მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძე 8-დღიან საკარანტინო ვადას განმარტავს - როდიდან ამოქმედდება და ვის შეეხება ახალი რეგულაცია?
ამირან გამყრელიძე 8-დღიან საკარანტინო ვადას განმარტავს - როდიდან ამოქმედდება და ვის შეეხება ახალი რეგულაცია?

8-დღი­ან სა­კა­რან­ტი­ნო ვა­დას მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან და არა ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას ისა­უბ­რა.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, მე-8 და მე-12 დღეს აღ­ნიშ­ნულ პი­რებს ტეს­ტი­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე ჩა­უ­ტარ­დე­ბათ, უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში კი ისი­ნი და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

„12-დღი­ა­ნი სა­კა­რან­ტი­ნო ვადა შე­იც­ვა­ლა და შემ­ცირ­და 8 დღემ­დე. ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ ადა­მი­ა­ნებ­ზე და არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი­რე­ბუ­ლებ­ზე. ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ზო­გი­ერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, რო­მე­ლიც დად­გე­ნი­ლია და ეკუთ­ვნის თვი­თი­ზო­ლა­ცია, მი­დი­ან კა­რან­ტინ­ში. ეს გახ­ლდათ 12 დღე და ჩა­მო­ი­წია 8 დღემ­დე. მე-8 დღეს ყვე­ლა ამ ადა­მი­ანს სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე უკეთ­დე­ბა PCR ტეს­ტი და თუ ის უარ­ყო­ფი­თია, ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან კა­რან­ტი­ნი­დან იმ პი­რო­ბით, რომ მე-12 დღეს ისევ სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე უნდა ჩა­ი­ტა­რონ PCR ტეს­ტი 21 ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­სა და და­ახ­ლო­ე­ბით, 40-მდე ამ­ღებ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. თუ მე-12 დღე­საც უარ­ყო­ფი­თი იქ­ნე­ბა ტეს­ტის პა­სუ­ხი, მა­შინ ამ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა, მუ­შა­ო­ბა და ა.შ.“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ „უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რო­გორც კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნას, ასე­ვე ტეს­ტი­რე­ბას აფი­ნან­სე­ბენ თვი­თონ“.

ამას­თან, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა გან­მარ­ტა, რომ 8 დღის გას­ვლის შემ­დეგ, მე-12 დღემ­დე „სა­სურ­ვე­ლია ადა­მი­ანს ჰქონ­დეს ნაკ­ლე­ბი კონ­ტაქ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, თუ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის“.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი 8-დღი­ა­ნი სა­კა­რან­ტი­ნო ვა­დის ამოქ­მე­დე­ბა 15 სექ­ტემ­ბერს მოხ­დე­ბა.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ამ­ბობს, ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სულ ყვე­ლა იმ პირს, ვი­საც 15 სექ­ტემ­ბრის­თვის 8-დღი­ა­ნი სა­კა­რან­ტი­ნო ვადა უს­რულ­დე­ბა, ეს რე­გუ­ლა­ცია შე­ე­ხე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ამირან გამყრელიძე 8-დღიან საკარანტინო ვადას განმარტავს - როდიდან ამოქმედდება და ვის შეეხება ახალი რეგულაცია?

ამირან გამყრელიძე 8-დღიან საკარანტინო ვადას განმარტავს - როდიდან ამოქმედდება და ვის შეეხება ახალი რეგულაცია?

8-დღიან საკარანტინო ვადას მხოლოდ საქართველოში შემოსული მოქალაქეები დაექვემდებარებიან და არა ქვეყანაში ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირები. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, მე-8 და მე-12 დღეს აღნიშნულ პირებს ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდებათ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ისინი დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლდებიან.

„12-დღიანი საკარანტინო ვადა შეიცვალა და შემცირდა 8 დღემდე. ეს არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე. ანუ საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რომელიც დადგენილია და ეკუთვნის თვითიზოლაცია, მიდიან კარანტინში. ეს გახლდათ 12 დღე და ჩამოიწია 8 დღემდე. მე-8 დღეს ყველა ამ ადამიანს სახელმწიფოს ხარჯზე უკეთდება PCR ტესტი და თუ ის უარყოფითია, ისინი თავისუფლდებიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მე-12 დღეს ისევ სახელმწიფოს ხარჯზე უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი 21 ლაბორატორიისა და დაახლოებით, 40-მდე ამღებ სამედიცინო დაწესებულებებში. თუ მე-12 დღესაც უარყოფითი იქნება ტესტის პასუხი, მაშინ ამ ადამიანს შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, მუშაობა და ა.შ.“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ „უცხო ქვეყნის მოქალაქეები როგორც კარანტინში ყოფნას, ასევე ტესტირებას აფინანსებენ თვითონ“.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 8 დღის გასვლის შემდეგ, მე-12 დღემდე „სასურველია ადამიანს ჰქონდეს ნაკლები კონტაქტი საზოგადოებასთან, თუ რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის“.

მისივე თქმით, აღნიშნული 8-დღიანი საკარანტინო ვადის ამოქმედება 15 სექტემბერს მოხდება.

როგორც ამირან გამყრელიძემ ამბობს, ქვეყანაში შემოსულ ყველა იმ პირს, ვისაც 15 სექტემბრისთვის 8-დღიანი საკარანტინო ვადა უსრულდება, ეს რეგულაცია შეეხება.

"აჭარა უკვე წითელი ზონაა, დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო" - როგორ აფასებს მარინა ეზუგბაია ქვეყნის ეპიდმდგომარეობას

"21 აჭარაში გამოვლინდა, 5 კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება" - ინფორმაცია 45 ახალი ინფიცირებულის შესახებ

21 სექტემბრიდან თბილისის მეტროს მუშაობის საათები იცვლება