ავტორი:

"მოვიდა თითქმის სრულად ყველანაირი სატელეფონო კავშირები... გამოძიება ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს" - ადვოკატი

"მოვიდა თითქმის სრულად ყველანაირი სატელეფონო კავშირები... გამოძიება ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს" - ადვოკატი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურაში დააყენა შუამდგომლობა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში FBI-ის ექსპერტები ჩაერთონ.

როგორც რამიშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხი სამართლიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

“ჩვენი მოთხოვნაა, სამართლიანობა რომ იყოს მიღწეული, ამისთვის საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს კონტროლის ქვეშ და არავის მხრიდან არ მოხდეს თავისი ძალაუფლების გამოყენება და საქმის ჩაფარცხვა. არ დარჩეს კითხვის ნიშნები, ამიტომ სამართლიანობის თვალსაზრისით ოჯახის და ჩვენი პოზიცია არის ეს.

ჩვენი კითხვები არის შემდეგი, თავიდანვე ვამბობდი, რომ არ შეიძლება მხოლოდ ვერსიების არსებობა, ვერსიებთან ერთად უნდა მუშაობდეს გამოძიებაც, რომ მტკიცებულების მოპოვება მიმდინარეობდეს და ეს მტკიცებულებები იმ ვერსიებს უნდა ემსახურებოდეს და ამყარებდეს თვალსაზრისებს, რათა შემდეგ ეს ვერსიები კვალიფიკაციის თვალსაზრისით არსებობდეს”,- განაცხადა რამიშვილმა.

მისი თქმით, გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე და ამ კუთხით მტკიცებულებების მოპოვებაზე მუშაობს. როგორც ის აცხადებს, ამ პროცესში, შესაძლოა, გამოძიება გარკვეულ პიროვნებებამდე მივიდეს, რაც გარემოებებს შეცვლის.

რაც შეეხება მწყემსს, რომელმაც სამართალდამცველებს თამარ ბაჩალიშვილის მანქანის პოვნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რამიშვილი აცხადებს, რომ სატელეფონო ჩანაწერებს, რომელიც მწყემსისა და პოლიციის თანამშრომლის საუბარს ასახავს, ხვალ გაეცნობა.

"ჩვენ გვქონდა პოზიცია, რატომ შეიძლება არ ყოფილიყო ეს მკვლელობის სიტუაცია. გამოძიება ახლა ამ ვერსიაზე მუშაობს და არა მხოლოდ ვერსიაზე, არამედ დღეს მიდის მუშაობა მტკიცებულებების მოპოვებაზე.

დღეს მოვიდა თითქმის სრულად ყველანაირი სატელეფონო კავშირები. დიდი მასალაა სატელეფონო კავშირების, ხვალ უკვე დეტალურად გავეცნობი. ჩემი ერთ-ერთი შუამდგომლობა იყო, რომ ჩემთვის დეტალურად იყოს ცნობილი მწყემსსა და ჯიმშერ აფციაურს შორის ზუსტად როდის ხდებოდა კომუნიკაცია, რომ გავარკვიოთ რამდენად სიმართლეს ამბობენ ჩვენებებში”,- განაცხადა რამიშვილმა.

"ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის" - სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება

"ინტერპრესნიუსის" ექსკლუზივი - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძე დუმილს არღვევს: "კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას"

"პირდაპირ რეანიმაციიდან, ფაქტობრივად, მომაკვდავი ბავშვი გაწერეს სარეაბილიტაციო ცენტრში" - რა პრეტენზიები აქვს გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახს კლინიკასთან