სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევარდნაძემ და მისმა დაქირავებულმა თენგიზ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა გამომაძევეს ქვეყნიდან" - რას ყვება ბიზნესმენი, რომელმაც დედას 9 შვილი დაუბრუნა
"შევარდნაძემ და მისმა დაქირავებულმა თენგიზ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა გამომაძევეს ქვეყნიდან" - რას ყვება ბიზნესმენი, რომელმაც დედას 9 შვილი დაუბრუნა

რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა, ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ილია ძო­წე­ნი­ძემ სრუ­ლად შეც­ვა­ლა ხელ­ვა­ჩა­უ­რის სო­ფელ თხილ­ნარ­ში, ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, ერთი წლის წინ სა­ხელ­მწი­ფომ მათი სახ­ლი­დან 9 ბავ­შვი მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო გა­და­იყ­ვა­ნა. მას მერე მშობ­ლე­ბი შვი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას მთე­ლი წელი უშე­დე­გოდ ითხოვ­დნენ. ამ საქ­მე­ში უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ჩა­ერ­თო, ფაქ­ტის გამო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა და ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რა­საც დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. "პე­ტერ­ბურ­გი­დან და­მი­კავ­შირ­და ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ბა­ტო­ნი ილია ძო­წე­ნი­ძე და მთხო­ვა, სა­ჯა­როდ გან­მე­ცხა­დე­ბი­ნა, რომ მას სურ­ვი­ლი აქვს, კომ­პლექ­სუ­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნოს ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა რო­გორც ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­ში, ასე­ვე სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა­ში, რომ ეს ოჯა­ხი და­კავ­დეს აგ­რა­რულ-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბით, ბავ­შვებ­მა მი­ი­ღონ სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბა, ოჯა­ხი აღი­ჭურ­ვოს სოფ­ტექ­ნი­კით, სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცეთ ფერ­მე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის საკ­მა­რი­სი მი­წის დიდი ფარ­თო­ბი, უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი იყ­ვნენ ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის პრე­მი­ა­ლუ­რი პა­კე­ტით და ყვე­ლა იმ სერ­ვი­სით, რაც ამ ოჯა­ხის გან­ვი­თა­რე­ბას და მდგრა­დო­ბას შე­უ­წყობს ხელს! ღმერ­თმა გვიმ­რავ­ლოს ასე­თი ქარ­თვე­ლე­ბი!" - წერ­და დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. მარ­თლაც, ისე სწრა­ფად მოგ­ვარ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში მშობ­ლებს შვი­ლე­ბი და­უბ­რუნ­დათ.

ბიზ­ნეს­მენ­მა ილია ძო­წე­ნი­ძემ მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა, ოჯახს შუა გზა­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლის რე­მონ­ტი და­ას­რუ­ლე­ბი­ნა, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი და ტექ­ნი­კა შე­უ­ძი­ნა, 7 სული სა­ქო­ნე­ლი, ასე­ვე სა­სოფ­ლო ინ­ვენ­ტა­რი, ტრაქ­ტო­რი და ოჯა­ხის­თვის სა­ჭი­რო კი­დევ ბევ­რი ნივ­თი შე­უ­ძი­ნა, ავ­ტო­მო­ბი­ლიც კი აჩუ­ქა და მისი წყა­ლო­ბით ოჯახ­მა ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო. ამ დღე­ებ­ში ისიც გა­ირ­კვა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი ასე­ვე და­ეხ­მა­რა მარ­ტო­ხე­ლა დედას, ნანა შა­რა­შე­ნი­ძეს, მა­საც პი­რო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო შვი­ლი ჩა­მო­არ­თვეს და მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს (გად­მო­უ­რი­ცხა 6.000 ლარი, რომ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი შე­ი­ძი­ნოს). ამ დღე­ებ­ში ნა­ნა­საც და­უბ­რუნ­დე­ბა თა­ვი­სი პა­ტა­რა.ჟურ­ნა­ლი "გზა" რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ბიზ­ნეს­მენს ესა­უბ­რა:

- არ მიყ­ვარს ჩემი საქ­მე­ე­ბის აფი­ში­რე­ბა. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, სი­კე­თე ჩუ­მად ვა­კე­თო. ასე ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ეს ბოლო ფაქ­ტი ბა­ტონ­მა დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, ჩემი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც კი დადო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მას მერე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავს, დახ­მა­რე­ბას მთხოვს. ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ამ­ბავ­მა გა­მა­ოგ­ნა. 9 შვი­ლი წა­არ­თვა სა­ხელ­მწი­ფომ მშობ­ლებს. არ ვიცი, ამის გა­კე­თე­ბა ვის მო­უ­ვი­და აზ­რად. ბევ­რი რთუ­ლი დღე მაქვს გა­მოვ­ლი­ლი და ისე­თი სიმ­წა­რე - ნა­ნა­ხი, არ შე­მეძ­ლო გულ­გრი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ამ ოჯა­ხის მი­მართ. მა­შინ­ვე გა­და­ვუგ­ზავ­ნე თან­ხის ნა­წი­ლი, დრო რომ არ და­კარ­გუ­ლი­ყო, დახ­მა­რე­ბოდ­ნენ, და­წყე­ბუ­ლი­ყო სახ­ლში სა­მუ­შა­ო­ე­ბი და რო­გორ­მე და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ ბავ­შვე­ბი. სა­ცო­და­ვი ქალი, მა­დო­ნა რომ მე­ლა­პა­რა­კა, მოთ­ქვამ­და. თუ შე­გიძ­ლია, და­მეხ­მა­რე, პა­ტა­რა დე­დის გა­რე­შე მოკ­ვდე­ბაო. დავ­პირ­დი, - პა­ტა­რას კი არა, ყვე­ლა შვილს და­გიბ­რუ­ნებთ-მეთ­ქი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს შევ­ძე­ლით. ბავ­შვე­ბის დედა თით­ქმის ყო­ველ მე­ო­რე დღეს მი­რე­კავს და მლო­ცავს. მჯე­რა, მის ლოც­ვას დიდი ძალა აქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ასე უსა­მარ­თლოდ არა­ვის უნდა მო­ექ­ცნენ. პი­რა­დად მე, მშობ­ლის­თვის ბავ­შვე­ბის წარ­თმე­ვას ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი...მინ­და მთავ­რო­ბას ვკი­თხო: სა­კუ­თარ დე­და­ზე უკე­თე­სად ვინ­მე გაზ­რდის ბავ­შვს? სირ­ცხვი­ლი არ არის, დე­დას შვი­ლი წა­არ­თვა? ან სხვას რომ აძ­ლევ თითო ბავ­შვზე ამ­ხე­ლა თან­ხას, არ ჯო­ბია, ეს თან­ხა თვი­თონ ოჯახს მის­ცე და გა­აძ­ლი­ე­რო?..

- თქვე­ნი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, ალ­ბათ გა­ი­ზარ­და დახ­მა­რე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი. ვი­ცით, ბევ­რს უჭირს სა­ქარ­თვე­ლო­ში...

- იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავს, იმ­დე­ნი მთხოვს დახ­მა­რე­ბას, ლა­მის გული ცუ­დად გა­მიხ­დეს. ნერ­ვი­უ­ლო­ბით დი­ა­ბე­ტიც კი და­მე­მარ­თა. როცა საქ­მე ბავ­შვს ეხე­ბა, გან­ზე გად­გო­მა არ შე­მიძ­ლია... 30-მდე გუ­ლის ოპე­რა­ცია მაქვს და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. ზოგს მან­ქა­ნა ვუ­ყი­დე, გა­რეთ რომ გა­ვიდ­ნენ, იმუ­შა­ონ და ლუკ­მა­პუ­რი შე­ი­ტა­ნონ ოჯახ­ში... 15 წე­ლია ამ რე­ჟი­მით ვცხოვ­რობ. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლაც კი შე­მომ­თა­ვა­ზეს, კენ­ჭი იყა­რე და ხმას მოგ­ცემ­თო, მაგ­რამ რა მინ­და პო­ლი­ტი­კა­ში? სი­კე­თეს იმის­თვის არ ვა­კე­თებ, რომ სა­მა­გი­ე­როდ თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ვი­ღო.

- რო­დის წახ­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლო­დან და რა ბიზ­ნე­სი გაქვთ რუ­სეთ­ში?

- 1988 წლი­დან ჩაის ბიზ­ნე­სი მქონ­და, სა­ქარ­თვე­ლო­დან ტრა­ი­ლე­რე­ბით გამ­ქონ­და ყა­ზა­ხეთ­სა და რუ­სეთ­ში. როცა ყვე­ლაფ­რის დე­ფი­ცი­ტი იყო, მა­ში­ნაც მქონ­და იმ­დე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ხალ­ხს დავ­ხმა­რე­ბო­დი. მერე ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დიდ პა­ტივს ვცემ­დი. ქუ­თა­ი­სე­ლი კაცი ვარ. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ჩემი სურ­ვი­ლით არ წა­მოვ­სულ­ვარ რუ­სეთ­ში. 90-იან წლებ­ში ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ, მის­მა და­ქი­რა­ვე­ბულ­მა თენ­გიზ კი­ტო­ვან­მა, ჯაბა იო­სე­ლი­ან­მა გა­მო­მა­ძე­ვეს ქვეყ­ნი­დან. მი­თხრეს, 5 წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხი არ და­ად­გაო.

- რა­ტომ გა­მო­გა­ძე­ვეს?

- როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ვარ­დნა­ძე ჩა­მო­ვი­და, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის დან­გრე­ვა და სა­მო­ქა­ლა­ქო ომი მოხ­და, მა­შინ მე ჩე­მე­ბუ­რად გა­ვაპ­რო­ტეს­ტე ეს ფაქ­ტი. 200 კაცი შევ­კრი­ბე და აქ­ცია ჩა­ვა­ტა­რეთ იმ ად­გი­ლას, სა­დაც შე­ვარ­დნა­ძეს უნდა ჩა­ევ­ლო. მას უკან მიჰ­ყვე­ბო­და თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი. მი­ვა­ძა­ხე, - არ გრცხვე­ნია? ვის გვერ­დში ხარ? დიდი დრო არ დას­ჭირ­დე­ბა, თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს დაშ­ლით-მეთ­ქი. ეს რო­გორც კი ვუ­თხა­რი, ვი­ღა­ცებ­მა უკ­ნი­დან ხელი მომ­კი­დეს და წა­მათ­რი­ეს სა­დღაც. 4-5 სა­ა­თის შემ­დეგ, უკვე სა­ღა­მოს სახ­ლში მი­მიყ­ვა­ნეს, პას­პორ­ტი ამა­ღე­ბი­ნეს (ია­რა­ღი ჰქონ­დათ და მა­ი­ძუ­ლეს ასე მოქ­ცე­ვა), აე­რო­პორ­ტში წა­მიყ­ვა­ნეს, ჩამ­სვეს თვითმფრი­ნავ­ში და ქვე­ყა­ნა და­მა­ტო­ვე­ბი­ნეს. იქვე გან­მი­მარ­ტეს, ხუთი წლით მი­დი­ხარ, არა­ვინ არა­ფე­რი უნდა გა­ი­გო­სო.

- კონ­კრე­ტუ­ლად კი­ტო­ვა­ნის და­ვა­ლე­ბით გა­გა­ძე­ვეს ქვეყ­ნი­დან?

- კი­ტო­ვა­ნი მიც­ნობ­და და იცო­და, რომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გვერ­დით ვი­ყა­ვი. 4 ახალ­გაზ­რდა ალ­ბათ, მისი და­ვა­ლე­ბით მო­ვი­და ჩემ­თან, გა­მი­კო­ჭეს ხე­ლე­ბი, პირი ამიკ­რეს და დაბ­მუ­ლი დავ­ყავ­დი ის დღე. საჭ­მელს რომ მაჭ­მევ­დნენ, მხო­ლოდ მა­შინ მიხ­სნიდ­ნენ ხე­ლებს...წლე­ბის მან­ძილ­ზე გული მტკი­ო­და, როცა ვხე­დავ­დი, ჩემი ქვე­ყა­ნა იღუ­პე­ბო­და. ამ დროს და­ი­წყო აფხა­ზე­თის ომიც. ჩემს თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ამ­ბე­ბი დე­ტა­ლუ­რად აღ­ნუს­ხუ­ლი მაქვს ჟურ­ნალ­ში, სა­ო­ცა­რი ტკი­ვი­ლი და ბრძო­ლა მაქვს გა­მოვ­ლი­ლი. იქაც ვერ ვის­ვე­ნებ­დი, რუ­სე­თი­დან ყვე­ლას, ვის­თა­ნაც ხელი მი­მიწ­ვდე­ბო­და, ვუ­რე­კავ­დი და ვე­უბ­ნე­ბო­დი, შე­ვარ­დნა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს და­ღუ­პავს-მეთ­ქი. ომი რომ და­ი­წყო, ვერ მო­ვით­მი­ნე, 4 ვა­გო­ნი დავ­ტვირ­თე აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტე­ბით (კარ­ტო­ფი­ლი, კომ­ბოს­ტო, ზეთი და ა.შ.) და შე­მო­ვი­ტა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში. მინ­დო­და აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ად­გი­ლობ­რი­ვი ხალ­ხის­თვის და ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის მი­მე­წო­დე­ბი­ნა ეს დახ­მა­რე­ბა, ზუგ­დი­დამ­დე ჩა­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ ზუგ­დიდ­ში და­მა­კა­ვეს. წა­მიყ­ვა­ნეს ტყე­ში. მახ­სოვს, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი იყო ვინ­მე ლო­მი­ნაშ­ვი­ლი, იმის მე­თა­უ­რო­ბით გა­მი­ტა­ცეს. რაც მიმ­ქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი წა­მარ­თვეს და ზუს­ტად ერთი კვი­რით ვი­ღა­ცის სახ­ლში გა­მომ­კე­ტეს. ამის შემ­დეგ ჩამ­სვეს მან­ქა­ნა­ში და ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს ქუ­თა­ის­ში. მა­შინ ნი­კე­ას ქუ­ჩა­ზე, მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დი. დი­ლის 6 სა­ათ­ზე გა­და­კე­ტეს სა­დარ­ბა­ზო ავ­ტო­მა­ტი­ა­ნებ­მა. ერთი შვი­ლი მყავ­და მა­შინ, ჩემს ვაჟს სკო­ლა ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და... მოკ­ლედ, ბევ­რი ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნეს მა­შინ. ვინ იცის, წლე­ბის მან­ძილ­ზე რამ­დენ­ჯერ დაგ­ვა­ყა­ჩა­ღეს, ჩემს შვილ­ზე და­ი­წყეს ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა და იცით, რა­ტომ? აფხა­ზეთ­ში ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა რომ მინ­დო­და, ამი­ტომ. თუ ფული გაქვს, ჩვენ­თან უნდა მო­ი­ტა­ნოო. დიდი ფული წა­მარ­თვეს, გა­მა­ნად­გუ­რეს, ოჯა­ხი და­მინ­გრი­ეს, შვი­ლი გა­მი­ნად­გუ­რეს... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
emigranti
2

რომ სულ არ მოგკლენ კიდევ მადლობა უტხარი ყველას . ცოტა გაისტუმრენ??? რაც ქარტველებმა ერთმანეტშ გაუკეტენ რუსეთზე როგორ იბრუნებენ ენას????

ნინა
0

გაიხარეთ! თქვენნაირი მამულიშვილები უმრავლოს ღმერთმა საქართველოს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"შევარდნაძემ და მისმა დაქირავებულმა თენგიზ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა გამომაძევეს ქვეყნიდან" - რას ყვება ბიზნესმენი, რომელმაც დედას 9 შვილი დაუბრუნა

"შევარდნაძემ და მისმა დაქირავებულმა თენგიზ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა გამომაძევეს ქვეყნიდან" - რას ყვება ბიზნესმენი, რომელმაც დედას 9 შვილი დაუბრუნა

რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ილია ძოწენიძემ სრულად შეცვალა ხელვაჩაურის სოფელ თხილნარში, ფუტკარაძეების ცხოვრება. შეგახსენებთ, ერთი წლის წინ სახელმწიფომ მათი სახლიდან 9 ბავშვი მინდობით აღზრდაში საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობის გამო გადაიყვანა. მას მერე მშობლები შვილების დაბრუნებას მთელი წელი უშედეგოდ ითხოვდნენ. ამ საქმეში უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩაერთო, ფაქტის გამო ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და ინფორმაცია სოციალური ქსელითაც გაასაჯაროვა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. "პეტერბურგიდან დამიკავშირდა ჩვენი თანამემამულე, ბატონი ილია ძოწენიძე და მთხოვა, საჯაროდ განმეცხადებინა, რომ მას სურვილი აქვს, კომპლექსური დახმარება აღმოუჩინოს ფუტკარაძეების მრავალშვილიან ოჯახს, რაც გამოიხატება როგორც ფინანსურ დახმარებაში, ასევე სათანადო პირობების შექმნაში, რომ ეს ოჯახი დაკავდეს აგრარულ-სამეურნეო საქმიანობით, ბავშვებმა მიიღონ სათანადო განათლება, ოჯახი აღიჭურვოს სოფტექნიკით, საკუთრებაში გადაეცეთ ფერმერული საქმიანობისთვის საკმარისი მიწის დიდი ფართობი, უზრუნველყოფილნი იყვნენ ჯანმრთელობის დაცვის პრემიალური პაკეტით და ყველა იმ სერვისით, რაც ამ ოჯახის განვითარებას და მდგრადობას შეუწყობს ხელს! ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ქართველები!" - წერდა დიმიტრი ლორთქიფანიძე. მართლაც, ისე სწრაფად მოგვარდა ეს ყველაფერი, რომ რამდენიმე დღეში მშობლებს შვილები დაუბრუნდათ.

ბიზნესმენმა ილია ძოწენიძემ მიცემული პირობა შეასრულა, ოჯახს შუა გზაში მიტოვებული სახლის რემონტი დაასრულებინა, საოჯახო ნივთები და ტექნიკა შეუძინა, 7 სული საქონელი, ასევე სასოფლო ინვენტარი, ტრაქტორი და ოჯახისთვის საჭირო კიდევ ბევრი ნივთი შეუძინა, ავტომობილიც კი აჩუქა და მისი წყალობით ოჯახმა ახალი ცხოვრება დაიწყო. ამ დღეებში ისიც გაირკვა, რომ ბიზნესმენი ასევე დაეხმარა მარტოხელა დედას, ნანა შარაშენიძეს, მასაც პირობების არარსებობის გამო შვილი ჩამოართვეს და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს (გადმოურიცხა 6.000 ლარი, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინოს). ამ დღეებში ნანასაც დაუბრუნდება თავისი პატარა.ჟურნალი "გზა" რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენს ესაუბრა:

- არ მიყვარს ჩემი საქმეების აფიშირება. ყოველთვის ვცდილობ, სიკეთე ჩუმად ვაკეთო. ასე ვცხოვრობ, მაგრამ ეს ბოლო ფაქტი ბატონმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაასაჯაროვა, ჩემი ტელეფონის ნომერიც კი დადო სოციალურ ქსელში და მას მერე ბევრი ადამიანი მირეკავს, დახმარებას მთხოვს. ფუტკარაძეების ოჯახის ამბავმა გამაოგნა. 9 შვილი წაართვა სახელმწიფომ მშობლებს. არ ვიცი, ამის გაკეთება ვის მოუვიდა აზრად. ბევრი რთული დღე მაქვს გამოვლილი და ისეთი სიმწარე - ნანახი, არ შემეძლო გულგრილი ვყოფილიყავი ამ ოჯახის მიმართ. მაშინვე გადავუგზავნე თანხის ნაწილი, დრო რომ არ დაკარგულიყო, დახმარებოდნენ, დაწყებულიყო სახლში სამუშაოები და როგორმე დაებრუნებინათ ბავშვები. საცოდავი ქალი, მადონა რომ მელაპარაკა, მოთქვამდა. თუ შეგიძლია, დამეხმარე, პატარა დედის გარეშე მოკვდებაო. დავპირდი, - პატარას კი არა, ყველა შვილს დაგიბრუნებთ-მეთქი. მადლობა ღმერთს, ეს შევძელით. ბავშვების დედა თითქმის ყოველ მეორე დღეს მირეკავს და მლოცავს. მჯერა, მის ლოცვას დიდი ძალა აქვს. საქართველოში ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასე უსამართლოდ არავის უნდა მოექცნენ. პირადად მე, მშობლისთვის ბავშვების წართმევას ვერ შევეგუები...მინდა მთავრობას ვკითხო: საკუთარ დედაზე უკეთესად ვინმე გაზრდის ბავშვს? სირცხვილი არ არის, დედას შვილი წაართვა? ან სხვას რომ აძლევ თითო ბავშვზე ამხელა თანხას, არ ჯობია, ეს თანხა თვითონ ოჯახს მისცე და გააძლიერო?..

- თქვენი ტელეფონის ნომრის გამოქვეყნების შემდეგ, ალბათ გაიზარდა დახმარების მსურველთა რიცხვი. ვიცით, ბევრს უჭირს საქართველოში...

- იმდენი ადამიანი მირეკავს, იმდენი მთხოვს დახმარებას, ლამის გული ცუდად გამიხდეს. ნერვიულობით დიაბეტიც კი დამემართა. როცა საქმე ბავშვს ეხება, განზე გადგომა არ შემიძლია... 30-მდე გულის ოპერაცია მაქვს დაფინანსებული. ზოგს მანქანა ვუყიდე, გარეთ რომ გავიდნენ, იმუშაონ და ლუკმაპური შეიტანონ ოჯახში... 15 წელია ამ რეჟიმით ვცხოვრობ. პოლიტიკაში მოსვლაც კი შემომთავაზეს, კენჭი იყარე და ხმას მოგცემთო, მაგრამ რა მინდა პოლიტიკაში? სიკეთეს იმისთვის არ ვაკეთებ, რომ სამაგიეროდ თანამდებობა მივიღო.

- როდის წახვედით საქართველოდან და რა ბიზნესი გაქვთ რუსეთში?

- 1988 წლიდან ჩაის ბიზნესი მქონდა, საქართველოდან ტრაილერებით გამქონდა ყაზახეთსა და რუსეთში. როცა ყველაფრის დეფიციტი იყო, მაშინაც მქონდა იმდენი საშუალება, რომ ხალხს დავხმარებოდი. მერე ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი, ზვიად გამსახურდიას დიდ პატივს ვცემდი. ქუთაისელი კაცი ვარ. საინტერესო ის არის, რომ ჩემი სურვილით არ წამოვსულვარ რუსეთში. 90-იან წლებში ედუარდ შევარდნაძემ, მისმა დაქირავებულმა თენგიზ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა გამომაძევეს ქვეყნიდან. მითხრეს, 5 წელი საქართველოში ფეხი არ დაადგაო.

- რატომ გამოგაძევეს?

- როცა საქართველოში შევარდნაძე ჩამოვიდა, პარლამენტის შენობის დანგრევა და სამოქალაქო ომი მოხდა, მაშინ მე ჩემებურად გავაპროტესტე ეს ფაქტი. 200 კაცი შევკრიბე და აქცია ჩავატარეთ იმ ადგილას, სადაც შევარდნაძეს უნდა ჩაევლო. მას უკან მიჰყვებოდა თენგიზ კიტოვანი. მივაძახე, - არ გრცხვენია? ვის გვერდში ხარ? დიდი დრო არ დასჭირდება, თქვენ საქართველოს დაშლით-მეთქი. ეს როგორც კი ვუთხარი, ვიღაცებმა უკნიდან ხელი მომკიდეს და წამათრიეს სადღაც. 4-5 საათის შემდეგ, უკვე საღამოს სახლში მიმიყვანეს, პასპორტი ამაღებინეს (იარაღი ჰქონდათ და მაიძულეს ასე მოქცევა), აეროპორტში წამიყვანეს, ჩამსვეს თვითმფრინავში და ქვეყანა დამატოვებინეს. იქვე განმიმარტეს, ხუთი წლით მიდიხარ, არავინ არაფერი უნდა გაიგოსო.

- კონკრეტულად კიტოვანის დავალებით გაგაძევეს ქვეყნიდან?

- კიტოვანი მიცნობდა და იცოდა, რომ ზვიად გამსახურდიას გვერდით ვიყავი. 4 ახალგაზრდა ალბათ, მისი დავალებით მოვიდა ჩემთან, გამიკოჭეს ხელები, პირი ამიკრეს და დაბმული დავყავდი ის დღე. საჭმელს რომ მაჭმევდნენ, მხოლოდ მაშინ მიხსნიდნენ ხელებს...წლების მანძილზე გული მტკიოდა, როცა ვხედავდი, ჩემი ქვეყანა იღუპებოდა. ამ დროს დაიწყო აფხაზეთის ომიც. ჩემს თავს გადახდენილი ამბები დეტალურად აღნუსხული მაქვს ჟურნალში, საოცარი ტკივილი და ბრძოლა მაქვს გამოვლილი. იქაც ვერ ვისვენებდი, რუსეთიდან ყველას, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, ვურეკავდი და ვეუბნებოდი, შევარდნაძე საქართველოს დაღუპავს-მეთქი. ომი რომ დაიწყო, ვერ მოვითმინე, 4 ვაგონი დავტვირთე აუცილებელი პროდუქტებით (კარტოფილი, კომბოსტო, ზეთი და ა.შ.) და შემოვიტანე საქართველოში. მინდოდა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, ადგილობრივი ხალხისთვის და ჯარისკაცებისთვის მიმეწოდებინა ეს დახმარება, ზუგდიდამდე ჩავიტანე, მაგრამ ზუგდიდში დამაკავეს. წამიყვანეს ტყეში. მახსოვს, ვიცე-პოლკოვნიკი იყო ვინმე ლომინაშვილი, იმის მეთაურობით გამიტაცეს. რაც მიმქონდა, ყველაფერი წამართვეს და ზუსტად ერთი კვირით ვიღაცის სახლში გამომკეტეს. ამის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში და ჩამომიყვანეს ქუთაისში. მაშინ ნიკეას ქუჩაზე, მეხუთე სართულზე ვცხოვრობდი. დილის 6 საათზე გადაკეტეს სადარბაზო ავტომატიანებმა. ერთი შვილი მყავდა მაშინ, ჩემს ვაჟს სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა... მოკლედ, ბევრი ტკივილი მომაყენეს მაშინ. ვინ იცის, წლების მანძილზე რამდენჯერ დაგვაყაჩაღეს, ჩემს შვილზე დაიწყეს ზეგავლენის მოხდენა და იცით, რატომ? აფხაზეთში ხალხის დახმარება რომ მინდოდა, ამიტომ. თუ ფული გაქვს, ჩვენთან უნდა მოიტანოო. დიდი ფული წამართვეს, გამანადგურეს, ოჯახი დამინგრიეს, შვილი გამინადგურეს... წაიკითხეთ სრულად

"თუ ინფიცირება ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, ალბათ, სკოლებში სწავლის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ" - ცერცვაძე

რევაზ კოპალაძე: ციფრული აბრეშუმის გზის და საქართველოში საერთაშორისო ჰაბის პროექტს დღეს სახელმწიფოს გარდა სხვა კონკურენტი არ ჰყავს

გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცია - რას ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს  დირექტორი კორონავირუსით გარდაცვლილ 23-ე პაციენტზე