სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსულმა ვაქცინამ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოამუშავა - რა წერია რუსი მეცნიერების მოხსენებაში
რუსულმა ვაქცინამ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოამუშავა - რა წერია რუსი მეცნიერების მოხსენებაში

რუ­სე­თი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის, COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და­ამ­ტკი­ცა, თუმ­ცა ეს ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ეფექ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ­დე გა­ა­კე­თა, რის გა­მოც, და­სავ­ლე­ლი მე­დი­კო­სე­ბის კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა.

დარ­გის ამე­რი­კელ და ევ­რო­პელ სპე­ცი­ა­ლის­ტებს ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში ეჭვი შე­აქვთ, ვი­ნა­ი­დან, ის რე­კორ­დუ­ლად მცი­რე დრო­ში შექ­მნეს.

რო­გორც BBC წერს, რუს­მა მეც­ნი­ე­რებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ვაქ­ცი­ნის ად­რე­ულ­მა ტეს­ტებ­მა აჩ­ვე­ნა ნიშ­ნე­ბი იმი­სა, რომ ის ადა­მი­ანს COVID-19-სად­მი იმუ­ნი­ტეტს უმუ­შა­ვებს.

ან­გა­რი­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ Lancet-ში. მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თა, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­და და არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ჰქო­ნია ვაქ­ცი­ნას სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტი.

რუ­სეთ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის ად­გი­ლობ­რი­ვად(რუ­სეთ­ში) გა­მო­ყე­ნე­ბის ლი­ცენ­ზია აგ­ვის­ტო­ში გას­ცა. რო­გორც BBC წერს, ახ­ლად­გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში რუ­სე­თის ერ­თგვა­რი პა­სუ­ხია კრი­ტი­კო­სე­ბი­სად­მი.

  • რა წე­რია დას­კვნა­ში?

რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის ორი სა­ტეს­ტო ვა­რი­ან­ტი, სა­ხე­ლად "სპუტ­ნიკ-V” ივ­ნის­სა და ივ­ლის­ში გა­მოს­ცა­დეს. ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, კვლე­ვა­ში ჩარ­თულ მო­ხა­ლი­სე­ებს ჯერ ერთი დოზა გა­უ­კე­თეს, ხოლო სამი კვი­რის შემ­დეგ, მათ ვაქ­ცი­ნა­ცია კვლავ ჩა­უ­ტა­რეს, ამ­ჯე­რად დოზა გა­ზარ­დეს.

კვლე­ვა­ში ჩარ­თულ ადა­მი­ა­ნებს 42 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ და ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ორ­გა­ნიზ­მში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დათ. უმე­ტეს მათ­გან­ში გვერ­დი­თი ეფექ­ტი იყო თა­ვის ტკი­ვი­ლი და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მე­სა­მე ფა­ზის ფარ­გლებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა 40 000 მო­ხა­ლი­სეს.

ვაქ­ცი­ნა მოს­კო­ვის გა­მა­ლე­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში შე­იქ­მნა.

"ეს არის "სპუტ­ნი­კის“ მო­მენ­ტი", - ამ­ბობ­და ჯერ კი­დევ აგ­ვის­ტო­ში რუ­სე­თის ეროვ­ნუ­ლი სიმ­დიდ­რის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კი­რილ დმიტ­რი­ე­ვი, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კვლე­ვას აფი­ნან­სებს და ამ ფრა­ზით ხაზს გა­უს­ვა 1957 წლის წარ­მა­ტე­ბას, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა კოს­მოს­ში მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი თა­ნამ­გზავ­რი გა­უშ­ვა.

"ამე­რი­კე­ლე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რო­დე­საც თა­ნამ­გზავ­რის გაშ­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გეს. ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც იგი­ვე მოხ­დე­ბა. ვაქ­ცი­ნა პირ­ვე­ლად რუ­სეთს ექ­ნე­ბა“, - ამ­ბობ­და კი­რილ დმიტ­რი­ე­ვი.

დარ­გის და­სავ­ლე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ის, რაც ბოლო პე­რი­ოდ­ში რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა, კრემ­ლის პო­ლი­ტი­კაა, რო­მელ­საც სურს, რუ­სე­თი გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მეც­ნი­ე­რო ძა­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნოს. მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია იმით, რომ ვაქ­ცი­ნის ტეს­ტი­რე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე არას­რულ­ფა­სოვ­ნად წა­რი­მარ­თა.

რუ­სულ ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი­მაც. მისი თქმით, ორი სხვა­დას­ხვა რამ არის, გქონ­დეს ვაქ­ცი­ნა და და­ამ­ტკი­ცო უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა.

"იმე­დი მაქვს, რუ­სებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლად მე­ეჭ­ვე­ბა, რომ მათ ეს გა­ა­კე­თეს,” - გა­ნა­ცხა­და ფა­უ­ჩიმ ABC News-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცნო­ბის­თვის, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე სხვა­დას­ხვა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბენ. ვაქ­ცი­ნე­ბი უკვე შექ­მნი­ლია, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი ახლა კვლე­ვის ფა­ზა­ზე არი­ან, რომ­ლი­თაც ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა უნდა დად­გინ­დეს. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მსოფ­ლი­ოს ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა 2020 წლის მი­წუ­რუ­ლის­თვის უკვე უნდა ჰქონ­დეს, ხოლო მისი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2021 წლის შუა პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
67

ეძახე შენ დაქცეული რუსეთი

ნიკოლოზი
37

უნდათ რომ მსოფლიოს აჩვენონ ზე-სახელმწიფო ვართ და ყველგან და ყოველთვის პირველებიო...

ოღონს ეს ფეხებზე კიდიათ """(თუმ­ცა ეს ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ეფექ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ­დე გა­ა­კე­თა)"""

ანუ ეს პუტინისთვის ნიშნავს რომ """ხალხის დედაც რაც გინდა ის მოუვიდეს მთავარია მსოფლიოს ხომ დავანახეთ მაგრები ვართო"""

მთავარია ვოვკამ მე ვიჯდე ტახტზე და თუ გინდათ სულიც გაუფრთხობია ხალხსო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რუსულმა ვაქცინამ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოამუშავა - რა წერია რუსი მეცნიერების მოხსენებაში

რუსულმა ვაქცინამ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოამუშავა - რა წერია რუსი მეცნიერების მოხსენებაში

რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის ახალი შტამის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა, თუმცა ეს ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარებამდე გააკეთა, რის გამოც, დასავლელი მედიკოსების კრიტიკა დაიმსახურა.

დარგის ამერიკელ და ევროპელ სპეციალისტებს ვაქცინის უსაფრთხოებაში ეჭვი შეაქვთ, ვინაიდან, ის რეკორდულად მცირე დროში შექმნეს.

როგორც BBC წერს, რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიშის მიხედვით, ვაქცინის ადრეულმა ტესტებმა აჩვენა ნიშნები იმისა, რომ ის ადამიანს COVID-19-სადმი იმუნიტეტს უმუშავებს.

ანგარიში გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში. მასში ნათქვამია, რომ ყველა ადამიანს, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდა და არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტი.

რუსეთმა აღნიშნული ვაქცინის ადგილობრივად(რუსეთში) გამოყენების ლიცენზია აგვისტოში გასცა. როგორც BBC წერს, ახლადგამოქვეყნებული ანგარიში რუსეთის ერთგვარი პასუხია კრიტიკოსებისადმი.

  • რა წერია დასკვნაში?

რუსული ვაქცინის ორი სატესტო ვარიანტი, სახელად "სპუტნიკ-V” ივნისსა და ივლისში გამოსცადეს. ანგარიშის თანახმად, კვლევაში ჩართულ მოხალისეებს ჯერ ერთი დოზა გაუკეთეს, ხოლო სამი კვირის შემდეგ, მათ ვაქცინაცია კვლავ ჩაუტარეს, ამჯერად დოზა გაზარდეს.

კვლევაში ჩართულ ადამიანებს 42 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ვაქცინაციიდან სამი კვირის განმავლობაში მათ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები განუვითარდათ. უმეტეს მათგანში გვერდითი ეფექტი იყო თავის ტკივილი და სახსრების ტკივილი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინის განვითარების მესამე ფაზის ფარგლებში ვაქცინაცია ჩაუტარდება 40 000 მოხალისეს.

ვაქცინა მოსკოვის გამალეას სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში შეიქმნა.

"ეს არის "სპუტნიკის“ მომენტი", - ამბობდა ჯერ კიდევ აგვისტოში რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი, რომელიც ვაქცინასთან დაკავშირებულ კვლევას აფინანსებს და ამ ფრაზით ხაზს გაუსვა 1957 წლის წარმატებას, როდესაც საბჭოთა კავშირმა კოსმოსში მსოფლიოს პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა.

"ამერიკელები გაკვირვებულები იყვნენ, როდესაც თანამგზავრის გაშვების შესახებ გაიგეს. ვაქცინასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდება. ვაქცინა პირველად რუსეთს ექნება“, - ამბობდა კირილ დმიტრიევი.

დარგის დასავლელი სპეციალისტების აზრით, ის, რაც ბოლო პერიოდში რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ხდება, კრემლის პოლიტიკაა, რომელსაც სურს, რუსეთი გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვან სამეცნიერო ძალად წარმოაჩინოს. მეცნიერთა ნაწილი შეშფოთებულია იმით, რომ ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე არასრულფასოვნად წარიმართა.

რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმაც. მისი თქმით, ორი სხვადასხვა რამ არის, გქონდეს ვაქცინა და დაამტკიცო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.

"იმედი მაქვს, რუსებმა დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს,” - განაცხადა ფაუჩიმ ABC News-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიები დამოუკიდებლად მუშაობენ. ვაქცინები უკვე შექმნილია, თუმცა მეცნიერები ახლა კვლევის ფაზაზე არიან, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება უნდა დადგინდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის მიწურულისთვის უკვე უნდა ჰქონდეს, ხოლო მისი ფართომასშტაბიანი გამოყენება, სავარაუდოდ, 2021 წლის შუა პერიოდიდან დაიწყება.

რას ამბობს გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე?

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“