მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანდემიის მიუხედავად, სკოლებში სასადილო არ დაიხურება
პანდემიის მიუხედავად, სკოლებში სასადილო არ დაიხურება

შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბამ­დე 2800-მდე რო­გორც კერ­ძო, ასე­ვე სა­ჯა­რო სკო­ლის კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი უნდა შე­ა­მოწ­მოს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ბექა ფე­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ, მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე უკვე შე­ა­მოწ­მა სა­სა­დი­ლო­ე­ბის ნა­წი­ლი. მათ მიერ შე­მოწ­მე­ბუ­ლი ბუ­ფე­ტე­ბი­დან, 350-მდე სკო­ლის კვე­ბის ობი­ექტს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ნე­ბარ­თვა მი­ე­ცა. შე­მოწ­მე­ბულ 30-მდე სა­სა­დი­ლოს კი დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა და შემ­დეგ გან­მე­ო­რე­ბით შე­მოწ­მე­ბა დას­ჭირ­დე­ბა.

ბექა ფე­რა­ძის თქმით, ისი­ნი სკო­ლის ბუ­ფე­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბი­სას იმ პრო­ტო­კო­ლით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის­თვი­საა და­წე­სე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­დი­ლო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა­ში შრო­მის ინ­სპექ­ცი­ას­თან ერ­თად სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ცაა ჩარ­თუ­ლი. რე­გი­ო­ნებ­ში კი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო.

„სკო­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო უნდა იცავ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სებს, მა­გი­და­ზე 6 ადა­მი­ა­ნის დაჯ­დო­მაა ნე­ბა­დარ­თუ­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­გი­დე­ბის ხში­რი დე­ზი­ფექ­ცია, არ შე­იძ­ლე­ბა გა­და­სა­ფა­რებ­ლე­ბი, ის უნდა იყოს ან ერთჯე­რა­დი ან სა­ერ­თოდ არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი დის­ტან­ცია. სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­მარ­თაც დად­გე­ნი­ლია პრო­ტო­კო­ლი, რა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე უნდა ირე­ცხე­ბო­დეს ჭურ­ჭე­ლი და ა.შ“, - გა­ნა­ცხა­და ბექა ფე­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პანდემიის მიუხედავად, სკოლებში სასადილო არ დაიხურება

პანდემიის მიუხედავად, სკოლებში სასადილო არ დაიხურება

შრომის ინსპექციამ სასწავლო წლის დაწყებამდე 2800-მდე როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის კვების ობიექტები უნდა შეამოწმოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, შრომის ინსპექციამ, მომართვის საფუძველზე უკვე შეამოწმა სასადილოების ნაწილი. მათ მიერ შემოწმებული ბუფეტებიდან, 350-მდე სკოლის კვების ობიექტს ფუნქციონირების ნებართვა მიეცა. შემოწმებულ 30-მდე სასადილოს კი დარღვევების გამოსწორება და შემდეგ განმეორებით შემოწმება დასჭირდება.

ბექა ფერაძის თქმით, ისინი სკოლის ბუფეტების შემოწმებისას იმ პროტოკოლით ხელმძღვანელობენ, რომელიც საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვისაა დაწესებული.

მისივე თქმით, სასადილოების შემოწმებაში შრომის ინსპექციასთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოცაა ჩართული. რეგიონებში კი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, შემოსავლების სამსახური და სოციალური მომსახურების სააგენტო.

„სკოლის სამზარეულო უნდა იცავდეს სპეციალური წესებს, მაგიდაზე 6 ადამიანის დაჯდომაა ნებადართული, აუცილებელია მაგიდების ხშირი დეზიფექცია, არ შეიძლება გადასაფარებლები, ის უნდა იყოს ან ერთჯერადი ან საერთოდ არ უნდა გამოიყენებოდეს. აუცილებელია შესაბამისი დისტანცია. სამზარეულოს მიმართაც დადგენილია პროტოკოლი, რა ტემპერატურაზე უნდა ირეცხებოდეს ჭურჭელი და ა.შ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

"გუკამ ბაკურიანში შვილებთან ერთად დაისვენა, მათთან ერთად იყო ლელას და გიგის ბიჭი" - შეურიგდა თუ არა ლელა კილაძე საპატიმროდან გამოსულ ქმარს?

"სიმპტომი არავის აქვს, ყველა გადასარევად გრძნობს თავს..." - "ტვ პირველის" თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

რამდენი გაკვეთილი უნდა ჩატარდეს დისტანციურად დღეში და როგორი უნდა იყოს მათი ხანგრძლივობა - განათლების მინისტრმა წესები და პირობები დაამტკიცა