საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე დაზიანებები ჰქონდა და საკითხების დამახსოვრება მისთვის რთული იყო" - რა თქვა გიორგი ქათამაძის დაკითხვის შემდეგ ადვოკატმა
"მძიმე დაზიანებები ჰქონდა და საკითხების დამახსოვრება მისთვის რთული იყო" - რა თქვა გიორგი ქათამაძის დაკითხვის შემდეგ ადვოკატმა

მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი 6 არას­რულ­წლოვ­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, ერთ-ერთი მოწ­მე გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე და­ი­კი­თხა.

რო­გორც და­კი­თხვის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს ქა­თა­მა­ძის ად­ვო­კატ­მა ერ­მი­ლე ჭე­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ქა­თა­მა­ძემ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, თუ ვინ მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, იმ მი­ზე­ზის გამო, რომ ხიდ­ზე მომ­ხდა­რი პირ­ვე­ლი ინ­ცინ­დენ­ტის შემ­დეგ გა­ი­თი­შა.

ად­ვო­კა­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ თავ­დამ­სხმელ 6 პირს ბრა­ლი და­უ­ზუს­ტდეს.

„შე­სა­ბა­მი­სად, პი­როვ­ნე­ბე­ბის ამოც­ნო­ბა მას არ შე­უძ­ლია. ინ­ცინ­დენ­ტის მო­მენ­ტში ვერ­ცერ­თი მათ­გა­ნი ვერ იცნო, მა­ნამ­დეც არ ჰყავ­და ნა­ნა­ხი. ქა­თა­მა­ძეს არა­ვის­თან კონ­ფლიქ­ტი იმ სა­ღა­მოს არ ჰქო­ნია. ჩვე­ნე­ბა­ში რაც უწე­რია, ქა­თა­მა­ძემ დღე­საც იდენ­ტუ­რი ჩვე­ნე­ბა მის­ცა. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, თა­ვა­დაც იმა­ლე­ბო­და კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ. ვერ გე­ტყვით, ვის და­უ­რე­კა სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბი­დან.

რამ­დე­ნი­მე ზარი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თა­ვის ახ­ლობ­ლებ­თან, რათა დახ­მა­რე­ბოდ­ნენ. ქა­თა­მა­ძეს არა­ვის­თვის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი არ გა­მო­ურ­თმე­ვია. ქა­თა­მა­ძემ მი­ა­წო­და თა­ვი­სი ნო­მე­რი. მას მი­ა­კი­თხეს მე­გობ­რებ­მა და და­ტო­ვა მა­გის­ტრა­ლი მათ­თან ერ­თად, გა­და­ვი­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ადა­მი­ანს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და ამ სა­კი­თხე­ბის აღ­ქმა და და­მახ­სოვ­რე­ბა მის­თვის რთუ­ლი იყო.

და­ზი­ა­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე პი­რა­დად მი­ვა­წო­დე და­მა­ტე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას ის დო­კუ­მენ­ტა­ცია, რაც მო­ვი­პო­ვე. სამ­წუ­ხა­როდ, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის.

ვერ გე­ტყვით დამ­ძიმ­დე­ბა თუ არა იმ 6 პი­რის ბრა­ლი. არ გა­მოვ­რი­ცხავ რომ ბრა­ლის და­ზუს­ტე­ბა მოხ­დეს. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი უნდა იყოს მძი­მე, რად­გან ის მას სახ­ზე დღე­საც ეტყო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჭე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე 17 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მძიმე დაზიანებები ჰქონდა და საკითხების დამახსოვრება მისთვის რთული იყო" - რა თქვა გიორგი ქათამაძის დაკითხვის შემდეგ ადვოკატმა

"მძიმე დაზიანებები ჰქონდა და საკითხების დამახსოვრება მისთვის რთული იყო" - რა თქვა გიორგი ქათამაძის დაკითხვის შემდეგ ადვოკატმა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე დაზარალებული, ერთ-ერთი მოწმე გიორგი ქათამაძე დაიკითხა.

როგორც დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ქათამაძის ადვოკატმა ერმილე ჭეიშვილმა განუცხადა, ქათამაძემ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება, თუ ვინ მიაყენა დაზიანებები, იმ მიზეზის გამო, რომ ხიდზე მომხდარი პირველი ინცინდენტის შემდეგ გაითიშა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელ 6 პირს ბრალი დაუზუსტდეს.

„შესაბამისად, პიროვნებების ამოცნობა მას არ შეუძლია. ინცინდენტის მომენტში ვერცერთი მათგანი ვერ იცნო, მანამდეც არ ჰყავდა ნანახი. ქათამაძეს არავისთან კონფლიქტი იმ საღამოს არ ჰქონია. ჩვენებაში რაც უწერია, ქათამაძემ დღესაც იდენტური ჩვენება მისცა. როგორც უკვე გითხარით, თავადაც იმალებოდა კონფლიქტის შემდეგ. ვერ გეტყვით, ვის დაურეკა საბურთალოელებიდან.

რამდენიმე ზარი აქვს განხორციელებული თავის ახლობლებთან, რათა დახმარებოდნენ. ქათამაძეს არავისთვის ტელეფონის ნომერი არ გამოურთმევია. ქათამაძემ მიაწოდა თავისი ნომერი. მას მიაკითხეს მეგობრებმა და დატოვა მაგისტრალი მათთან ერთად, გადავიდა საავადმყოფოში. ადამიანს მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული და ამ საკითხების აღქმა და დამახსოვრება მისთვის რთული იყო.

დაზიანებებთან დაკავშირებით მე პირადად მივაწოდე დამატებით გამოძიებას ის დოკუმენტაცია, რაც მოვიპოვე. სამწუხაროდ, ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ვერ გეტყვით დამძიმდება თუ არა იმ 6 პირის ბრალი. არ გამოვრიცხავ რომ ბრალის დაზუსტება მოხდეს. ჩვენი ვარაუდით დაზიანებები უნდა იყოს მძიმე, რადგან ის მას სახზე დღესაც ეტყობა“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

"ეს იყო მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"უკვე გარდაცვლილი იყო, უბრალოდ, აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და ბიუჯეტიდან თანხის ამოწურვას ელოდნენ" - დედა 26 წლის ქალიშვილის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს

გუკა რჩეულიშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა