სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამაზ ხომასურიძეს იმაზე მეტად დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა" - რატომ დააკავეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის მამა
"თამაზ ხომასურიძეს იმაზე მეტად დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა" - რატომ დააკავეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის მამა

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვა­ნი ზ.ხ.-ს მამა, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძე და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზებ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, გან­მარ­ტე­ბას ძა­ლო­ვან უწყე­ბა­ში მალე გა­ა­კე­თე­ბენ. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცით, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის ერთ-ერთი ბრალ­დე­ბა არის გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძის, ად­ვო­კატ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის მი­სა­მარ­თით მუ­ქა­რა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამას კი­დევ ორი ბრალ­დე­ბა და­ე­მა­ტე­ბა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძას­თან ვცა­დეთ და მან ეს ფაქ­ტი დაგ­ვი­დას­ტუ­რა.

მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე:

- ჯერ გე­ტყვით იმას, რომ ადა­მი­ა­ნუ­რად თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძეს იმა­ზე მე­ტად და­ვა­ცა­დეთ, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბო­და. მაგ­რამ იმის მა­გივ­რად, გონ­ზე მო­სუ­ლი­ყო და კო­რექ­ტუ­ლად მოქ­ცე­უ­ლი­ყო, მან უფრო გა­ამ­წვა­ვა მუ­ქა­რა, რაც მისი მხრი­დან, სა­ჯა­როდ ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით მუდ­მი­ვად ის­მო­და. იცით ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამა­ზე, მაგ­რამ ამის შემ­დეგ უკვე და­ი­წყო მო­წე­რა პი­რად სივ­რცე­ში, "ფე­ის­ბუქ­ზე", ხან თეთ­რი ისა­რის სა­ხე­ლით მე­მუქ­რე­ბო­და, ხან თა­ვი­სი სა­ხე­ლი და გვა­რით მლან­ძღავ­და. მივ­ხვდი, ასეთ კაცს მარ­ტო სა­მარ­თა­ლი გა­ა­ჩე­რებს, სხვა მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს და მე მივ­მარ­თე შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით ამ სა­კი­თხზე, დამ­კი­თხეს კი­დეც და სა­ვა­რა­უ­დოდ. ერთ - ერთი ბრალ­დე­ბა უნდა იყოს ეს მუ­ქა­რა. გი­ორ­გის ოჯა­ხიც მი­იჩ­ნევ­და, რომ ეს კაცი საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო და ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ ჩემს გა­მოც. რო­გორც მახ­სოვს, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძეს მოწ­მე­ებ­საც ემუქ­რე­ბო­და, იგი­ვე, ამირ­ხა­ნაშ­ვილ­სა და ბრეგ­ვა­ძეს, მაგ­რამ, არ ვიცი, იმათ უჩივ­ლეს თუ არა. თუმ­ცა, რო­გორც ვიცი, გა­მოკ­ვლე­ვა მი­დი­ო­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ა­ზეც. გახ­სოვთ ერთი ტე­ლე­არ­ხის ჯგუ­ფი აღ­ტკი­ნე­ბუ­ლი ამ­ბობ­და, თით­ქოს ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა ტე­ლე­ფო­ნი და­კარ­გა და სი­სუ­ლე­ლე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბა ხდე­ბო­და. რო­გორც ვიცი, ამ კუ­თხი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ცრუ ჩვე­ნე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის­თვი­საც წა­უ­ყე­ნონ ბრა­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ სამი მუხ­ლი უნდა ჰქონ­დეს თუ სა­მარ­თლებ­რივ ლო­გი­კას მივ­ყვე­ბით. არ ვიცი სა­მი­ნის­ტროს რას იზამს.

- თქვენ ლიკ­ვი­და­ცი­ით გე­მუქ­რე­ბო­დათ?

- იყო გი­ნე­ბა, ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა. ეტყო­ბო­და რომ და­ა­რი­გეს, პირ­და­პირ ღიად არ და­ე­მუქ­როო. დიდი აგ­რე­სია მო­დი­ო­და მის­გან. ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ამ მუ­ქა­რას სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამ­დნენ, ჩემს გა­მოც ნერ­ვი­უ­ლოდ­ნენ და არც იმას გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ხვალ და ზეგ შე­იძ­ლე­ბო­და ეს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის მი­მარ­თაც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. მეც ხომ მათი ოჯა­ხის წევ­რი ვარ, გი­ორ­გის ბიძა ვარ, ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებს წარ­მო­ვად­გენ, ამი­ტომ მათ­თვის ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხი იყო და ჩვე­ნე­ბაც მის­ცეს. ალ­ბათ პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­ა­კე­თებს კო­მენ­ტარს და დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რებს ბრალ­დე­ბის ირ­გვლივ. ჩემი ვა­რა­უ­დით, მას ბრალ­დე­ბა სამი მუხ­ლით ექ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი.

P.S.

სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც შსს-ში გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და, რომ­ლი­თაც ირ­კვე­ვა, რომ თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძეს მარ­თლაც მუ­ქა­რას, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ა­სა და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას ედა­ვე­ბა.

"სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის და ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით დგინ­დე­ბა, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ზ.ხ.-ს მა­მამ, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლი­სა და და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ­თათ­ვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, და­ნა­შა­უ­ლი წი­ნას­წარ და­გეგ­მა და სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა.

კერ­ძოდ: ბრალ­დე­ბუ­ლი და­უ­კავ­შირ­და მე­გო­ბარს, რო­მელ­საც და­ა­ვა­ლა რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე, ორი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის და სიმ ბა­რა­თის შე­ძე­ნა, ასე­ვე, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის სახ­ლთან მის­ვლა და წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბით აღ­ნიშ­ნულ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა.

ბრალ­დე­ბუ­ლის მე­გო­ბა­რი მი­ვი­და ვა­ზი­სუ­ბან­ში, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის მოწ­მის - გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ი­და­ნაც, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, მი­სი­ვე ნა­ყი­დი ერთ-ერთი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­აგ­ზავ­ნა მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მე­ო­რე ტე­ლე­ფონ­ზე, რო­მე­ლიც უკვე არას­რულ­წლო­ვა­ნი ზ.ხ.-ს მა­მას ჰქონ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ამ დროს, ბრალ­დე­ბუ­ლი წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან ახორ­ცი­ე­ლებ­და მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბას და გაგ­ზავ­ნას.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი ზ.ხ.-ს მა­მამ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა შექ­მნა, თით­ქოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლებს, საქ­მის ერთ-ერთ მოწ­მეს­თან - გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან, სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ჰქონ­დათ კავ­ში­რი.

ამას­თან, ბრალ­დე­ბულ­მა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­სა­მარ­თლოს ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცა. გარ­და ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის მი­მართ, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის მუ­ქა­რას. კერ­ძოდ, და­კა­ვე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­თა და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა მოწ­მე­ებს: გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­სა და ია­კობ ბრეგ­ვა­ძეს, ასე­ვე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძას - მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძეს. ამ უკა­ნას­კნე­ლის მი­მართ, ასე­ვე, ის სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და მუ­ქა­რას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 369(1) მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი­თა და 370-ე მუხ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რობერტი
80

ველოდებით როდის გამოაცხადებენ ამასაც პოლიტპატიმრად :) სიმართლისთვის მებრძოლი გმირი დაიჭირეს ხააალხოო. აი ეს კაცი ვისაც ყავდა ეთერში მიწვეული ის ჟურნალისტებიც უნდა დაიჭიროთ. არც ეხლა გაგინათდათ გონება და კიდევ ვერ ხვდებით თავიდანვე როგორ რევდნენ ამ საქმეს მთავარი არხი და ესეთი კრიმინალები?

მალხაზ ნიკოლაძე
4

ბებია ამაზეც იტყვის სრულიად უდანაშაულო არისო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თამაზ ხომასურიძეს იმაზე მეტად დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა" - რატომ დააკავეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის მამა

"თამაზ ხომასურიძეს იმაზე მეტად დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა" - რატომ დააკავეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის მამა

როგორც ცნობილი გახდა, სამართალდამცავებმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს. დაკავების მიზეზებზე, სავარაუდოდ, განმარტებას ძალოვან უწყებაში მალე გააკეთებენ. ჩვენი ინფორმაცით, თამაზ ხომასურიძის ერთ-ერთი ბრალდება არის გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის მისამართით მუქარა. სავარაუდოდ, ამას კიდევ ორი ბრალდება დაემატება. ამ ინფორმაციის გადამოწმება შაქარაშვილის ბიძასთან ვცადეთ და მან ეს ფაქტი დაგვიდასტურა.

მირიან ნიკოლაძე:

- ჯერ გეტყვით იმას, რომ ადამიანურად თამაზ ხომასურიძეს იმაზე მეტად დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა. მაგრამ იმის მაგივრად, გონზე მოსულიყო და კორექტულად მოქცეულიყო, მან უფრო გაამწვავა მუქარა, რაც მისი მხრიდან, საჯაროდ ჩვენი მისამართით მუდმივად ისმოდა. იცით ჩემი დამოკიდებულება ამაზე, მაგრამ ამის შემდეგ უკვე დაიწყო მოწერა პირად სივრცეში, "ფეისბუქზე", ხან თეთრი ისარის სახელით მემუქრებოდა, ხან თავისი სახელი და გვარით მლანძღავდა. მივხვდი, ასეთ კაცს მარტო სამართალი გააჩერებს, სხვა მექანიზმი არ არსებობს და მე მივმართე შს სამინისტროს განცხადებით ამ საკითხზე, დამკითხეს კიდეც და სავარაუდოდ. ერთ - ერთი ბრალდება უნდა იყოს ეს მუქარა. გიორგის ოჯახიც მიიჩნევდა, რომ ეს კაცი საფრთხის მატარებელი იყო და ძალიან ნერვიულობდნენ ჩემს გამოც. როგორც მახსოვს, თამაზ ხომასურიძეს მოწმეებსაც ემუქრებოდა, იგივე, ამირხანაშვილსა და ბრეგვაძეს, მაგრამ, არ ვიცი, იმათ უჩივლეს თუ არა. თუმცა, როგორც ვიცი, გამოკვლევა მიდიოდა მტკიცებულების ფალსიფიკაციაზეც. გახსოვთ ერთი ტელეარხის ჯგუფი აღტკინებული ამბობდა, თითქოს ამირხანაშვილმა ტელეფონი დაკარგა და სისულელების ტირაჟირება ხდებოდა. როგორც ვიცი, ამ კუთხითაც მიმდინარეობდა გამოძიება და შეიძლება ცრუ ჩვენებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვისაც წაუყენონ ბრალი. სავარაუდოდ სამი მუხლი უნდა ჰქონდეს თუ სამართლებრივ ლოგიკას მივყვებით. არ ვიცი სამინისტროს რას იზამს.

- თქვენ ლიკვიდაციით გემუქრებოდათ?

- იყო გინება, ბილწსიტყვაობა. ეტყობოდა რომ დაარიგეს, პირდაპირ ღიად არ დაემუქროო. დიდი აგრესია მოდიოდა მისგან. ჩვენი ოჯახის წევრები ძალიან დაძაბულები იყვნენ. ამ მუქარას სერიოზულად აღიქვამდნენ, ჩემს გამოც ნერვიულოდნენ და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ხვალ და ზეგ შეიძლებოდა ეს გარდაცვლილის ოჯახის მიმართაც განხორციელებულიყო. მეც ხომ მათი ოჯახის წევრი ვარ, გიორგის ბიძა ვარ, ოჯახის ინტერესებს წარმოვადგენ, ამიტომ მათთვის ძალიან პრობლემური საკითხი იყო და ჩვენებაც მისცეს. ალბათ პროკურატურა გააკეთებს კომენტარს და დეტალურად ისაუბრებს ბრალდების ირგვლივ. ჩემი ვარაუდით, მას ბრალდება სამი მუხლით ექნება წარდგენილი.

P.S.

სტატია გამოქვეყნებული იყო, როდესაც შსს-ში განცხადება გაკეთდა, რომლითაც ირკვევა, რომ თამაზ ხომასურიძეს მართლაც მუქარას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების, მოწმეთა ჩვენებების, საგამოძიებო ექსპერიმენტების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამამ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულში ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, დანაშაული წინასწარ დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა.

კერძოდ: ბრალდებული დაუკავშირდა მეგობარს, რომელსაც დაავალა რეგისტრაციის გარეშე, ორი მობილური ტელეფონის და სიმ ბარათის შეძენა, ასევე, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

ბრალდებულის მეგობარი მივიდა ვაზისუბანში, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის - გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთ-ერთი მობილური ტელეფონის საშუალებით გააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს, ბრალდებული წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მიზანმიმართულად, აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას და გაგზავნას.

გამოძიებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა, თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან - გურამ ამირხანაშვილთან, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი.

ამასთან, ბრალდებულმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით სისტემატურად ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას. კერძოდ, დაკავებული ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოწმეებს: გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე, გიორგი შაქარაშვილის ბიძას - მირიან ნიკოლაძეს. ამ უკანასკნელის მიმართ, ასევე, ის სისტემატურად ახორციელებდა მუქარას სოციალური ქსელის საშუალებით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369(1) მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს“, - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ.

"მიზეზი უკანონო გადაწყვეტილება გახდა" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს

"ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის" - სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება

"ინტერპრესნიუსის" ექსკლუზივი - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძე დუმილს არღვევს: "კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას"