საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი დაანებონ" - გუბაზ სანიკიძე
"მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი დაანებონ" - გუბაზ სანიკიძე

რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ეს უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბა და სე­რი­ო­ზუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ში“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უმ­რავ­ლე­სო­ბით მოს­ვლა­ზე არ აზი­ა­ნებს კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის იდე­ას, რად­გან თა­ვად იყო ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნი სიის და ერ­თო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, რო­მელ­ზეც ყვე­ლამ უარი თქვა.

რო­გორც სა­ნი­კი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ქრეს­ტო­მა­თი­უ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი იქ­მნე­ბი­ან იმის­თვის, რომ მო­ი­გონ არ­ჩევ­ნე­ბი, მო­ვიდ­ნენ უმ­რავ­ლე­სო­ბით და პარ­ტია, რო­მე­ლიც ამის­თვის არ იბ­რძვის, "პა­რა­ზი­ტუ­ლი პარ­ტი­აა“, რო­მელ­საც სხვა მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი ამოძ­რა­ვებს პო­ლი­ტი­კა­ში.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ში არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ არის. ის ამ­ბობს, რომ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა ჩა­ერ­თოს ქვეყ­ნის საქ­მე­ში და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბიც იგუ­ლის­ხმე­ბა. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია, თით­ქოს სა­ა­კაშ­ვი­ლი შლის ერ­თო­ბას, ებ­რძვის ერ­თო­ბას, ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, იმი­ტომ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო ინი­ცი­ა­ტო­რი იმი­სა, რომ დიდი ერ­თო­ბა შემ­დგა­რი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

მან ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კო­სებს მო­უ­წო­და, და­ას­რუ­ლონ კინ­კლა­ო­ბა, რად­გან მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს.

"მმარ­თვე­ლო­ბის ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბას თუ მრა­ვალ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბას 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­და­წყვეტს. მო­ვუ­წო­დებ ქარ­თულ ოპო­ზი­ცი­ას, რომ თუ ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბის ეში­ნი­ათ, და­ა­ნე­ბონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ბომბვას თავი იმი­ტომ, რომ ამით არა­ფე­რი გა­მო­დის და უკუპ­რო­ცესს ღე­ბუ­ლო­ბენ. დღეს მოს­წონს ვინ­მეს თუ არ მოს­წონს პო­ლი­ტი­კუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­შია იმი­ტომ, რომ მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და ოპო­ზი­ცი­აც, უკვე რე­ა­გი­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­ზე. სა­ჭად­რა­კო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით რომ ვთქვათ, აქამ­დე თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი შა­ვე­ბით თა­მა­შობ­და, ახლა თეთ­რე­ბით თა­მა­შობს და ცოტა გა­მო­ფხიზ­ლდეს ოპო­ზი­ცია“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ გან­მარ­ტა, რომ თა­ვად პარ­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა და­ას­რუ­ლა, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებს.

"და­სა­მა­ლი არ არის, რომ მე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ მაქვს ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ჩემს სტა­ტუს არ გან­სა­ზღვრავს სი­ა­ში ყოფ­ნა-არ ყოფ­ნა, ერთი რამე ვიცი, რომ მე ვიქ­ნე­ბი ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაიიიი
563

რა სერიოზულად უჭირს ამ კაცს!!! ოჯახში ვინმე ღვთისნიერი არ ჰყავს, რომ უშველოს??? ვფიცავ, მართლა გულით მეცოდება

სნონ ჯოუ
272

ი.ჭავჭავაძის ნაწარმოებია ერთი ერთში!! იმენა ამაზეა "კაცია ადამიანი?!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი დაანებონ" - გუბაზ სანიკიძე

"მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი დაანებონ" - გუბაზ სანიკიძე

როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში, ეს უკვე სერიოზული განცხადება და სერიოზული შესაძლებლობაა, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსში“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადება ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლაზე არ აზიანებს კოალიციური მთავრობის იდეას, რადგან თავად იყო ოპოზიციის ერთიანი სიის და ერთობის ინიციატორი, რომელზეც ყველამ უარი თქვა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა, რომ პოლიტიკური პარტიები იქმნებიან იმისთვის, რომ მოიგონ არჩევნები, მოვიდნენ უმრავლესობით და პარტია, რომელიც ამისთვის არ იბრძვის, "პარაზიტული პარტიაა“, რომელსაც სხვა მიზნები და ამოცანები ამოძრავებს პოლიტიკაში.

"მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის. ის ამბობს, რომ ფართო საზოგადოება უნდა ჩაერთოს ქვეყნის საქმეში და ფართო საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიებიც იგულისხმება. როდესაც საუბარია, თითქოს სააკაშვილი შლის ერთობას, ებრძვის ერთობას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ სააკაშვილი იყო ინიციატორი იმისა, რომ დიდი ერთობა შემდგარიყო“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდა, დაასრულონ კინკლაობა, რადგან მთავარი სამიზნე "ქართული ოცნება“ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს.

"მმართველობის ორპოლუსიანობას თუ მრავალპოლუსიანობას 31 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი გადაწყვეტს. მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, რომ თუ ორპოლუსიანობის ეშინიათ, დაანებონ მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი იმიტომ, რომ ამით არაფერი გამოდის და უკუპროცესს ღებულობენ. დღეს მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს პოლიტიკური ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის ხელშია იმიტომ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, უკვე რეაგირებს სააკაშვილის განცხადებებზე. საჭადრაკო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, აქამდე თუ სააკაშვილი შავებით თამაშობდა, ახლა თეთრებით თამაშობს და ცოტა გამოფხიზლდეს ოპოზიცია“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძემ განმარტა, რომ თავად პარტიული ცხოვრება დაასრულა, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებას აგრძელებს.

"დასამალი არ არის, რომ მე "ნაციონალურ მოძრაობასთან“ მაქვს ინტენსიური კონსულტაციები. ჩემს სტატუს არ განსაზღვრავს სიაში ყოფნა-არ ყოფნა, ერთი რამე ვიცი, რომ მე ვიქნები ფრონტის წინა ხაზზე“, - განაცხადა სანიკიძემ.

"დიდი ძმა გვისმენს " - როგორ გამოეხმაურა სალომე სამადაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს

"სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა......" - უკრაინული ვებ-გვერდი ავრცელებს ჩანაწერს, სადაც მათი ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ

იქნება თუ არა სისტემური "ლოკდაუნები" ქვეყანაში - გიორგი გახარიას კომენტარი