაპირობა იმან, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გაზარდა ტესტების რაოდენობა (დაახლოებით 60 000 ტესტი ყოველდღიურად).

ექსპერტების პროგნოზის თანახმად, თუ ინფექციის ამჟამინდელი მაჩვენებელი შენარჩუნდება, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მძიმედ დაავადებული პაციენტების რაოდენობა კრიტიკულ დონეს მიაღწევს და 1000-ზე მეტი ისრაელელი კორონავირუსით დაიღუპება. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასტაბით იგეგმება რამდენიმე დიდი სასტუმროს სამედიცინო ცენტრად გადაკეთებაც, რადგან პაციენტებისთვის განკუთვილი ადგილები ყველა საავადმყოფოში შევსებულია.

კორონავირუსთან ბრძოლის დეპარტამენტში საგანგებო შეხვედრა-თათბირი დაინიშნა. როგორც ჟურნალისტებს განუცხადეს, არ არის გამორიცხული მთავრობამ კარანტინის რეჟიმი გაამკაცროს, რადგან შეზღუდვების მიუხედავად დაინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

ულტრა ორთოდოქსალური მოსახლეობის კატეგორიულ მოთხოვნების მიუხედავად, არ არის გამორიცხული მთავრობამ ქვეყნის ისტორიის განმავლობაში, პირველად არ გაითვალისწინოს მათი რეკომენდაცია და ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, თუნდაც სინაგოგაში თავშეყრა აკრძალოს.

ჯერ მხოლოდ, სამკვირიანი საკარანტინე პერიოდის პირველ კვირას საკმაოდ დაძაბულად გადის ისრაელი, თუმცა მთავრობა იმედს არ კარგავს. როგორც ტელეკომპანია “12"-ის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა აჩვენა, ისრაელის მოსახლეობის 60%-მდე ზედმიწევნით იცავს საყოველთაო კარანტინით დაწესებულ შეზღუდვებს, ხოლო მოსახლეობის 47% სჯერა, რომ ეს შეზღუდვები შედეგს გამოიღებს.

  • უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ემიგრანტი, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობენ და მუშაობენ ისრაელში. ჯერ კიდევ მარტში, როდესაც ქვეყანაში დაიწყო კრიზისული ვითარება, მათმა უმრავლესობამ დაკარგა სამსახური. ხოლო აპრილ-მაისში, პირველი კარანტინის პერიოდში მათ საერთოდ მუშაობის უფლებაც აეკრძალათ. ახლაც ანალოგიური მდგომარეობაა. ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილების რაოდენობა კარანტინის პერიოდში 65%-ით შემცირდა.

საქართველოს მოქალაქეებს, ემიგრანტებს რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ, ბოლო 6 თვის განმავლობაში ანაზღაურება ან გაუნახევრდა, ან ისიც დაკარგეს. ამას დაემატა ისიც, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაისამდე "ლურჯი ვიზის" ("ლურჯი ვიზა" - ლტოლვილის სტატუსის მიღებამდე, ქვეყანაში შეზღუდული უფლებამოსილებით ცხოვრების უფლება) გაცემის რაოდენობა, ფაქტობრივად, გაანახევრა, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში, საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 8-9%-ს გაუგრძელეს "ლურჯი ვიზის" სტატუსი.

მარტიდან-აგვისტომდე პერიოდში სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, ისრაელში მცხოვრებ ქართველ-ემიგრანტთა 12%-მა, დარჩენილი 88%-ის მხოლოდ 9%-ს აქვს ლეგალურად ცხოვრების უფლება, რაც ცალსახად გვაძლევს იმის თქმის უფლება, რომ ისრაელში ქართველ ემიგრანტთა 60-70% არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს. არსებული კარანტინის პერიოდში არ მუშაობს ქვეყნის მთავარი საემიგრაციო სააგენტო და გაგვიჭირდა გაგვეგო, რამდენი საქართველოს მოქალაქე ელოდება დეპორტაციას. თუმცა რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ვესაუბრეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს უამრავ მოქალაქეს, რომელთაც აღარ გაუგრძელეს ვიზა, ან შეუჩერეს ლტოლვილის სტატუსი, ქვეყნის საემიგრაციო სააგენტომ არ მოსთხოვა დაეტოვებინათ ქვეყანა. პანდემიამდე კი ემიგრანტს, რომელსაც შეუჩერდებნენ "ლურჯ ვიზას“- ავალდებულებდნენ ქვეყანა დაეტოვებინა რამდენიმე დღეში. ემიგრანტების თემაზე აქტიურად მუშაობს, ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდი "ბესტ ისრაელი“, რომლებიც აცხადებენ, რომ არალეგალების ზრდას ოფიციალური ისრაელი არ აქცევს დიდ ყურადღებას მხოლოდ ახლა, რადგან როგორც არასოდეს, ქვეყანას სჭირდება "შავი მუშა ხელი“, რომლებიც გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე, თანახმანი არიან იმუშაონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებზე და ისიც მინიმალური ანაზღაურებით. მოგახსნებეთ, რომ ისრაელის თითქმის ყველა საკარანტინე დაწესებულებაში, სასტუმროში თუ საავადმყოფოში, დასუფთავებაზე მხოლოდ ქართველი არალეგალები მუშაობენ და ისინი რისკის ზონაში შედიან.

ბოლო პერიოდში უამრავ ქართველ ემიგრანტს ვესაუბრე, რომლებიც გამოუვალ სიტუაციაში ცხოვრობენ.

ელიკო (ქართველი ემიგრანტი, რომელიც 5 წელია ცხოვრობს ისრაელში):

- 5 წელი ვცხოვრობ ისრაელში, 2020 წლის მაისამდე ლეგალურად ვცხოვრობდი და სტაბილურად ვმუშაობდი, თუმცა მას შემდეგ რაც მე და ჩემნაირად ათასობით ქართველს აღარ გაგვიგრძელეს ვიზა, აღმოვჩნდით რთულ სიტუაციაში. ახლა მე არანაირი საბუთი არ მაქვს და ყოველდღე ველი, რომ საემიგრაციო სამსახური დამაკავებს. თუმცა ქართველ ქალებს ხომ იცით, არ გვეშინია არაფრის. შესაბამისად, ვცდილობ ვიმუშავო მინიმალურ ხელფასზე, რადგან საქართველოში, უმუშევრად დარჩენილ ჩემს ოჯახს დავეხმარო.

თამილა (ქართველი ემიგრანტი, რომელიც 4 წელია ცხოვრობს ისრაელში):

- ახლა ქვეყანაში კარანტინია და ჩვენთვის, არალეგალებისთვის არავის სცალია. რომც დაგვიჭირონ, რას გვიზამენ? გაგვადეპორტებენ? ფრენები არ არის. ჩემი მეზობელი ორი ქალი დააკავეს და რამდენიმე დღეში გამოუშვეს. უთხრეს რომ ფრენები არ არის და პირველივე შესაძლებლობაზე, მათ დააბრუნებენ საქართველოში... ახლა სამ ადგილას ვმუშაობ, დილით და ღამით ცენტრალურ კლინიკაში დამლაგებელი ვარ. დღისით რამდენიმე სახლს ვალაგებ. ბევრი ფიქრობს რომ ამ სამ სამუშაოზე საკმაოდ სოლიდური თანხა მიგროვდება თვის ბოლოს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეპიდემიამდე პერიოდში სასტუმროში ვმუშაობდი 8 საათი და ახლა 16 საათი ვმუშაობ დღეში, თუმცა ბევრად ნაკლები ანაზღაურება მაქვს. ჩვენ სახელმწიფო არ გვეხმარება, არც რაიმე შეღავათებით ვსარგებლობთ. თუ არ ვიმუშავეთ, შიმშილით დავიხოცებით. ერთი სამსახური საკმარისი არ არის. მოგეხსენებათ არალეგალურად ვინც ვცხოვრობთ, რამდენიმე კომპანის ვუხდით ხელფასიდან 20-30%-ს რომ უსაბუთოდ მოგვცენ ესა თუ ის სამუშაო... მინდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმედი მაქვს რომ მალე ეს პანდემია დასრულდება და ისრაელიდან უკეთესად დავეხმარები ჩემს შვილებს, რომლებიც ყოველთვიურად ახლა ჩემს მიერ გაგზავნილი ფულით ცხოვრობენ.

მიხეილ ხეცოიძე, სპეციალურად ambebi.ge-სთვის ისრაელიდან

"ხშირად გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია - უნდა გავაძლიეროთ ლოცვა" - პატრიარქის ქადაგება

რატომ დარჩა გლდანში 5 000 აბონენტი გაზის გარეშე?

"განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ეს მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი" - ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს