სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ რამიშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში დაიკითხოს - რას პასუხობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურორს?
მიხეილ რამიშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში დაიკითხოს - რას პასუხობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურორს?

ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი­სა და და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის პრო­ცე­დუ­რა ტარ­დე­ბა.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოქ­მე­დებს. გარ­და ამი­სა, პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, რომ რა­მიშ­ვი­ლი შე­საძ­ლოა, დღეს სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­კი­თხოს.

"ჩვენ ავი­ღეთ გან­ჩი­ნე­ბა, რაც ეხე­ბა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­სა და და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას. გუ­შინ, რო­დე­საც და­ი­წყო ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მთე­ლი პრო­ცე­დუ­რა, რაც ტე­ლე­ფო­ნი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვას უკავ­შირ­დე­ბო­და, ჩა­ტარ­და უშუ­ა­ლოდ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. შემ­დგომ, რო­დე­საც მის ტე­ლე­ფონ­ში აღ­მოჩ­ნდა საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რო­გორც და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან მი­მო­წე­რა, ასე­ვე ის სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს - ჩვენ იმ ორი ფო­ტო­სუ­რა­თის გარ­და, ასე­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ სხვა სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბიც, სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ანა­ლო­გი­უ­რად შე­ი­ცავ­დეს არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ამის შემ­დგომ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს შევ­თა­ვა­ზეთ, გა­მო­თხო­ვის პრო­ცე­დუ­რა უშუ­ა­ლოდ ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა ექ­სპერ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, იმის­თვის, რომ არ მომ­ხდა­რი­ყო მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ავ­თენ­ტი­კუ­რო­ბას­თან, შემ­ხებ­ლო­ბას­თან, წარ­მო­მავ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბე­ბი და აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა უკვე შემ­დგო­მი გან­მარ­ტე­ბე­ბი, რა­საც ად­ვო­კა­ტი გა­ა­კე­თებ­და. ამა­ზე მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი დაგ­ვთან­ხმდა. აქ ერთი გა­რე­მო­ე­ბა იყო, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და, რომ ოჯა­ხის წევ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და დრო­ე­ბით შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა, ამი­ტომ მისი თან­დას­წრე­ბით ტე­ლე­ფო­ნი დავ­ლუ­ქეთ, და­ვე­ლო­დეთ და შემ­დგომ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში წა­ვე­დით. ტე­ლე­ფო­ნი მისი თან­დას­წრე­ბით გა­იხ­სნა, უშუ­ა­ლოდ ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რას ეს­წრე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ჩე­რე­ბას, ასე­ვე მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ჩერ­და. დღეს დავ­ბრუნ­დით, იმი­ტომ, რომ მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოხ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა", - გა­ნა­ცხა­და გუმ­ბე­რი­ძემ.

პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რა­მიშ­ვი­ლის მო­ბი­ლურ­ში სხვა სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბიც აღ­მოჩ­ნდა.

"შე­სა­ბა­მი­სად, ეს ინ­ფორ­მა­ცი­აც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ რა­მიშ­ვილ­მა გა­მო­ძი­ე­ბას წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა მხო­ლოდ 2 ფო­ტო­სუ­რა­თი და მას ტე­ლე­ფონ­ში და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის­გან გა­დაგ­ზავ­ნი­ლი ჰქონ­და სა­ტე­ლი­ტის რამ­დე­ნი­მე ფო­ტო­სუ­რა­თი",- გა­ნა­ცხა­და გუმ­ბე­რი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია, რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი­დან გა­მო­ძი­ე­ბის ხელ­ში მოხ­ვდეს სხვა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც საქ­მეს­თან კავ­შირ­ში არ არის.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ამა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა კა­ტე­გო­რი­ულ გან­მარ­ტე­ბას გა­ა­კე­თებს.

"ჩვენ ვმოქ­მე­დებთ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. აქ მოქ­მე­დე­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა მხო­ლოდ ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, სხვა პი­რებ­თან მი­მო­წე­რა­ში არ შევ­დი­ვართ და არ გან­ვი­ხი­ლავთ იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც შე­საძ­ლოა კავ­შირ­ში არ იყოს საქ­მეს­თან. ჩვენს მიერ რა­მიშ­ვილ­თან ასე­ვე კი­თხვა და­ის­ვა ტე­ლე­ფონ­ში ვინ იყო ჩა­წე­რი­ლი იმ სა­ხე­ლით, რაც გა­მო­ძი­ე­ბას აინ­ტე­რე­სებ­და და ჩვენ ად­ვო­კა­ტის­გან გან­მარ­ტე­ბა მი­ვი­ღეთ. თუმ­ცა გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­საძ­ლოა სხვა ინ­ფორ­მა­ცია დად­გინ­დეს. ასე­ვე, ად­ვო­კა­ტის­გან გან­მარ­ტე­ბა მი­ი­ღო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ ჩვენ ვი­თომ ძა­ლი­ან დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სა, რა ხდე­ბო­და მის ტე­ლე­ფონ­ში და ამი­ტომ ჩა­ვა­ტა­რეთ ეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა. გან­ვმარ­ტავ, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბის ნა­წილ­ში ტარ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა", - გა­ნა­ცხა­და გუმ­ბე­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბა, რომ შე­საძ­ლოა ის და­ა­კა­ვონ, პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, რომ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი ცდი­ლობს, ემო­ცი­უ­რი ფონი შე­იქ­მნას მის გარ­შე­მო. მისი თქმით, და­კა­ვე­ბას, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი სჭირ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ ამო­ი­ღო და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის, რო­გორც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ისე კომ­პი­უ­ტე­რი.

"ფურ­ცხვა­ნი­ძე ჩვენ დავ­კი­თხეთ მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და სწო­რედ იქ გა­ნა­ცხა­და, რომ რა­ტომ­ღაც 5 დღის წინ და­უ­ზი­ან­და ტე­ლე­ფო­ნი, აღარ სარ­გებ­ლობს იმ ტე­ლე­ფო­ნით, რი­თაც სუ­რა­თე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ და­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ტა­რეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა და ამო­ვი­ღეთ ის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნი, რო­მე­ლიც მის ოჯა­ხის წევრთან ინა­ხე­ბო­და. მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან უფრო მეტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია, რო­გორც მე­დი­ას­თან ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და გა­მო­ძი­ე­ბას­თან. რო­დე­საც მო­დის და ჩვენ­თან კონ­კრე­ტუ­ლი დო­კუ­მენ­ტი მო­აქვს, ამით ითხოვს, რომ საქ­მე­ზე მი­ვი­ღოთ მო­ცე­მუ­ლო­ბა, რა თქმა უნდა, ამას მეტი გა­და­მოწ­მე­ბა სჭირ­დე­ბა, ად­ვო­კატს მეტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია, ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტებს", - გა­ნა­ცხა­და გუმ­ბე­რი­ძემ.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის საქ­მი­დან ჩა­მო­შო­რე­ბას.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა მკვლე­ლე­ბის მა­გივ­რად, ად­ვო­კა­ტებს ებ­რძვის“.

„მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უნ­დათ რა­მიშ­ვი­ლის ჩა­მო­შო­რე­ბა ამ საქ­მი­დან. იმ­დე­ნად უსუ­სუ­რია ჩვე­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რა, რომ მკვლე­ლე­ბის მა­გივ­რად, ად­ვო­კა­ტებს ებ­რძვის. მივ­მარ­თავ შო­თა­ძეს - შორს მა­გი­სი სის­ხლი­ა­ნი ხე­ლე­ბი ამ სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­გან, თო­რემ მი­ი­ღებს იმას, რა­საც დიდი ხა­ნია ელო­დე­ბა და ექა­ვე­ბა ხე­ლე­ბი. რად­გან აქ­ცი­ებს არ ვა­ა­ნონ­სებ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ და­ვი­ღა­ლე ან მე­ში­ნია. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას ჩავ­რთავ, რა­ზეც აქამ­დე თავს ვი­კა­ვებ­დი. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ჩემი მტრის მტე­რი არის ჩემი მოყ­ვა­რე და სა­ტა­ნის­თვი­საც რომ დამ­ჭირ­დეს სუ­ლის მი­ყიდ­ვა, მივ­ყი­დი და ამას ასე არ დავ­ტო­ვებ“, - გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­არ­თვა. პრო­კუ­რორ და­ვით გუმ­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­ში აღ­მოჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში, ასე­ვე სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბი.

00:00 / 00:00
ომარი
31

ადვოკატს დაკითხვა რად უნდა? ეწინააღმდეგება ივანიშვილ-წულუკიანის საოცნებო პროკურატურას - დაიჭირეთ! ყველანი ციხეში! ყველანი ციხეში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მიხეილ რამიშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში დაიკითხოს - რას პასუხობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურორს?

მიხეილ რამიშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში დაიკითხოს - რას პასუხობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურორს?

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდება.

როგორც საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პროკურატურა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქმედებს. გარდა ამისა, პროკურორმა განმარტა, რომ რამიშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში დაიკითხოს.

"ჩვენ ავიღეთ განჩინება, რაც ეხება მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის კომუნიკაციას და სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. გუშინ, როდესაც დაიწყო ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მთელი პროცედურა, რაც ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვას უკავშირდებოდა, ჩატარდა უშუალოდ მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით. შემდგომ, როდესაც მის ტელეფონში აღმოჩნდა საქმისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერა, ასევე ის სატელიტის ფოტოები, რომელიც ყალბ ინფორმაციას შეიცავს - ჩვენ იმ ორი ფოტოსურათის გარდა, ასევე აღმოვაჩინეთ სხვა სატელიტის ფოტოსურათებიც, სხვა ინფორმაციის მატარებელი, რომელიც შესაძლოა ანალოგიურად შეიცავდეს არასწორ ინფორმაციას.

ამის შემდგომ მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, გამოთხოვის პროცედურა უშუალოდ ჩაგვეტარებინა ექსპერტის მონაწილეობით, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მოპოვებულ ინფორმაციაზე ავთენტიკურობასთან, შემხებლობასთან, წარმომავლობასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები და აგვერიდებინა უკვე შემდგომი განმარტებები, რასაც ადვოკატი გააკეთებდა. ამაზე მიხეილ რამიშვილი დაგვთანხმდა. აქ ერთი გარემოება იყო, საგამოძიებო მოქმედებების დროს განაცხადა, რომ ოჯახის წევრი საავადმყოფოში იმყოფებოდა და დროებით შეგვეჩერებინა, ამიტომ მისი თანდასწრებით ტელეფონი დავლუქეთ, დაველოდეთ და შემდგომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში წავედით. ტელეფონი მისი თანდასწრებით გაიხსნა, უშუალოდ ყველა პროცედურას ესწრებოდა. რაც შეეხება შეჩერებას, ასევე მისი ინიციატივით შეჩერდა. დღეს დავბრუნდით, იმიტომ, რომ მისი მონაწილეობით მოხდეს ინფორმაციის გამოთხოვა", - განაცხადა გუმბერიძემ.

პროკურორმა განმარტა, რომ პროკურატურისთვის მნიშველოვანია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რამიშვილის მობილურში სხვა სატელიტური ფოტოებიც აღმოჩნდა.

"შესაბამისად, ეს ინფორმაციაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მოგეხსენებათ, რომ რამიშვილმა გამოძიებას წარმოგვიდგინა მხოლოდ 2 ფოტოსურათი და მას ტელეფონში დავით ფურცხვანიძისგან გადაგზავნილი ჰქონდა სატელიტის რამდენიმე ფოტოსურათი",- განაცხადა გუმბერიძემ და დასძინა, რომ გამორიცხულია, რამიშვილის ტელეფონიდან გამოძიების ხელში მოხვდეს სხვა ტიპის ინფორმაცია, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის.

პროკურორის განმარტებით, ამაზე საქართველოს პროკურატურა კატეგორიულ განმარტებას გააკეთებს.

"ჩვენ ვმოქმედებთ ყველა შემთხვევაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე. აქ მოქმედებები უკავშირდება მხოლოდ ფურცხვანიძესთან კომუნიკაციას, სხვა პირებთან მიმოწერაში არ შევდივართ და არ განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც შესაძლოა კავშირში არ იყოს საქმესთან. ჩვენს მიერ რამიშვილთან ასევე კითხვა დაისვა ტელეფონში ვინ იყო ჩაწერილი იმ სახელით, რაც გამოძიებას აინტერესებდა და ჩვენ ადვოკატისგან განმარტება მივიღეთ. თუმცა გამოთხოვილი ინფორმაციით შესაძლოა სხვა ინფორმაცია დადგინდეს. ასევე, ადვოკატისგან განმარტება მიიღო საზოგადოებამ, რომ ჩვენ ვითომ ძალიან დაგვაინტერესა, რა ხდებოდა მის ტელეფონში და ამიტომ ჩავატარეთ ეს საგამოძიებო მოქმედება. განვმარტავ, რომ მხოლოდ და მხოლოდ, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების ნაწილში ტარდება ინფორმაციის გამოთხოვა", - განაცხადა გუმბერიძემ.

რაც შეეხება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მოსაზრება, რომ შესაძლოა ის დააკავონ, პროკურორი განმარტავს, რომ მიხეილ რამიშვილი ცდილობს, ემოციური ფონი შეიქმნას მის გარშემო. მისი თქმით, დაკავებას, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას კონკრეტული საფუძველი სჭირდება.

გარდა ამისა, მისივე თქმით, გამოძიებამ ამოიღო დავით ფურცხვანიძის, როგორც მობილური ტელეფონი ისე კომპიუტერი.

"ფურცხვანიძე ჩვენ დავკითხეთ მოსამართლის წინაშე და სწორედ იქ განაცხადა, რომ რატომღაც 5 დღის წინ დაუზიანდა ტელეფონი, აღარ სარგებლობს იმ ტელეფონით, რითაც სურათები გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს. შესაბამისად, ჩვენ დამატებით ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედება და ამოვიღეთ ის დაზიანებული ტელეფონი, რომელიც მის ოჯახის წევრთან ინახებოდა. მიხეილ რამიშვილს ჟურნალისტებისგან უფრო მეტი ვალდებულება გააჩნია, როგორც მედიასთან ისე საზოგადოებასთან და გამოძიებასთან. როდესაც მოდის და ჩვენთან კონკრეტული დოკუმენტი მოაქვს, ამით ითხოვს, რომ საქმეზე მივიღოთ მოცემულობა, რა თქმა უნდა, ამას მეტი გადამოწმება სჭირდება, ადვოკატს მეტი ვალდებულება გააჩნია, ვიდრე ჟურნალისტებს", - განაცხადა გუმბერიძემ.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმიდან ჩამოშორებას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა მკვლელების მაგივრად, ადვოკატებს ებრძვის“.

„მიზანმიმართულად უნდათ რამიშვილის ჩამოშორება ამ საქმიდან. იმდენად უსუსურია ჩვენი პროკურატურა, რომ მკვლელების მაგივრად, ადვოკატებს ებრძვის. მივმართავ შოთაძეს - შორს მაგისი სისხლიანი ხელები ამ სამართლიანი ადამიანისგან, თორემ მიიღებს იმას, რასაც დიდი ხანია ელოდება და ექავება ხელები. რადგან აქციებს არ ვაანონსებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავიღალე ან მეშინია. აბსოლუტურად ყველას ჩავრთავ, რაზეც აქამდე თავს ვიკავებდი. კიდევ ვიმეორებ, ჩემი მტრის მტერი არის ჩემი მოყვარე და სატანისთვისაც რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა, მივყიდი და ამას ასე არ დავტოვებ“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ მიხეილ რამიშვილს კუთვნილი მობილური ტელეფონი ჩამოართვა. პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა ინფორმაცია, როგორც დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე სატელიტის ფოტოები.

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნა და პროკურატურის უარი - "ეს არის ერთგვაროვანი ხრიკი..."

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმელს 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - სასამართლომ გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე მიიღო

ვინ არიან ГРУ-ს ოფიცრები, რომლებსაც საქართველოზე ჰაკერული თავდასხმისთვის აშშ-მ ბრალი წაუყენა და კონკრეტულად რას ედავებიან მათ - "ასეთი საქმეების გახსნა საკმაოდ რთულია"