საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქ­მე შე­ე­ხე­ბა ბოლო დრო­ის ერთ-ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ და­ნა­შა­ულს - ყო­ფი­ლი ცოლი, 26 წლის ბეტა ნა­ჭყე­ბია 32 წლის ლე­ვან ლო­მი­ძემ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, სა­კუ­თა­რი ბე­ბი­ის თვალ­წინ, ნა­ჯა­ხით და­ჩე­ხა. მკვლე­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, ხოლო ახალ­გაზ­რდა ქალი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ბოლო დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი 2020 წლის 18 იან­ვარს სუ­რამ­ში მოხ­და. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბეტა ნა­ჭყე­ბია შვილ­თან ერ­თად სე­ნაკ­ში ცხოვ­რობ­და და სუ­რამ­ში ქმრის ბე­ბი­ას­თან პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­დი­ო­და, რათა მამა-შვილს ერ­თმა­ნე­თი ენა­ხათ. რო­დე­საც შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია მოხ­და, ცოლ-ქმა­რი ორი წლის გა­შო­რე­ბუ­ლი იყო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან ლო­მი­ძეს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან შე­რი­გე­ბა სურ­და, რა­ზეც ცოლი უარს აცხა­დებ­და. მკვლე­ლის დედა კი მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ად სხვა რა­მეს ასა­ხე­ლებ­და. მა­რი­კა ლო­მი­ძე მე­დი­ას­თან ამ­ბობ­და, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებს შო­რის კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი სა­ერ­თო შვი­ლი იყო. მისი თქმით, ყო­ფი­ლი რძა­ლი ბავ­შვის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. მას მხო­ლოდ მა­შინ მიჰ­ყავ­და ბავ­შვი მა­მას­თან სა­ნა­ხა­ვად, როცა თა­ვად მო­ი­სურ­ვებ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ლე­ვან ლო­მი­ძე მკვლე­ლო­ბის დღეს­ვე, ხა­შურ­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ბ“, „დ“ პრი­მა და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, გენ­დე­რის ნიშ­ნით) წა­რედ­გი­ნა. სა­სა­მარ­თლომ ლ.ლ.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ლო­მი­ძე სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქმე შეეხება ბოლო დროის ერთ-ერთ გახმაურებულ დანაშაულს - ყოფილი ცოლი, 26 წლის ბეტა ნაჭყებია 32 წლის ლევან ლომიძემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარი ბებიის თვალწინ, ნაჯახით დაჩეხა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ახალგაზრდა ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაული 2020 წლის 18 იანვარს სურამში მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბეტა ნაჭყებია შვილთან ერთად სენაკში ცხოვრობდა და სურამში ქმრის ბებიასთან პერიოდულად ჩადიოდა, რათა მამა-შვილს ერთმანეთი ენახათ. როდესაც შემზარავი ტრაგედია მოხდა, ცოლ-ქმარი ორი წლის გაშორებული იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ლევან ლომიძეს ყოფილ მეუღლესთან შერიგება სურდა, რაზეც ცოლი უარს აცხადებდა. მკვლელის დედა კი მკვლელობის ვერსიად სხვა რამეს ასახელებდა. მარიკა ლომიძე მედიასთან ამბობდა, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი საერთო შვილი იყო. მისი თქმით, ყოფილი რძალი ბავშვის ნახვის საშუალებას არ აძლევდა. მას მხოლოდ მაშინ მიჰყავდა ბავშვი მამასთან სანახავად, როცა თავად მოისურვებდა. სამართალდამცველებმა ლევან ლომიძე მკვლელობის დღესვე, ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ პრიმა და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით) წარედგინა. სასამართლომ ლ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ლომიძე სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თვითმარქვია სასულიერო პირი, რომელიც არასრულწლოვანს სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა, დააკავეს

როგორ დადგა თამაზ ხომასურიძემ გუკა ამირხანაშვილისა და პოლიციის სატელეფონო მიმოწერის სცენარი და რით ემუქრებოდა მირიან ნიკოლაძეს? - პროკურატურა დეტალებით

"სქრინშოტი გაყალბებულია ტოტალურად" - რას ამბობს Zoom Earth-ი ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში ადვოკატის გამოქვეყნებულ ფოტოებზე