სპორტი
სამართალი
სამხედრო

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ალაფიშვილი: შემაშფოთებელია, რომ ცვლილებები კანონში კონკრეტული კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ღონისძიებების გასატარებლად მიიღეს
ლევან ალაფიშვილი: შემაშფოთებელია, რომ ცვლილებები კანონში კონკრეტული კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ღონისძიებების გასატარებლად მიიღეს

კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ „ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არა­კონ­სტი­ტი­ცი­უ­რია. „ბოლო პე­რი­ოდ­ში ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი და გა­უმჭვირ­ვა­ლე წე­სით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არის სა­ხი­ფა­თო გზავ­ნი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი­სა და ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ იყო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, რაც შე­საძ­ლოა გა­და­ი­თარ­გმნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს გა­უ­ა­რე­სე­ბად“ - წერს ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი. ის აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ჭი­რო გახ­და ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ოპე­რა­ტო­რი კომ­პა­ნი­ის „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ მი­მართ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, რაც სა­ში­ში პრე­ცე­დენ­ტია სა­კა­ნონ­მდებ­ლო და სა­მარ­თლის თვალ­საზ­რი­სით:

„ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სე­რი­ო­ზულ კი­თხვის ნიშ­ნებს წარ­მო­შობს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცუ­ლი სა­კუთ­რე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ეს უფ­ლე­ბე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად სრუ­ლად და ხან­გრძლი­ვი დრო­ით შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დოს გო­ნივ­რუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე, ისე რომ და­ცუ­ლი არ იყოს გო­ნივ­რუ­ლი ბა­ლან­სი ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბა­სა და კო­მი­სი­ის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბულ სან­ქცი­ას შო­რის. რაც ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შოა, კო­მი­სი­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ ექ­ცე­ვა ეფექ­ტი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო კონ­ტრო­ლის ქვეშ.

სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ მო­ამ­ზა­და, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს 2020 წლის 1 ივ­ლისს წა­რუდ­გი­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტი “ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე“. ამ პრო­ექ­ტით კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ, სა­სა­მარ­თლოს ეფექ­ტი­ა­ნი კონ­ტრო­ლის გა­რე­შე მი­ე­ნი­ჭა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ოპე­რა­ტორ კომ­პა­ნი­ა­ში და­ნიშ­ნოს სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი.

კო­მი­სი­ის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის­თვის ნიშ­ნავს კომ­პა­ნი­ის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­სა თუ აქ­ტი­ვის ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ას, რაც საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით, აგ­რეთ­ვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და ძი­რი­თად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით და­ცულ სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას. მით უმე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ღე­ბულ კა­ნონ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­უ­თი­თა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს მიერ სარ­ჩე­ლის მი­ღე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას ვერ შე­ა­ჩე­რებს, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო სხვაგ­ვა­რად გა­და­წყვეტს.

შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ მთავ­რო­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში არ მა­ლა­ვენ და ღიად უთი­თე­ბენ, რომ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ჭი­როა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ოპე­რა­ტო­რი კომ­პა­ნი­ის „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ მი­მართ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად. ეს გა­რე­მო­ე­ბა, რომ კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის, “კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და, 17 ივ­ლისს და­ა­დას­ტუ­რა პარ­ლა­მენ­ტის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­მაც.

კა­ნო­ნის ბოლო ცვლი­ლე­ბე­ბის მთა­ვა­რი საფრ­თხე ის არის, რომ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სის­წო­რე­ზე სა­სა­მარ­თლო და­ვის არ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას მი­ე­ცა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, არ და­ე­ლო­დოს სა­სა­მარ­თლო და­ვის დას­რუ­ლე­ბას და თვი­თონ­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნით, ისე აღას­რუ­ლოს სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბი­თაც მო­ახ­დი­ნა ინ­ტერპრე­ტა­ცია. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ პი­რო­ბებ­ში სა­სა­მარ­თლო და­ვის წარ­მო­ე­ბა აზრს კარ­გავს, რად­გან ოპე­რა­ტორ­მა კი­დე­ვაც რომ მო­ი­გოს სა­სა­მარ­თლო დავა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის, მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ად­გა არა მხო­ლოდ ერთ ოპე­რა­ტორს, არა­მედ ქვე­ყა­ნას. დროა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით მის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2020 წლის 17 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა „ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე. პრე­ზი­დენ­ტის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი კა­ნო­ნი მაც­ნე­ში იმა­ვე დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა და დღეს უკვე მოქ­მე­დია.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია კა­ნონს ბიზ­ნეს­თან კონ­სენ­სუ­სის შე­დეგს უწო­დებს, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ოპე­რა­ტო­რი„კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“, რო­მე­ლიც სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თა­მა­შეა, ამ კონ­სენ­სუ­სის ნა­წი­ლი არ არის და ეს არა­ერ­თგზის და­ა­ფი­ქი­რა კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ. კომ­პა­ნია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას სა­კონ­სტი­სუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ბიტ­რაჟ­ში აპი­რებს.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maia
0

კორუფციულ ელიტაზე არც ოცნება ამბობს უარს.

კოტე
0

მოაკლონ ფასები საკაბელო ტელევიზიებს და ამოასუნთქონ ხალხი, ისე,რომ კანონი მისაღებია და არავის წინააღმდეგ არააააააააა

ავტორი:

ლევან ალაფიშვილი: შემაშფოთებელია, რომ ცვლილებები კანონში კონკრეტული კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ღონისძიებების გასატარებლად მიიღეს

ლევან ალაფიშვილი: შემაშფოთებელია, რომ ცვლილებები კანონში კონკრეტული კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ღონისძიებების გასატარებლად მიიღეს

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები არაკონსტიტიციურია. „ბოლო პერიოდში ელექტრონული კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის კანონმდებლობაში დაჩქარებული და გაუმჭვირვალე წესით მიღებული გადაწყვეტილებები არის სახიფათო გზავნილები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის. ეს გადაწყვეტილებები არ იყო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, რაც შესაძლოა გადაითარგმნოს საქართველოში დემოკრატიისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებად“ - წერს ლევან ალაფიშვილი. ის აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო გახდა ერთი კონკრეტული ოპერატორი კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ღონისძიებების გასატარებლად, რაც საშიში პრეცედენტია საკანონმდებლო და სამართლის თვალსაზრისით:

„ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებები სერიოზულ კითხვის ნიშნებს წარმოშობს კონსტიტუციით დაცული საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების თვალსაზრისით. ეს უფლებები პრაქტიკულად სრულად და ხანგრძლივი დროით შეიძლება შეიზღუდოს გონივრული დასაბუთებისა და საჭიროების გარეშე, ისე რომ დაცული არ იყოს გონივრული ბალანსი ჩადენილ ქმედებასა და კომისიის მიერ გამოყენებულ სანქციას შორის. რაც ყველაზე საგანგაშოა, კომისიების გადაწყვეტილებები არ ექცევა ეფექტიანი სასამართლო კონტროლის ქვეშ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოამზადა, ხოლო საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს 2020 წლის 1 ივლისს წარუდგინა კანონპროექტი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. ამ პროექტით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკუთარი შეხედულებისამებრ, სასამართლოს ეფექტიანი კონტროლის გარეშე მიენიჭა უფლებამოსილება, ოპერატორ კომპანიაში დანიშნოს სპეციალური მმართველი.

კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველისთვის ნიშნავს კომპანიის, ინვესტიციებისა თუ აქტივის ექსპროპრიაციას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლებას. მით უმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიღებულ კანონში სპეციალურად მიუთითა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ შეაჩერებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.

შემაშფოთებელია, რომ მთავრობა და კომუნიკაციების კომისია კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ მალავენ და ღიად უთითებენ, რომ ეს ცვლილებები საჭიროა ერთი კონკრეტული ოპერატორი კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ღონისძიებების გასატარებლად. ეს გარემოება, რომ კანონის ცვლილება და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების გაფართოება კონკრეტული კომპანიის, “კავკასუს ონლაინის“ მიმართ განხორციელდა, 17 ივლისს დაადასტურა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემაც.

კანონის ბოლო ცვლილებების მთავარი საფრთხე ის არის, რომ ინტერპრეტაციის სისწორეზე სასამართლო დავის არსებობის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიას მიეცა უფლებამოსილება, არ დაელოდოს სასამართლო დავის დასრულებას და თვითონვე, სპეციალური მმართველის დანიშვნით, ისე აღასრულოს საკუთარი გადაწყვეტილება, რა მნიშვნელობითაც მოახდინა ინტერპრეტაცია. ბუნებრივია, ამ პირობებში სასამართლო დავის წარმოება აზრს კარგავს, რადგან ოპერატორმა კიდევაც რომ მოიგოს სასამართლო დავა, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იქნება.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით სერიოზული ზიანი მიადგა არა მხოლოდ ერთ ოპერატორს, არამედ ქვეყანას. დროა, საზოგადოების ჩართულობით მის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ“.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო გადაწყვეტილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე მოქმედია.

კომუნიკაციების კომისია კანონს ბიზნესთან კონსენსუსის შედეგს უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ოპერატორი„კავკასუს ონლაინი“, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ კონსენსუსის ნაწილი არ არის და ეს არაერთგზის დააფიქირა კომპანიის ხელმძღვანელობამ. კომპანია საკანონმდებლო ცვლილებების გასაჩივრებას საკონსტისუციო სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში აპირებს.

NS

"განახლებულ ჭავჭავაძეზე თუ რაღაც სასწაულს არ ჩადიხარ, შეუძლებელია ავარია მოხდეს" - კახა კალაძე

ქორწილის გამართვა მხოლოდ 10 ადამიანის მონაწილეობით იქნება შესაძლებელი - მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება

"როცა ტრანსპორტში ვიღაცას ნიღაბი არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და შენიშვნა მივცეთ" - ამირან გამყრელიძე