საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა" - რას აცხადებს 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი
"ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა" - რას აცხადებს 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი

15 წლის მო­ზარ­დის, ლუკა სი­რა­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის ად­ვო­კა­ტის, გაგი მო­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რია.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, “დღე­ვან­დე­ლი გა­ნა­ჩე­ნით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის ტეს­ტი ვერ ჩა­ა­ბა­რა”.

“გა­ნა­ჩე­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ცხად­და, უფრო არის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი და არა ობი­ექ­ტუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი. ცი­ნი­კუ­რია თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ თ.ზ-ს ნა­წილ­ში გა­მარ­თლდა მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი და გარ­დაც­ვლი­ლი ლუკა სი­რა­ძის ნა­წილ­ში გამ­ტყუნ­და, სა­დაც ბრალ­დე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ ბოლო წუ­თამ­დე იყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი დე­დის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი. ჩვენ ვა­პი­რებთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლას, თუმ­ცა თუ შემ­დე­გი ინ­სტან­ცი­ე­ბიც ამ­გვა­რი დაკ­ვე­თის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, სა­დაც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა არ იქ­ნე­ბა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი ბრძო­ლა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის არ დამ­თავ­რდე­ბა კარ­გად. ჩვენ ვა­პი­რებთ ბრძო­ლას იმი­ტომ, რომ მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ან­მა წარ­დგე­ნილ ბრალ­თან და­კავ­ში­რე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად მი­ი­ღო დღეს გა­ნა­ჩე­ნი”,- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მო­სი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ თვით­მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში ლუკა სი­რა­ძე ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"მე აქამ­დე თავს ვი­კა­ვებ­დი, არ მინ­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ კვა­ზი სა­სა­მარ­თლოს ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა, რაც სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ხდე­ბა. ლუკა სი­რა­ძე იყო ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, რო­მელ­ზეც არა­ვინ არას­დროს სა­უბ­რობ­და, ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დას­კვნა იქ­ნე­ბა გა­სა­ჯა­რო­ვე­ბუ­ლი. დე­დის პო­ზი­ცია გახ­ლდათ ის, თით­ქოს მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ან­მა მი­იყ­ვა­ნა ლუკა სი­რა­ძე იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, რომ ის გად­მოხ­ტა კორ­პუ­სი­დან. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ლუკა სი­რა­ძე ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. მხო­ლოდ დე­დის გან­ცხა­დე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი. დე­დის ინ­ტე­რე­სი იყო გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა. დედა სა­სა­მარ­თლო­ზე აცხა­დებ­და, რომ მას და მის შვილს ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც კი აუკ­რძა­ლეს, თუმ­ცა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს, რომ ისი­ნი შე­დი­ან სა­პირ­ფა­რე­შო­ში, თუნ­დაც ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი არის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს, რომ დე­დის მიერ მი­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი არის სუ­ბი­ექ­ტუ­რი.

დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ტეს­ტი ვერ და არ ჩა­ა­ბა­რა. ჩვენ ვა­პი­რებთ სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას და ეს ბრძო­ლა იქ­ნე­ბა მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის გა­მარ­თლე­ბამ­დე", - აღ­ნიშ­ნა გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, 15 წლის მო­ზარ­დის ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მომ­ძი­ე­ბელ მა­რი­ამ ჩო­ლო­ი­ანს დღეს 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
totoro
117

ესე როგორ ყველაფრის მკადრებლები გახდნენ ადვოკატები. 3 წელია ძალიან ცოტაა

ყინწვისის საქმე
94

უსვინდისო ჩოლოიანი, იქნებ ნიკა გოგუაძეც ნარკოტიკების მომხმაებელი იყო და ამიტომ ელოდებოდა საზღვრიდან 40 კილომეტრში 2000 ქართულად მოლაპარაკე რუსის ჯარსისკაცს, სამარცხვინო ჩოლოიანი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა" - რას აცხადებს 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი

"ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა" - რას აცხადებს 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურია.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, “დღევანდელი განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანობისა და გულისხმიერების ტესტი ვერ ჩააბარა”.

“განაჩენი, რომელიც გამოცხადდა, უფრო არის პოლიტიზირებული და არა ობიექტური და სამართლიანი. ცინიკურია თუმცა ფაქტია, რომ თ.ზ-ს ნაწილში გამართლდა მარიანა ჩოლოიანი და გარდაცვლილი ლუკა სირაძის ნაწილში გამტყუნდა, სადაც ბრალდების სახელმძღვანელოდ ბოლო წუთამდე იყო დაზარალებული დედის ჩვენება, რომელიც იყო დაინტერესებული და სუბიექტური. ჩვენ ვაპირებთ სამართლიანობისთვის ბრძოლას, თუმცა თუ შემდეგი ინსტანციებიც ამგვარი დაკვეთის შემსრულებლები აღმოჩნდნენ, სადაც სამართლიანობა და გულისხმიერება არ იქნება გაზიარებული, ამ შემთხვევაში ჩვენი ბრძოლა სამართლიანობისათვის არ დამთავრდება კარგად. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას იმიტომ, რომ მარიანა ჩოლოიანმა წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიიღო დღეს განაჩენი”,- განაცხადა ადვოკატმა.

მოსიაშვილის ინფორმაციით, ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ თვითმკვლელობის მომენტში ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

"მე აქამდე თავს ვიკავებდი, არ მინდა მედიასაშუალებები ყოფილიყვნენ კვაზი სასამართლოს ფუნქციის შესრულების წინაპირობა, რაც სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხდება. ლუკა სირაძე იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, რომელზეც არავინ არასდროს საუბრობდა, ეს უმნიშვნელოვანესი დასკვნა იქნება გასაჯაროვებული. დედის პოზიცია გახლდათ ის, თითქოს მარიანა ჩოლოიანმა მიიყვანა ლუკა სირაძე იმ მდგომარეობამდე, რომ ის გადმოხტა კორპუსიდან. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მხოლოდ დედის განცხადება არ არის საკმარისი. დედის ინტერესი იყო გარდაცვლილი შვილის მდგომარეობა. დედა სასამართლოზე აცხადებდა, რომ მას და მის შვილს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც კი აუკრძალეს, თუმცა ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ისინი შედიან საპირფარეშოში, თუნდაც ეს ელემენტარული არის ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ დედის მიერ მიცემული ინფორმაცი არის სუბიექტური.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანობის ტესტი ვერ და არ ჩააბარა. ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას და ეს ბრძოლა იქნება მარიანა ჩოლოიანის გამართლებამდე", - აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანს დღეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.