კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციისა და ხელისუფლების მთავარი შეცდომები და სტრატეგიული გათვლები წინასაარჩევნო პროცესში - ექსპერტთა შეფასებები
ოპოზიციისა და ხელისუფლების მთავარი შეცდომები და სტრატეგიული გათვლები წინასაარჩევნო პროცესში - ექსპერტთა შეფასებები

ოპო­ზი­ცია ხი­დე­ბის ჩა­ტეხ­ვის ზღვარ­ზე გა­დის, რაც კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ გვყავს უმ­წი­ფა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორ ხუ­ხაშ­ვილ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცია ამომ­რჩე­ველს უბ­რუ­ნებს გან­ცდას, რომ ამ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კა­ში არის მხო­ლოდ ორი ძალა - სა­ა­კაშ­ვი­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლი და მხო­ლოდ მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

„რო­დე­საც ძი­რი­თა­დი პო­ლე­მი­კა მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს შო­რის, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უქ­მნის კომ­ფორ­ტს იმი­სას, რომ ერ­თის მხრივ მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში აწარ­მო­ოს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და მე­ო­რე მხრივ, ხელი გა­იშ­ვი­როს და თქვას - „კი ბა­ტო­ნო, მე არ მოგ­წონ­ვარ, მაგ­რამ ესე­ნი ვინ არი­ან“. ამ გზავ­ნი­ლით მარ­თოს პრო­ცე­სი. თით­ქოს პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­გი­კით გა­სა­გე­ბია რა­ტომ მი­დის ეს პრო­ცე­სი. გარ­და იმი­სა, რომ ოპო­ზი­ცია ოპო­ნი­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, მათ აქვთ შიდა კონ­კუ­რენ­ცი­ის მო­მენ­ტე­ბი და შიდა კონ­კუ­რენ­ცია უბიძ­გებს მათ გარ­კვე­უ­ლი კრი­ტი­კის­კენ. ზოგ­ჯერ აქ ხდე­ბა გა­დამ­ლა­შე­ბა და ხი­დე­ბის ჩა­ტეხ­ვის ზღვარ­ზე გა­დის ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ გვყავს უმ­წი­ფა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მათ ხან­გრძლი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფია აქვთ, თით­ქოს ვე­რა­ფერს სწავ­ლო­ბენ.

იგი­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­ზე მათი ის­ტე­რი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა და უკუ­შე­დეგს იწ­ვევს. თუ მათი ამო­ცა­ნაა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყვე­ლა გა­მო­ნათ­ქვა­მის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბით და დის­ტრი­ბუ­ცი­ით უზ­რუნ­ველ­ყონ ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბის და­მარ­ცხე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ამით ისი­ნი იღე­ბენ სა­პი­რის­პი­რო შე­დეგს, ხელს უწყო­ბენ ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბის ინი­ცი­რე­ბას. სის­ტე­მუ­რი შე­ტე­ვა, სის­ტე­მუ­რი გან­ხილ­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის ამომ­რჩე­ველს უბ­რუ­ნებს გან­ცდას, რომ ამ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კა­ში არის მხო­ლოდ ორი ძა­ლის ცენ­ტრი - სა­ა­კაშ­ვი­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლი და მხო­ლოდ მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. სხვა ყვე­ლა არის არა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ხუ­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხს ვე­ღარ შე­ა­ში­ნებს, რად­გან ეს არის ყავლგა­სუ­ლი, ძა­ლა­და­კარ­გუ­ლი პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გია, რომ­ლის რე­ა­ლუ­რი ეფექ­ტი მი­ზე­რუ­ლია.

„სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ პრო­ცე­სის პრო­ვო­ცი­რე­ბას ახ­დენს და არა­ფერს აგებს, პი­რი­ქით, იგებს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ნე­გა­ტი­ვიც კი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე შე­უძ­ლია მის სა­სარ­გებ­ლოდ ამუ­შა­ოს. ფაქ­ტობ­რი­ვად ძა­ლის ცენ­ტრად წარ­მო­ა­ჩე­ნენ. ამ შე­ტე­ვე­ბით ოპო­ზი­ცია ამ­დიდ­რებს სა­ა­კაშ­ვილს და ივა­ნიშ­ვილს და კარ­გავს თვი­თონ. ეს არის სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბა. თუ ოპო­ზი­ცი­ის ამო­ცა­ნაა ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბის პრე­ვენ­ცია, რომ ორ­პო­ლუ­სი­ა­ნი არ დარ­ჩეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, მათი ტაქ­ტი­კა იმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უნდა იყოს, რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ. „მგე­ლი მო­დის“ პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გია, რი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წინა არ­ჩევ­ნებ­ზე შე­დეგს იღებ­და, ახლა აღარ იმუ­შა­ვებს. სა­ა­კაშ­ვი­ლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხს ვე­ღარ შე­ა­ში­ნებს, ეს არის ყავლგა­სუ­ლი, ძა­ლა­და­კარ­გუ­ლი პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გია, რომ­ლის რე­ა­ლუ­რი ეფექ­ტი მი­ზე­რუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

ოპო­ზი­ცი­ა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ხან ბუნ­ტის თა­ვია და ხან გამ­თლი­ა­ნე­ბის მომ­ხრე. ოპო­ზი­ცია შეც­დო­მას უშ­ვებ­და, როცა ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს და ამის მი­ხედ­ვით იღებ­და ორი­ენ­ტა­ცი­ას, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრში არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბით „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მომ­გე­ბი­ან პო­ზი­ცი­ა­შია.

„მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ყო ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი­დან და სამ პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრზე ლა­პა­რა­კობს: ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცია. ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრში არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბით „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მომ­გე­ბი­ან პო­ზი­ცი­ა­შია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცია ზა­რალ­დე­ბა, რად­გან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ თა­ვის მხარ­დამ­ჭერ­თა ხმებს წა­ი­ღებს თა­ვის­კენ“, - გა­ნა­ცხა­და რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

ამას­თა­ნა­ვე, პო­ლი­ტო­ლო­გის გან­ცხა­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აქვს ინ­ტე­რე­სი, რომ მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის ხმე­ბი სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ში გა­ი­ფან­ტოს, თუმ­ცა ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ვერ მო­ი­პო­ვებ­დნენ უპი­რა­ტე­სო­ბას.

„არ­ჩევ­ნებ­ზე ყვე­ლა პარ­ტია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ მისი კონ­კუ­რენ­ტის მხარ­დამ­ჭერ­თა ხმე­ბი გა­ი­ფან­ტოს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ში. ანა­ლო­გი­უ­რი ინ­ტე­რე­სი სა­ვა­რა­უ­დოა, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც“ ექ­ნე­ბა, რომ მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის ხმე­ბი გა­ი­ფან­ტოს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ში. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ერ­თა­დაც რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ მა­ინც ვერ მო­ი­პო­ვებ­დნენ უპი­რა­ტე­სო­ბას სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ას­თან და სწო­რედ ეს გათ­ვა­ლა სა­ა­კაშ­ვილ­მა და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, რად­გან უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ღე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მა­შინ მე ჩემ­სკენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევრ ხმას წა­მო­ვი­ღე­ბო. ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის უფრო მეტი სირ­თუ­ლის შემ­ქმნე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, თუმ­ცა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში და ამ არ­ჩევ­ნებ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოპო­ზი­ცია გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­თაც ვერ და­ა­მარ­ცხებ­და და ამი­ტომ და­ი­წყეს ზრუნ­ვა თა­ვი­სი ხმე­ბის მი­ზიდ­ვა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, დღეს ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრში არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა ბუ­ნებ­რი­ვია, თუმ­ცა მისი თქმით, პრო­ცე­სებს ამ­წვა­ვებს ის, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­ცე­სის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დე­ნენ. ამას­თა­ნა­ვე, ძა­ბი­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ეს­მის რა, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ამომ­რჩევ­ლის გა­და­ბი­რე­ბას ვერ შეძ­ლებს, იმ პარ­ტი­ებ­ზე ახორ­ცი­ე­ლებს შე­ტე­ვას, რომ­ლე­ბიც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ გა­მო­ეყვნენ და ამ­გვა­რად ცდი­ლობს მის­გან წა­სუ­ლი ამომ­რჩევ­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბას.

„რო­დე­საც ხდე­ბა ერ­თი­ა­ნი სიის ან ბლო­კის გა­კე­თე­ბა, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ში თით­ქმის ბუ­ნებ­რი­ვია იმი­ტომ, რომ ოპო­ზი­ცია ებ­რძვის არა მარ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არა­მედ მისი კონ­კუ­რენ­ტია და­ნარ­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბიც. ასე რომ, ის, რაც დღეს ოპო­ზი­ცი­ა­ში ხდე­ბა, სიმ­ძაფ­რის ხა­რის­ხი შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა იყოს, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლი, რა თქმა უნდა, არ არის. ამ ვი­თა­რე­ბას ამ­წვა­ვებს მე­ო­რე გა­რე­მო­ე­ბა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და სა­ა­კაშ­ვი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დე­ნენ ამ პრო­ცე­სის და ესეც ბუ­ნებ­რი­ვია მათი მხრი­დან, იმი­ტომ, რომ კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან. ერთი თემა კი­დევ შე­მო­დის და ის უკავ­შირ­დე­ბა არა­მარ­ტო „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“, არა­მედ გი­ორ­გი ვა­შა­ძეს და ყვე­ლა იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე იყ­ვნენ „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და შემ­დეგ გა­მო­ეყვნენ და ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ ცალ­კე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ე­ბად. რა თქმა უნდა, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ პირ­და­პირ თუ ირი­ბად მათ­ზე აქვს შე­ტე­ვა. დღეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მელ­საც იმე­დი არ აქვს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წა­სულ ამომ­რჩე­ველს გა­და­ი­ბი­რებს, უფრო მეტ აქ­ცენ­ტი­რე­ბას აკე­თებს იმ ამომ­რჩე­ველ­ზე, რო­მე­ლიც მისი ამომ­რჩე­ვე­ლი იყო თუნ­დაც 2016 წელს, ანუ მა­ნამ­დე, სა­ნამ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და ვა­შა­ძე მათ ნა­წილს წა­იყ­ვან­და. ასე რომ, ეს ტენ­დენ­ცია გა­მარ­თლე­ბუ­ლია მათი მხრი­დან, პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ზი­ცი­აა“,- გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

ამას­თა­ნა­ვე, პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურს და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი სვლე­ბი გათ­ვლი­ლია არა იმ­დე­ნად 31ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა­ზე, არა­მედ ისი­ნი 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

„მათი და ივა­ნიშ­ვი­ლის მიზ­ნე­ბის თან­ხვედ­რა ხდე­ბა, იმი­ტომ, რომ არც ერთ მათ­განს, რა თქმა უნდა, შუას არ­სე­ბო­ბა არ აწყობს და თუ 2012 წელს ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და, რომ შუა გა­ე­კა­ფა, ახლა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც“ ცდი­ლობს, რომ შუა გა­კა­ფოს. მას ურ­ჩევ­ნია, ამომ­რჩე­ვე­ლი და­ა­ყე­ნოს ალ­ტერ­ნა­ტი­ვის წი­ნა­შე - ან მე, ან ივა­ნიშ­ვი­ლი. ეს თემა შე­მო­დის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხრი­დან.

ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ეს ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, იმი­ტომ, რომ ბა­რი­ე­რია და­ბა­ლი, მაგ­რამ თა­მა­ში მი­დის არა მარ­ტო ამ არ­ჩევ­ნებ­ზე, არა­მედ 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­დე­საც 5%-იანი ბა­რი­ე­რია. დღეს რომ იყოს 5%-იანი ბა­რი­ე­რი, საკ­მა­ოდ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა პარ­ტი­ა­თა ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც 5%-ზე ნაკ­ლე­ბი აქვს რე­ი­ტინ­გი. ამი­ტომ დღეს, რა თქმა უნდა, „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ ინ­ტე­რეს­შია, რომ ეს შუა გა­ი­კა­ფოს და იგი­ვე არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რეს­ში. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მი­იჩ­ნევს, რომ მის­გან წა­სუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის­კენ“ არ წავა, მაგ­რამ თა­ვის­კენ რომ მი­აბ­რუ­ნოს, ერ­თა­დერ­თი ვა­რი­ან­ტია, რომ შუა არ იყოს. მეს­მის პრო­ტეს­ტი იმ პარ­ტი­ე­ბის, რომ­ლებ­საც საფრ­თხეს უქ­მნის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რომ ელექ­ტო­რა­ტი თა­ვის­კენ არ გა­და­ქა­ჩოს და მთლად მშრალ­ზე არ და­ტო­ვოს, მაგ­რამ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც“ რა­ტომ შე­ი­წუ­ხებს თავს სხვა პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებ­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­ზე. დღეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხრი­დან თა­მა­ში მი­დის არა იმა­ზე, რომ ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მო­ვიდ­ნენ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში, არა­მედ მო­ემ­ზა­დონ 2024 წლის­თვის ან მა­ნამ­დე ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის,“ - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, ექ­სპერტ ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ცალ­კე­უ­ლი ლი­დე­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა ხელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" აძ­ლევს. რო­გორც მა­ჭა­ვა­რი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" რო­გორც გარ­კვე­ულ უპი­რა­ტე­სო­ბებს აძ­ლევს, ასე­ვე უკარ­გავს იმ ნა­რა­ტი­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია არის აწყო­ბი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და წარ­სუ­ლის მუდ­მივ გახ­სე­ნე­ბა­ზე. სა­ა­კაშ­ვი­ლიც არის გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ორ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად დაბ­ნე­უ­ლო­ბა შე­ი­ტა­ნოს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და მის ამომ­რჩე­ველ­ში და ამავდრო­უ­ლად, არ­ცერ­თი ხმა არ და­კარ­გოს ოპო­ზი­ცი­უ­რი. მას სურს იყოს მთა­ვა­რი ძალა პარ­ლა­მენ­ტში. მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს სა­ა­კაშ­ვი­ლი, რომ ოპო­ზი­ცი­ის ხმე­ბი იქ­ნე­ბა თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" - ყვე­ლა თა­ვის­კენ წა­ი­ღოს. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე ამომ­რჩე­ვე­ლი მივა ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ, მათ შო­რის დღე­ვან­დე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის და სურს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­მო­იყ­ვა­ნოს ერ­თა­დერ­თი მხსნე­ლი ძალა, რო­მე­ლიც თვი­თონ გა­და­წყვეტს ვის­თან შე­ვი­დეს კო­ა­ლი­ცი­ა­ში და ვის­თან - არა. სა­ა­კაშ­ვილს სურს აჩ­ვე­ნოს, რომ ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე მთა­ვა­რი მო­თა­მა­შეა. მისი როლი რო­გორც გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ლი­დე­რის, და­ვი­და იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლად, რო­მელ­საც ფაქ­ტობ­რი­ვად ოპო­ზი­ცი­უ­რი ფლან­გის გა­ყო­ფა სურს", - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს რე­ა­ლუ­რად პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე სამი პო­ლუ­სია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის.

"სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ რე­ა­ლუ­რად სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. მას ერთი გა­მოს­ვლა ჰქონ­და რო­გორც გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლის, მე­ო­რე კი რო­გორც გამ­ყო­ფის და ხა­ზე­ბის გამ­ვლე­ბის არამ­ხო­ლოდ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან", არა­მედ და­ნარ­ჩენ ოპო­ზი­ცი­ას­თა­ნაც. რა თქმა უნდა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვი­საც" ეს არის გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბა და ამა­ვე დროს და­მაბ­ნე­ვე­ლიც არის. რე­ა­ლუ­რად სა­ა­კაშ­ვი­ლის დის­ტან­ცი­რე­ბა და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის­გან, ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რი­ცაა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის", ის ამომ­რჩე­ველს ამ ნა­რა­ტი­ვით ვე­ღარ და­არ­წმუ­ნებს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა არის სა­ა­კაშ­ვი­ლის ძალა. ვფიქ­რობ, აქ გარ­კვე­უ­ლი დი­სო­ნან­სიც შე­მო­ვი­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში", ერთი მხრივ, რო­გორც გი­თხა­რით, გარ­კვე­ულ უპი­რა­ტე­სო­ბას აძ­ლევს, მაგ­რამ მათ ასე­ვე მო­უ­წევთ გა­და­ა­წყონ პო­ლი­ტი­კუ­რი სა­არ­ჩევ­ნო სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლი - ოპო­ზი­ცი­ის გა­ი­გი­ვე­ბა­ზე აქვთ აწყო­ბი­ლი. დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბით სა­ა­კაშ­ვილ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად დის­ტან­ცია და­ი­ჭი­რა და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის­გან. და­ნარ­ჩენ­მა ოპო­ზი­ცი­ამ ეს უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს სწო­რად იმის­თვის, რომ თა­ვი­სი ად­გი­ლი იპო­ვოს არა ივა­ნიშ­ვი­ლის, არა სა­ა­კაშ­ვი­ლის, არა­მედ თა­ვი­სი მზის ქვეშ. ყვე­ლა კვლე­ვა რაც კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იხი­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თსა და იმა­ვე რე­ა­ლო­ბას ასა­ხავს. არც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", არც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და არც და­ნარ­ჩენ ოპო­ზი­ცი­ას არ შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს მთავ­რო­ბა", - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxa
2

ყველა ერთი ძუძუთი იკვებებით, უბრალოდ სპექტაკლებს დგავთ

mmm
2

ცოცხლად გასატყავებლები ხართ ე.წ. პოლიტიკოსებიც, ჟურნალისტებიც, ბანკირებიც და მათი კვერის დამკვრელებიც.............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ოპოზიციისა და ხელისუფლების მთავარი შეცდომები და სტრატეგიული გათვლები წინასაარჩევნო პროცესში - ექსპერტთა შეფასებები

ოპოზიციისა და ხელისუფლების მთავარი შეცდომები და სტრატეგიული გათვლები წინასაარჩევნო პროცესში - ექსპერტთა შეფასებები

ოპოზიცია ხიდების ჩატეხვის ზღვარზე გადის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს უმწიფარი პოლიტიკური ელიტა, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორ ხუხაშვილმა წინასაარჩევნო პროცესის შეფასებისას აღნიშნა, ოპოზიცია ამომრჩეველს უბრუნებს განცდას, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკაში არის მხოლოდ ორი ძალა - სააკაშვილი და ივანიშვილი და მხოლოდ მათ შორის შეიძლება არჩევანის გაკეთება.

„როდესაც ძირითადი პოლემიკა მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს ხელისუფლებას უქმნის კომფორტს იმისას, რომ ერთის მხრივ მშვიდ ვითარებაში აწარმოოს საარჩევნო კამპანია და მეორე მხრივ, ხელი გაიშვიროს და თქვას - „კი ბატონო, მე არ მოგწონვარ, მაგრამ ესენი ვინ არიან“. ამ გზავნილით მართოს პროცესი. თითქოს პოლიტიკური ლოგიკით გასაგებია რატომ მიდის ეს პროცესი. გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ოპონირებს ხელისუფლებასთან, მათ აქვთ შიდა კონკურენციის მომენტები და შიდა კონკურენცია უბიძგებს მათ გარკვეული კრიტიკისკენ. ზოგჯერ აქ ხდება გადამლაშება და ხიდების ჩატეხვის ზღვარზე გადის ყველაფერი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს უმწიფარი პოლიტიკური ელიტა. იმის მიუხედავად, რომ მათ ხანგრძლივი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვთ, თითქოს ვერაფერს სწავლობენ.

იგივე სააკაშვილის განცხადებებზე მათი ისტერიული რეაგირება ძალიან სასაცილოა და უკუშედეგს იწვევს. თუ მათი ამოცანაა, რომ სააკაშვილის ყველა გამონათქვამის ინტერპრეტირებით და დისტრიბუციით უზრუნველყონ ორპოლუსიანობის დამარცხება, სინამდვილეში ამით ისინი იღებენ საპირისპირო შედეგს, ხელს უწყობენ ორპოლუსიანობის ინიცირებას. სისტემური შეტევა, სისტემური განხილვა სააკაშვილის გამონათქვამების ამომრჩეველს უბრუნებს განცდას, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკაში არის მხოლოდ ორი ძალის ცენტრი - სააკაშვილი და ივანიშვილი და მხოლოდ მათ შორის შეიძლება არჩევანის გაკეთება. სხვა ყველა არის არა პოლიტიკური პროცესის მონაწილეები, არამედ პოლიტიკური პროცესის კომენტატორები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილით ხელისუფლება ხალხს ვეღარ შეაშინებს, რადგან ეს არის ყავლგასული, ძალადაკარგული პოლიტტექნოლოგია, რომლის რეალური ეფექტი მიზერულია.

„სააკაშვილი ამ პროცესის პროვოცირებას ახდენს და არაფერს აგებს, პირიქით, იგებს. საბოლოო ჯამში ნეგატივიც კი პოლიტიკური პროცესის ფინალურ ეტაპზე შეუძლია მის სასარგებლოდ ამუშაოს. ფაქტობრივად ძალის ცენტრად წარმოაჩენენ. ამ შეტევებით ოპოზიცია ამდიდრებს სააკაშვილს და ივანიშვილს და კარგავს თვითონ. ეს არის სისუსტის გამოვლინება. თუ ოპოზიციის ამოცანაა ორპოლუსიანობის პრევენცია, რომ ორპოლუსიანი არ დარჩეს პოლიტიკური პროცესი, მათი ტაქტიკა იმის საწინააღმდეგო უნდა იყოს, რასაც ისინი აკეთებენ. „მგელი მოდის“ პოლიტტექნოლოგია, რითაც ხელისუფლება წინა არჩევნებზე შედეგს იღებდა, ახლა აღარ იმუშავებს. სააკაშვილით ხელისუფლება ხალხს ვეღარ შეაშინებს, ეს არის ყავლგასული, ძალადაკარგული პოლიტტექნოლოგია, რომლის რეალური ეფექტი მიზერულია“, - განაცხადა ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილი ხან ბუნტის თავია და ხან გამთლიანების მომხრე. ოპოზიცია შეცდომას უშვებდა, როცა ყურადღებას აქცევდა სააკაშვილის განცხადებებს და ამის მიხედვით იღებდა ორიენტაციას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ სპექტრში არსებული დაძაბულობით „ნაციონალური მოძრაობა“ მომგებიან პოზიციაშია.

„მიხეილ სააკაშვილმა ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განცხადებებით გამოყო ოპოზიციური სპექტრიდან და სამ პოლიტიკურ ცენტრზე ლაპარაკობს: ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი ოპოზიცია. ოპოზიციურ სპექტრში არსებული დაძაბულობით „ნაციონალური მოძრაობა“ მომგებიან პოზიციაშია, ხოლო დანარჩენი ოპოზიცია ზარალდება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერთა ხმებს წაიღებს თავისკენ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ამასთანავე, პოლიტოლოგის განცხადებით, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ აქვს ინტერესი, რომ მასთან დაპირისპირებული ამომრჩევლების ხმები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში გაიფანტოს, თუმცა ამ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიები გაერთიანების შემთხვევაშიც ვერ მოიპოვებდნენ უპირატესობას.

„არჩევნებზე ყველა პარტია დაინტერესებულია, რომ მისი კონკურენტის მხარდამჭერთა ხმები გაიფანტოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში. ანალოგიური ინტერესი სავარაუდოა, რომ „ქართულ ოცნებასაც“ ექნება, რომ მასთან დაპირისპირებული ამომრჩევლების ხმები გაიფანტოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში. თუმცა ამ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები ერთადაც რომ ყოფილიყვნენ მაინც ვერ მოიპოვებდნენ უპირატესობას სახელისუფლებო პარტიასთან და სწორედ ეს გათვალა სააკაშვილმა და ამიტომ გადაწყვიტა, რადგან უპირატესობის მიღება გაერთიანებით შეუძლებელი იყო, მაშინ მე ჩემსკენ მაქსიმალურად ბევრ ხმას წამოვიღებო. ოპოზიციური გაერთიანება ხელისუფლებისთვის უფრო მეტი სირთულის შემქმნელად გამოიყურება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ამ არჩევნებში, ხელისუფლებას ოპოზიცია გაერთიანებითაც ვერ დაამარცხებდა და ამიტომ დაიწყეს ზრუნვა თავისი ხმების მიზიდვაზე“, - განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, დღეს ოპოზიციურ სპექტრში არსებული დაძაბულობა ბუნებრივია, თუმცა მისი თქმით, პროცესებს ამწვავებს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი პროცესის რადიკალიზაციას ახდენენ. ამასთანავე, ძაბირაძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ესმის რა, რომ მმართველი პარტიის ამომრჩევლის გადაბირებას ვერ შეძლებს, იმ პარტიებზე ახორციელებს შეტევას, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყვნენ და ამგვარად ცდილობს მისგან წასული ამომრჩევლის უკან დაბრუნებას.

„როდესაც ხდება ერთიანი სიის ან ბლოკის გაკეთება, ასეთი დამოკიდებულება ოპოზიციაში თითქმის ბუნებრივია იმიტომ, რომ ოპოზიცია ებრძვის არა მარტო ხელისუფლებას, არამედ მისი კონკურენტია დანარჩენი პოლიტიკური პარტიებიც. ასე რომ, ის, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, სიმძაფრის ხარისხი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ მოულოდნელი, რა თქმა უნდა, არ არის. ამ ვითარებას ამწვავებს მეორე გარემოება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი, ფაქტობრივად, რადიკალიზაციას ახდენენ ამ პროცესის და ესეც ბუნებრივია მათი მხრიდან, იმიტომ, რომ კონკურენტები არიან. ერთი თემა კიდევ შემოდის და ის უკავშირდება არამარტო „ევროპულ საქართველოს“, არამედ გიორგი ვაშაძეს და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავის დროზე იყვნენ „ნაციონალების“ შემადგენლობაში და შემდეგ გამოეყვნენ და ჩამოყალიბდნენ ცალკე პოლიტიკურ პარტიებად. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ თუ ირიბად მათზე აქვს შეტევა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც იმედი არ აქვს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულ ამომრჩეველს გადაიბირებს, უფრო მეტ აქცენტირებას აკეთებს იმ ამომრჩეველზე, რომელიც მისი ამომრჩეველი იყო თუნდაც 2016 წელს, ანუ მანამდე, სანამ „ევროპული საქართველო“ და ვაშაძე მათ ნაწილს წაიყვანდა. ასე რომ, ეს ტენდენცია გამართლებულია მათი მხრიდან, პრაგმატული პოზიციაა“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ამასთანავე, პოლიტოლოგის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერის პოზიციის შენარჩუნება სურს და მისი პოლიტიკური სვლები გათვლილია არა იმდენად 31ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლაზე, არამედ ისინი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან.

„მათი და ივანიშვილის მიზნების თანხვედრა ხდება, იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს, რა თქმა უნდა, შუას არსებობა არ აწყობს და თუ 2012 წელს ივანიშვილი ცდილობდა, რომ შუა გაეკაფა, ახლა „ნაციონალური მოძრაობაც“ ცდილობს, რომ შუა გაკაფოს. მას ურჩევნია, ამომრჩეველი დააყენოს ალტერნატივის წინაშე - ან მე, ან ივანიშვილი. ეს თემა შემოდის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

ამ არჩევნებზე ეს ვერ მოხერხდება, იმიტომ, რომ ბარიერია დაბალი, მაგრამ თამაში მიდის არა მარტო ამ არჩევნებზე, არამედ 2024 წლის არჩევნებზე, როდესაც 5%-იანი ბარიერია. დღეს რომ იყოს 5%-იანი ბარიერი, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება პარტიათა ის ნაწილი, რომელსაც 5%-ზე ნაკლები აქვს რეიტინგი. ამიტომ დღეს, რა თქმა უნდა, „ნაციონალების“ ინტერესშია, რომ ეს შუა გაიკაფოს და იგივე არის „ქართული ოცნების“ ინტერესში. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ მისგან წასული ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობისკენ“ არ წავა, მაგრამ თავისკენ რომ მიაბრუნოს, ერთადერთი ვარიანტია, რომ შუა არ იყოს. მესმის პროტესტი იმ პარტიების, რომლებსაც საფრთხეს უქმნის „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ელექტორატი თავისკენ არ გადაქაჩოს და მთლად მშრალზე არ დატოვოს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობაც“ რატომ შეიწუხებს თავს სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსა და გაერთიანებებზე. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თამაში მიდის არა იმაზე, რომ ამ არჩევნების შედეგად მოვიდნენ ძალაუფლებაში, არამედ მოემზადონ 2024 წლისთვის ან მანამდე ვადამდელი არჩევნებისთვის,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ცალკეული ლიდერების დაპირისპირება ხელს მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს. როგორც მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავისი განცხადებებით "ქართულ ოცნებას" როგორც გარკვეულ უპირატესობებს აძლევს, ასევე უკარგავს იმ ნარატივის გამოყენების შესაძლებლობას, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არის მიხეილ სააკაშვილი.

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია არის აწყობილი სააკაშვილის, "ნაციონალური მოძრაობისა" და წარსულის მუდმივ გახსენებაზე. სააკაშვილიც არის გამოცდილი პოლიტიკოსი და დარწმუნებული ვარ მისი განცხადებები ორ მიზანს ემსახურება, გარკვეულწილად დაბნეულობა შეიტანოს "ქართულ ოცნებასა" და მის ამომრჩეველში და ამავდროულად, არცერთი ხმა არ დაკარგოს ოპოზიციური. მას სურს იყოს მთავარი ძალა პარლამენტში. მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილი, რომ ოპოზიციის ხმები იქნება თუ "ქართული ოცნების" - ყველა თავისკენ წაიღოს. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნებზე ამომრჩეველი მივა ყველას წინააღმდეგ, მათ შორის დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის და სურს "ნაციონალური მოძრაობა" გამოიყვანოს ერთადერთი მხსნელი ძალა, რომელიც თვითონ გადაწყვეტს ვისთან შევიდეს კოალიციაში და ვისთან - არა. სააკაშვილს სურს აჩვენოს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მთავარი მოთამაშეა. მისი როლი როგორც გამაერთიანებელი ლიდერის, დავიდა იმ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელად, რომელსაც ფაქტობრივად ოპოზიციური ფლანგის გაყოფა სურს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, დღეს რეალურად პოლიტიკურ ველზე სამი პოლუსია, "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" და დანარჩენი ოპოზიციის.

"საინტერესოა ისიც, რომ რეალურად სააკაშვილი გამოვიდა სააკაშვილის წინააღმდეგ. მას ერთი გამოსვლა ჰქონდა როგორც გამაერთიანებელის, მეორე კი როგორც გამყოფის და ხაზების გამვლების არამხოლოდ "ქართულ ოცნებასთან", არამედ დანარჩენ ოპოზიციასთანაც. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნებისთვისაც" ეს არის გარკვეული უპირატესობის მინიჭება და ამავე დროს დამაბნეველიც არის. რეალურად სააკაშვილის დისტანცირება დანარჩენი ოპოზიციისგან, ძალიან პრობლემურიცაა "ქართული ოცნებისთვის", ის ამომრჩეველს ამ ნარატივით ვეღარ დაარწმუნებს, რომ ნებისმიერი ოპოზიციური ძალა არის სააკაშვილის ძალა. ვფიქრობ, აქ გარკვეული დისონანსიც შემოვიდა "ქართულ ოცნებაში", ერთი მხრივ, როგორც გითხარით, გარკვეულ უპირატესობას აძლევს, მაგრამ მათ ასევე მოუწევთ გადააწყონ პოლიტიკური საარჩევნო სტრატეგია, რომელიც სააკაშვილი - ოპოზიციის გაიგივებაზე აქვთ აწყობილი. დღევანდელი რეალობით სააკაშვილმა ფაქტობრივად დისტანცია დაიჭირა დანარჩენი ოპოზიციური ძალებისგან. დანარჩენმა ოპოზიციამ ეს უნდა გამოიყენოს სწორად იმისთვის, რომ თავისი ადგილი იპოვოს არა ივანიშვილის, არა სააკაშვილის, არამედ თავისი მზის ქვეშ. ყველა კვლევა რაც კი საზოგადოებამ იხილა, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე რეალობას ასახავს. არც "ქართულ ოცნებას", არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც დანარჩენ ოპოზიციას არ შეუძლია დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ძვირფასო მეგობარო, სანდრა რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდანაა?" - უგულავა უდუმაშვილს

"ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია" - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი პოლიტიკაში წასვლაზე

ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიტიკაში მიდის - ტელეწამყვანი ენმ-ს და "ძალა ერთობაშია"-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება