მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს პაატა იმნაძე კარანტინის 14-დღიან ვადაზე გადასვლასთან დაკავშირებით
რას ამბობს პაატა იმნაძე კარანტინის 14-დღიან ვადაზე გადასვლასთან დაკავშირებით

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კა­რან­ტი­ნის 14-დღი­ან ვა­და­ზე გა­დას­ვლა არ იგეგ­მე­ბა. ამის შე­სა­ხებ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „რე­ზი­უ­მე­ში“ ისა­უბ­რა, რი­თიც ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 14-დღი­ა­ნი სა­კა­რან­ტი­ნო ვადა არ უნდა შე­იც­ვა­ლოს.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნის ვა­დის ცვლი­ლე­ბა არას­წო­რად იქნა გა­გე­ბუ­ლი.

მისი თქმით, 8-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა, მხო­ლოდ ქვე­ყა­ნა­ში შე­მომ­სვლე­ლებს უწევთ, ხოლო ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფე­ბის­თვის კა­რან­ტი­ნის ვა­დად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 12 დღე.

იმ­ნა­ძის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა ამარ­თლებს.

„არას­წო­რად იქნა გა­გე­ბუ­ლი, ჩვენ ეს კა­რან­ტი­ნი გვაქვს 8-დღი­ა­ნი და მე­თორ­მე­ტე დღეს კი­დევ გა­და­მოწ­მე­ბა ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ხოლო, ვინც და­ა­ვა­დე­ბუ­ლის უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტია, მათ­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, 14 დღე არ გვაქვს, მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გვაქვს მე-12 დღეს გა­ტესტვა. ანუ, მე­ცა­მე­ტე დღეს ვუშ­ვებთ კა­რან­ტი­ნი­დან.

ჩვე­ნი მიდ­გო­მა ჯერ­ჯე­რო­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად ამარ­თლებს, ანუ გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ თუ შენ და­დას­ტუ­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი ხარ, მა­შინ გი­წევს 12-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი ჩვე­ნი კა­ნო­ნე­ბით, ხოლო თუ შენ უბ­რა­ლოდ, შე­მო­დი­ხარ ქვე­ყა­ნა­ში, მა­შინ გი­წევს ის 8-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ 14-დღი­ან ვა­და­ზე გა­დას­ვლა არ იგეგ­მე­ბა.

ცნო­ბის­თვის, BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პის გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­თა უფ­რო­სი ოფიც­რის კეთ­რინ სმოლ­ვუ­დის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 14-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის ვადა არ უნდა შე­იც­ვა­ლოს.

მი­სი­ვე თქმით, რე­კო­მენ­და­ცია ემ­ყა­რე­ბა ვირუ­სის ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი­სა და გა­და­ცე­მის მეც­ნი­ე­რულ ახ­სნას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
21

ამ კაცმა გული შეჭამა.

მედეა
14

რა მსოფლიო ორგან8ზაცია????

მარტო საქართველოს ააქვს კარანტინი.

მითუმეტეს თავის მოქალაქეებისთვის და სხვა ქვეყნის მოქალაქე უპრობლემოდ შემოდის საქართველოში.

რატომ გვამცირებთ ასე ქართველებს???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რას ამბობს პაატა იმნაძე კარანტინის 14-დღიან ვადაზე გადასვლასთან დაკავშირებით

რას ამბობს პაატა იმნაძე კარანტინის 14-დღიან ვადაზე გადასვლასთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კარანტინის 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება. ამის შესახებ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ისაუბრა, რითიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 14-დღიანი საკარანტინო ვადა არ უნდა შეიცვალოს.

პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში კარანტინში ყოფნის ვადის ცვლილება არასწორად იქნა გაგებული.

მისი თქმით, 8-დღიანი კარანტინის გავლა, მხოლოდ ქვეყანაში შემომსვლელებს უწევთ, ხოლო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფებისთვის კარანტინის ვადად განისაზღვრება 12 დღე.

იმნაძის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა ამართლებს.

„არასწორად იქნა გაგებული, ჩვენ ეს კარანტინი გვაქვს 8-დღიანი და მეთორმეტე დღეს კიდევ გადამოწმება ქვეყანაში შემოსული ადამიანებისთვის. ხოლო, ვინც დაავადებულის უშუალო კონტაქტია, მათთვის არაფერი შეცვლილა, 14 დღე არ გვაქვს, მაგრამ ამ ადამიანებისთვის გვაქვს მე-12 დღეს გატესტვა. ანუ, მეცამეტე დღეს ვუშვებთ კარანტინიდან.

ჩვენი მიდგომა ჯერჯერობით აბსოლუტურად ამართლებს, ანუ განსხვავება იმაშია, რომ თუ შენ დადასტურებულთან კონტაქტი ხარ, მაშინ გიწევს 12-დღიანი კარანტინი ჩვენი კანონებით, ხოლო თუ შენ უბრალოდ, შემოდიხარ ქვეყანაში, მაშინ გიწევს ის 8-დღიანი კარანტინი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება.

ცნობისთვის, BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების საგანგებო ვითარებათა უფროსი ოფიცრის კეთრინ სმოლვუდის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული 14-დღიანი კარანტინის ვადა არ უნდა შეიცვალოს.

მისივე თქმით, რეკომენდაცია ემყარება ვირუსის ინკუბაციური პერიოდისა და გადაცემის მეცნიერულ ახსნას.

"ელიტ ელექტრონიქსი“ "ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ, კიდევ ერთი "კლასტერი“ გაჩნდა

"ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება... ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს" - თამარ გაბუნია