სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში კორონავირუსი მედიკოსს, ასევე "ელიტ ელექტრონიქსის" თანამშრომელს დაუდასტურდათ
ბათუმში კორონავირუსი მედიკოსს, ასევე "ელიტ ელექტრონიქსის" თანამშრომელს დაუდასტურდათ

ბა­თუმ­ში, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

რო­გორც აღ­ნიშ­ნულ უწყე­ბა­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­დეს, ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო უც­ნო­ბია.

პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მე­დი­კო­სებს ტეს­ტი ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.

"სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ბა­თუ­მის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთ მე­დი­კოსს კო­ვიდ-19 და­უ­დას­ტურ­და.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ და­წყე­ბუ­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს კვლე­ვა. ამ დრო­ის­თვის, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მე­დი­კო­სის კონ­ტაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იზო­ლა­ცი­ა­სა და კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

კო­ვიდ-19-ზე ტეს­ტი­რე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად უტარ­დე­ბა ბა­თუ­მის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სრულ მედ­პერ­სო­ნალს, რო­მელ­თა­გა­ნაც ინ­ფექ­ცია არა­ვის და­დას­ტუ­რე­ბია. ამ­ჟა­მად, და­მა­ტე­ბით პრე­ვენ­ცი­ის­თვის, კვლავ ტარ­დე­ბა გან­მე­ო­რო­ბი­თი კვლე­ვა ვირუს­ზე.

ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სი ბო­ლოს 4 სექ­ტემ­ბერს მო­რი­გე­ობ­და, რა დრო­ის­თვი­საც მას უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა კო­ვიდ-19-ზე და ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და. შე­სა­ბა­მი­სად, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, მას მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ბი­ნა­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა არ გა­უ­წე­ვია.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ეკი­პა­ჟე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­მო­ძა­ხე­ბებს სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ას­რუ­ლე­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს",- აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და ასე­ვე, "ელიტ ელექტრო­ნიქ­სის" ბა­თუ­მის ჭავ­ჭა­ვა­ძის 78/88-ში მდე­ბა­რე ფი­ლი­ა­ლის თა­ნამ­შრო­მელს.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფი­ლი­ა­ლის თა­ნამ­შრო­მელს კო­რო­ნა­ვირუ­სი 9 სექ­ტემ­ბერს და­უ­ფიქ­სირ­და.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არ იმ­ყო­ფე­ბო­და მა­ღა­ზი­ა­ში, ჩვე­ნი მხრი­დან მო­მენ­ტა­ლუ­რად მოხ­და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და ფი­ლი­ა­ლის და­ხურ­ვა.

ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს უკვე ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა, ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და ამ ეტა­პის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­ღა­ზი­ის სრუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცია.

შე­სა­ბა­მი­სად, ბა­თუ­მელ მომ­ხმა­რებ­ლებს ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სურ­ვე­ლი ტექ­ნი­კის შე­სა­ძე­ნად შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ ჩვენ მე­ო­რე ფი­ლი­ალს გორ­გი­ლა­ძის 94-ში.

ამას­თან, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჭავ­ჭა­ვა­ძის ფი­ლი­ა­ლის გახ­სნა მოხ­დე­ბა სა­რე­ზერ­ვო კად­რე­ბით“, - ნათ­ქვა­მია „ელიტ ელექტრო­ნიქ­სის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბათუმში კორონავირუსი მედიკოსს, ასევე "ელიტ ელექტრონიქსის" თანამშრომელს დაუდასტურდათ

ბათუმში კორონავირუსი მედიკოსს, ასევე "ელიტ ელექტრონიქსის" თანამშრომელს დაუდასტურდათ

ბათუმში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც აღნიშნულ უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ინფიცირების წყარო უცნობია.

პრევენციის მიზნით, მედიკოსებს ტესტი ჩაუტარდებათ.

"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურის ერთ-ერთ მედიკოსს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგიური სამსახურების მიერ დაწყებულია ინფიცირების წყაროს კვლევა. ამ დროისთვის, იდენტიფიცირებულია მედიკოსის კონტაქტები, რომლებიც იზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან.

კოვიდ-19-ზე ტესტირება პერიოდულად უტარდება ბათუმის სასწრაფო დახმარების სრულ მედპერსონალს, რომელთაგანაც ინფექცია არავის დადასტურებია. ამჟამად, დამატებით პრევენციისთვის, კვლავ ტარდება განმეორობითი კვლევა ვირუსზე.

ინფიცირებული მედიკოსი ბოლოს 4 სექტემბერს მორიგეობდა, რა დროისთვისაც მას უკვე ჩატარებული ჰქონდა ლაბორატორიული კვლევა კოვიდ-19-ზე და ვირუსი არ დაუდასტურდა. შესაბამისად, დაინფიცირების პერიოდში, მას მოსახლეობისთვის ბინაზე გადაუდებელი დახმარება არ გაუწევია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებენ. მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით მიმდინარეობს",- აცხადებენ უწყებაში.

კორონავირუსი დაუდგინდა ასევე, "ელიტ ელექტრონიქსის" ბათუმის ჭავჭავაძის 78/88-ში მდებარე ფილიალის თანამშრომელს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ფილიალის თანამშრომელს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუფიქსირდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არ იმყოფებოდა მაღაზიაში, ჩვენი მხრიდან მომენტალურად მოხდა უსაფრთხოების ზომების მიღება და ფილიალის დახურვა.

ყველა თანამშრომელს უკვე ჩაუტარდა ტესტირება, ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მაღაზიის სრული დეზინფექცია.

შესაბამისად, ბათუმელ მომხმარებლებს ამ პერიოდის განმავლობაში სასურველი ტექნიკის შესაძენად შეუძლიათ მიმართონ ჩვენ მეორე ფილიალს გორგილაძის 94-ში.

ამასთან, უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის ფილიალის გახსნა მოხდება სარეზერვო კადრებით“, - ნათქვამია „ელიტ ელექტრონიქსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ენგურჰესის" 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქორწილში სტუმრები ქუთაისიდან და ცაგერიდან იმყოფებოდნენ -  რატომ დაიკეტა რესტორანი "მრავალჟამიერი"?

ქუთაისის 32-ე სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს და მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა