საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩნა ვადაგასული "ნოშპა", "დიმედროლი", "დიბაზოლი" - რა ახალ დეტალებზე საუბრობს ადვოკატი
"ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩნა ვადაგასული "ნოშპა", "დიმედროლი", "დიბაზოლი" - რა ახალ დეტალებზე საუბრობს ადვოკატი

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მელ­შიც გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, კოს­მე­ტი­კის ჩან­თა­ში ვა­და­გა­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ამის შე­სა­ხებ რა­მიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამა­ვე კოს­მე­ტი­კის ჩან­თა­ში იყო ჩა­წყო­ბი­ლი იმ წამ­ლე­ბის ფირ­ფი­ტე­ბი, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ორ­გა­ნიზ­მშია აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

"ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ვა­და­გა­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ეს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია. თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი ექი­მია და პირ­ვე­ლი შე­კი­თხვა მას­თან მე დავ­სვი, თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა თქვენ­თან სახ­ლში ვა­და­გა­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი? ეს კი­თხვა ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და. თქვა, რომ ვა­და­გა­სულ მე­დი­კა­მენ­ტებს ყრის.

გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ აფ­თი­აქ­მა გა­ყი­დოს 2016, 2017 წლის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ისე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა, რო­გო­რიც არის „ნოშ­პა“, „დი­მედ­რო­ლი“, „დი­ბა­ზო­ლი“. ესე­ნი არის 2016, 2017 წლის. ლა­მა­ზად იყო ჩა­ლა­გე­ბუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი საქ­მე­ში დევს და დღემ­დე არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო პარ­ფი­უ­მე­რი­ის ჩან­თა­ში. ამავდრო­უ­ლად, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ცა­რი­ე­ლი ფირ­ფი­ტე­ბიც კი ლა­მა­ზად იყო ჩა­ლა­გე­ბუ­ლი კოს­მე­ტი­კის ჩან­თა­ში.

წყალ­ში რომ ჩა­ყა­რო ეს აბე­ბი ან უნდა დაფშვნა, ან უნდა და­ე­ლო­დო გარ­კვე­უ­ლი ხანი. ამ მე­დი­კა­მენ­ტებს ყვე­ლა­ზე მცი­რე, 5-10 წუთი სჭირ­დე­ბა, რომ რე­აქ­ცია მო­ახ­დი­ნოს, ინექ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში - 10-15 წამი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ავ­ტო­მო­ბი­ლი თუ იქ იდგა, 10-15 წუთი პლი­უს 40 გრა­დუს სი­ცხე­ში, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი გა­მორ­თუ­ლი, ოთხი­ვე მინა და­ხუ­რუ­ლი, ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში თვით­გა­დარ­ჩე­ნის რე­აქ­ცია აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ირ­თვე­ბო­და.

ამას­თან, რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლის­ტებს ვკი­თხე მი­თხრეს, რომ ამ შე­მად­გენ­ლო­ბის მე­დი­კა­მენ­ტებს ვერ და­ლევს ადა­მი­ა­ნი თუ არ არის კარ­გი მცოდ­ნე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ 40 გრა­დუს სი­ცხე­ში, მი­ნებ­და­ხუ­რულ ავ­ტო­მო­ბილ­ში იჯდე მი­ნი­მუმ 10 წუთი და რე­აქ­ცია არ ჩა­გერ­თოს, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ირ­თვე­ბო­და რე­აქ­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის კარი მა­ინც გა­ე­ღო", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო.
37

მგონი ეს გოგო მართლა მოკლეს და რამიშვილი მიგზავნილი ადვოკატია რომ.სისულელეე არგუმენტებით არწმუნოს ხალხი ვითომ მოკლესო და პირიქით უმყარებეს ყველას იმის ეჭვს რომ თვითმკვლელობაა.

ქეთი
34

ალბათ ადრეც ქონდა რაიმე გუნებაში და დარჩა მანქანაში, გაუვიდა ვადა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

"ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩნა ვადაგასული "ნოშპა", "დიმედროლი", "დიბაზოლი" - რა ახალ დეტალებზე საუბრობს ადვოკატი

"ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩნა ვადაგასული "ნოშპა", "დიმედროლი", "დიბაზოლი" - რა ახალ დეტალებზე საუბრობს ადვოკატი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ავტომობილში, რომელშიც გარდაცვლილი იპოვეს, კოსმეტიკის ჩანთაში ვადაგასული მედიკამენტებია აღმოჩენილი. ამის შესახებ რამიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, ამავე კოსმეტიკის ჩანთაში იყო ჩაწყობილი იმ წამლების ფირფიტები, რაც სავარაუდოდ, ბაჩალიაშვილის ორგანიზმშია აღმოჩენილი.

"ავტომობილიდან ამოღებულია ვადაგასული მედიკამენტები. ეს ძალიან უცნაურია. თეონა თამაზაშვილი ექიმია და პირველი შეკითხვა მასთან მე დავსვი, თუ მოიძებნება თქვენთან სახლში ვადაგასული მედიკამენტები? ეს კითხვა ძალიან გაუკვირდა. თქვა, რომ ვადაგასულ მედიკამენტებს ყრის.

გამორიცხულია, რომ აფთიაქმა გაყიდოს 2016, 2017 წლის მედიკამენტები. ისეთი მედიკამენტები აღმოაჩნდა, როგორიც არის „ნოშპა“, „დიმედროლი“, „დიბაზოლი“. ესენი არის 2016, 2017 წლის. ლამაზად იყო ჩალაგებული. ეს ყველაფერი საქმეში დევს და დღემდე არ დაინტერესებულა გამოძიება. ეს ყველაფერი იყო პარფიუმერიის ჩანთაში. ამავდროულად, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ცარიელი ფირფიტებიც კი ლამაზად იყო ჩალაგებული კოსმეტიკის ჩანთაში.

წყალში რომ ჩაყარო ეს აბები ან უნდა დაფშვნა, ან უნდა დაელოდო გარკვეული ხანი. ამ მედიკამენტებს ყველაზე მცირე, 5-10 წუთი სჭირდება, რომ რეაქცია მოახდინოს, ინექციის შემთხვევაში - 10-15 წამი. თქვენ წარმოიდგინეთ, ავტომობილი თუ იქ იდგა, 10-15 წუთი პლიუს 40 გრადუს სიცხეში, კონდიციონერი გამორთული, ოთხივე მინა დახურული, ავტომატურ რეჟიმში თვითგადარჩენის რეაქცია აუცილებლად ჩაირთვებოდა.

ამასთან, როდესაც სპეციალისტებს ვკითხე მითხრეს, რომ ამ შემადგენლობის მედიკამენტებს ვერ დალევს ადამიანი თუ არ არის კარგი მცოდნე. აქედან გამომდინარე ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ 40 გრადუს სიცხეში, მინებდახურულ ავტომობილში იჯდე მინიმუმ 10 წუთი და რეაქცია არ ჩაგერთოს, აუცილებლად ჩაირთვებოდა რეაქცია, რომ ავტომობილის კარი მაინც გაეღო", - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"სადაც წყარო დააკავეს, იქ მეც დამიჭერენ..." - ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, პროკურატურაში მიხეილ რამიშვილიც დაიბარეს

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მას ე.წ. სატელიტური ფოტოები გადასცა, დააკავეს

"მას ბევრ ორგანიზაციაში შეეძლო ემუშავა, მათ შორის - ძალოვანშიც" - რას ამბობს პროფესორი, რომელმაც, ფურცხვანიძის მტკიცებით, ბაჩალიაშვილი "დაავერბოვკა"