მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?
შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი­სა და ე.წ. კა­ნო­ნერ ქურდ ლაშა ბა­რა­თე­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ბა­რა­თე­ლი გახ­და მსა­ხი­ო­ბი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მე­ო­რე ქმარ­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი. ცოლ-შვი­ლი­ა­ნი ირაკ­ლი ნა­ნა­ძე წლე­ბი ცდი­ლობ­და შო­რე­ნას გუ­ლის მო­გე­ბას და მას­ზე და­სა­ქორ­წი­ნებ­ლად ოჯა­ხის მი­ტო­ვე­ბა მო­უ­წია, რა­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლე­ბი გა­მო­იწ­ვია.

რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, ერთი წლის წინ ირაკ­ლი ნა­ნა­ძე მარ­ტო დარ­ჩა და ამის შე­სა­ხებ კაც­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან გა­ი­გო. შო­რე­ნამ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი­დან ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ხელ­ში კი გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­ბუ­თი ეჭი­რა.

თა­ვი­დან ლაშა ბა­რა­თელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მსა­ხი­ო­ბი უარ­ყოფ­და. ჩვენს კი­თხვა­ზე, გაჰ­ყვა თუ არა ცო­ლად ბა­რა­თელს, მხო­ლოდ გა­ი­ცი­ნა და ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა. ერთი სა­ა­თის წინ კი ბე­გაშ­ვილ­მა "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ლაშა ბა­რა­თელ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სა­ერ­თო ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილ­მა პან­დე­მი­ის დროს ეს­პა­ნეთ­ში, ერთ-ერთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ კუ­რორტზე და­ის­ვე­ნა. ორი თვის წინ ახალ სიყ­ვა­რულს შო­რე­ნამ მად­ლო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ჯა­როდ გა­და­უ­ხა­და, თუმ­ცა მა­შინ მხო­ლოდ მისი სა­ხე­ლის პირ­ვე­ლი ასო ახ­სე­ნა და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ვინ­მე ლ-მ ევა ბარ­ბა­ქა­ძეს და­ბა­დე­ბის დღე­ზე აჩუ­ქა.

ლაშა ბა­რა­თე­ლი თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს და ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია. ის გა­მო­ცე­მა "პრა­იმ კრა­ი­მის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" რე­ი­ტინ­გში, ათ ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს" შო­რი­საა. ლაშა ბა­რა­თე­ლი, იგი­ვე „ჭია" 1989 წლის 11 ივ­ლისს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. ბა­რა­თელს ჯან­გვე­ლა­ძე-ონი­ა­ნის კლანს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ და 2014 წელს "აკურ­თხეს ქურ­დად". იმა­ვე წელს ლაშა ბა­რა­თე­ლი მძი­მედ დაჭ­რეს და „ჭია“ სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. 2016 წლის ზა­ფხულ­ში რუ­სეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ბა­რა­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ა­დე­პორ­ტეს, მაგ­რამ ბა­რა­თე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ გახ­ლავთ და, შე­სა­ბა­მი­სად, მისი და­კა­ვე­ბა არ მომ­ხდა­რა. ბა­რა­თელ­მა მალე სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ის ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1

შორენა და ლაშა ერთას აღარ არიანი, ვინც ლაშაზე ცუდს ამბობს ისე რო პირადად არ იცნობს და არანაირი კვრთა არ ქონია, ჯობია მიაყე თქვე კლავიატურის ვაჟკაცებო, ჭია ჩემი კლასელი იყო ახლოს ვიყავით და ძაან დასტოინი ადამიანია, არაფერი არ ეშლება ურთიერთობაში და არავის საქილიკო არაა მაგის ცხოვრება.

ციალა დეიდა
292

შორენა ჩემო ძვირფასო, ჩემო ულამაზესო, ჩემო სათნო და უპატიოსნესო თითით საჩვენებელო გოგოვ, გისურვებ ულევ სიხარულს, ჯანმრთელობას, ბედნიერეაბს ,წარმატებებს, წინსვლას, ბარაქას, ხვავს , გამრავლებას!ვენაცვალე შენს მეორე ნახევარსაც ვგიჟდები ვაჟკაც კანონიერ ქურდებზე რამდენიმე თვე შეხედე ჩემო გოგოვ თუ ისაა ვისაც ელოდი მაშინ დარჩი მასთან სამუდამოთ თუ არადა არც კი დაფიქრდე ისე წამოდი შენ ისეთი პატიოსანი სათნო გოგო ხარ აუცილებლად სხვა გამოჩნდება ყოველთვის!ხალხს ნუ მიაქცევ ყურადღებას წარსულით ზომავენ და აფასებენ ეს უვიცები ადამიანის პატიოსნებას აბა ასეთ ხალხისგან რას უნდო ელოდო კარგს?წარმატებები გკოცნი გკოცნი გკოცნი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?

შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?

შორენა ბეგაშვილისა და ე.წ. კანონერ ქურდ ლაშა ბარათელის სიყვარულის ისტორიის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ბარათელი გახდა მსახიობისა და ტელეწამყვანის მეორე ქმართან დაშორების მიზეზი. ცოლ-შვილიანი ირაკლი ნანაძე წლები ცდილობდა შორენას გულის მოგებას და მასზე დასაქორწინებლად ოჯახის მიტოვება მოუწია, რამაც სერიოზული სკანდალები გამოიწვია.

რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთი წლის წინ ირაკლი ნანაძე მარტო დარჩა და ამის შესახებ კაცმა სოციალური ქსელიდან გაიგო. შორენამ იუსტიციის სახლიდან ფოტო გამოაქვეყნა, ხელში კი განქორწინების საბუთი ეჭირა.

თავიდან ლაშა ბარათელთან ურთიერთობას მსახიობი უარყოფდა. ჩვენს კითხვაზე, გაჰყვა თუ არა ცოლად ბარათელს, მხოლოდ გაიცინა და ტელეფონი გათიშა. ერთი საათის წინ კი ბეგაშვილმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ლაშა ბარათელთან ერთად გადაღებული პირველი საერთო ფოტო გამოაქვეყნა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წყვილმა პანდემიის დროს ესპანეთში, ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე დაისვენა. ორი თვის წინ ახალ სიყვარულს შორენამ მადლობა სოციალური ქსელის საშუალებით საჯაროდ გადაუხადა, თუმცა მაშინ მხოლოდ მისი სახელის პირველი ასო ახსენა და ძვირადღირებული მანქანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ვინმე ლ-მ ევა ბარბაქაძეს დაბადების დღეზე აჩუქა.

ლაშა ბარათელი თურქეთში ცხოვრობს და ე.წ. კანონიერი ქურდია. ის გამოცემა "პრაიმ კრაიმის" მიერ გამოქვეყნებულ "კანონიერი ქურდების" რეიტინგში, ათ ყველაზე რეიტინგულ "კანონიერ ქურდს" შორისაა. ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ბარათელს ჯანგველაძე-ონიანის კლანს მიაკუთვნებენ და 2014 წელს "აკურთხეს ქურდად". იმავე წელს ლაშა ბარათელი მძიმედ დაჭრეს და „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 2016 წლის ზაფხულში რუსეთში დაკავებული ბარათელი საქართველოში გამოადეპორტეს, მაგრამ ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ და, შესაბამისად, მისი დაკავება არ მომხდარა. ბარათელმა მალე საქართველო დატოვა და ის ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.