სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი პრემიერობის, ბაქრაძე კი პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად? - რაზე ჰქონდათ მოლაპარაკებები "ნაცმოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს", რას ამბობს სააკაშვილი
სააკაშვილი პრემიერობის, ბაქრაძე კი პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად? - რაზე ჰქონდათ მოლაპარაკებები "ნაცმოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს", რას ამბობს სააკაშვილი

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს" არ­ჩევ­ნებ­ზე ერ­თი­ა­ნი სიის ფორ­მი­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა. ასე­ვე, არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს სა­უ­ბა­რი იყო თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე, კერ­ძოდ, პრე­მი­ე­რის პოსტზე მხარ­და­ჭე­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უნდა მი­ე­ღო, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კი თა­ვის მხრივ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ და­ვით ბაქ­რა­ძეს მხარს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე და­უ­ჭერ­და. ამის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა გუბაზ სა­ნი­კი­ძემ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და ეს ფაქ­ტი ნა­წი­ლობ­რივ და­ა­დას­ტუ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ტვ პირ­ველ­თან". მისი თქმით, "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს­თან" მო­ლა­პა­რა­კე­ბა წარ­მო­ებ­და რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და მათ სთა­ვა­ზობ­დნენ სიის პა­რი­ტე­ტულ და­კომ­პლექ­ტე­ბას. "ვთა­ვა­ზობ­დით პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ად­გი­ლი წა­ე­ღოთ მათ, პრე­მი­ე­რო­ბა­ზე კი მომ­ხდა­რი­ყო ცალ­კე შე­თან­ხმე­ბა. იქაც ცალ­სა­ხად ჩემი კან­დი­და­ტუ­რა არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ეს რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო მათ მიერ იქნა უარ­ყო­ფი­ლი", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დერ­მა, გიგა ბო­კე­რი­ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა, მისი მტკი­ცე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხამ­დე არც მი­სუ­ლა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და, თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა "სა­ერ­თოდ სი­სუ­ლე­ლეა" და ეს იდეა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" სა­წყის­ში­ვე მი­უ­ღე­ბე­ლი იყო.

"მო­ლა­პა­რა­კე­ბა მაგ სა­კი­თხამ­დე არც მი­სუ­ლა. ერ­თი­ა­ნი სია ოპო­ზი­ცი­ის­თვის წამ­გე­ბი­ა­ნი და არა­რე­ა­ლუ­რი იდე­აა მთლი­ა­ნად. პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის­თვის "ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ" სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუ­ფი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლი­დე­რო­ბით იმი­ტომ ვიბ­რძო­ლეთ, რომ ამომ­რჩევ­ლებს არ­ჩე­ვა­ნი ჰქო­ნო­დათ, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აც მოს­წონთ, იმის­თვის მი­ე­ცათ ხმა. ახლა, რა­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­პა­გან­დის თვალ­საზ­რი­სით თა­მა­შობს, ეს სწო­რედ ივა­ნიშ­ვი­ლის თა­მა­ში იყო - შექ­მნი­ლი­ყო ორი პო­ლუ­სი, ამი­ტომ ჩვენ ეს იდეა თა­ვი­დან­ვე უარ­ვყა­ვით.

თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა კი, სა­ერ­თოდ სი­სუ­ლე­ლეა. სა­წყის­ში­ვე მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ჩვენ­თვის ეს იდეა და პა­სუ­ხი სა­ჯა­როდ გა­ვე­ცით სა­ა­კაშ­ვილს, ჩვე­ნი პო­ზი­ცია ყვე­ლამ იცო­და. მარ­თლაც გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და მა­ჟო­რი­ტა­რებ­ზე შე­თან­ხმე­ბა ანუ, ის, რომ პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ში კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ, მაგ­რამ მა­ჟო­რი­ტა­რულ ნა­წილ­ში კო­ორ­დი­ნა­ცია მოგ­ვეხ­დი­ნა. ჩვე­ნი აზ­რით, სწო­რედ ამის ჩაშ­ლის­თვის და ამის გა­და­სა­ფა­რად შე­მოგ­დე­ბუ­ლი იდეა იყო (ერ­თი­ა­ნი სიის ფორ­მი­რე­ბა). ეს ჩვენ სა­ჯა­რო­დაც ვთქვით. ასე რომ, ამა­ში სი­ახ­ლე არა­ფე­რია. იგი­ვე სახე არის სა­ა­კაშ­ვი­ლის და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრო­პა­გან­დის, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს "ოც­ნე­ბის" და ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­პა­გან­დას - უნდა ის­რო­ლო ნე­ბის­მი­ე­რი და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ტა­ლა­ხი იმის­თვის, რომ რა­ღაც თემა შექ­მნა. რე­ა­ლუ­რად, რე­გი­ო­ნებ­ში მა­ჟო­რი­ტა­რებ­ზე შე­თან­ხმე­ბის ჩამ­შლე­ლე­ბის სა­ხე­ლის გა­და­ფარ­ვა უნ­დათ, სხვა არა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და ბიგა ბო­კე­რი­ამ.

"არა­ნა­ი­რი სა­უ­ბა­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე არც ყო­ფი­ლა და არც მი­ვი­ღებ­დით", - ეს უკვე და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და. თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბას უარ­ყო­ფენ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შიც".

"გუ­შინ­დელ ეთერ­ში გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ ისა­უბ­რა კონ­კრე­ტულ შე­თა­ვა­ზე­ბებ­ზე, რო­მელ­საც მე ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი არის ის მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რო­მელ­ზეც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მათ შო­რის, სა­ჯა­როდ სა­უბ­რობ­და და მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა იყო ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი სია, სა­დაც შე­ვი­დო­და ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და შე­იქ­მნე­ბო­და ერ­თი­ა­ნი ფრონ­ტის ხაზი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ამ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში", - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

"რა­საც ჩვენ ვუ­ყუ­რებთ ახლა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს" შო­რის, არის ყო­ფი­ლი ცოლ-ქმრის ჩხუ­ბი და ყო­ფი­ლი ცოლ-ქმრის ჩხუბ­ში ვერ გა­არ­კვევ სი­მარ­თლე რომ­ლის მხა­რეს არის და რომ­ლის არა, "მათ სჭირ­დე­ბათ ოჯა­ხის კონ­სულ­ტან­ტი, ასე მარ­ტი­ვი არ არის, აქ მარ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბით ვერ მი­ვუდ­გე­ბით ამ სა­კი­თხის გარ­ჩე­ვას. ეს პარ­ტი­ე­ბი ვერ შე­რიგ­დე­ბი­ან, მე რა­საც ვუ­ყუ­რებ, ასე მარ­ტი­ვად ვერ შე­თან­ხმდე­ბი­ან. ის თუ რა უშ­ლით ხელს, შიგ­ნით ვინც არის, მათ იცი­ან და არ ამ­ბო­ბენ ბო­ლომ­დე სი­მარ­თლეს. გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ მხო­ლოდ სი­მარ­თლის ნა­წი­ლი თქვა, მაგ­რამ ჩვენ მთლი­ა­ნად არ ვი­ცით რაში იყო საქ­მე. რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც გვაჩ­ვე­ნებს, რომ ასე მარ­ტი­ვად არ არის საქ­მე. ამი­ტომ უნდა და­ვა­ნე­ბოთ თავი ოჯახს, თუ მო­რიგ­დე­ბა თვი­თონ მო­რიგ­დე­ბა,"- ამ­ბობს ექ­სპერ­ტი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არ დამბლოკოთ სრულიად სიმართლეა .
41

დიდი ალბათობით ამერიკაში არჩევნებს ჩვრამპი მოიგებს სააკაშვილს მის ბანდას და ასევე ბიძინას ანაკონდას არ ენდობა . 

მას უკვე ამოეჩეული ჰყავს კანდიდატი ვისგანაც საქმეს და იჭერს და ეს არც საპნის ბუშტა ოცნებიდანაა და არც მასონთა მონებიდან. მასონებს და მათ სექტა ს ანადგურებდეს ტრამპი . მალე დოლარსაც გამოიცვლის და მოგროვილ მოპარული მილიონები ოხრად დაგრჩებათ. არ გეგონოთ ბანკებმა გამოგიცვალოთ . ეს კორონა მაფიორა ზუსტად ამის გამოა დადგმული . სინამდვილეში არავითარი კორონა არ არსებობს . ყველაფერი შეზღუდული იმიტომაა ფულის გათეთრება ვერ მოახდინონ და ვერ დაიმალონ ბავშვების და ხალხის ტრაფიკინგით გამდიდრებული ელიტა . 

ალექს
2

შემოდგომაა , თუ ისედაც ყვითელი ჩვენი პროპოსტსაბჭოთა მედია ?! ვერა ხედამს , არა , აქ რო კაპიტალიზმს აბორტი მიშამ ისე გაუკეთა , რომ საბაზრო ეკონომიკას მუცლად ვეღარ იღებს და დემოკრატია კი საშვილებელი გვყავს, აბა თავად ვერც მაგას ვშობთ ?! საინტერესოა მედიაზე ვინ და რატომ რა მიზნით ახდენს ზეწოლას , ისეთი ფონის შესაქმნელად ,რომ ერთხელ, და ისიც აქ, დაბადება ვინანოთ ?! ვინმემ მედიიდან ხომ არ იცით, მიშა კალაძეს ხომ არ ძარცვავდა და ეს ხომ არ გახდა მაგის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი, როგორც ივანიშვილისა ?!

ავტორი:

სააკაშვილი პრემიერობის, ბაქრაძე კი პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად? - რაზე ჰქონდათ მოლაპარაკებები "ნაცმოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს", რას ამბობს სააკაშვილი

სააკაშვილი პრემიერობის, ბაქრაძე კი პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად? - რაზე ჰქონდათ მოლაპარაკებები "ნაცმოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს", რას ამბობს სააკაშვილი

გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა. ასევე, არსებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს საუბარი იყო თანამდებობის გადანაწილებაზე, კერძოდ, პრემიერის პოსტზე მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეღო, "ნაციონალური მოძრაობა" კი თავის მხრივ "ევროპული საქართველოს" ლიდერ დავით ბაქრაძეს მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაუჭერდა. ამის შესახებ ისაუბრა გუბაზ სანიკიძემ, მოგვიანებით და ეს ფაქტი ნაწილობრივ დაადასტურა მიხეილ სააკაშვილმა "ტვ პირველთან". მისი თქმით, "ევროპულ საქართველოსთან" მოლაპარაკება წარმოებდა რამდენიმე კვირის განმავლობაში და მათ სთავაზობდნენ სიის პარიტეტულ დაკომპლექტებას. "ვთავაზობდით პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ, პრემიერობაზე კი მომხდარიყო ცალკე შეთანხმება. იქაც ცალსახად ჩემი კანდიდატურა არ განიხილებოდა. ეს რაღაც მიზეზების გამო მათ მიერ იქნა უარყოფილი", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მოლაპარაკებები დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, მოლაპარაკებები თანამდებობების განაწილების საკითხამდე არც მისულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გიგა ბოკერიამ განუცხადა, თანამდებობების განაწილება "საერთოდ სისულელეა" და ეს იდეა "ევროპული საქართველოსთვის" საწყისშივე მიუღებელი იყო.

"მოლაპარაკება მაგ საკითხამდე არც მისულა. ერთიანი სია ოპოზიციისთვის წამგებიანი და არარეალური იდეაა მთლიანად. პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის "ევროპულმა საქართველომ" სამოქალაქო ჯგუფისა და საზოგადოების ლიდერობით იმიტომ ვიბრძოლეთ, რომ ამომრჩევლებს არჩევანი ჰქონოდათ, რომელი პოლიტიკური პარტიაც მოსწონთ, იმისთვის მიეცათ ხმა. ახლა, რასაც მიხეილ სააკაშვილი პროპაგანდის თვალსაზრისით თამაშობს, ეს სწორედ ივანიშვილის თამაში იყო - შექმნილიყო ორი პოლუსი, ამიტომ ჩვენ ეს იდეა თავიდანვე უარვყავით.

თანამდებობების განაწილება კი, საერთოდ სისულელეა. საწყისშივე მიუღებელი იყო ჩვენთვის ეს იდეა და პასუხი საჯაროდ გავეცით სააკაშვილს, ჩვენი პოზიცია ყველამ იცოდა. მართლაც გონივრული იქნებოდა მაჟორიტარებზე შეთანხმება ანუ, ის, რომ პროპორციულ სისტემაში კონკურენტები ვართ, მაგრამ მაჟორიტარულ ნაწილში კოორდინაცია მოგვეხდინა. ჩვენი აზრით, სწორედ ამის ჩაშლისთვის და ამის გადასაფარად შემოგდებული იდეა იყო (ერთიანი სიის ფორმირება). ეს ჩვენ საჯაროდაც ვთქვით. ასე რომ, ამაში სიახლე არაფერია. იგივე სახე არის სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდის, რომელიც ძალიან ჰგავს "ოცნების" და ივანიშვილის პროპაგანდას - უნდა ისროლო ნებისმიერი და ურთიერთგამომრიცხავი ტალახი იმისთვის, რომ რაღაც თემა შექმნა. რეალურად, რეგიონებში მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩამშლელების სახელის გადაფარვა უნდათ, სხვა არაფერი", - განაცხადა ბიგა ბოკერიამ.

"არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არც ყოფილა და არც მივიღებდით", - ეს უკვე დავით ბაქრაძემ განაცხადა. თანამდებობების გადანაწილების საკითხზე მოლაპარაკებას უარყოფენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც".

"გუშინდელ ეთერში გუბაზ სანიკიძემ ისაუბრა კონკრეტულ შეთავაზებებზე, რომელსაც მე ვერ დაგიდასტურებთ. ჩემთვის ცნობილი არის ის მარტივი ჭეშმარიტება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის, საჯაროდ საუბრობდა და მდგომარეობს შემდეგში, რომ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება იყო ერთიანი ოპოზიციური სია, სადაც შევიდოდა ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი და შეიქმნებოდა ერთიანი ფრონტის ხაზი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ამ საარჩევნო პროცესში", - განაცხადა ბოკუჩავამ.

"რასაც ჩვენ ვუყურებთ ახლა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის, არის ყოფილი ცოლ-ქმრის ჩხუბი და ყოფილი ცოლ-ქმრის ჩხუბში ვერ გაარკვევ სიმართლე რომლის მხარეს არის და რომლის არა, "მათ სჭირდებათ ოჯახის კონსულტანტი, ასე მარტივი არ არის, აქ მარტო პოლიტიკური მეცნიერებებით ვერ მივუდგებით ამ საკითხის გარჩევას. ეს პარტიები ვერ შერიგდებიან, მე რასაც ვუყურებ, ასე მარტივად ვერ შეთანხმდებიან. ის თუ რა უშლით ხელს, შიგნით ვინც არის, მათ იციან და არ ამბობენ ბოლომდე სიმართლეს. გუბაზ სანიკიძემ მხოლოდ სიმართლის ნაწილი თქვა, მაგრამ ჩვენ მთლიანად არ ვიცით რაში იყო საქმე. რაღაც საინტერესო დეტალები შეიძლება იყო, რომელიც გვაჩვენებს, რომ ასე მარტივად არ არის საქმე. ამიტომ უნდა დავანებოთ თავი ოჯახს, თუ მორიგდება თვითონ მორიგდება,"- ამბობს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.